აჭარაში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. იგი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მკურნალობდა. მადონა ტაკიძე კლინიკაში ერთი თვის წინ შეიყვანეს და მისი მდგომარეობა მალევე დამძიმდა.
როგორც საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში აცხადებენ, ექიმს თანმხლები დაავადებები არ ჰქონია.
"56 წლის ექიმი ჩვენს კოვიდცენტრში 17 ოქტომბრიდან იმყოფებოდა. შემოყვანის შემდეგ მალევე დამძიმდა მისი მდგომარეობა, რეანიმაციაში იყო ხელოვნურის სუნთქვის აპარატზე. თანმხლები დაავადებები არ ჰქონია. თვეზე მეტი აქ მკურნალობდა", - განაცხადეს კლინიკაში და აღნიშნეს, რომ ინფექციამ ფილტვების ძლიერი დაზიანება გამოიწვია.
ახლობლების ინფორმაციით, მადონა ტაკიძე წლების მანძილზე ქობულეთის კლინიკებში მუშაობდა.
"წლების განმავლობაში ქობულეთის კლინიკებში მუშაობდა. დღეს დილით გარდაიცვალა, 56 წლის ასაკში. გაოგნებული ვართ მომხდარით", - აცხადებენ ახლობლები.
საერთი ჯამში, კორონავირუსით აჭარაში სამედიცინო სფეროს 6 წარმომადგენელი, 5 ექიმი და ერთი ექთანი გარდაიცვალა.
გასული 24 საათის განმავლობაში, კი აჭარაში კორონავირუსის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.
დედას ქონდა კოვიდი, ფბზე ვნახე მკურნალში ხალხი წერდა წყ ზეჟანგზე როგორც ყველაფრის წამალზე, ვცადე და 2 დღეში სრულად გამოჯანმრთელდა! 74წლისაა!
100 მლ. გადადუღებულ და გაციებულ წყალში 8-10 წვეთიი დილით უზმოზეო, კვირაში ოთხჯერო. ასე უწერია ექიმ გელა მალუძეს.გელას ჩვეულებრივ 100მლ. წყალი უწერია
მე ხუთი წელია ვსვავ და ჯანზე ვარ :)))))))) ძაან მაგარია მართლა კარგი აზრია არატრადიციული მედიცინის რუბრიკის შექმნა თუმცა ამ საშუალებას კოსმონავტების მედიცინა ქვია და ნახევარსაუკუნეზე მეტია იყენებენ რუსეთში!
ექიმი გმირია