სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არის მეცნიერთა ნაწილი, პანდემიის პირობებში, "ლოქდაუნის" წინააღმდეგი - რას წარმოადგენს "დიდი ბარინგტონის დეკლარაცია"?
რატომ არის მეცნიერთა ნაწილი, პანდემიის პირობებში, "ლოქდაუნის" წინააღმდეგი - რას წარმოადგენს "დიდი ბარინგტონის დეკლარაცია"?

2020წლის 4 ოქ­ტომ­ბერს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მსოფ­ლიო დო­ნის ცნო­ბილ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა მი­ი­ღეს დეკ­ლა­რა­ცია, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტ­მში დაბ­რუ­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს, რაც, მათი აზ­რით, COVID-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ პო­პუ­ლა­ცი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას შე­უ­წყობს ხელს. მათი აზ­რით, ლო­ქ­და­უ­ნის პო­ლი­ტი­კა და­უშ­ვე­ბე­ლია და თუ რა­ტომ, ამას დო­კუ­მენ­ტში ხსნი­ან.

მეც­ნი­ე­რე­ბი, ექი­მე­ბი და ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტე­ბი ამე­რი­კის ეკო­ნო­მი­კუ­რი კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი "დიდი ბა­რინგტო­ნის დეკ­ლა­რა­ცი­ის" წი­ნა­აღ­მდეგ გა­ერ­თი­ან­დნენ, რომ­ლებ­მაც თა­ვი­სი არ­სით, აღ­ნიშ­ნუ­ლი დეკ­ლა­რა­ცია უფრო მე­ტად პო­ლი­ტი­კურ გა­ნა­ცხა­დად მი­იჩ­ნი­ეს, ვიდ­რე პან­დე­მი­ი­დან გა­მო­სავ­ლად.

  • "დიდი ბა­რინგტო­ნის დეკ­ლა­რა­ცია"

"რო­გორც ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ეპი­დე­მი­ო­ლო­გებს და სა­ხალ­ხო ჯან­დაც­ვის მეც­ნი­ე­რებს, გვაშ­ფო­თებს, რომ კო­ვიდ 19-ის პო­ლი­ტი­კა ზი­ანს აყე­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფი­ზი­კურ და მენ­ტა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას, ამი­ტომ ჩვენ გთა­ვა­ზობთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი დაც­ვის მიდ­გო­მას. ჩვენ, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნი კა­რი­ე­რა ხალ­ხის დაც­ვას მი­ვუ­ძღვე­ნით, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა მხრი­დან შე­ვიკ­რი­ბეთ. ამ­ჟა­მინ­დე­ლი კო­ვიდ 19-ის "ლო­ქ­და­უ­ნის" პო­ლი­ტი­კა და­მან­გრე­ველ რე­ზულ­ტა­ტებს მოგ­ვცემს ხალ­ხის მოკ­ლე თუ გრძელ­ვა­დი­ან ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

შე­დე­გე­ბი რომ ჩა­მოვ­თვა­ლოთ: ბავ­შვებ­ში მცი­რე ვაქ­ცი­ნა­ცია, გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა, კი­ბოს სკრი­ნინ­გე­ბის შემ­ცი­რე­ბა, მენ­ტა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­იწ­ვევს მომ­დევ­ნო წლებ­ში გაზ­რდილ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას, მუ­შა­თა კლასს და ახალ­გაზ­რდებს მო­უ­წევთ იტ­ვირ­თონ დამ­ძი­მე­ბუ­ლი ტვირ­თი. მოს­წავ­ლე­ე­ბის სკო­ლის გა­რეთ ყოფ­ნა უდი­დე­სი უსა­მარ­თლო­ბაა. ასე­თი ზო­მე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნის გა­მო­გო­ნე­ბამ­დე გა­მო­იწ­ვევს გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ შე­დე­გებს, რაც გუ­ლის­ხმობს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­მო­უს­წო­რებ­ლად და­ზი­ან­დე­ბა.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ ნელ-ნელა ვეც­ნო­ბით ამ ვირუ­სის რა­ო­ბას. ჩვენ ვი­ცით, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა მო­ხუ­ცებ­ში 1000-ჯერ უფრო მე­ტია, ვიდ­რე ახალ­გაზ­რდებ­ში. მარ­თლაც, ბავ­შვებ­ში გრი­პი ბევ­რად უფრო სა­ზი­ა­ნოა, ვიდ­რე კო­ვი­დი. რაც უფრო იმა­ტებს ხალ­ხში იმუ­ნი­ტე­ტი, ინ­ფექ­ცი­ის შეყ­რის რის­კი - მცირ­დე­ბა (და­უც­ვე­ლებ­შიც კი).

ჩვენ ვი­ცით, რომ პო­პუ­ლა­ცი­ებს გა­მო­უ­მუ­შავ­დე­ბათ ჯო­გუ­რი იმუ­ნი­ტე­ტი იქამ­დე, ვიდ­რე არ დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა ახა­ლი ინ­ფექ­ცი­ის რი­ცხვე­ბი და მათ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას მი­ვაშ­ვე­ლებთ. ამი­ტომ, ვიდ­რე ჯო­გურ იმუ­ნი­ტეტს გა­მო­ვი­მუ­შა­ვებთ, ჩვე­ნი მი­ზა­ნი უნდა იყოს სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნა და ხალ­ხში ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა.

ყვე­ლა­ზე მო­წყა­ლე მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, იქ­ნე­ბა თუ მათ, ვინც რისკ ჯგუფს არ მი­ე­კუთ­ვნე­ბა, მივ­ცემთ უფ­ლე­ბას გა­ნაგ­რძონ ცხოვ­რე­ბა ჩვე­უ­ლი წე­სით, და­ინ­ფი­ცირ­დნენ, ჩვენ კი ამა­სო­ბა­ში უკეთ მო­ვუ­ა­როთ მათ, ვინც მეტი რის­კის ქვე­შაა - ამას ვუ­წო­დებთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი დაც­ვის მიდ­გო­მას.

კო­ვიდ 19-ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­დაც­ვის რე­ა­გი­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი უნდა იყოს და­უც­ვე­ლე­ბის და­სა­ცა­ვად ზო­მე­ბის მი­ღე­ბა. მა­გა­ლი­თად, მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რებ­მა უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ შე­ძე­ნი­ლი იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე პერ­სო­ნა­ლი და ჩა­ა­ტა­რონ სხვა პერ­სო­ნა­ლი­სა და ყვე­ლა ვი­ზი­ტო­რის პსრ – ის ხში­რი ტეს­ტი­რე­ბა. მი­ნი­მუ­მამ­დე უნდა შემ­ცირ­დეს მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის რო­ტა­ცია. პენ­სი­ო­ნე­რებს სახლზე მი­ტა­ნით უნდა ჰქონ­დეთ პრო­დუქ­ტი. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, მათ უნდა ჰქონ­დეთ უფ­ლე­ბა, შეხ­ვდნენ ოჯა­ხის წევ­რებს არა მარ­ტო შიგ­ნით, არა­მედ გარე სივ­რცე­ში. შე­საძ­ლე­ბე­ლია გან­ხორ­ცი­ელ­დეს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი და დე­ტა­ლუ­რი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნერ­გოს მო­მა­ვალ­ში, რაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის სფე­როს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. ყვე­ლა, ვინც არ არის რის­კის ქვეშ, ცხოვ­რე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ უნდა გა­ნაგ­რძოს. ჯო­გუ­რი იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში ყვე­ლას ევა­ლე­ბა მარ­ტი­ვი ჰი­გი­ე­ნუ­რი ზო­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა ხე­ლის ხში­რი და­ბა­ნა და ავად­მყო­ფო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სახ­ლში დარ­ჩე­ნა.

სკო­ლე­ბი და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი მზად უნდა იყ­ვნენ პი­რა­დი სწავ­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის­თვი­საც. კლას­გა­რე­შე საგ­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა - ფი­ზკულ­ტუ­რა, შე­უ­ფერ­ხებ­ლად უნდა გაგ­რძელ­დეს. და­ბა­ლი რის­კის ქვეშ მყო­ფი სრულ­წლოვ­ნე­ბი არ უნდა მუ­შა­ობ­დნენ სახ­ლე­ბი­დან, უმ­ჯო­ბე­სია, თუ სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რულს გა­ნაგ­რძო­ბენ. რეს­ტორ­ნე­ბი და სხვა ბიზ­ნე­სე­ბი ღია უნდა დარ­ჩეს. ხე­ლოვ­ნე­ბა, მუ­სი­კა, სპორ­ტი და სხვა კულ­ტუ­რის დარ­გე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბიც შე­უ­ფერ­ხებ­ლად უნდა ჩა­ტარ­დეს. რისკ ჯგუფ­ში მყო­ფებს უფ­ლე­ბა მი­ე­ცეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში სურ­ვი­ლი­სა­მებრ, მათ კი, ვი­საც იმუ­ნი­ტე­ტი აქვთ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ასე­თი ხალ­ხის დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის იზ­რუ­ნონ.

4 ოქ­ტომ­ბე­რი, 2020წ."

დეკ­ლა­რა­ცი­ას ხელი მო­ა­წე­რა 7 000-მდე ადა­მი­ან­მა მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, მათ შო­რის არი­ან: მარ­ტინ კულ­დორ­ფი (ჰარ­ვარ­დის მე­დი­ცი­ნის პრო­ფე­სო­რი), სუ­ნეტ­რა გუფ­ტა (ოქ­სო­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი) და ჯეი ბჰატ­ტა­ჩა­რია (სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი), ასე­ვე სა­მეც­ნი­ე­რო სფე­როს სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ექი­მე­ბი. წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეს რა ჭირი გვჭირს ტოოოოოო
67

Lockdown - Მკაცრი იზოლაცია

გიორგი
19

სად არიან ჩვენი "მეცნიერები" თუ არაფერს აკეთებენ ხალხის დაზაფრვის გარდა წაიკითხონ კითხვა მაინც თუ იციან?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რატომ არის მეცნიერთა ნაწილი, პანდემიის პირობებში, "ლოქდაუნის" წინააღმდეგი - რას წარმოადგენს "დიდი ბარინგტონის დეკლარაცია"?

რატომ არის მეცნიერთა ნაწილი, პანდემიის პირობებში, "ლოქდაუნის" წინააღმდეგი - რას წარმოადგენს "დიდი ბარინგტონის დეკლარაცია"?

2020წლის 4 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიო დონის ცნობილმა მეცნიერებმა მიიღეს დეკლარაცია, რომელიც საზოგადოებას ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, რაც, მათი აზრით, COVID-19-ის წინააღმდეგ პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავებას შეუწყობს ხელს. მათი აზრით, ლოქდაუნის პოლიტიკა დაუშვებელია და თუ რატომ, ამას დოკუმენტში ხსნიან.

მეცნიერები, ექიმები და ჯანდაცვის ექსპერტები ამერიკის ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის მიერ გავრცელებული "დიდი ბარინგტონის დეკლარაციის" წინააღმდეგ გაერთიანდნენ, რომლებმაც თავისი არსით, აღნიშნული დეკლარაცია უფრო მეტად პოლიტიკურ განაცხადად მიიჩნიეს, ვიდრე პანდემიიდან გამოსავლად.

  • "დიდი ბარინგტონის დეკლარაცია"

"როგორც ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგებს და სახალხო ჯანდაცვის მეცნიერებს, გვაშფოთებს, რომ კოვიდ 19-ის პოლიტიკა ზიანს აყენებს საზოგადოების ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობას, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ორიენტირებული დაცვის მიდგომას. ჩვენ, რომლებმაც ჩვენი კარიერა ხალხის დაცვას მივუძღვენით, მსოფლიოს ყველა მხრიდან შევიკრიბეთ. ამჟამინდელი კოვიდ 19-ის "ლოქდაუნის" პოლიტიკა დამანგრეველ რეზულტატებს მოგვცემს ხალხის მოკლე თუ გრძელვადიან ჯანმრთელობაზე.

შედეგები რომ ჩამოვთვალოთ: ბავშვებში მცირე ვაქცინაცია, გულსისხლძარღვთა დაავადებების გაუარესება, კიბოს სკრინინგების შემცირება, მენტალური მდგომარეობის გაუარესება - ეს ყველაფერი საბოლოოდ გამოიწვევს მომდევნო წლებში გაზრდილ სიკვდილიანობას, მუშათა კლასს და ახალგაზრდებს მოუწევთ იტვირთონ დამძიმებული ტვირთი. მოსწავლეების სკოლის გარეთ ყოფნა უდიდესი უსამართლობაა. ასეთი ზომების შენარჩუნება ვაქცინის გამოგონებამდე გამოიწვევს გამანადგურებელ შედეგებს, რაც გულისხმობს, რომ მოსახლეობის უმეტესობა გამოუსწორებლად დაზიანდება.

საბედნიეროდ, ჩვენ ნელ-ნელა ვეცნობით ამ ვირუსის რაობას. ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიანობა მოხუცებში 1000-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ახალგაზრდებში. მართლაც, ბავშვებში გრიპი ბევრად უფრო საზიანოა, ვიდრე კოვიდი. რაც უფრო იმატებს ხალხში იმუნიტეტი, ინფექციის შეყრის რისკი - მცირდება (დაუცველებშიც კი).

ჩვენ ვიცით, რომ პოპულაციებს გამოუმუშავდებათ ჯოგური იმუნიტეტი იქამდე, ვიდრე არ დასტაბილურდება ახალი ინფექციის რიცხვები და მათ ვაქცინაციას მივაშველებთ. ამიტომ, ვიდრე ჯოგურ იმუნიტეტს გამოვიმუშავებთ, ჩვენი მიზანი უნდა იყოს სიკვდილიანობის მინიმუმამდე დაყვანა და ხალხში ზიანის შემცირება.

ყველაზე მოწყალე მიდგომა, რომელიც იმუნიტეტის გამომუშავებაში დაგვეხმარება, იქნება თუ მათ, ვინც რისკ ჯგუფს არ მიეკუთვნება, მივცემთ უფლებას განაგრძონ ცხოვრება ჩვეული წესით, დაინფიცირდნენ, ჩვენ კი ამასობაში უკეთ მოვუაროთ მათ, ვინც მეტი რისკის ქვეშაა - ამას ვუწოდებთ ორიენტირებული დაცვის მიდგომას.

კოვიდ 19-ზე საზოგადოების ჯანდაცვის რეაგირების მთავარი მიზანი უნდა იყოს დაუცველების დასაცავად ზომების მიღება. მაგალითად, მოხუცთა თავშესაფრებმა უნდა გამოიყენონ შეძენილი იმუნიტეტის მქონე პერსონალი და ჩაატარონ სხვა პერსონალისა და ყველა ვიზიტორის პსრ – ის ხშირი ტესტირება. მინიმუმამდე უნდა შემცირდეს მომსახურე პერსონალის როტაცია. პენსიონერებს სახლზე მიტანით უნდა ჰქონდეთ პროდუქტი. შეძლებისდაგვარად, მათ უნდა ჰქონდეთ უფლება, შეხვდნენ ოჯახის წევრებს არა მარტო შიგნით, არამედ გარე სივრცეში. შესაძლებელია განხორციელდეს ღონისძიებების სრულყოფილი და დეტალური ჩამონათვალი, შეიძლება დაინერგოს მომავალში, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალების სფეროს მიეკუთვნება. ყველა, ვინც არ არის რისკის ქვეშ, ცხოვრება ჩვეულებრივ უნდა განაგრძოს. ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების პირობებში ყველას ევალება მარტივი ჰიგიენური ზომები, როგორიცაა ხელის ხშირი დაბანა და ავადმყოფობის შემთხვევაში სახლში დარჩენა.

სკოლები და უნივერსიტეტები მზად უნდა იყვნენ პირადი სწავლების შემთხვევებისთვისაც. კლასგარეშე საგნები, როგორიცაა - ფიზკულტურა, შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს. დაბალი რისკის ქვეშ მყოფი სრულწლოვნები არ უნდა მუშაობდნენ სახლებიდან, უმჯობესია, თუ სამსახურში სიარულს განაგრძობენ. რესტორნები და სხვა ბიზნესები ღია უნდა დარჩეს. ხელოვნება, მუსიკა, სპორტი და სხვა კულტურის დარგების აქტივობებიც შეუფერხებლად უნდა ჩატარდეს. რისკ ჯგუფში მყოფებს უფლება მიეცეთ მონაწილეობა მიიღონ ამ ღონისძიებებში სურვილისამებრ, მათ კი, ვისაც იმუნიტეტი აქვთ გამომუშავებული, ასეთი ხალხის დაცვისა და უსაფრთხოებისთვის იზრუნონ.

4 ოქტომბერი, 2020წ."

დეკლარაციას ხელი მოაწერა 7 000-მდე ადამიანმა მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის არიან: მარტინ კულდორფი (ჰარვარდის მედიცინის პროფესორი), სუნეტრა გუფტა (ოქსოფორდის უნივერსიტეტის პროფესორი) და ჯეი ბჰატტაჩარია (სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი), ასევე სამეცნიერო სფეროს სხვა წარმომადგენლები და ექიმები. წყარო

მთიან ყარაბაღში "დაკარგული" ეკლესიის საიდუმლო - სად გაქრა ტაძარი, რომლის თავზეც აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ტერიტორიების დაბრუნებას ზეიმობდა

ვაქცინამ სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ 76%-იანი, მძიმე დაავადების მიმართ კი 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა - უახლესი კვლევა  "ასტრაზენეკას" შესახებ

"ეს შეცდომა იყო...პატიებას ვთხოვ მოქალაქეებს" - ანგელა მერკელმა სააღდგომოდ მკაცრი "ლოქდაუნის" შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა