სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უცნობი მარადონა" - ფოტოებზე აღბეჭდილი ყველაზე ექსტრაორდინალური ფეხბურთელის მნიშვნელოვანი, უჩვეულო და საინტერესო მომენტები
"უცნობი მარადონა" - ფოტოებზე აღბეჭდილი ყველაზე ექსტრაორდინალური ფეხბურთელის მნიშვნელოვანი, უჩვეულო და საინტერესო მომენტები

დღეს, 30 ოქ­ტომ­ბერს, ლე­გენ­და­რუ­ლი არ­გენ­ტი­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნა 62 წლის გახ­დე­ბო­და.

მა­რა­დო­ნა 2020 წლის 25 ნო­ემ­ბერს, 60 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მას გული გა­უ­ჩერ­და - ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში მა­რა­დო­ნას ტვინ­ზე რთუ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, რის შემ­დე­გაც სახ­ლში, ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით აგ­რძე­ლებ­და მკურ­ნა­ლო­ბას.

მა­რა­დო­ნას ექ­სტრა­ორ­დი­ნა­ლურ ადა­მი­ანს უწო­დე­ბენ, რომ­ლის ცხოვ­რე­ბაც სავ­სე იყო რო­გორც დი­დე­ბით, ასე­ვე მარ­ცხი­თა და რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბით. ვნა­ხოთ ფო­ტო­ებ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი მო­მენ­ტე­ბი გე­ნი­ა­ლუ­რი ფეხ­ბურ­თე­ლის ცხოვ­რე­ბი­დან.

1977 წელი, ბუ­ე­ნოს აი­რე­სი - 16 წლის დი­ე­გო მა­რა­დო­ნა ვარ­ჯი­შობს. ამ ფო­ტოს გა­და­ღე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ შედ­გა მისი დე­ბი­უ­ტი არ­გენ­ტი­ნის ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში

1979 წელი - მა­რა­დო­ნა მსოფ­ლი­ოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­გე­ბას თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად ზე­ი­მობს

1980 წელი - მა­რა­დო­ნა სა­კუ­თარ სახ­ლში. კა­რი­ე­რის ად­რე­უ­ლი წლე­ბი­დან­ვე მას El Pibe de Oro-ს, "ოქ­როს ბი­ჭუ­ნას" უწო­დებ­დნენ.

1981 წელი - ბოკა ხუ­ნი­ორ­სი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, რის შემ­დე­გაც მა­რა­დო­ნას ფა­ნე­ბი ასე ატა­რებ­დნენ. ერთი წლის შემ­დეგ "ბო­კამ" ფეხ­ბურ­თე­ლი ეს­პა­ნურ კლუბ ბარ­სე­ლო­ნას მიჰ­ყი­და

1984 წელი - მა­რა­დო­ნა ბარ­სე­ლო­ნას რი­გებ­ში და მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტე­დის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ალ­ყა­ში

1984 წელი - მა­რა­დო­ნა კლა­უ­დია ვი­ლა­ფა­ნე­ზე და­ქორ­წინ­და. წყვილს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა. 2004 წელს ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ.

1986 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­თხე­დფი­ნა­ლი ინ­გლის­სა და არ­გენ­ტი­ნას შო­რის და "ღმერ­თის ხელი"

1986 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის იმა­ვე მატჩში მა­რა­დო­ნამ ინ­გლისს მე­ო­რე გო­ლიც გა­უ­ტა­ნა. მან ბურ­თი სა­კუ­თა­რი ნა­ხევ­რი­დან წა­ი­ღო, ვე­რა­ვინ შეძ­ლო მისი შე­ჩე­რე­ბა და მა­რა­დო­ნამ გა­ი­ტა­ნა გოლი, რო­მელ­საც "სა­უ­კუ­ნის გოლი" უწო­დეს

1987 წელი - პელე და მა­რა­დო­ნა "Sports Oscar"-ის თასე­ბით. 2000 წელს Fifa-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ორი­ვე მათ­განს სა­უ­კუ­ნის ფეხ­ბურ­თე­ლის ჯილ­დო გა­დას­ცეს

1990 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი - მა­რა­დო­ნა თა­ნა­გუნ­დე­ლის მიერ გა­ტა­ნილ გოლს ზე­ი­მობს

მა­რა­დო­ნა სა­უბ­რობს მე­დი­ას­თან მას შემ­დეგ, რაც გა­ირ­კვა, რომ 1994 წელს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ვერ ითა­მა­შებ­და. მატ­ჩამ­დე ერთი სა­ა­თით ადრე გა­ირ­კვა, რომ ის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბას მო­იხ­მარ­და. მა­ნამ­დე, 1991 წელს და­დას­ტურ­და, რომ მა­რა­დო­ნა კო­კა­ინს მო­იხ­მარ­და და ამის გამო, სპორ­ტი­დან 15 თვით მოკ­ვე­თეს.

1995 წელი - დი­ე­გო ცოლ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად თა­ვის 35-ე და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს

1996 წელი - მა­რა­დო­ნა კოც­ნის ბოკა ხუ­ნი­ორსში თა­ვის თა­ნა­გუნ­დელს, კლა­უ­დიო კა­ნი­ჯი­ას, რო­მელ­მაც მთა­ვარ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს, რი­ვერ პლე­იტს გოლი გა­უ­ტა­ნა. მა­რა­დო­ნამ თა­ვი­სი კა­რი­ე­რა ბო­კა­ში და­ას­რუ­ლა, გუნდში, სა­ი­და­ნაც ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო.

2005 წელი, კუბა, ჰა­ვა­ნა - მა­რა­დო­ნა და ფი­დელ კას­ტრო

2008 წელი - მა­რა­დო­ნა კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე, სა­დაც დი­ე­გოს შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის პრე­მი­ე­რა შედ­გა.

2010 წელი - მა­რა­დო­ნა სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში არენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის ამ­პლუ­ით, ის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს ესალ­მე­ბა

2010 წლის მოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი - არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი, დი­ე­გო მა­რა­დო­ნა

2010 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი - მა­რა­დო­ნა მე­სის ინ­სტრუქ­ცი­ებს აძ­ლევს

წყა­რო: CNN.com

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sake
0

 მარადონა დიდებული იყო,მესი ისტორიაში პირველია

vas
0

ლეგენდები არ კვდებიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"უცნობი მარადონა" - ფოტოებზე აღბეჭდილი ყველაზე ექსტრაორდინალური ფეხბურთელის მნიშვნელოვანი, უჩვეულო და საინტერესო მომენტები

"უცნობი მარადონა" - ფოტოებზე აღბეჭდილი ყველაზე ექსტრაორდინალური ფეხბურთელის მნიშვნელოვანი, უჩვეულო და საინტერესო მომენტები

დღეს, 30 ოქტომბერს, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო არმანდო მარადონა 62 წლის გახდებოდა.

მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას გული გაუჩერდა - ნოემბრის დასაწყისში მარადონას ტვინზე რთული ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც სახლში, ექიმების მეთვალყურეობით აგრძელებდა მკურნალობას.

მარადონას ექსტრაორდინალურ ადამიანს უწოდებენ, რომლის ცხოვრებაც სავსე იყო როგორც დიდებით, ასევე მარცხითა და რთული პერიოდებით. ვნახოთ ფოტოებზე აღბეჭდილი მომენტები გენიალური ფეხბურთელის ცხოვრებიდან.

1977 წელი, ბუენოს აირესი - 16 წლის დიეგო მარადონა ვარჯიშობს. ამ ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე თვის შემდეგ შედგა მისი დებიუტი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში

1979 წელი - მარადონა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მოგებას თანაგუნდელებთან ერთად ზეიმობს

1980 წელი - მარადონა საკუთარ სახლში. კარიერის ადრეული წლებიდანვე მას El Pibe de Oro-ს, "ოქროს ბიჭუნას" უწოდებდნენ.

1981 წელი - ბოკა ხუნიორსი ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც მარადონას ფანები ასე ატარებდნენ. ერთი წლის შემდეგ "ბოკამ" ფეხბურთელი ესპანურ კლუბ ბარსელონას მიჰყიდა

1984 წელი - მარადონა ბარსელონას რიგებში და მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელების ალყაში

1984 წელი - მარადონა კლაუდია ვილაფანეზე დაქორწინდა. წყვილს ორი ქალიშვილი შეეძინა. 2004 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი ინგლისსა და არგენტინას შორის და "ღმერთის ხელი"

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის იმავე მატჩში მარადონამ ინგლისს მეორე გოლიც გაუტანა. მან ბურთი საკუთარი ნახევრიდან წაიღო, ვერავინ შეძლო მისი შეჩერება და მარადონამ გაიტანა გოლი, რომელსაც "საუკუნის გოლი" უწოდეს

1987 წელი - პელე და მარადონა "Sports Oscar"-ის თასებით. 2000 წელს Fifa-ს გადაწყვეტილებით ორივე მათგანს საუკუნის ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს

1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი - მარადონა თანაგუნდელის მიერ გატანილ გოლს ზეიმობს

მარადონა საუბრობს მედიასთან მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ 1994 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა. მატჩამდე ერთი საათით ადრე გაირკვა, რომ ის მასტიმულირებელ ნივთიერებას მოიხმარდა. მანამდე, 1991 წელს დადასტურდა, რომ მარადონა კოკაინს მოიხმარდა და ამის გამო, სპორტიდან 15 თვით მოკვეთეს.

1995 წელი - დიეგო ცოლთან და შვილებთან ერთად თავის 35-ე დაბადების დღეს აღნიშნავს

1996 წელი - მარადონა კოცნის ბოკა ხუნიორსში თავის თანაგუნდელს, კლაუდიო კანიჯიას, რომელმაც მთავარ მოწინააღმდეგეს, რივერ პლეიტს გოლი გაუტანა. მარადონამ თავისი კარიერა ბოკაში დაასრულა, გუნდში, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.

2005 წელი, კუბა, ჰავანა - მარადონა და ფიდელ კასტრო

2008 წელი - მარადონა კანის კინოფესტივალზე, სადაც დიეგოს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა.

2010 წელი - მარადონა სამხრეთ აფრიკაში არენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამპლუით, ის სკოლის მოსწავლეებს ესალმება

2010 წლის მოფლიო ჩემპიონატი - არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიეგო მარადონა

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი - მარადონა მესის ინსტრუქციებს აძლევს

წყარო: CNN.com