ავტორი:

სწავლა თამაშით - "პრინტარეას" ახალი გასაფერადებელი რუკები, რომელიც თქვენს შვილს გეოგრაფიას შეაყვარებს

სწავლა თამაშით - "პრინტარეას" ახალი გასაფერადებელი რუკები, რომელიც თქვენს შვილს გეოგრაფიას შეაყვარებს

სწავლა თამაშით - ალბათ, ბოლო პერიოდში ეს ფრაზა ხშირად გესმით-ხოლმე. რეალურად, რას გულისხმობს ის? - შეგვიძლია, სწავლის პროცესი ბავშვის ასაკისა და ინტერესების მიხედვით წარვმართოთ ისე, რომ ორივე მხარემ დადებითი შედეგები მივიღოთ.

მაგალითად, გეოგრაფიის სწავლისას ბავშვისთვის სასიამოვნო სულაც არ არის ქვეყნების, მათი დედაქალაქების, მათი მეზობელი სახელმწიფოებისა და რუკების დაზეპირება, თუმცა თუ ამას თამაშით და სახალისოდ გავაკეთებთ, სულ სხვა რეალობას მივიღებთ.

სასწავლო პროცესის თანამედროვე გააზრებამ მეტ მშობელს მისცა საშუალება, ბავშვთან საერთო ენა უკეთ გამოენახა და შემეცნების პროცესში ხალისი შეეტანა. ამ ტენდენციის გათვალისწინებით,

სტამბა "პრინტარეამ" ცოტა ხნის წინ, სპეციალურად ბავშვებისთვის დაბეჭდა მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის გასაფერადებელი მსოფლიო რუკა ცხოველებითა და დროშებით. ორივე რუკას მოჰყვება შემეცნებითი წიგნაკი, რომ ბავშვებმა სწორად გააფერადონ რუკა ან ქვეყნის საზღვრები. ასევე, კომპლექტში ბავშვი აღმოაჩენს სპეციალურ მუყაოს ყუთში შეფუთულ ფერად, მაღალი ხარისხის ფლომასტერებს.

ორივე რუკა ზომების მიხედვითაა დაბეჭდილი. თუ მას რამდენიმე ბავშვისთვის ვყიდულობთ ან გვინდა, რომ გაფერადების პროცესში ჩვენც ჩავერთოთ, შეგვიძლია, დიდი ზომის რუკა შევიძინოთ, ხოლო თუ ერთი ბავშვისთვის გვსურს, შედარებით პატარა ზომის.

მსოფლიო რუკით, რომელზეც ქვეყნების მიხედვით ცხოველებია დატანილი, ბავშვი თამაშით სწავლობს სახელმწიფოების საზღვრებს და მათ მეზობლებს; ასევე, იმახსოვრებს, როგორი ფაუნაა წარმოდგენილი იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აფერადებს (მაგალითად, ავსტრალიის გაფერადებისას აუცილებლად წააწყდება კენგურუს და ა.შ).

რაც შეეხება დროშებიან რუკას, ამ შემთხვევაშიც იგივე ლოგიკა მოქმედებს. გაფერადებული რუკა შეგვიძლია, ბავშვის ოთახში კედელზე გავაკრათ, რომ ყურადღების ცენტრში ხშირად მოექცეს. თავისი ხელით შექმნილი რუკა მოსწავლისთვის უფრო საინტერესო იქნება. ასევე, ის ერთი შეხედვით ამოიცნობს, რომელ კონტინენტზე რა სახელმწიფოები მდებარეობს.

თუ რუკას რამდენიმე ბავშვს გავაფერადებინებთ, დავინახავთ, რომ ერთმანეთში მსჯელობითა და აზრების გაცვლით შემეცნების პროცესი უფრო საინტერესო გახდება.

"პრინტარეაში" აღნიშნავენ, რომ როცა ახალი პროდუქცია დასატესტად სხვადასხვა ოჯახში გაგზავნეს, მშობლებისგან ცალსახად დადებითი შეფასებები მოისმინეს.

"მალევე გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება. აღმოაჩინეს, რომ რუკები ბავშვისთვის იმ ასაკშიც ძალიან საინტერესოა, სანამ გეოგრაფიის შესწავლას დაიწყებს. ასე ის ერთგვარად ემზადება საგნისთვის და გარკვეულ ცოდნას აგროვებს. ამასთან, საგანი მისთვის დაზეპირებასთან აღარ ასოცირდება და გააზრებულად იწყებენ მის შესწავლას.

ვისი ბავშვებიც უკვე სწავლობდნენ გეოგრაფიას, მათ გვითხრეს, რომ გასაფერადებელი რუკები დამხმარე საშუალება გახდა, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, როცა დისტანციურმა სწავლებამ მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლის პროცესი გარკვეულწილად გაართულა", - აღნიშნავენ "პრინტარეაში".

რაც შეეხება მასალებს, რომელიც კომპანიამ რუკების დასამზადებლად გამოიყენა, ის არ იხევა და არ სველდება. გასაფერადებელი რუკები დაბეჭდილია დეკორატიულ ტილოზე. ყველა მასალა ბავშვისთვის უსაფრთხოა, შესაბამისად, მშობლებს შეუძლიათ, "პრინტარეას" რუკებს თამამად ენდონ.

ხველა და რესპირაციული ვირუსული ინფექცია

ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში

"გასინჯეთ წითელი ღვინო საქართველოდან" - რას წერს "ნიუ იორკ თაიმსი" ქართული ღვინის შესახებ