მეხანძრე-მაშველებს მონადირე, რომელსაც ტყეში იარაღი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის მიმდებარე ტყეში, მონადირეს იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანება მიიყენა და დახმარება სჭირდებოდა.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ მეხანძრე-მაშველები. პარალელურად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, დაჭრილი მამაკაცის ვერტმფრენში აყვანა ვერ მოხერხდა.
შესაბამისად, მონადირე ქვეითად წასულ მეხანძრე-მაშველებს საკაცის დახმარებით, ფეხით მოჰყავთ საავტომობილო გზამდე, სადაც მათ სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდებიან, დაჭრილს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ და სათანადო დახმარებას აღმოუჩენენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა" - ნათქვამია ინფორმაციაში.
რა საფრხილოა იარაღი ან გაუვარდა ან მის რომელიმე მეგობარს გაუვარდა და რა მნიშვნელობააქ მთავარია გადარჩა და ღმერთმა ჯამრთელი ამყოფოს მაგრამ ერთი უნდა ითქვას ქართველები დავთვრებით და მერე ვნადირობთ ჩვენსწელთ აღრიცხამდე დავრჩით მოინადირე დააძინე იარაღი და დალიე მერე ხო შეიძლება