ავტორი:

10 ხელსაწყო, რომელიც აუცილებლად უნდა გვქონდეს სახლში

10 ხელსაწყო, რომელიც აუცილებლად უნდა გვქონდეს სახლში

ხელსაწყოები, რომლებიც აუცილებლად უნდა შევიძინოთ, თუკი მარტო ცხოვრებას ვაპირებთ

დღეს უფრო მეტ ადამიანს უჩნდება სურვილი, ნივთები და ავეჯი თავად ააწყოს. ამ ტენდენციას, ერთი მხრივ, მსოფლიოში ავეჯის წამყვანი მწარმოებელი კომპანიებიც ხელს უწყობენ, რადგან შეძენილი ავეჯი ხშირად ასაწყობ მდგომარეობაში ბარდება პატრონს. მეორე მხრივ კი, კარანტინმა იმდენი დრო გამოგვითავისუფლა, რომ ძალაუნებურად, მეტნაკლებად ყველა დავინტერესდით, როგორ უნდა გავაკეთოთ და ავაწყოთ ჩვენი ხელით სხვადასხვა საოჯახო ნივთები.

ასეა თუ ისეა, სამშენებლო და სარემონტო კომპანია „ნოვას“ კონსულტანტები გირჩევენ იმ ათ აუცილებელ ხელსაწყოს, რომლის გარეშეც დამოუკიდებლად საცხოვრებლად ნამდვილად ვერ გადახვალთ.

ჩაქუჩი

დაწყებული სურათის ჩამოკიდებიდან დამთავრებული რთული კონსტრუქციებით, ჩაქუჩი და ლურსმანი სახლში ყოველთვის საჭიროა.

სახრახნისი

სახრახნისი რამდენიმე ტიპის თავით აუცილებლად უნდა გვქონდეს ხელსაწყოების ყუთში. სათამაშოების, სანათების, სხვადასხვა ტიპის ტექნიკის, მცირე ავეჯის თუ აქსესუარების დასამაგრებლად, ელემენტების გამოსაცვლელად და ა.შ. - სახრახნისი თითქმის შეუცვლელი ხელსაწყოა.

თარაზო

რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, იქნება ეს მშენებლობა და რემონტი თუ, უბრალოდ, სურათების კედელზე დაკიდება, სიმეტრია მნიშვნელოვანია. ასეთი დელიკატური საქმეებისთვის კი თარაზო აუცილებლად დაგჭირდებათ.

ბრტყელტუჩა

ბრტყელტუჩათი არამხოლოდ ბოლტების და ქანჩების ამოძრობაა შესაძლებელი, არამედ გაფუჭებული სამკაულების შეკეთება და მათი თავიდან აწყობაც. ამიტომაც, აუცილებლად იქონიეთ ეს მნიშვნელოვანი ხელსაწყო სახლში, ხელმისაწვდომ ადგილას.

საიზოლაციო ლენტი

საიზოლაციო ლენტი და ორმაგი წებო შეუცვლელი ხელსაწყოებია მათთვის, ვისაც განსაკუთრებით იტაცებს DIY სფერო. გარდა ამისა, ფერად-ფერადი საიზოლაციო ლენტებით უამრავი ლამაზი ნივთის გაკეთება შეიძლება. ამისათვის, აუცილებლად გამოიწერეთ „ნოვას“ ფეისბუქის გვერდი, რათა არ გამოგეპაროთ სასარგებლო და მარტივი იდეები.

ნიჩაბი

კერძო სახლის ბინადრები და ისინი, ვინც თოვლიან ადგილას ცხოვრობთ, დაგვეთანხმებიან, რომ ნიჩაბი ძალიან საჭირო და შეუცვლელი ნივთია ეზოში თოვლის გადასახვეტად თუ მცირე გაზონის მოსაწყობად.

მეტრიანი

ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი ტყუილად არაა ნათქვამი. მაშინ, როცა ახალი ავეჯის ყიდვას აპირებთ, როცა საოჯახო ტექნიკას არჩევთ - პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ, სად დადგამთ მათ. ამისათვის კი, აუცილებლად უნდა აიღოთ ზომები წინასწარ. ასე რომ აუცილებლად გამოყავით ხელსაწყოების ყუთში მეტრიანის ადგილიც.

საკანცელარიო დანა

დასკოჩილი ყუთების ფრთხილად გახსნა გაცილებით უფრო მარტივი საქმეა საკანცელარიო დანით, ვიდრე - ხელით ახევით. ამ და სხვა დელიკატური საქმიანობისთვის საკანცელარიო დანა აუცილებლად უნდა იქონიოთ.

ხელის ხერხი

შეიძლება სახლში ყოველდღიური პატარა საქმეების შესასრულებლად არა, თუმცა თუ ხის მასალაზე აპირებთ მუშაობას და სხვადასხვა ნივთების თქვენით გაკეთებას, პატარა ხერხი აუცილებლად გამოგადგებათ.

ბურღი

და ბოლოს, ბურღი, განსაკუთრებით, მცირე ზომის, ხელში დასაჭერი, უსადენო ტიპის ბურღი თქვენი იარაღების ნაკრებში მნიშვნელოვან ადგილს უნდა იკავებდეს.

ამ და სხვა მნიშვნელოვან ხელსაწყოებს „ნოვას“ ბათუმისა და თბილისის მეგაცენტრებში აუცილებლად შეგარჩევინებენ თქვენი საჭიროებების მიხედვით. მით უმეტეს, რომ ორივე მეგაცენტრში ნოემბრის ბოლომდე თითოეულ პროდუქტზე განსაკუთრებული ფასდაკლებები მოქმედებს.

NS

საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით, მრევლს მიმართავს

ევროკავშირი საქართველოს 100 მილიონი ევროთი დაეხმარება

"მემანქანეს სმს-ი მოსდის, რომ კორონა აქვს - მას მატარებლიდან გადმოსვამენ, მის კაბინაში სხვა მემანქანე შედის, სადაც დეზინფექცია არ ტარდება" - რა ვითარებაა მეტროში?