სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვები ხვალ გახდება ცნობილი - "მიზანია, არ დაველოდოთ პიკს და მოვახდინოთ მისი დროული შეჩერება"
კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვები ხვალ გახდება ცნობილი - "მიზანია, არ დაველოდოთ პიკს და მოვახდინოთ მისი დროული შეჩერება"

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო და­წე­სე­ბუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ხვალ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

„პიკ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ ვგეგ­მავთ გარ­კვე­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. მთავ­რო­ბა გა­დის გარ­კვე­ულ კონ­სუ­ლა­ტა­ცი­ებს შე­ზღუდ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი მი­ზა­ნია, არ და­ვე­ლო­დოთ პიკს და მო­ვახ­დი­ნოთ პი­კის დრო­უ­ლი შე­ჩე­რე­ბა, იმის­თვის, რომ ამან სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტორს მის ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძოს მუ­შა­ო­ბა...

ჩვენ დღე­საც ვაგ­რძე­ლებთ კონ­სულ­ტა­ცი­ებს ბიზ­ნეს­თან და ყვე­ლა სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, ჩვენ გვაქვს უკვე ორი ვერ­სია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­მელ ფორ­მატ­ში შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს შე­ზღუდ­ვე­ბი და ხვალ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი ეს ინ­ფორ­მა­ცია.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ის შე­ზღუდ­ვე­ბი, რო­მელ­საც ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი სთა­ვა­ზო­ბენ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და მთავ­რო­ბას, არ გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ჩვენ ამის შემ­დეგ ვე­ლო­დე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან შემ­ცი­რე­ბას. ეს იქ­ნე­ბა ეტა­პობ­რი­ვი, და­ვაკ­ვირ­დე­ბით კლე­ბის პრო­ცენტს, რო­გო­რი იქ­ნე­ბა შე­დე­გი. გარ­კვე­უ­ლი შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ, 2 - კვი­რი­ა­ნი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ჩვენ შე­იძ­ლე­ბა შე­მო­ვი­ღოთ მე­ტად გამ­კაც­რე­ბუ­ლი სქე­მა, ან პი­რი­ქით შე­ვე­ცა­დოთ ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მოქ­ნილ გრა­ფიკ­ზე გა­დაყ­ვა­ნა“, - აცხა­დებს ტი­კა­რა­ძე.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Marita
6

თქვენ მგონი ხალხის ნერვებზე უფრო თამაშობთ ვიდრე მსჯელობთ.

მძულხართ
4

რამდენი ნიჭიერი ადამაინია ამ ქვეყანაში და მარტო წარუმატებელი მინისტრები უნდა გვმართავდნენ, იმიტომ რომ ივანიშვილს ესე უსწორდება!!! არაფერი განსხბავება აღარ არის ბიძინასა და კიმ ჩენ ინს შორის, ერთიერთში მსგავსება!!! მიშას ვეძახდით მოძალადეი და მთავარი მოძალადე

ქართველების გენოციდზე ხელის მომწერი ოცნების მთავრობა აღმოჩნდა. მძულხართ, თქვენი სიძულვილით სადამდე მიიყვანეთ ქვეყანა!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვები ხვალ გახდება ცნობილი - "მიზანია, არ დაველოდოთ პიკს და მოვახდინოთ მისი დროული შეჩერება"

კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვები ხვალ გახდება ცნობილი - "მიზანია, არ დაველოდოთ პიკს და მოვახდინოთ მისი დროული შეჩერება"

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შესახებ საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„პიკთან დაკავშირებით ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს. მთავრობა გადის გარკვეულ კონსულატაციებს შეზღუდვებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, არ დაველოდოთ პიკს და მოვახდინოთ პიკის დროული შეჩერება, იმისთვის, რომ ამან საშუალება მისცეს სამედიცინო სექტორს მის ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს მუშაობა...

ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სფეროს წარმომადგენელთან, ჩვენ გვაქვს უკვე ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი ეს ინფორმაცია.

მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ის შეზღუდვები, რომელსაც ეპიდემიოლოგები და ექსპერტები სთავაზობენ ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას, არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამის შემდეგ ველოდებით ინფიცირებულების რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას. ეს იქნება ეტაპობრივი, დავაკვირდებით კლების პროცენტს, როგორი იქნება შედეგი. გარკვეული შეფასების შემდეგ, 2 - კვირიანი პერიოდის შემდეგ, ჩვენ შეიძლება შემოვიღოთ მეტად გამკაცრებული სქემა, ან პირიქით შევეცადოთ ეკონომიკური საქმიანობის მოქნილ გრაფიკზე გადაყვანა“, - აცხადებს ტიკარაძე.

"ჩვენთვისაც მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება" -  რას ამბობს ვიცე-პრემიერი ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებზე?

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ახალ წელზე, არდადეგებზე ვირუსი სადმე მიდის? ხალხი ფეხებზე გკიდიათ?" - სააკაშვილი შეზღუდვებს ეხმაურება