საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უხეშად თუ ვეთამაშებოდი, არ არსებობდა, გაეპროტესტებინა... პირიქით მომეფერებოდა" - როგორ იხსენებს თენგიზ სულაქველიძე მარადონასთან მატჩებს?
"უხეშად თუ ვეთამაშებოდი, არ არსებობდა, გაეპროტესტებინა... პირიქით მომეფერებოდა" - როგორ იხსენებს თენგიზ სულაქველიძე მარადონასთან მატჩებს?

არ­გენ­ტი­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი დი­ე­გო მა­რა­დო­ნა 60 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მას მე-20 სა­უ­კუ­ნის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლის პრი­ზი ფი­ფამ მი­ა­ნი­ჭა. მა­რა­დო­ნას თა­მა­შე­ბი ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. მსოფ­ლი­ოს ოთხი ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­ნა­წი­ლეა. 1986 წლის ჩემ­პი­ო­ნი და 1990 წლის ვიცე-ჩემ­პი­ო­ნი. ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ბოლო პე­რი­ოდ­ში კლუბ "ხიმ­ნა­სი­ას" მწვრთნე­ლი იყო. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 4 ნო­ემ­ბერს მა­რა­დო­ნას თა­ვის ტვი­ნის მძი­მე ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და და ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იყო, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. უდი­დე­სი ფეხ­ბურ­თე­ლი წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­შიც ჩა­მო­ვი­და და ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რიც გა­ა­ხა­რა. 2008 წლის 22 ოქ­ტომ­ბერს ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში და დიდი ოვა­ცი­ე­ბით შეხ­ვდნენ მას. ქარ­თველ ვე­ტე­რა­ნებ­თან ითა­მა­შა კი­დეც.

ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი თენ­გიზ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე, რომ­ლის კა­რი­ე­რა­ში არა­ერ­თი ბრწყინ­ვა­ლე მატ­ჩი ყო­ფი­ლა, პი­რა­დად იც­ნობ­და დი­ე­გო მა­რა­დო­ნას და წუხს მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ბა­ტონ თენ­გიზს მა­რა­დო­ნას­თან მო­ე­დან­ზე რამ­დენ­ჯერ­მე უთა­მა­შია. თბი­ლად იხ­სე­ნებს იმ წლებს.

თენ­გიზ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე:

- ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა დი­ე­გო მა­რა­დო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბა. კარ­გის მეტი რა შე­მიძ­ლია ვთქვა ამ პი­როვ­ნე­ბა­ზე. ამ­ხე­ლა სპორ­ტსმე­ნი, ამ­ხე­ლა ფი­გუ­რა წა­ვი­და, თან 60 წლის ასაკ­ში. გული დამ­წყდა ძა­ლი­ან, მსოფ­ლიო დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ
20:49 / 25-11-2020

რა გახდა ლეგენდარული დიეგო მარადონას გარდაცვალების მიზეზი? - "მას თავის ტვინზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა"

21:10 / 25-11-2020

"საქართველოში ჩამოსვლით მინდოდა თქვენთვის მხარი დამეჭირა!" - რა ოცნება გაამხილა დიეგო მარადონამ 2008 წელს თბილისში ვიზიტისას

21:28 / 25-11-2020

"ერთ დღეს ჩვენ ერთად ვითამაშებთ ფეხბურთს ცაში" - როგორ ემშვიდობება პელე ლეგენდარულ დიეგო მარადონას

22:13 / 25-11-2020

"ის არსად წასულა, იმიტომ რომ დიეგო მარადიულია“ - როგორ ემშვიდობება ლეო მესი ლეგენდარულ დიეგო მარადონას

22:27 / 25-11-2020

"ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი ბავშვობის გმირი გარდაიცვალა" - შოთა არველაძე მარადონას გარდაცვალებას ეხმიანება და მასთან ერთად გადაღებულ ისტორიულ კადრებს აქვეყნებს

17:45 / 26-11-2020

ფიდელ კასტროსა და უგო ჩავესის მეგობარი, რომელიც პუტინს "ფენომენს" უწოდებდა - როგორი იყო დიეგო მარადონას პოლიტიკური პრეფერენციები?

- ხომ არ გა­იხ­სე­ნებთ მა­რა­დო­ნას­თან თა­მაშს? რთუ­ლი იყო მისი მე­ტო­ქე­ო­ბა?

- რა თქმა უნდა, რთუ­ლი იყო. ის იყო უდი­დე­სი ფეხ­ბურ­თე­ლი და ჩემ­თვის პელე და მა­რა­დო­ნა რჩე­ბა ყვე­ლა­ზე დიდ ფეხ­ბურ­თე­ლად, მათი რე­კორ­დის მოხ­სნა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. "არ­გენ­ტი­ნას­თან" სამ­ჯერ მო­მი­წია თა­მა­ში. რო­დე­საც გე­უბ­ნე­ბა მწვრთნე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რად უნდა აიყ­ვა­ნო მა­რა­დო­ნაო, ეს ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. არ­გენ­ტი­ნას­თან თა­მა­შამ­დე და­მი­ძა­ხა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა, ვა­ლე­რი ლო­ბა­ნოვ­სკიმ და მი­თხრა, დი­ე­გო მა­რა­დო­ნა უნდა და­ი­ჭი­როო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამას გე­უბ­ნე­ბი­ან მსოფ­ლი­ო­ში ნო­მერ პირ­ველ ფეხ­ბურ­თელ­ზე. ვფიქ­რობ, რაღა მე, ქარ­თვე­ლი ამო­მარ­ჩია ამ 22 ფეხ­ბურ­თელ­ში-მეთ­ქი. ეს ურ­თუ­ლე­სი საქ­მე იყო. მე მი­თა­მა­შია ბევ­რი ვარ­სკვლა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ, მაგ­რამ მა­რა­დო­ნა სულ სხვა იყო. არ მი­ნა­ხავს მისი დი­ა­პა­ზო­ნის მე­ო­რე ფეხ­ბურ­თე­ლი. უნი­კა­ლუ­რი იყო არა მხო­ლოდ თა­ვი­სი ტექ­ნი­კით, არა­მედ იმი­თაც, რომ მთე­ლი შეხ­ვედ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში წა­მი­თაც არ ჩერ­დე­ბო­და. და­ი­წყო თა­მა­ში და ამ­ხე­ლა ფეხ­ბურ­თელს გა­ბა­რე­ბენ, მის ჩა­კეტ­ვას გთხო­ვენ. ვი­ცო­დი ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და. ისიც გა­ვი­ფიქ­რე, ეს იქ­ნე­ბა ალ­ბათ ჩემი ბოლო თა­მა­ში-მეთ­ქი, რად­გან მა­რა­დო­ნას და­ჭე­რა შე­უძ­ლე­ბე­ლიც იყო.

- ვერ მო­ა­ხერ­ხეთ?

- ყვე­ლა­ფე­რი შე­და­რე­ბი­თია. იმ თა­მა­შის მერე კი­დევ 8 წელი ვი­ყა­ვი ნაკ­რებ­ში, გა­მო­დის ცუ­დად არ მი­თა­მა­შია. ჩემ­თვის ის იმი­ტო­მა­ცაა უდი­დე­სი ფეხ­ბურ­თე­ლი, რომ ბევ­რი ხვდე­ბო­და ფე­ხებ­ში და ერთი ხმა არ გა­უ­ღია. რომ მო­მი­წევ­და უხე­ში თა­მა­ში, არ არ­სე­ბობ­და გა­ეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნა. პი­რი­ქით მო­მე­ფე­რე­ბო­და და არ მი­ი­ღებ­და ცუ­დად. სხვებ­თან რომ მო­მი­წევ­და უხე­ში თა­მა­ში, ისი­ნი პრე­ტენ­ზი­უ­ლე­ბი იყ­ვნენ. მა­რა­დო­ნა ამ­ხე­ლა ფი­გუ­რა იყო, მაგ­რამ არ იყო პრე­ტენ­ზი­უ­ლი. ბედ­ნი­ე­რი კაცი ვარ, რომ მას­თან მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნდში მი­თა­მა­შია 2-3 ჯერ. დიდი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ გვქონ­და სხვა­დას­ხვა გუნ­დის ფეხ­ბურ­თე­ლებს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ერ­თმა­ნეთ­თან. ჩავ­დი­ო­დით სას­ტუმ­რო­ში, მერე პირ­და­პირ მო­ე­დან­ზე და მოვ­დი­ო­დით უკან. დიდი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დრო ნად­ვი­ლად არ იყო და არც ხდე­ბო­და, ამი­ტომ მარ­ტო მო­ე­დან­ზე თუ გვქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. ასე­თი ცხოვ­რე­ბა იყო მა­შინ. როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, აქაც შევ­ხვდი. აქაც ცოტა ხანი გა­ვე­დი მეც მო­ე­დან­ზე, ცოტა ვი­თა­მა­შეთ ერ­თად, მაგ­რამ აქ უფრო მე­ტად ახალ­გაზ­რდა ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ მო­ე­დან­ზე. მან ორი­ვე ტა­ი­მი ითა­მა­შა, ვუ­ყუ­რებ­დი და ვხე­დავ­დი კი­დევ ისეთ მა­გარ ფორ­მა­ში იყო, რომ ახალ­გაზ­რდებს შე­შურ­დე­ბო­დათ.

- აქ მო­გე­ცათ ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა? თავი შე­ახ­სე­ნეთ?

- სამ­წუ­ხა­როდ არც აქ გვქო­ნია დიდი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ცოტა ადრე მი­ვე­დით სტა­დი­ონ­ზე და ერ­თად გა­და­ვი­ღეთ სა­მახ­სოვ­რო სუ­რა­თე­ბი. გა­ვიხ­სე­ნეთ საბ­ჭო­თა კავ­შირს რომ ეთა­მა­შე­ბო­და ის დრო, მაგ­რამ მა­რა­დო­ნას მი­ლი­ონ ფეხ­ბურ­თელ­თან უთა­მა­შია და შე­ხე­ბა ჰქო­ნია და მის­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლი იქ­ნე­ბო­და მათ­ში ჩემი ამოც­ნო­ბა. მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა და სა­მახ­სოვ­რო სუ­რა­თე­ბი დაგ­ვრჩა.

2- 3ჯერ მო­მი­წია თა­მა­ში მას­თან, რო­გორც მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს და სა­მი­ვე შემ­თხვე­ვა­ში მწვრთნე­ლი მთხოვ­და მის აყ­ვა­ნას. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე ახ­ლოს მო­ე­დან­ზე მი­თა­მა­შია მას­თან. სამ­წუ­ხა­როა მისი ნა­ად­რე­ვი გარ­დაც­ვა­ლე­ბა. რას ვი­ზამთ, იმ­ხე­ლა დატ­ვირ­თვა აქვს სპორ­ტს, იმ­დე­ნი შრო­მა და ვარ­ჯი­ში გი­წევს, მერე ასაკ­ში რომ შევ­დი­ვართ ეს იჩენს თავს. მეც მო­მი­წია გუ­ლის ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა და მად­ლო­ბა ჩემს ექი­მებს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რდა. მარ­ტო ერთი ადა­მი­ა­ნი ფეხ­ბურთს ვერ მო­ი­გებ, მაგ­რამ სა­დაც მი­ვი­და მა­რა­დო­ნა, ყვე­ლა გუნ­დი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. ჩემ­თვის პელე და მა­რა­დო­ნა დარ­ჩე­ბა მსოფ­ლიო ფეხ­ბურ­თე­ლად, მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში დარ­ჩე­ბა მა­რა­დო­ნას სა­ხე­ლი. უნაკ­ლო ფეხ­ბურ­თე­ლი იყო. ვწუხ­ვარ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
0

ფეხბურთის მეფე იყო მარადონა 

გიო
0

დღე არ გავა ცუდი ამბის გარეშე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"უხეშად თუ ვეთამაშებოდი, არ არსებობდა, გაეპროტესტებინა... პირიქით მომეფერებოდა" - როგორ იხსენებს თენგიზ სულაქველიძე მარადონასთან მატჩებს?

"უხეშად თუ ვეთამაშებოდი, არ არსებობდა, გაეპროტესტებინა... პირიქით მომეფერებოდა" - როგორ იხსენებს თენგიზ სულაქველიძე მარადონასთან მატჩებს?

არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ფიფამ მიანიჭა. მარადონას თამაშები ყოველთვის გამორჩეული იყო. მსოფლიოს ოთხი ჩემპიონატის მონაწილეა. 1986 წლის ჩემპიონი და 1990 წლის ვიცე-ჩემპიონი. ლეგენდარული ფეხბურთელი ბოლო პერიოდში კლუბ "ხიმნასიას" მწვრთნელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, 4 ნოემბერს მარადონას თავის ტვინის მძიმე ოპერაცია გაუკეთდა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო, გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. უდიდესი ფეხბურთელი წლების წინ საქართველოშიც ჩამოვიდა და ქართველი გულშემატკივარიც გაახარა. 2008 წლის 22 ოქტომბერს ჩამოვიდა თბილისში და დიდი ოვაციებით შეხვდნენ მას. ქართველ ვეტერანებთან ითამაშა კიდეც.

ქართველი ფეხბურთელი თენგიზ სულაქველიძე, რომლის კარიერაში არაერთი ბრწყინვალე მატჩი ყოფილა, პირადად იცნობდა დიეგო მარადონას და წუხს მისი გარდაცვალების გამო. ბატონ თენგიზს მარადონასთან მოედანზე რამდენჯერმე უთამაშია. თბილად იხსენებს იმ წლებს.

თენგიზ სულაქველიძე:

- ძალიან სამწუხაროა დიეგო მარადონას გარდაცვალება. კარგის მეტი რა შემიძლია ვთქვა ამ პიროვნებაზე. ამხელა სპორტსმენი, ამხელა ფიგურა წავიდა, თან 60 წლის ასაკში. გული დამწყდა ძალიან, მსოფლიო დონის ფეხბურთელის გარდაცვალების გამო.

- ხომ არ გაიხსენებთ მარადონასთან თამაშს? რთული იყო მისი მეტოქეობა?

- რა თქმა უნდა, რთული იყო. ის იყო უდიდესი ფეხბურთელი და ჩემთვის პელე და მარადონა რჩება ყველაზე დიდ ფეხბურთელად, მათი რეკორდის მოხსნა პრაქტიკულად შეუძლებელია. "არგენტინასთან" სამჯერ მომიწია თამაში. როდესაც გეუბნება მწვრთნელი პერსონალურად უნდა აიყვანო მარადონაო, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. არგენტინასთან თამაშამდე დამიძახა საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვალერი ლობანოვსკიმ და მითხრა, დიეგო მარადონა უნდა დაიჭიროო. წარმოიდგინეთ, ამას გეუბნებიან მსოფლიოში ნომერ პირველ ფეხბურთელზე. ვფიქრობ, რაღა მე, ქართველი ამომარჩია ამ 22 ფეხბურთელში-მეთქი. ეს ურთულესი საქმე იყო. მე მითამაშია ბევრი ვარსკვლავის წინააღმდეგ, მაგრამ მარადონა სულ სხვა იყო. არ მინახავს მისი დიაპაზონის მეორე ფეხბურთელი. უნიკალური იყო არა მხოლოდ თავისი ტექნიკით, არამედ იმითაც, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში წამითაც არ ჩერდებოდა. დაიწყო თამაში და ამხელა ფეხბურთელს გაბარებენ, მის ჩაკეტვას გთხოვენ. ვიცოდი ეს ძალიან რთული იქნებოდა. ისიც გავიფიქრე, ეს იქნება ალბათ ჩემი ბოლო თამაში-მეთქი, რადგან მარადონას დაჭერა შეუძლებელიც იყო.

- ვერ მოახერხეთ?

- ყველაფერი შედარებითია. იმ თამაშის მერე კიდევ 8 წელი ვიყავი ნაკრებში, გამოდის ცუდად არ მითამაშია. ჩემთვის ის იმიტომაცაა უდიდესი ფეხბურთელი, რომ ბევრი ხვდებოდა ფეხებში და ერთი ხმა არ გაუღია. რომ მომიწევდა უხეში თამაში, არ არსებობდა გაეპროტესტებინა. პირიქით მომეფერებოდა და არ მიიღებდა ცუდად. სხვებთან რომ მომიწევდა უხეში თამაში, ისინი პრეტენზიულები იყვნენ. მარადონა ამხელა ფიგურა იყო, მაგრამ არ იყო პრეტენზიული. ბედნიერი კაცი ვარ, რომ მასთან მოწინააღმდეგე გუნდში მითამაშია 2-3 ჯერ. დიდი ურთიერთობები არ გვქონდა სხვადასხვა გუნდის ფეხბურთელებს საბჭოთა კავშირის დროს ერთმანეთთან. ჩავდიოდით სასტუმროში, მერე პირდაპირ მოედანზე და მოვდიოდით უკან. დიდი ურთიერთობების დრო ნადვილად არ იყო და არც ხდებოდა, ამიტომ მარტო მოედანზე თუ გვქონდა ურთიერთობა. ასეთი ცხოვრება იყო მაშინ. როცა საქართველოში ჩამოვიდა, აქაც შევხვდი. აქაც ცოტა ხანი გავედი მეც მოედანზე, ცოტა ვითამაშეთ ერთად, მაგრამ აქ უფრო მეტად ახალგაზრდა ვეტერანი ფეხბურთელები გამოვიდნენ მოედანზე. მან ორივე ტაიმი ითამაშა, ვუყურებდი და ვხედავდი კიდევ ისეთ მაგარ ფორმაში იყო, რომ ახალგაზრდებს შეშურდებოდათ.

- აქ მოგეცათ ურთიერთობის საშუალება? თავი შეახსენეთ?

- სამწუხაროდ არც აქ გვქონია დიდი ურთიერთობის საშუალება. ცოტა ადრე მივედით სტადიონზე და ერთად გადავიღეთ სამახსოვრო სურათები. გავიხსენეთ საბჭოთა კავშირს რომ ეთამაშებოდა ის დრო, მაგრამ მარადონას მილიონ ფეხბურთელთან უთამაშია და შეხება ჰქონია და მისთვის ძალიან ძნელი იქნებოდა მათში ჩემი ამოცნობა. მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენი შეხვედრა და სამახსოვრო სურათები დაგვრჩა.

2- 3ჯერ მომიწია თამაში მასთან, როგორც მოწინააღმდეგეს და სამივე შემთხვევაში მწვრთნელი მთხოვდა მის აყვანას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე ახლოს მოედანზე მითამაშია მასთან. სამწუხაროა მისი ნაადრევი გარდაცვალება. რას ვიზამთ, იმხელა დატვირთვა აქვს სპორტს, იმდენი შრომა და ვარჯიში გიწევს, მერე ასაკში რომ შევდივართ ეს იჩენს თავს. მეც მომიწია გულის ოპერაციის გაკეთება და მადლობა ჩემს ექიმებს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. მარტო ერთი ადამიანი ფეხბურთს ვერ მოიგებ, მაგრამ სადაც მივიდა მარადონა, ყველა გუნდი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ჩემთვის პელე და მარადონა დარჩება მსოფლიო ფეხბურთელად, მსოფლიო ისტორიაში დარჩება მარადონას სახელი. უნაკლო ფეხბურთელი იყო. ვწუხვარ მისი გარდაცვალების გამო.

“სადღესასწაულო დღეები სახლიდან, “სკაიპით“ უნდა მივულოცოთ ერთმანეთს” - ბიძინა კულუმბეგოვი

თბილისის მერია მეტროს მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

მთავრობა აქვეყნებს 30 კითხვაზე პასუხს, რომელიც შეზღუდვებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა