მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუღლე უკრაინულ სამზარეულოს მაცნობს, ორი სხვადასხვა კულტურა ჩვენს სახლში ხვდება ერთმანეთს" - "მასტერშეფის" ნახევარფინალისტი პროექტსა და სამომავლო გეგმებზე
"მეუღლე უკრაინულ სამზარეულოს მაცნობს, ორი სხვადასხვა კულტურა ჩვენს სახლში ხვდება ერთმანეთს" - "მასტერშეფის" ნახევარფინალისტი პროექტსა და სამომავლო გეგმებზე

"მას­ტერ­შე­ფის“ კას­ტინ­გი რა შე­დე­გი­თაც უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ხელი მე­თხო­ვა.

ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი პრო­ექ­ტის, "მას­ტერ­შე­ფის“ მე­ო­თხე სე­ზო­ნი და­სას­რულს მი­უ­ახ­ლოვ­და. გა­სულ კვი­რას სა­უ­კე­თე­სო ხუ­თე­უ­ლის შერ­კი­ნე­ბა ვი­ხი­ლეთ. ფი­ნა­ლის საგ­ზუ­რი სო­ლო­მონ­მა და და­ვით­მა ვერ მო­პო­ვეს. რო­გორ აფა­სებს "მას­ტერ­შე­ფის“ მე­ო­თხე სე­ზონს ოქ­როს წინ­საფ­რის მფლო­ბე­ლი სო­ლო­მონ მძი­ნა­რაშ­ვი­ლი და რა გეგ­მე­ბი აქვს, წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ "მას­ტერ­შე­ფის“ მე-4 სე­ზონს, გა­ა­მარ­თლა მო­ლო­დი­ნე­ბი?

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით სავ­სე სე­ზო­ნია ძლი­ე­რი მო­ნა­წი­ლე­ე­ბით. პი­რა­დად ჩემ­თვის დიდი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­და იყო, რო­მე­ლიც, ვფიქ­რობ, რომ ჩა­ვა­ბა­რე და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვარ - ოქ­როს წინ­სა­ფა­რი მო­ვი­პო­ვე, ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლამ­დე მი­ვე­დი.

- თქვე­ნი აზ­რით, რამ შე­გი­შა­ლათ ხელი ფი­ნალ­ში მოხ­ვედ­რა­ში?

- პირ­ველ რიგ­ში, ნერ­ვი­უ­ლო­ბამ. ამას­თა­ნა­ვე, რუ­ტი­ნამ, რო­გორც შეფ ლუ­კამ აღ­ნიშ­ნა. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზა­რე­უ­ლის­თვის რთუ­ლია რუ­ტი­ნის­თვის თა­ვის დაღ­წე­ვა. ეს ნერ­ვი­უ­ლო­ბის სა­ბაბს გვაძ­ლევს. რა­ღაც რომ არ გა­მომ­დი­ო­და ისე, რო­გორც მინ­დო­და, ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი.

- ნა­ნობთ რო­მე­ლი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

- არა, არა­ფერს არ ვნა­ნობ. ვფიქ­რობ, საკ­მა­ოდ კარ­გად მივ­დი­ო­დი წინ; მქონ­და ჩა­ვარ­დნე­ბიც და წარ­მა­ტე­ბე­ბიც. ამ მას­შტა­ბის პრო­ექ­ტში პირ­ვე­ლად მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მა­ნამ­დე არც კა­მე­რებ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მქო­ნია.

- ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა და "მას­ტერ­შე­ფი“ ერ­თდრო­უ­ლად და­ი­წყეთ. რთუ­ლი არ იყო ამ ორი სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯის თან­ხვედ­რა?

- "მას­ტერ­შე­ფის“ კას­ტინ­გი რა შე­დე­გი­თაც უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ ეს უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ხელი მე­თხო­ვა. ოქ­როს წინ­სა­ფა­რი ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ჩემ­თვის. იმ დღის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლა. რა თქმა უნდა, რთუ­ლია ყვე­ლა­ფერს საკ­მა­რი­სი დრო და­უთ­მო, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, გვერ­დით მყავს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის გვერ­დით მიდ­გას. სწო­რედ მისი თა­ნად­გო­მა მაძ­ლევ­და ძა­ლას, რომ პრო­ექ­ტში დიდ­ხანს ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

- მე­უღ­ლე გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი გე­ყო­ლე­ბათ გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბით.

- სხვა­თა შო­რის, მა­სეც არაა. ჩემი გრა­ფი­კის გამო, დრო არ მრჩე­ბა, რომ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ხში­რად გა­ვა­ნე­ბივ­რო კერ­ძე­ბით. სახ­ლში რომ მოვ­დი­ვარ, მაგ დრო­საც კი ვერ ვა­ხერ­ხებ ხოლ­მე მომ­ზა­დე­ბას. თუმ­ცა მე­უღ­ლეს ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბას ვას­წავ­ლი; ის, თა­ვის მხრივ, უკ­რა­ი­ნულ სამ­ზა­რე­უ­ლოს მაც­ნობს, ძა­ლი­ან კარ­გი ხელი აქვს, შე­სა­ნიშ­ნა­ვად ამ­ზა­დებს. ასე რომ, შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი წყვი­ლი ვართ. ორი სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რა ჩვენს სახ­ლში ხვდე­ბა ერ­თმა­ნეთს.

- "მას­ტერ­შე­ფის“ შემ­დეგ ქუ­ჩა­ში ხალ­ხი თუ გცნობთ?

- დიახ, ჩემი აღ­ნა­გო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პირ­ბა­დი­თაც ად­ვი­ლად მცნო­ბენ. ქუ­ჩა­ში ბევ­რი უც­ნო­ბი მე­სალ­მე­ბა, მგულ­შე­მატ­კივ­რობს. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვა სწო­რედ ესაა - ხალ­ხმა გა­მიც­ნო და შე­მიყ­ვა­რა. კო­მენ­ტა­რებ­საც ასე თუ ისე ვა­დევ­ნებ­დი თვალს; ნა­წი­ლი და­დე­ბი­თი იყო, ნა­წი­ლი - უარ­ყო­ფი­თი, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, ყვე­ლას ვერ მო­ე­წო­ნე­ბი. მე ყვე­ლას დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი და ყვე­ლა­ფერ კარ­გს ვუ­სურ­ვებ.

"მას­ტერ­შე­ფი“ და­სა­წყი­სი იყო, არ ვა­პი­რებ გა­ჩე­რე­ბას და კი­დევ ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა მე­ლო­დე­ბა, რომ­ლებ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვი­ღებ.

Lola
1

Borshi da sala albat ukrainidan, gamomrcha rame? )))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"მეუღლე უკრაინულ სამზარეულოს მაცნობს, ორი სხვადასხვა კულტურა ჩვენს სახლში ხვდება ერთმანეთს" - "მასტერშეფის" ნახევარფინალისტი პროექტსა და სამომავლო გეგმებზე

"მეუღლე უკრაინულ სამზარეულოს მაცნობს, ორი სხვადასხვა კულტურა ჩვენს სახლში ხვდება ერთმანეთს" - "მასტერშეფის" ნახევარფინალისტი პროექტსა და სამომავლო გეგმებზე

"მასტერშეფის“ კასტინგი რა შედეგითაც უნდა დასრულებულიყო, ზუსტად ვიცოდი, რომ საყვარელი ადამიანისთვის ხელი მეთხოვა.

ქვეყნის ყველაზე პოპულარული კულინარიული პროექტის, "მასტერშეფის“ მეოთხე სეზონი დასასრულს მიუახლოვდა. გასულ კვირას საუკეთესო ხუთეულის შერკინება ვიხილეთ. ფინალის საგზური სოლომონმა და დავითმა ვერ მოპოვეს. როგორ აფასებს "მასტერშეფის“ მეოთხე სეზონს ოქროს წინსაფრის მფლობელი სოლომონ მძინარაშვილი და რა გეგმები აქვს, წაიკითხეთ ინტერვიუში.

- როგორ შეაფასებთ "მასტერშეფის“ მე-4 სეზონს, გაამართლა მოლოდინები?

- ძალიან საინტერესო და მოულოდნელობებით სავსე სეზონია ძლიერი მონაწილეებით. პირადად ჩემთვის დიდი პროფესიული გამოცდა იყო, რომელიც, ვფიქრობ, რომ ჩავაბარე და გამარჯვებული ვარ - ოქროს წინსაფარი მოვიპოვე, ნახევარფინალამდე მივედი.

- თქვენი აზრით, რამ შეგიშალათ ხელი ფინალში მოხვედრაში?

- პირველ რიგში, ნერვიულობამ. ამასთანავე, რუტინამ, როგორც შეფ ლუკამ აღნიშნა. პროფესიონალი მზარეულისთვის რთულია რუტინისთვის თავის დაღწევა. ეს ნერვიულობის საბაბს გვაძლევს. რაღაც რომ არ გამომდიოდა ისე, როგორც მინდოდა, ძალიან ვღელავდი.

- ნანობთ რომელიმე გადაწყვეტილებას?

- არა, არაფერს არ ვნანობ. ვფიქრობ, საკმაოდ კარგად მივდიოდი წინ; მქონდა ჩავარდნებიც და წარმატებებიც. ამ მასშტაბის პროექტში პირველად მივიღე მონაწილეობა, მანამდე არც კამერებთან მუშაობის გამოცდილება მქონია.

- ოჯახური ცხოვრება და "მასტერშეფი“ ერთდროულად დაიწყეთ. რთული არ იყო ამ ორი სერიოზული ნაბიჯის თანხვედრა?

- "მასტერშეფის“ კასტინგი რა შედეგითაც უნდა დასრულებულიყო, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა და საყვარელი ადამიანისთვის ხელი მეთხოვა. ოქროს წინსაფარი ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის. იმ დღის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. რა თქმა უნდა, რთულია ყველაფერს საკმარისი დრო დაუთმო, მაგრამ, საბედნიეროდ, გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვერდით მიდგას. სწორედ მისი თანადგომა მაძლევდა ძალას, რომ პროექტში დიდხანს ვყოფილიყავი.

- მეუღლე განებივრებული გეყოლებათ გემრიელი კერძებით.

- სხვათა შორის, მასეც არაა. ჩემი გრაფიკის გამო, დრო არ მრჩება, რომ ჩემი ოჯახის წევრები ხშირად გავანებივრო კერძებით. სახლში რომ მოვდივარ, მაგ დროსაც კი ვერ ვახერხებ ხოლმე მომზადებას. თუმცა მეუღლეს ქართული კერძების მომზადებას ვასწავლი; ის, თავის მხრივ, უკრაინულ სამზარეულოს მაცნობს, ძალიან კარგი ხელი აქვს, შესანიშნავად ამზადებს. ასე რომ, შეხმატკბილებული წყვილი ვართ. ორი სხვადასხვა კულტურა ჩვენს სახლში ხვდება ერთმანეთს.

- "მასტერშეფის“ შემდეგ ქუჩაში ხალხი თუ გცნობთ?

- დიახ, ჩემი აღნაგობიდან გამომდინარე პირბადითაც ადვილად მცნობენ. ქუჩაში ბევრი უცნობი მესალმება, მგულშემატკივრობს. ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა სწორედ ესაა - ხალხმა გამიცნო და შემიყვარა. კომენტარებსაც ასე თუ ისე ვადევნებდი თვალს; ნაწილი დადებითი იყო, ნაწილი - უარყოფითი, მაგრამ რას ვიზამთ, ყველას ვერ მოეწონები. მე ყველას დიდ მადლობას ვუხდი და ყველაფერ კარგს ვუსურვებ.

"მასტერშეფი“ დასაწყისი იყო, არ ვაპირებ გაჩერებას და კიდევ ბევრი გამოწვევა მელოდება, რომლებსაც სიამოვნებით მივიღებ.

სალომე ზურაბიშვილი ბებია გახდა - "დაიბადა მარიამ გუგუშვილი (გორჯესტანი) "

როგორ უნდა მოუაროთ პირბადისგან გაღიზიანებულ კანს - კოსმეტოლოგის პრაქტიკული რჩევები

მდიდარი მამაკაცი და მისი მონა - არქეოლოგების უნიკალური აღმოჩენა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული პომპეის ადგილას