პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დაეხმარება მთავრობა სხვადასხვა ბიზნესსა და დასაქმებულებს - "ბიუჯეტს დახმარების პორტფელი 1.1 მილიარდი ლარი დაუჯდება"
როგორ დაეხმარება მთავრობა სხვადასხვა ბიზნესსა და დასაქმებულებს - "ბიუჯეტს დახმარების პორტფელი 1.1 მილიარდი ლარი დაუჯდება"

მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შე­ზღუდ­ვე­ბი გარ­კვე­ულ ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას არ შე­ე­ხე­ბა.

კერ­ძოდ, უწყე­ბა­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შე­ზღუდ­ვე­ბი არ ეხე­ბა:

  • სა­ხელ­მწი­ფო და კერ­ძო სამ­შე­ნებ­ლო-სა­რე­მონ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას;
  • სა­ბან­კო და სა­ფი­ნან­სო საქ­მი­ა­ნო­ბას;
  • სურ­სა­თის, ცხო­ვე­ლე­ბის საკ­ვე­ბის, აფ­თი­ა­ქე­ბის, ვე­ტაფ­თი­ა­ქის, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ქი­მი­ი­სა და ჰი­გი­ე­ნის მა­ღა­ზი­ე­ბის და პრე­სის ჯი­ხუ­რე­ბის მუ­შა­ო­ბას;
  • დე­ლი­ვერ­სა და გა­ტა­ნის სერ­ვი­სებს;
  • სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი­სა და ეს­თე­ტი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრე­ბის მუ­შა­ო­ბას;
  • ავ­ტო­ტექ­მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის სერ­ვი­სებს;
  • სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის სა­რე­მონ­ტო სერ­ვი­სებს;
  • აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რო­ბის მუ­შა­ო­ბას
  • არ იზღუ­დე­ბა მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით (მათ შო­რის - ტაქ­სით) გა­და­ად­გი­ლე­ბა.

ამას­თან, მა­ღა­ზი­ებ­ში, მო­ლებ­სა და ბაზ­რო­ბებ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღე­ბენ, ასე­ვე მათ შე­ეძ­ლე­ბათ სეს­ხის გა­და­ვა­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მთავ­რო­ბის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

„იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ვზღუ­დავთ რამ­დე­ნი­მე კვი­რით სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბას, ბაზ­რო­ბებს, მო­ლებს, მა­ღა­ზი­ებს, ეს შე­ზღუდ­ვა არის ძი­რი­თა­დად 4-5 კვი­რა, ვა­წე­სებთ იგი­ვე სა­ხის სო­ცი­ა­ლურ-მიზ­ნობ­რივ დახ­მა­რე­ბას, რო­მე­ლიც გვქონ­და თვით­და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის­თვის პირ­ვე­ლი ტალ­ღის პე­რი­ოდ­ზე. ეს გახ­ლავთ 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

ჩვენ უკვე და­წყე­ბუ­ლი გვაქვს ამ ხალ­ხის აღ­რი­ცხვა იმ კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად, რომ­ლებ­საც ყავთ და­საქ­მე­ბუ­ლი ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. ამას­თან, ამ 300 ლა­რის გარ­და ჩვენ ვი­ღებთ იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ ამ სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ თი­თო­ე­ულ იმ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია სა­ბან­კო სეს­ხი, მიზ­ნობ­რი­ვად მი­ვეხ­მა­რე­ბით სეს­ხის გა­და­ვა­დე­ბა­ში,“ - აღ­ნიშ­ნა გა­ხა­რი­ამ.

გარ­და ამი­სა, სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნესს, რო­მელ­საც სა­ბან­კო სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გა­აჩ­ნია, სა­ხელ­მწი­ფო საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვეთს და­უ­სუბ­სი­დი­რებს.

რო­გორც გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, დღე­ი­სათ­ვის ტუ­რიზ­მის სექ­ტორ­თან ერ­თად ყვე­ლა­ზე მე­ტად, სწო­რედ სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სი და­ზა­რალ­და.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დღეს აშ­კა­რად გა­მოჩ­ნდა, რომ ტუ­რიზ­მის სექ­ტორ­თან ერ­თად რეს­ტორ­ნის ბიზ­ნე­სია ყვე­ლა­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. ამი­ტომ ის ეფექ­ტუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტი დახ­მა­რე­ბის სას­ტუმ­რო­ე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ჩვენ გვქონ­და - მათი სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის პრო­ცენ­ტის სუბ­სი­დი­რე­ბა, იგი­ვე პროგ­რა­მა და­წეს­დე­ბა და გაგ­რძელ­დე­ბა რეს­ტო­ნე­ბის ბიზ­ნეს­ზეც. ყვე­ლა იმ სა­რეს­ტორ­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია სა­ბან­კო სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უ­სუბ­სი­დი­რებს საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვეთს,“ - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გან­ცხა­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს ბიზ­ნე­სი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მიზ­ნობ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის პორ­ტფე­ლი, რო­მე­ლიც დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი, 1.1 მი­ლი­არ­დი ლარი და­უჯ­დე­ბა.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, ეს ის მი­ნი­მუ­მია, რისი გა­კე­თე­ბაც დღეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. მი­სი­ვე თქმით, დღეს გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის იუ­რი­დი­უ­ლი ბაზა შე­სა­ბა­მი­სი კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბის ვა­დი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 1-ელ იან­ვრამ­დეა.

„დახ­მა­რე­ბის მე­ო­თხე ტალ­ღის პორ­ტფე­ლი, რო­გორც მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის, ასე­ვე ბიზ­ნე­სის დახ­მა­რე­ბის სა­ერ­თო ბი­უ­ჯე­ტი სა­ხელ­მწი­ფოს და­უჯ­დე­ბა 1 მი­ლი­არდ 100 მი­ლი­ო­ნი ლარი. გვეს­მის, რომ ესაა ის მი­ნი­მუ­მი, რომ­ლის გა­კე­თე­ბაც დღეს შეგ­ვიძ­ლია. გარ­და ამი­სა, უნდა გვეს­მო­დეს, რომ ამ შე­ზღუდ­ვე­ბის ფორ­მა­ლუ­რი მხა­რით გა­ტა­რე­ბის იუ­რი­დი­უ­ლი ბაზა 1-ელ იან­ვრამ­დე გაგ­ვაჩ­ნია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ჯან­დაც­ვის კა­ნო­ნი 1-ელ იან­ვრამ­დე მოქ­მე­დებს, ისე­ვე რო­გორც ბი­უ­ჯე­ტია და­სამ­ტკი­ცე­ბე­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მას შემ­დეგ, რაც ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტი შე­იკ­რი­ბე­ბა, ამ ყვე­ლა­ფერს სწრა­ფად და მარ­ტი­ვად გა­ვა­კე­თებთ.

ეს იქ­ნე­ბა 2 თვი­ა­ნი გეგ­მა, რო­მელ­მაც შე­დე­გი უნდა მოგ­ვცეს, ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ტემ­პი და­ას­ტა­ბი­ლუ­როს, რა­მაც ქვე­ყა­ნას სწრა­ფი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის ის პო­ტენ­ცი­ა­ლი უნდა შე­უ­ნარ­ჩუ­ნოს, რო­მე­ლიც გაგ­ვაჩ­ნდა გა­ზა­ფხულ­ზე და დღე­საც, ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია ადას­ტუ­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს სწრა­ფი პოსტ- კრი­ზი­სუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­დგე­ნის­თვის“, -გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kika
0

ცოტა დაგვიანებული მგონია,ისე ეს მთავრობა ერთგვარად დააკომპლექსებული ყავ ოპოზიციას. რაც ძალიან ცუდია ხალხისათვის.,მთავრობას უჭირს დროული გადაწყვეტილებების მიღება! სამწუხაროა რომ მთავრობის ნებისმიერ გადაწყვეტილებას დიდი ამბავი მოყვება ხოლმე ოპოზიციაში! კარგსაც და ცუდსაც!

ასეა ეს ! ! !
1

მთავრობასაც და ო-ბოზ-იციასაც ერთი "ბლანდინკა "მბრძანებელი ჰყავს - 

ა შ შ - ს ელჩი!

ავტორი:

როგორ დაეხმარება მთავრობა სხვადასხვა ბიზნესსა და დასაქმებულებს - "ბიუჯეტს დახმარების პორტფელი 1.1 მილიარდი ლარი დაუჯდება"

როგორ დაეხმარება მთავრობა სხვადასხვა ბიზნესსა და დასაქმებულებს - "ბიუჯეტს დახმარების პორტფელი 1.1 მილიარდი ლარი დაუჯდება"

მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები გარკვეულ ეკონომიკურ საქმიანობას არ შეეხება.

კერძოდ, უწყებათაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვები არ ეხება:

  • სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
  • საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
  • სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
  • დელივერსა და გატანის სერვისებს;
  • სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
  • ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
  • აგრარული ბაზრობის მუშაობას
  • არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება.

ამასთან, მაღაზიებში, მოლებსა და ბაზრობებზე დასაქმებულები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ, ასევე მათ შეეძლებათ სესხის გადავადება. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ვზღუდავთ რამდენიმე კვირით საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს, ეს შეზღუდვა არის ძირითადად 4-5 კვირა, ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ-მიზნობრივ დახმარებას, რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდზე. ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით.

ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, რომლებსაც ყავთ დასაქმებული ეს ადამიანები. ამასთან, ამ 300 ლარის გარდა ჩვენ ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ ამ სექტორში დასაქმებულ თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც გააჩნია საბანკო სესხი, მიზნობრივად მივეხმარებით სესხის გადავადებაში,“ - აღნიშნა გახარიამ.

გარდა ამისა, სარესტორნო ბიზნესს, რომელსაც საბანკო სასესხო ვალდებულება გააჩნია, სახელმწიფო საპროცენტო განაკვეთს დაუსუბსიდირებს.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეისათვის ტურიზმის სექტორთან ერთად ყველაზე მეტად, სწორედ სარესტორნო ბიზნესი დაზარალდა.

„მოგეხსენებათ, დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ ტურიზმის სექტორთან ერთად რესტორნის ბიზნესია ყველაზე დაზარალებული. ამიტომ ის ეფექტური ინსტრუმენტი დახმარების სასტუმროებისთვის, რომელიც ჩვენ გვქონდა - მათი სასესხო ვალდებულებების პროცენტის სუბსიდირება, იგივე პროგრამა დაწესდება და გაგრძელდება რესტონების ბიზნესზეც. ყველა იმ სარესტორნო დაწესებულებას, კომპანიას, რომელსაც გააჩნია საბანკო სასესხო ვალდებულება, სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში დაუსუბსიდირებს საპროცენტო განაკვეთს,“ - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრ განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტს ბიზნესისა და მოსახლეობისთვის მიზნობრივი დახმარების პორტფელი, რომელიც დღეს გახდა ცნობილი, 1.1 მილიარდი ლარი დაუჯდება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ის მინიმუმია, რისი გაკეთებაც დღეს შესაძლებელია. მისივე თქმით, დღეს გაჟღერებული შეზღუდვების იურიდიული ბაზა შესაბამისი კანონის მოქმედების ვადიდან გამომდინარე, 1-ელ იანვრამდეა.

„დახმარების მეოთხე ტალღის პორტფელი, როგორც მიზნობრივი სოციალური დახმარების, ასევე ბიზნესის დახმარების საერთო ბიუჯეტი სახელმწიფოს დაუჯდება 1 მილიარდ 100 მილიონი ლარი. გვესმის, რომ ესაა ის მინიმუმი, რომლის გაკეთებაც დღეს შეგვიძლია. გარდა ამისა, უნდა გვესმოდეს, რომ ამ შეზღუდვების ფორმალური მხარით გატარების იურიდიული ბაზა 1-ელ იანვრამდე გაგვაჩნია. მოგეხსენებათ, რომ ჯანდაცვის კანონი 1-ელ იანვრამდე მოქმედებს, ისევე როგორც ბიუჯეტია დასამტკიცებელი და დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ახალი პარლამენტი შეიკრიბება, ამ ყველაფერს სწრაფად და მარტივად გავაკეთებთ.

ეს იქნება 2 თვიანი გეგმა, რომელმაც შედეგი უნდა მოგვცეს, ქვეყანაში ინფიცირების გავრცელების ტემპი დაასტაბილუროს, რამაც ქვეყანას სწრაფი ეკონომიკური ზრდის ის პოტენციალი უნდა შეუნარჩუნოს, რომელიც გაგვაჩნდა გაზაფხულზე და დღესაც, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს, რომ საქართველოს პოტენციალი აქვს სწრაფი პოსტ- კრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.

"მაღაზიებს შეუძლიათ გაყიდონ ნებისმიერი პროდუქცია, რაც მათ დახლებზე დევს" - რას ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში ფოტოებზე, რომელსაც სოცქსელებში აკრიტიკებენ

მოლების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ 24 დეკემბრამდე ერთი კვირით ადრე მიეცეთ გახსნის საშუალება, სანაცვლოდ კი იანვრის განმავლობაში დაიკეტონ

"50-კილოგრამიანი ფქვილის ტომრის ფასი 53 ლარი იქნება" - ლევან დავითაშვილი