სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იანვრის ბოლოს ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერ და მეტჯერ ნაკლები იქნება" - ამირან გამყრელიძე
"იანვრის ბოლოს ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერ და მეტჯერ ნაკლები იქნება" - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იან­ვრის ბო­ლოს­კენ ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ გა­ნა­ხევ­რდე­ბა. ამის შე­სა­ხებ მან უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

"ამ შე­ზღუდ­ვე­ბის ძი­რი­თა­დი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა, რომ ჩვენ შე­ვა­ჩე­როთ ინ­ფექ­ცი­ის ასე­თი სწრა­ფი ზრდა ანუ მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე არის სწრა­ფი ზრდის შე­ჩე­რე­ბა. ამის შე­დე­გი უნდა გა­მოჩ­ნდეს და­ახ­ლო­ე­ბით მო­მა­ვა­ლი ათი დღის, ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­წე­სე­ბა ერ­თია და მისი აღ­სრუ­ლე­ბა - მე­ო­რე. თუ ჩვენ ერ­თად, სა­ხელ­წი­ფო, ექი­მე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ისევ ისე მო­ვიქ­ცე­ვით, რო­გორც გა­ზა­ფხულ­ზე ვი­ყა­ვით ერ­თი­ა­ნი და სო­ლი­და­რუ­ლი, მი­ვაღ­წევთ შე­დეგს. სო­ლი­და­რო­ბა არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, სა­ხელ­მწი­ფო, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს შო­რის. ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან რთუ­ლია. უნდა გა­ვი­თა­ვი­სოთ ყვე­ლამ და ეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უნდა შე­ვას­რუ­ლოთ. დიდი იმე­დია იმის, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში არ გვექ­ნე­ბა სწრა­ფი ზრდა, შე­ვა­ჩე­რებთ ამ სწრაფ ზრდას, მერე და­ი­წყე­ბა უკუს­ვლა და სა­დღაც იან­ვრის ბო­ლოს­კენ ჩვენ დიდი ალ­ბა­თო­ბით უნდა ჩა­მო­ვი­დეთ სხვა მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ორ­ჯერ და უფრო მეტ­ჯერ ნაკ­ლე­ბი, ვიდ­რე დღე­ვან­დე­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის. ეს არის დღეს ყვე­ლა ამ შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ზა­ნი.

მეს­მის, ეს რთუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, აღ­საქ­მე­ლად რთუ­ლია, არის ბევ­რი კრი­ტი­კა, მაგ­რამ სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის უფ­ლე­ბა არის უპირ­ვე­ლე­სი უფ­ლე­ბა. ჩვე­ნი კრი­ტი­კუ­ლი ზღვა­რი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის გა­დის 29-ზე, ჩვენ გვაქვს უფრო მეტი. სამ­წუ­ხა­როდ ამ ზღვარს გა­და­ვე­დით და სა­ჭი­როა შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლოლო
1

გამყრელიძემ ახლა უყურეთ როგორ დაამარცხოს პანდემია ლოწდაუნს რო გამოაცხადებს გახარია მენეჯერა მერე.ამდენი თვე,სმხელა ფინანსური რესურსი რაში გსიხარჯა? ეგ მილიარდობით ვალი ხო ისევ ჩვენ უნდა გადავიხადოთ გაღატაკებულმა მოქალაქეებმა.

ლევანი
0

იმედია მალე გადაივლის ეს ვერაგი ვირუსი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"იანვრის ბოლოს ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერ და მეტჯერ ნაკლები იქნება" - ამირან გამყრელიძე

"იანვრის ბოლოს ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერ და მეტჯერ ნაკლები იქნება" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაწესებული რეგულაციების შესრულების შემთხვევაში, იანვრის ბოლოსკენ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი სავარაუდოდ განახევრდება. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ამ შეზღუდვების ძირითადი დანიშნულებაა, რომ ჩვენ შევაჩეროთ ინფექციის ასეთი სწრაფი ზრდა ანუ მთავარი სამიზნე არის სწრაფი ზრდის შეჩერება. ამის შედეგი უნდა გამოჩნდეს დაახლოებით მომავალი ათი დღის, ორი კვირის განმავლობაში, დაწესება ერთია და მისი აღსრულება - მეორე. თუ ჩვენ ერთად, სახელწიფო, ექიმები, საზოგადოება ისევ ისე მოვიქცევით, როგორც გაზაფხულზე ვიყავით ერთიანი და სოლიდარული, მივაღწევთ შედეგს. სოლიდარობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სახელმწიფო, საზოგადოება და სამედიცინო პერსონალს შორის. ქვეყანაში სიტუაცია ძალიან რთულია. უნდა გავითავისოთ ყველამ და ეს რეგულაციები უნდა შევასრულოთ. დიდი იმედია იმის, რომ ამ შემთხვევაში არ გვექნება სწრაფი ზრდა, შევაჩერებთ ამ სწრაფ ზრდას, მერე დაიწყება უკუსვლა და სადღაც იანვრის ბოლოსკენ ჩვენ დიდი ალბათობით უნდა ჩამოვიდეთ სხვა მაჩვენებლებზე, რომელიც იქნება ორჯერ და უფრო მეტჯერ ნაკლები, ვიდრე დღევანდელი ინფიცირების მაჩვენებელი არის. ეს არის დღეს ყველა ამ შემზღუდავი ღონისძიების მიზანი.

მესმის, ეს რთულია მოსახლეობისთვის, აღსაქმელად რთულია, არის ბევრი კრიტიკა, მაგრამ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება არის უპირველესი უფლება. ჩვენი კრიტიკული ზღვარი სიკვდილიანობის გადის 29-ზე, ჩვენ გვაქვს უფრო მეტი. სამწუხაროდ ამ ზღვარს გადავედით და საჭიროა შემზღუდავი ღონისძიებები", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

"ეს "შავი პარასკევი" საქართველოს ისტორიაში ნამდვილად იქნება შავი პარასკევი! ახლა ნახეთ ვირუსის აფეთქება!" - გიორგი ფხაკაძე

"რვა ბავშვი დაობლდა... გამძლეობას ვუსურვებთ ამ ტკივილის გადასატანად" - მცხეთასთან ავარიას სამი ახალგაზრდა ქალი შეეწირა, მათგან ერთი ექთანი

"სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა, რომ საჭიროებისამებრ მრევლს რძის ნაწარმის გამოყენების ნება მისცენ" - პატრიარქის მიმართვა საშობაო მარხვასთან დაკავშირებით