სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზოგადოებას მოვუწოდებ, ციხიდან გამომიყვანონ... პატრიარქს ვთხოვ შემხვდეს, გამესაუბროს" - ლევან ზურაბაშვილის წერილი "ინტერპრესნიუსს"
"საზოგადოებას მოვუწოდებ, ციხიდან გამომიყვანონ... პატრიარქს ვთხოვ შემხვდეს, გამესაუბროს" - ლევან ზურაბაშვილის წერილი "ინტერპრესნიუსს"

ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­იჭ­რა და მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გლ­და­ნის მე-8 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან წე­რილს უგ­ზავ­ნის.

ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი სა­ა­გენ­ტოს­თვის მი­წე­რილ წე­რილ­ში პატ­რი­არ­ქთან ილია მე­ო­რეს­თან შეხ­ვედ­რას ითხოვს.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვთხოვ და მო­ვუ­წო­დებ, უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ერ­თი­ან­დნენ და ცი­ხი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნონ, რათა ერ­თად მი­ვაღ­წი­ოთ მი­ზანს.

დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და პა­ტი­ვის­ცე­მით ვთხოვ პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს და უნე­ტა­რესს, ილია მე­ო­რეს შემ­ხვდეს და სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცეს გა­ვე­სა­უბ­რო", - წერს "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" მი­წე­რილ წე­რილ­ში ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი.

ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის გი­ორ­გი ჭო­ჭუ­ას გან­ცხა­დე­ბით, ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას გვერ­დში დგო­მის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის. ად­ვო­კა­ტის თქმით­ვე, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თვლის, რომ და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია და ფიქ­რობს, რომ სი­მარ­თლის­თვის ბრძო­ლა ღირს.

ცნო­ბის­თვის, ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვილს, რო­მე­ლიც წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­იჭ­რა და 19 პირი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა გუ­შინ­წინ შე­ე­ფარ­და. ბრალ­დე­ბის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, დაც­ვის მხა­რე კი მისი 1000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და.

ზუ­რა­ბაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის ფაქ­ტზე ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 144-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ორი ან მეტი პი­რის მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას. და­ნა­შა­უ­ლი, რომ­ლის ჩა­დე­ნა­საც ზუ­რა­ბაშ­ვილს ედა­ვე­ბი­ან, 9-დან 14-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mdaaa
39

ეუჰ, ამას მართლა გმირი გონია თავი, განსაკუთრებით იმ ხალხის ოჯახის წევრებს კითხე რომ შეუვარდი და ააყუდე კედელზე, გმირი გონიხარ? იმას კი არ ვმბობ რომ ჩავალპოთ ციხეში თქო, მაგრამ საზოგადოებისთვის თხოვნის უფლება არ აქვს და არც პატრიარქისთვის, უამრავი პატიოსანი მღვდელია და აღსარება თუ უნდა მათ მიმართოს. რომ შევარდა და ამის უფლება მისცა თავს მაშინვე ეტყობოდა განდიდების ელემენტები მაგრამ ეხლა დაამტკიცა, ცოტა მეტად ადეკვატურები იყავით ხალხო, ნუ აქებთ ვინც საქებარი არ არის, რა არის ეს სრული ინფანტილიზმი მოსახლეობის ნაწილში, მოზრდილების საბავშვო ბაღია თუ ქვეყანა?

Geo
42

რამიშვილი მოუხდებოდა ამ საქმეს. დღეს ტვ-ში ადვოკატმა უკვე განაცდადა, რომ მტკიცებულებები აქვს მისი უდანაშაულობის შესახებ. ახლა მოირგებს ერის გადამრჩენელის როლს და აგერ ნახეთ, საპროტესტო აქციებიც თუ არ გაიმართა მის დასაცავად LOL. საგიჟეთში ვცხოვრობთ LOL. ამერიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან არ უნდა შეხვედრა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"საზოგადოებას მოვუწოდებ, ციხიდან გამომიყვანონ... პატრიარქს ვთხოვ შემხვდეს, გამესაუბროს" - ლევან ზურაბაშვილის წერილი "ინტერპრესნიუსს"

"საზოგადოებას მოვუწოდებ, ციხიდან გამომიყვანონ... პატრიარქს ვთხოვ შემხვდეს, გამესაუბროს" - ლევან ზურაბაშვილის წერილი "ინტერპრესნიუსს"

ლევან ზურაბაშვილი, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დააკავეს, „ინტერპრესნიუსს“ გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან წერილს უგზავნის.

ზურაბაშვილი სააგენტოსთვის მიწერილ წერილში პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრას ითხოვს.

"საზოგადოებას ვთხოვ და მოვუწოდებ, უსამართლობის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და ციხიდან გამომიყვანონ, რათა ერთად მივაღწიოთ მიზანს.

დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვთხოვ პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარესს, ილია მეორეს შემხვდეს და საშუალება მომცეს გავესაუბრო", - წერს "ინტერპრესნიუსისთვის" მიწერილ წერილში ზურაბაშვილი.

ბრალდებულის ადვოკატის გიორგი ჭოჭუას განცხადებით, ზურაბაშვილი საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის. ადვოკატის თქმითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თვლის, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ფიქრობს, რომ სიმართლისთვის ბრძოლა ღირს.

ცნობისთვის, ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 19 პირი მძევლად აიყვანა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინწინ შეეფარდა. ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ზურაბაშვილს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"მარგოშვილი შინ მიბრუნებულა და ძმისთვის უთქვამს, - იბო მოვკალიო" - სასტიკი მკვლელობა პანკისის ხეობაში, ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ

"დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ ლევანის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ" - რას ითხოვს მიკროსაფინანსოზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი?

კასპში, ორი პირის მძევლად აყვანაში ბრალდებული გიორგი მენაბდიშვილი შიმშილობს და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს