პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფიდელ კასტროსა და უგო ჩავესის მეგობარი, რომელიც პუტინს "ფენომენს" უწოდებდა - როგორი იყო დიეგო მარადონას პოლიტიკური პრეფერენციები?
ფიდელ კასტროსა და უგო ჩავესის მეგობარი, რომელიც პუტინს "ფენომენს" უწოდებდა - როგორი იყო დიეგო მარადონას პოლიტიკური პრეფერენციები?

დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნა - "ფეხ­ბურ­თის მეფე“ 25 ნო­ემ­ბერს გუ­ლის შე­ტე­ვით, 60 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი ნი­ჭის მიღ­მა, მისი ცნო­ბი­ლი სი­ტყვე­ბის: La Mano De Dios - "ღმერ­თის ხე­ლის“ მსგავ­სად (რო­მე­ლიც მან ხე­ლით გა­ტა­ნი­ლი გო­ლის აღ­სა­წე­რად გა­მო­ი­ყე­ნა), მა­რა­დო­ნას მრა­ვა­ლი ქმე­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბას იწ­ვევ­და. მათ შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რე­ზო­ნან­სუ­ლი სა­კი­თხი პო­ლი­ტი­კა იყო, რა­შიც არ­გენ­ტი­ნე­ლი ლე­გენ­და მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მკა­ფი­ოდ აფიქ­სი­რებ­და სა­კუ­თარ შე­ხე­დუ­ლე­ბებს. ის მხარს უჭერ­და ლა­თი­ნო-ამე­რი­კულ სო­ცი­ა­ლიზმს, ახ­დენ­და კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის დე­მო­ნი­ზა­ცი­ას და მოკ­ლე ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც გა­ნი­ხი­ლავ­და.

აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მა­რა­დო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მის მი­მართ ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც გა­მოჩ­ნდა - მი­უ­ხე­და­ვად სპორ­ტუ­ლი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ერ­თო მწუ­ხა­რე­ბი­სა, თუნ­დაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­იხ­სე­ნეს მა­რა­დო­ნას მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის და პუ­ტი­ნის მი­მართ. AMBEBI.GE ლე­გენ­და­რუ­ლი ათი ნომ­რის პო­ლი­ტი­კუ­რი პრე­ფე­რენ­ცი­ე­ბის მი­მო­ხილ­ვას გთა­ვა­ზობთ.

  • "მე­ო­რე მამა“ - ფი­დელ კას­ტრო

დი­ე­გო პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბას არას­დროს ერი­დე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც საქ­მე ლა­თი­ნურ ამე­რი­კა­ში მე­მარ­ცხე­ნე პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ზე მიდ­გე­ბო­და. მარ­ქსისტ-ლე­ნი­ნისზ­მის მიმ­დე­ვარ რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ­თან და კუ­ბის ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან, ფი­დელ კას­ტროს­თან დი­ე­გო მა­რა­დო­ნას ერთი შე­ხედ­ვით, მათი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უჩ­ვე­უ­ლო მე­გობ­რო­ბა აკავ­შირ­დებ­და. კუ­ბის ლი­დერს მა­რა­დო­ნა თა­ვის "მე­ო­რე მა­მა­დაც" კი თვლი­და. ის კას­ტროს იმ­დე­ნად აი­დე­ა­ლებ­და, რომ მარ­ცხე­ნა ფეხ­ზე მისი ტა­ტუც ჰქონ­და, მა­შინ, რო­დე­საც მის მარ­ჯვე­ნა მკლავს ჩე გე­ვა­რას ცნო­ბი­ლი ტატუ ფა­რავ­და.

მა­რა­დო­ნა ფი­დელს პირ­ვე­ლად 1987 წელს შეხ­ვდა, ერთი წლის შემ­დეგ, რაც მან არ­გენ­ტი­ნას მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ა­გე­ბი­ნა. თუმ­ცა მათი მე­გობ­რო­ბა მხო­ლოდ 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში გაღ­ვივ­და, რო­დე­საც ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­და კუ­ბა­ში ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და. მას ხში­რად აღუ­ნიშ­ნავს, თუ რო­გორ და­ეხ­მა­რა ფი­დელ კას­ტრო კუ­ბა­ში ყოფ­ნის 4-წლი­ა­ნი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მას შემ­დეგ, რაც ის კო­კა­ი­ნის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი გუ­ლის პრობ­ლე­მის გამო კი­ნა­ღამ გარ­და­იც­ვა­ლა.

"მან კუ­ბის კარი გა­მი­ღო მა­შინ, რო­დე­საც კლი­ნი­კე­ბი არ­გენ­ტი­ნა­ში კა­რებს რა­ზავ­დნენ, რად­გან არ სურ­დათ, მა­რა­დო­ნას სული მათ ხე­ლებ­ში და­ე­ლია", - აქვს ნათ­ქვა­მი დი­ე­გოს.

მისი თქმით, კუ­ბის ლი­დერ­თან ერ­თად, ის ხში­რად გა­ნი­ხი­ლავ­და პო­ლი­ტი­კა­სა და სპორ­ტს. კას­ტროს­გან მან 2005 წელს ერთ-ერთი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუს ფორ­მატ­ში ინ­ტერ­ვი­უც აიღო, რო­მელ­შიც მე­გობ­რებ­მა ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი გან­წყო­ბე­ბი გა­ახ­მა­უ­რეს.

მა­რა­დო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ზუს­ტად 4 წლით ადრე - 2016 წლის 25 ნო­ემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა ფი­დელ კას­ტრო. "უკონ­ტრო­ლოდ ვტი­რო­დი... მა­მა­ჩე­მის შემ­დეგ, ეს ყვე­ლა­ზე ღრმა მწუ­ხა­რე­ბაა, რაც გა­მო­მიც­დია", - თქვა დი­ე­გომ "მე­ო­რე მა­მის" და­კარ­გვა­ზე.

  • ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი გან­წყო­ბე­ბი

მა­რა­დო­ნას ყო­ველ­თვის ჰქონ­და ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი გან­წყო­ბე­ბი. მას კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ვე­ნე­სუ­ე­ლის ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან, უგო ჩა­ვეს­თან. ჩა­ვე­სის მიერ წაყ­ვა­ნილ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში მა­რა­დო­ნამ თქვა: "მე მჯე­რა ჩა­ვე­სის... ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ჩა­ვე­სი და ფი­დე­ლი აკე­თე­ბენ, ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სოა“. იმა­ვე გა­და­ცე­მა­ში მან ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მი­მართ გა­მო­ხა­ტა სი­ძულ­ვი­ლი: "მე მძულს ყვე­ლა­ფე­რი, რაც შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან მო­დის. მე­ზი­ზღე­ბა ეს მთე­ლი ჩემი ძა­ლით".

Guardian-ის თა­ნახ­მად, 2004 წელს ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­დამ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ერა­ყის ომი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში. მი­ტინგზე მას გვერ­დზე უგო ჩა­ვე­სი ედგა, თა­ვად კი ეცვა მა­ი­სუ­რი წარ­წე­რით: "Stop Bush". მა­რა­დო­ნამ შემ­დე­გი სი­ტყვე­ბი წარ­მოთ­ქვა: "მე, რო­გორც არ­გენ­ტი­ნე­ლი, ვა­მა­ყობ, რომ ამ ნა­გავ ადა­მი­ანს, ჯორჯ ბუშს უარ­ვყოფ".

მა­რა­დო­ნამ 2017 წელს გა­მოთ­ქვა ეჭ­ვე­ბი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის დო­მი­ნი­რე­ბის შე­სა­ხებ და დას­ცი­ნა აშშ-ის პრე­ზი­დენტს, დო­ნალდ ტრამპს.

"აშშ შე­რი­ფი აღა­რაა. არა, არა. ჩვენც ვი­პო­ვით ია­რაღს, რაც მათ აქვთ. არა­ვის სურს ომში წას­ვლა, მაგ­რამ რო­დე­საც ხე­დავ ისეთ მულ­ტფილ­მის პერ­სო­ნა­ჟებს, რო­გო­რიც ტრამ­პია, იწყებ ფიქ­რს, რომ თუ ასეთ ადა­მი­ანს მო­ეპ­რი­ა­ნე­ბა, ჩვენ ყვე­ლა­ნი შე­იძ­ლე­ბა, მტრე­ბი გავ­ხდეთ ", - თქვა მან.

  • შუ­რის­ძი­ე­ბა ფოლკ­ლენ­დის კუნ­ძუ­ლე­ბის გამო

მა­რა­დო­ნას პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი მისი კა­რი­ე­რის აყ­ვა­ვე­ბის და­სა­წყის­შიც ჩან­და. 1986 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ცნო­ბილ მე­ო­თხე­დფი­ნა­ლურ შეხ­ვედ­რა­ში არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რებ­მა ინ­გლი­სი მისი წყა­ლო­ბით, ან­გა­რი­შით 2:1 და­ა­მარ­ცხა. მა­რა­დო­ნას თქმით, ეს ბევ­რად მეტი იყო, ვიდ­რე სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩი - ეს იყო შუ­რის­ძი­ე­ბა 1982 წელს, ფოლკ­ლენ­დის კუნ­ძუ­ლე­ბის­თვის ომში არ­გენ­ტი­ნის ბრი­ტა­ნეთ­თან და­მარ­ცხე­ბის გამო. 2000 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ თა­ვის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში "მე ვარ დი­ე­გო", მა­რა­დო­ნამ ინ­გლის­თან გა­მარ­ჯვე­ბა აღ­წე­რა, რო­გორც "ჩვე­ნი დრო­შის დაც­ვა".

  • "გულ­ში პა­ლეს­ტი­ნე­ლი ვარ“

ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის გარ­და, დი­ე­გო მუდ­მი­ვად გა­მო­ხა­ტავ­და სო­ლი­და­რო­ბას პა­ლეს­ტი­ნის და პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს იდე­ის მი­მართ. 2012 წელს მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და: "მე პა­ლეს­ტი­ნის ხალ­ხის პირ­ვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ. მე მათ პა­ტივს ვცემ და თა­ნა­ვუგ­რძნობ". მან დას­ძი­ნა, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ი­გი­ვე­ბა პა­ლეს­ტი­ნელ ხალ­ხთან გან­სა­კუთ­რე­ბით, იმის გამო შე­უძ­ლია, რომ ქარ­ხნის მუ­შის ვაჟი იყო და ბუ­ე­ნოს აი­რე­სის "ჯურღმუ­ლებ­ში" გა­ი­ზარ­და.

2014 წელს მან ის­რა­ე­ლის მიერ ღა­ზას და­ბომბვას "სა­მარ­ცხვი­ნო" უწო­და, 2018 წელს კი პა­ლეს­ტი­ნის პრე­ზი­დენტს, მაჰ­მუდ აბასს მსოფ­ლოო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, მოს­კოვ­ში შეხ­ვდა და უთხრა: "ჩემს გულ­ში მე პა­ლეს­ტი­ნე­ლი ვარ".

  • "ფე­ნო­მე­ნი პუ­ტი­ნი“

ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მი­მართ საკ­მაო სიმ­პა­თი­ით იყო გან­წყო­ბი­ლი. 2017 წელს მოს­კოვ­ში, რუს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას მან პუ­ტი­ნი შე­ა­ქო და თქვა, რომ რუ­სე­თის ლი­დე­რი "ფე­ნო­მე­ნია".

"ის უბ­რა­ლოდ, ფე­ნო­მე­ნია. ვფიქ­რობ, რომ პუ­ტი­ნი, უგო ჩა­ვე­სის და ფი­დელ კას­ტროს შემ­დეგ, არი­ელ ორ­ტე­გას­თან და ევო მო­რა­ლეს­თან ერ­თად, პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის "უმაღ­ლეს ლი­გას" წარ­მო­ად­გენს. პუ­ტი­ნი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, ამ სამ­ყა­რო­ში ბევ­რს მო­უ­ტა­ნოს მშვი­დო­ბა", - თქვა მა­რა­დო­ნამ.

არ­გენ­ტი­ნელ­მა სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, ოქ­ტომ­ბრის მი­წუ­რულს პუ­ტი­ნი კო­რო­ნა­ვირუს­ზე სა­უბ­რის დრო­საც ახ­სე­ნა. იმ დრო­ის­თვის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­სულ­მა მა­რა­დო­ნამ თქვა: "მე მჯე­რა პუ­ტი­ნის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მას ვაქ­ცი­ნა მალე ექ­ნე­ბა, რად­გან ეს პან­დე­მია უკვე გა­უ­საძ­ლი­სია".

  • მიწ­ვე­ვა ცხინ­ვალ­ში

2010 წელს ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი და დე­ლე­გა­ცია ვე­ნე­სუ­ა­ლას ეწ­ვია, რო­მელ­საც თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის რე­გი­ო­ნე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აქვს აღი­ა­რე­ბუ­ლი. კა­რა­კას­ში ყოფ­ნი­სას ედუ­არდ კო­კო­ი­თი დი­ე­გო მა­რა­დო­ნას შეხ­ვდა, რო­მე­ლიც მა­შინ არ­გენ­ტი­ნის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი იყო. მა­შინ ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვის გარ­და, კო­კო­ით­მა მა­რა­დო­ნა ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში და­პა­ტი­ჟა და ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი მიწ­ვე­ვას და­თან­ხმდა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვი­ზი­ტი არ შემ­დგა­რა.

  • ნაკ­ლო­ვა­ნი გე­ნი­ო­სი

ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­დო­ბის გარ­და, მა­რა­დო­ნა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით აღ­სავ­სე ადა­მი­ა­ნი იყო. "ცუდ ბი­ჭად“ აღ­ქმულს, მას ხში­რად უწო­დებ­დნენ ნაკ­ლო­ვან გე­ნი­ოსს. მინ­დვ­რის გა­რეთ და პო­ლი­ტი­კის გარ­და, მისი ქმე­დე­ბე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი შემ­დე­გია: კო­კა­ინ­ზე და ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, სა­ტე­ლე­ვი­ზიო კა­მე­რე­ბის­თვის უხამ­სი ჟეს­ტე­ბის ჩვე­ნე­ბა, ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის პნევ­მა­ტუ­რი ია­რა­ღი­დან სრო­ლა, მოთ­მი­ნე­ბის და­კარ­გვა ფა­ნებ­თან, და, თუ ისევ ფეხ­ბურთს და­ვუბ­რუნ­დე­ბით, ლი­ო­ნელ მე­სის კარგ, თუმ­ცა ისეთ ადა­მი­ა­ნად მოხ­სე­ნი­ე­ბა, რო­მელ­საც "აკ­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბა იმის­თვის, რომ იყოს ლი­დე­რი“.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დვალთელი
35

მალე გაჰყოლიყოს უკან

გიორგი
44

დიდი ფეხბურთელი ,პატარა ადამიანი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ფიდელ კასტროსა და უგო ჩავესის მეგობარი, რომელიც პუტინს "ფენომენს" უწოდებდა - როგორი იყო დიეგო მარადონას პოლიტიკური პრეფერენციები?

ფიდელ კასტროსა და უგო ჩავესის მეგობარი, რომელიც პუტინს "ფენომენს" უწოდებდა - როგორი იყო დიეგო მარადონას პოლიტიკური პრეფერენციები?

დიეგო არმანდო მარადონა - "ფეხბურთის მეფე“ 25 ნოემბერს გულის შეტევით, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. საყოველთაოდ აღიარებული ნიჭის მიღმა, მისი ცნობილი სიტყვების: La Mano De Dios - "ღმერთის ხელის“ მსგავსად (რომელიც მან ხელით გატანილი გოლის აღსაწერად გამოიყენა), მარადონას მრავალი ქმედება საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საკითხი პოლიტიკა იყო, რაშიც არგენტინელი ლეგენდა მთელი ცხოვრების განმავლობაში მკაფიოდ აფიქსირებდა საკუთარ შეხედულებებს. ის მხარს უჭერდა ლათინო-ამერიკულ სოციალიზმს, ახდენდა კათოლიკური ეკლესიის დემონიზაციას და მოკლე ხნის განმავლობაში არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობასაც განიხილავდა.

აზრთა სხვადასხვაობა მარადონას გარდაცვალების შემდეგ მის მიმართ ქართველ საზოგადოებაშიც გამოჩნდა - მიუხედავად სპორტული სამყაროს წარმომადგენლების და საზოგადოების საერთო მწუხარებისა, თუნდაც სოციალურ ქსელში გაიხსენეს მარადონას მხარდამჭერი განცხადებები რუსეთის ფედერაციის და პუტინის მიმართ. AMBEBI.GE ლეგენდარული ათი ნომრის პოლიტიკური პრეფერენციების მიმოხილვას გთავაზობთ.

  • "მეორე მამა“ - ფიდელ კასტრო

დიეგო პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას არასდროს ერიდებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ლათინურ ამერიკაში მემარცხენე პოლიტიკოსების მხარდაჭერაზე მიდგებოდა. მარქსისტ-ლენინისზმის მიმდევარ რევოლუციონერთან და კუბის ყოფილ პრეზიდენტთან, ფიდელ კასტროსთან დიეგო მარადონას ერთი შეხედვით, მათი განსხვავებული ცხოვრებიდან გამომდინარე, უჩვეულო მეგობრობა აკავშირდებდა. კუბის ლიდერს მარადონა თავის "მეორე მამადაც" კი თვლიდა. ის კასტროს იმდენად აიდეალებდა, რომ მარცხენა ფეხზე მისი ტატუც ჰქონდა, მაშინ, როდესაც მის მარჯვენა მკლავს ჩე გევარას ცნობილი ტატუ ფარავდა.

მარადონა ფიდელს პირველად 1987 წელს შეხვდა, ერთი წლის შემდეგ, რაც მან არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა. თუმცა მათი მეგობრობა მხოლოდ 2000-იანი წლების დასაწყისში გაღვივდა, როდესაც ფეხბურთის ლეგენდა კუბაში ნარკოდამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად იმყოფებოდა. მას ხშირად აღუნიშნავს, თუ როგორ დაეხმარა ფიდელ კასტრო კუბაში ყოფნის 4-წლიანი პერიოდის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ის კოკაინისგან გამოწვეული გულის პრობლემის გამო კინაღამ გარდაიცვალა.

"მან კუბის კარი გამიღო მაშინ, როდესაც კლინიკები არგენტინაში კარებს რაზავდნენ, რადგან არ სურდათ, მარადონას სული მათ ხელებში დაელია", - აქვს ნათქვამი დიეგოს.

მისი თქმით, კუბის ლიდერთან ერთად, ის ხშირად განიხილავდა პოლიტიკასა და სპორტს. კასტროსგან მან 2005 წელს ერთ-ერთი სატელევიზიო შოუს ფორმატში ინტერვიუც აიღო, რომელშიც მეგობრებმა ანტიამერიკული განწყობები გაახმაურეს.

მარადონას გარდაცვალებამდე ზუსტად 4 წლით ადრე - 2016 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა ფიდელ კასტრო. "უკონტროლოდ ვტიროდი... მამაჩემის შემდეგ, ეს ყველაზე ღრმა მწუხარებაა, რაც გამომიცდია", - თქვა დიეგომ "მეორე მამის" დაკარგვაზე.

  • ანტიამერიკული განწყობები

მარადონას ყოველთვის ჰქონდა ანტიამერიკული განწყობები. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ვენესუელის ყოფილ პრეზიდენტთან, უგო ჩავესთან. ჩავესის მიერ წაყვანილ სატელევიზიო შოუში მარადონამ თქვა: "მე მჯერა ჩავესის... ყველაფერი, რასაც ჩავესი და ფიდელი აკეთებენ, ჩემთვის საუკეთესოა“. იმავე გადაცემაში მან ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ გამოხატა სიძულვილი: "მე მძულს ყველაფერი, რაც შეერთებული შტატებიდან მოდის. მეზიზღება ეს მთელი ჩემი ძალით".

Guardian-ის თანახმად, 2004 წელს ფეხბურთის ლეგენდამ მონაწილეობა მიიღო ერაყის ომისა და თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში. მიტინგზე მას გვერდზე უგო ჩავესი ედგა, თავად კი ეცვა მაისური წარწერით: "Stop Bush". მარადონამ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: "მე, როგორც არგენტინელი, ვამაყობ, რომ ამ ნაგავ ადამიანს, ჯორჯ ბუშს უარვყოფ".

მარადონამ 2017 წელს გამოთქვა ეჭვები შეერთებული შტატების მიერ გლობალური პოლიტიკის დომინირების შესახებ და დასცინა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.

"აშშ შერიფი აღარაა. არა, არა. ჩვენც ვიპოვით იარაღს, რაც მათ აქვთ. არავის სურს ომში წასვლა, მაგრამ როდესაც ხედავ ისეთ მულტფილმის პერსონაჟებს, როგორიც ტრამპია, იწყებ ფიქრს, რომ თუ ასეთ ადამიანს მოეპრიანება, ჩვენ ყველანი შეიძლება, მტრები გავხდეთ ", - თქვა მან.

  • შურისძიება ფოლკლენდის კუნძულების გამო

მარადონას პოლიტიკური შეხედულებები მისი კარიერის აყვავების დასაწყისშიც ჩანდა. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ცნობილ მეოთხედფინალურ შეხვედრაში არგენტინის ნაკრებმა ინგლისი მისი წყალობით, ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მარადონას თქმით, ეს ბევრად მეტი იყო, ვიდრე საფეხბურთო მატჩი - ეს იყო შურისძიება 1982 წელს, ფოლკლენდის კუნძულებისთვის ომში არგენტინის ბრიტანეთთან დამარცხების გამო. 2000 წელს გამოქვეყნებულ თავის ავტობიოგრაფიაში "მე ვარ დიეგო", მარადონამ ინგლისთან გამარჯვება აღწერა, როგორც "ჩვენი დროშის დაცვა".

  • "გულში პალესტინელი ვარ“

ლათინური ამერიკის გარდა, დიეგო მუდმივად გამოხატავდა სოლიდარობას პალესტინის და პალესტინის სახელმწიფოს იდეის მიმართ. 2012 წელს მან ჟურნალისტებს განუცხადა: "მე პალესტინის ხალხის პირველი გულშემატკივარი ვარ. მე მათ პატივს ვცემ და თანავუგრძნობ". მან დასძინა, რომ საკუთარი თავის გაიგივება პალესტინელ ხალხთან განსაკუთრებით, იმის გამო შეუძლია, რომ ქარხნის მუშის ვაჟი იყო და ბუენოს აირესის "ჯურღმულებში" გაიზარდა.

2014 წელს მან ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვას "სამარცხვინო" უწოდა, 2018 წელს კი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს მსოფლოო ჩემპიონატზე, მოსკოვში შეხვდა და უთხრა: "ჩემს გულში მე პალესტინელი ვარ".

  • "ფენომენი პუტინი“

ფეხბურთის ლეგენდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ საკმაო სიმპათიით იყო განწყობილი. 2017 წელს მოსკოვში, რუს ჟურნალისტებთან საუბრისას მან პუტინი შეაქო და თქვა, რომ რუსეთის ლიდერი "ფენომენია".

"ის უბრალოდ, ფენომენია. ვფიქრობ, რომ პუტინი, უგო ჩავესის და ფიდელ კასტროს შემდეგ, არიელ ორტეგასთან და ევო მორალესთან ერთად, პოლიტიკური ლიდერების "უმაღლეს ლიგას" წარმოადგენს. პუტინი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ამ სამყაროში ბევრს მოუტანოს მშვიდობა", - თქვა მარადონამ.

არგენტინელმა სულ რამდენიმე კვირის წინ, ოქტომბრის მიწურულს პუტინი კორონავირუსზე საუბრის დროსაც ახსენა. იმ დროისთვის თვითიზოლაციაში გადასულმა მარადონამ თქვა: "მე მჯერა პუტინის. დარწმუნებული ვარ, რომ მას ვაქცინა მალე ექნება, რადგან ეს პანდემია უკვე გაუსაძლისია".

  • მიწვევა ცხინვალში

2010 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი და დელეგაცია ვენესუალას ეწვია, რომელსაც თვითგამოცხადებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული. კარაკასში ყოფნისას ედუარდ კოკოითი დიეგო მარადონას შეხვდა, რომელიც მაშინ არგენტინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხელის ჩამორთმევის გარდა, კოკოითმა მარადონა ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაპატიჟა და ყოფილი ფეხბურთელი მიწვევას დათანხმდა. მიუხედავად ამისა, ვიზიტი არ შემდგარა.

  • ნაკლოვანი გენიოსი

ფეხბურთის ლეგენდობის გარდა, მარადონა წინააღმდეგობებით აღსავსე ადამიანი იყო. "ცუდ ბიჭად“ აღქმულს, მას ხშირად უწოდებდნენ ნაკლოვან გენიოსს. მინდვრის გარეთ და პოლიტიკის გარდა, მისი ქმედებებიდან რამდენიმე ყველაზე სკანდალური შემდეგია: კოკაინზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულება, სატელევიზიო კამერებისთვის უხამსი ჟესტების ჩვენება, ჟურნალისტისთვის პნევმატური იარაღიდან სროლა, მოთმინების დაკარგვა ფანებთან, და, თუ ისევ ფეხბურთს დავუბრუნდებით, ლიონელ მესის კარგ, თუმცა ისეთ ადამიანად მოხსენიება, რომელსაც "აკლია ინდივიდუალურობა იმისთვის, რომ იყოს ლიდერი“.

როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში - სად არის ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და სად შეინიშნება კლების ტენდენცია

"თავს საშინლად ვგრძნობ... მე ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არ ვარ" - რას ამბობს დიეგო მარადონას ექიმი, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

არგენტინის პროკურატურა დიეგო მარადონას გარდაცვალების ფაქტს იძიებს - გაიცა მისი პირადი ექიმის ქონების ჩხრეკის ორდერი