მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში ჩამოსვლით მინდოდა თქვენთვის მხარი დამეჭირა!" - რა ოცნება გაამხილა დიეგო მარადონამ 2008 წელს თბილისში ვიზიტისას
"საქართველოში ჩამოსვლით მინდოდა თქვენთვის მხარი დამეჭირა!" - რა ოცნება გაამხილა დიეგო მარადონამ 2008 წელს თბილისში ვიზიტისას

ლე­გენ­და­რუ­ლი არ­გენ­ტი­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნა 60 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­რა­დო­ნა სახ­ლში, ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იყო მას შემ­დეგ, რაც 4 ნო­ემ­ბერს თა­ვის ტვი­ნის რთუ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

რო­გორც არ­გენ­ტი­ნულ პრე­სა­ში წე­რენ, ლე­გენ­და­რულ ფეხ­ბურ­თელს გული გა­უ­ჩერ­და, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

დი­ე­გო მა­რა­დო­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით უამ­რა­ვი ის­ტო­რი­ის გახ­სე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტ­ზე გი­ამ­ბობთ. ვი­ზი­ტის დე­ტა­ლებ­ზე წლე­ბის წინ "კვი­რის პა­ლიტ­რა" წერ­და.

გთავ­ზობთ ამო­ნა­რიდს:

2008 წლის 22 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში თვითმფრი­ნა­ვი და­ეშ­ვა, რომ­ლი­თაც არ­გენ­ტი­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, ფიფა-ს სა­უ­კუ­ნის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლის პრი­ზის მფლო­ბე­ლი დი­ე­გო მა­რა­დო­ნა თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და. 5-დღი­ა­ნი ვი­ზი­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და საქ­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნიკო პა­ტარ­ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ. ჟურ­ნა­ლის­ტი ბე­სიკ ფი­ფია თა­ვის წიგნ­ში დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის თბი­ლი­სურ ვო­ი­აჟს. "მა­ი­სუ­რე­ბით, ბურ­თე­ბით, ქა­ღალ­დის ნაგ­ლე­ჯე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ფა­ნე­ბი მა­რა­დო­ნას მო­უთ­მენ­ლად ელოდ­ნენ".

18-სა­ა­თი­ა­ნი ფრე­ნით დაღ­ლი­ლი "შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლას­ში" და­ბი­ნავ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ მა­რა­დო­ნას თხოვ­ნით, ნო­მერ­ში მინი-ბა­რი­დან ყვე­ლა ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი ამო­ი­ღეს.

ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ჩა­მოს­ვლი­დან მე­ო­რე დღეს ბო­რის პა­ი­ჭა­ძის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა, სა­დაც მან რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის შე­სა­ხებ თა­ვი­სი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა: "მე კარ­გად ვიცი, თქვენს ქვე­ყა­ნა­ში რაც მოხ­და და აქ ჩა­მოს­ვლით მინ­დო­და თქვენ­თვის მხა­რი და­მე­ჭი­რა! სა­ქარ­თვე­ლო­ში თავს დი­დე­ბუ­ლად ვგრძნობ. გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს!"

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში მა­რა­დო­ნას­თან თა­მაშ­მა რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ლო­ვან ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელს მო­უ­წია, მათ შო­რის იყო თენ­გიზ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე.

- დი­ე­გო მა­რა­დო­ნას სულ 4-ჯერ შევ­ხვდი - 1980, 1982, 1988 წლებ­ში და უკვე თბი­ლის­ში 2008 წელს. 1980 წელს არ­გენ­ტი­ნის ქა­ლაქ მარ-დელ-პლა­ტა­ში გა­მარ­თულ მატჩზე არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბის კა­პიტ­ნის მე­ურ­ვე­ო­ბა და­მე­ვა­ლა, ამო­ცა­ნა და­მი­სა­ხეს, არა იმ­დე­ნად მე­თა­მა­შა, არა­მედ ხელი შე­მე­შა­ლა მა­რა­დო­ნას თა­მა­შის­თვის. ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, მაგ­რამ ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა მო­ვა­ხერ­ხე და მო­ე­დან­ზე საბ­რძო­ლო გან­წყო­ბით გა­ვე­დი. მატ­ჩი ფრედ დამ­თავ­რდა. მა­რა­დო­ნა სას­წა­უ­ლებს ახ­დენ­და მო­ე­დან­ზე, ასეთ ლე­გენ­და­რულ ფეხ­ბურ­თელს მე­ო­რეს არ შევ­ხვედ­რი­ვარ. მე­ო­რე თა­მა­ში ბუ­ე­ნოს-აი­რეს­ში გა­ი­მარ­თა და იმა­ვე ან­გა­რი­შით დამ­თავ­რდა, მე­სა­მე თა­მა­ში - და­სავ­ლეთ ბერ­ლინ­ში. მა­შინ 1986 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონს 4:2 მო­ვუ­გეთ, თა­მა­შის წინ, ალ­ბათ, მა­რა­დო­ნამ მიც­ნო, მხარ­ზე ხელი დამ­კრა, რა­ღაც ეს­პა­ნუ­რად მი­თხრა, მაგ­რამ სი­ტყვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა ვერ გა­ვი­გე...

26 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­სა და არ­გენ­ტი­ნის ვე­ტე­რან ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი გა­ი­მარ­თა. თა­მა­ში 40 წუ­თით გვი­ან და­ი­წყო. ტრი­ბუ­ნე­ბის მხო­ლოდ მე­ო­თხე­დი იყო შევ­სე­ბუ­ლი, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი კი სტა­დი­ო­ნის გა­რეთ იყ­ვნენ, 100 დო­ლა­რამ­დე ღირ­და მატჩზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თი, მა­შინ დი­ე­გო მა­რა­დო­ნამ გა­ნა­ცხა­და, ხალ­ხი უფა­სოდ შე­მო­უშ­ვი­თო და სტა­დი­ო­ნის ყვე­ლა კარი გახ­სნეს. მატ­ჩი 5:3, დი­ე­გო მა­რა­დო­ნას გუნ­დის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და.

თბი­ლის­ში ვი­ზი­ტი­სას მა­რა­დო­ნამ თა­ვი­სი ოც­ნე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა, არ­გენ­ტი­ნის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლო­ბა სურ­და. სა­ქარ­თვე­ლო­დან დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, არ­გენ­ტი­ნის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ხუ­ლიო გრონ­დო­ნომ მისი სა­ოც­ნე­ბო პოს­ტი შეს­თა­ვა­ზა. ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა მას 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ეკა­ვა და 2010 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ და­ტო­ვა.

"იცით, რა ფეხ­ბურ­თე­ლი ვიქ­ნე­ბო­დი, ნარ­კო­ტი­კე­ბი რომ არ მი­მე­ღო?"

დი­ე­გო მა­რა­დო­ნას ნარ­კო­ტი­კებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე დიდი ხა­ნია პრე­სა­ში წე­რენ, ამას თა­ვად ფეხ­ბურ­თე­ლიც არ მა­ლავს: "თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი მხი­ა­რუ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და, სა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბე­ბი მქონ­და, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, მალე მთავ­რდე­ბო­და, აი, ამ დროს მქონ­და მო­თხოვ­ნა, რომ კვლავ ახ­ლი­დან მი­მე­ღო ეს სა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბა და აღარ ვი­ცო­დი, ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან რო­გორ გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი... სა­შინ­ლად მახ­სენ­დე­ბა ის დრო, რო­დე­საც ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და მთხოვ­დნენ, მათ­თან მე­თა­მა­შა, მე კი არ შე­მეძ­ლო, რად­გან არ ვი­ყა­ვი ფხი­ზე­ლი, ჩემი მე­უღ­ლე რომ არა, ცო­ცხა­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დი","- იხ­სე­ნებს მა­რა­დო­ნა.

2014 წელს მა­რა­დო­ნამ არ­გენ­ტი­ნულ პრე­სას­თან სა­უ­ბარ­ში კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ნა მისი ნარ­კო­ტი­კებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა:L "53 წლის ვარ, მაგ­რამ 78 წლი­სას ვგა­ვარ. ისე მეჩ­ვე­ნე­ბა, თით­ქოს უკვე ღრმად მო­ხუ­ცი ვარ. ფეხ­ბურთში კი ჩემი ავად­მყო­ფო­ბით უპი­რა­ტე­სო­ბას ვაძ­ლევ­დი მე­ტო­ქე­ებს. იცით, რა ფეხ­ბურ­თე­ლი ვიქ­ნე­ბო­დი, ნარ­კო­ტი­კე­ბი რომ არ მი­მე­ღო? უბ­რა­ლოდ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი დო­ნის"...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
5

მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი 

ნიკა
10

საქართველოზე დარდში დალია სული საწყალმა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"საქართველოში ჩამოსვლით მინდოდა თქვენთვის მხარი დამეჭირა!" - რა ოცნება გაამხილა დიეგო მარადონამ 2008 წელს თბილისში ვიზიტისას

"საქართველოში ჩამოსვლით მინდოდა თქვენთვის მხარი დამეჭირა!" - რა ოცნება გაამხილა დიეგო მარადონამ 2008 წელს თბილისში ვიზიტისას

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მარადონა სახლში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო მას შემდეგ, რაც 4 ნოემბერს თავის ტვინის რთული ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც არგენტინულ პრესაში წერენ, ლეგენდარულ ფეხბურთელს გული გაუჩერდა, თუმცა ჯერჯერობით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

დიეგო მარადონასთან დაკავშირებით უამრავი ისტორიის გახსენება შეიძლება, თუმცა ამჯერად ლეგენდარული ფეხბურთელის საქართველოში ვიზიტზე გიამბობთ. ვიზიტის დეტალებზე წლების წინ "კვირის პალიტრა" წერდა.

გთავზობთ ამონარიდს:

2008 წლის 22 ოქტომბერს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი დაეშვა, რომლითაც არგენტინელი ფეხბურთელი, ფიფა-ს საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მფლობელი დიეგო მარადონა თბილისში ჩამოვიდა. 5-დღიანი ვიზიტის ორგანიზატორი კულტურის, სპორტისა და საქმიან ურთიერთობათა საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი ნიკო პატარქალიშვილი გახლდათ. ჟურნალისტი ბესიკ ფიფია თავის წიგნში დეტალურად აღწერს ლეგენდარული ფეხბურთელის თბილისურ ვოიაჟს. "მაისურებით, ბურთებით, ქაღალდის ნაგლეჯებით შეიარაღებული ქართველი ფანები მარადონას მოუთმენლად ელოდნენ".

18-საათიანი ფრენით დაღლილი "შერატონ მეტეხი პალასში" დაბინავდა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მარადონას თხოვნით, ნომერში მინი-ბარიდან ყველა ალკოჰოლური სასმელი ამოიღეს.

ლეგენდარული ფეხბურთელის ჩამოსვლიდან მეორე დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მან რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ თავისი პოზიცია დააფიქსირა: "მე კარგად ვიცი, თქვენს ქვეყანაში რაც მოხდა და აქ ჩამოსვლით მინდოდა თქვენთვის მხარი დამეჭირა! საქართველოში თავს დიდებულად ვგრძნობ. გაუმარჯოს საქართველოს!"

საბჭოთა კავშირის პერიოდში მარადონასთან თამაშმა რამდენიმე სახელოვან ქართველ ფეხბურთელს მოუწია, მათ შორის იყო თენგიზ სულაქველიძე.

- დიეგო მარადონას სულ 4-ჯერ შევხვდი - 1980, 1982, 1988 წლებში და უკვე თბილისში 2008 წელს. 1980 წელს არგენტინის ქალაქ მარ-დელ-პლატაში გამართულ მატჩზე არგენტინის ნაკრების კაპიტნის მეურვეობა დამევალა, ამოცანა დამისახეს, არა იმდენად მეთამაშა, არამედ ხელი შემეშალა მარადონას თამაშისთვის. ძალიან ვინერვიულე, მაგრამ ძალების მობილიზება მოვახერხე და მოედანზე საბრძოლო განწყობით გავედი. მატჩი ფრედ დამთავრდა. მარადონა სასწაულებს ახდენდა მოედანზე, ასეთ ლეგენდარულ ფეხბურთელს მეორეს არ შევხვედრივარ. მეორე თამაში ბუენოს-აირესში გაიმართა და იმავე ანგარიშით დამთავრდა, მესამე თამაში - დასავლეთ ბერლინში. მაშინ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონს 4:2 მოვუგეთ, თამაშის წინ, ალბათ, მარადონამ მიცნო, მხარზე ხელი დამკრა, რაღაც ესპანურად მითხრა, მაგრამ სიტყვების მნიშვნელობა ვერ გავიგე...

26 ოქტომბერს საქართველოსა და არგენტინის ვეტერან ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. თამაში 40 წუთით გვიან დაიწყო. ტრიბუნების მხოლოდ მეოთხედი იყო შევსებული, გულშემატკივრები კი სტადიონის გარეთ იყვნენ, 100 დოლარამდე ღირდა მატჩზე დასასწრები ბილეთი, მაშინ დიეგო მარადონამ განაცხადა, ხალხი უფასოდ შემოუშვითო და სტადიონის ყველა კარი გახსნეს. მატჩი 5:3, დიეგო მარადონას გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

თბილისში ვიზიტისას მარადონამ თავისი ოცნების შესახებაც ისაუბრა, არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობა სურდა. საქართველოდან დაბრუნებისთანავე, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხულიო გრონდონომ მისი საოცნებო პოსტი შესთავაზა. ეს თანამდებობა მას 18 თვის განმავლობაში ეკავა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდგომ დატოვა.

"იცით, რა ფეხბურთელი ვიქნებოდი, ნარკოტიკები რომ არ მიმეღო?"

დიეგო მარადონას ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაზე დიდი ხანია პრესაში წერენ, ამას თავად ფეხბურთელიც არ მალავს: "თავიდან ყველაფერი მხიარულად მეჩვენებოდა, სასიამოვნო შეგრძნებები მქონდა, რომელიც, სამწუხაროდ, მალე მთავრდებოდა, აი, ამ დროს მქონდა მოთხოვნა, რომ კვლავ ახლიდან მიმეღო ეს სასიამოვნო შეგრძნება და აღარ ვიცოდი, ამ მდგომარეობიდან როგორ გამოვსულიყავი... საშინლად მახსენდება ის დრო, როდესაც ჩემი ქალიშვილები მოდიოდნენ და მთხოვდნენ, მათთან მეთამაშა, მე კი არ შემეძლო, რადგან არ ვიყავი ფხიზელი, ჩემი მეუღლე რომ არა, ცოცხალი არ ვიქნებოდი","- იხსენებს მარადონა.

2014 წელს მარადონამ არგენტინულ პრესასთან საუბარში კიდევ ერთხელ გაიხსენა მისი ნარკოტიკებზე დამოკიდებულება:L "53 წლის ვარ, მაგრამ 78 წლისას ვგავარ. ისე მეჩვენება, თითქოს უკვე ღრმად მოხუცი ვარ. ფეხბურთში კი ჩემი ავადმყოფობით უპირატესობას ვაძლევდი მეტოქეებს. იცით, რა ფეხბურთელი ვიქნებოდი, ნარკოტიკები რომ არ მიმეღო? უბრალოდ, წარმოუდგენელი დონის"...წაიკითხეთ სრულად

თბილისის რომელ უბნებში შეიზღუდება დღეს ელექტროენერგიის მიწოდება?

“სადღესასწაულო დღეები სახლიდან, “სკაიპით“ უნდა მივულოცოთ ერთმანეთს” - ბიძინა კულუმბეგოვი

თბილისის მერია მეტროს მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს