მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერია მეტროს მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
თბილისის მერია მეტროს მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 28 ნო­ემ­ბრი­დან მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი, მათ შო­რის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი, მგზავ­რთა მომ­სა­ხუ­რე­ბას დრო­ე­ბით შე­წყვეტს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ არის თბი­ლი­სის მეტ­როს მე­მან­ქა­ნე­ე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბის ფაქტთან და შე­ზღუდ­ვა დე­და­ქა­ლა­ქის გარ­და, სა­ქარ­თვე­ლოს შვიდ დიდ ქა­ლაქს თა­ნაბ­რად შე­ე­ხე­ბა. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

მე­რია გან­მარ­ტავს, რომ მეტ­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბა არ გამ­ხდა­რა მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის მუ­შა­ო­ბის შე­ჩე­რე­ბის მი­ზე­ზი.

„გვინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ გან­ვუ­მარ­ტოთ, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის შე­ჩე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო იღებს. შე­სა­ბა­მი­სად, რიგი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ, მისი და­კავ­ში­რე­ბა მეტ­როს რამ­დე­ნი­მე მე­მან­ქა­ნის ინ­ფი­ცი­რე­ბის ფაქტთან, დე­ზინ­ფორ­მა­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბაა.

ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ მეტ­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბა არ გამ­ხდა­რა მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის მუ­შა­ო­ბის შე­ჩე­რე­ბის მი­ზე­ზი. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თბი­ლი­სის მე­რია მეტ­როს მე­მან­ქა­ნე­ებს ბე­ლა­რუ­სი­დან ჩა­მო­იყ­ვანს, რო­მელ­თა­ნაც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი. თბი­ლი­სის მეტ­რო არ­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის შემ­დეგ, გა­მარ­თუ­ლად იმუ­შა­ვებს და დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა 28 ნო­ემ­ბრი­დან და­წე­სე­ბულ შე­ზღუდ­ვებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დი­დან თბი­ლი­სის მეტ­რო, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ავ­ტო­ბუ­სე­ბი და კუს ტბის სა­ბა­გი­რო მუ­შა­ო­ბას შე­ა­ჩე­რებს.

მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი 24 დე­კემ­ბრი­დან 2 იან­ვრის ჩათ­ვლით შემ­სუ­ბუქ­დე­ბა, რომ­ლის დრო­საც თბი­ლი­სის მეტ­რო და ავ­ტო­ბუ­სე­ბი 21:00 სა­ა­თამ­დე იმუ­შა­ვე­ბენ. 3 იან­ვრი­დან 16 იან­ვრამ­დე, ორი­ვე სა­ხის ტრან­სპორ­ტით მგზავ­რთა მომ­სა­ხუ­რე­ბა კვლავ შე­ჩერ­დე­ბა. 16 იან­ვრი­დან 31 იან­ვრამ­დე კი, თბი­ლი­სის მეტ­რო და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ავ­ტო­ბუ­სე­ბი შა­ბათ-კვი­რის გა­მოკ­ლე­ბით, მუ­შა­ო­ბას გა­ნა­ახ­ლე­ბენ.

თბი­ლი­სის მე­რია ბო­დიშს გიხ­დით შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტის გამო!“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც მე­რია ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
45

მე­რია გან­მარ­ტავს, რომ მეტ­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბა არ გამ­ხდა­რა მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის მუ­შა­ო­ბის შე­ჩე­რე­ბის მი­ზე­ზი. მორიგი ტყუილი

დ გ
27

ისე მეტროს მუშაობაზე გამონაკლისი უნდა ყოფილიყო 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

თბილისის მერია მეტროს მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

თბილისის მერია მეტროს მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროპოლიტენი, მგზავრთა მომსახურებას დროებით შეწყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ კავშირში არ არის თბილისის მეტროს მემანქანეების ინფიცირების ფაქტთან და შეზღუდვა დედაქალაქის გარდა, საქართველოს შვიდ დიდ ქალაქს თანაბრად შეეხება. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მერია განმარტავს, რომ მეტროს თანამშრომლების ინფიცირება არ გამხდარა მეტროპოლიტენის მუშაობის შეჩერების მიზეზი.

„გვინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის შეჩერების გადაწყვეტილებას, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იღებს. შესაბამისად, რიგი მედიასაშუალებების მიერ, მისი დაკავშირება მეტროს რამდენიმე მემანქანის ინფიცირების ფაქტთან, დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მეტროს თანამშრომლების ინფიცირება არ გამხდარა მეტროპოლიტენის მუშაობის შეჩერების მიზეზი. საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოიყვანს, რომელთანაც მუნიციპალიტეტს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. თბილისის მეტრო არსებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, გამართულად იმუშავებს და დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება.

რაც შეეხება 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს, აღნიშნული პერიოდიდან თბილისის მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და კუს ტბის საბაგირო მუშაობას შეაჩერებს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვები 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შემსუბუქდება, რომლის დროსაც თბილისის მეტრო და ავტობუსები 21:00 საათამდე იმუშავებენ. 3 იანვრიდან 16 იანვრამდე, ორივე სახის ტრანსპორტით მგზავრთა მომსახურება კვლავ შეჩერდება. 16 იანვრიდან 31 იანვრამდე კი, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები შაბათ-კვირის გამოკლებით, მუშაობას განაახლებენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მერია ავრცელებს.

417 ახალი ინფიცირებული და 2 469 გამოჯანმრთელებული - როგორია ბოლო დღე-ღამის მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან 15 იანვრის ჩათვლით კვლავ ამოქმედდა

3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება - აღდგება ყველა შეზღუდვა, რომელიც 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე მოქმედებდა