სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენში დიდწილად მწვადი და ხინკალი იციან, არადა, ქართველებს ბევრი მივიწყებული კერძი გვაქვს" - თუში ბიჭი, რომელსაც კულინარია, ცხენით ჯირითი და ხელსაქმე იტაცებს
"ჩვენში დიდწილად მწვადი და ხინკალი იციან, არადა, ქართველებს ბევრი მივიწყებული კერძი გვაქვს" - თუში ბიჭი, რომელსაც კულინარია, ცხენით ჯირითი და ხელსაქმე იტაცებს

"კუ­ლი­ნა­რი­ა­ში ვმუ­შა­ობ, არ ვჩერ­დე­ბი, ვსწავ­ლობ, ვკი­თხუ­ლობ, თვით­გან­ვი­თა­რე­ბას ვცდი­ლობ, გას­ტრო­ნო­მი­ა­ში სა­ინ­ტე­რე­სო ვი­დე­ო­ებს ვუ­ყუ­რებ, ახალ-ახალ კერ­ძებს ვე­ძებ, ცნო­ბი­ლი შეფმ­ზა­რე­უ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას ვეც­ნო­ბი", - გვე­უბ­ნე­ბა მი­რი­ან სუ­ლა­კა­უ­რი, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რუ­ლი შოუს "მას­ტერ­შე­ფის“ ფი­ნა­ლის­ტია. მის­თვის ფი­ნა­ლის საგ­ზუ­რად იქცა აღ­მო­სავ­ლეთ მთი­ა­ნე­თის ტური, რო­დე­საც მან დამ­ბალ ხა­ჭოს ში­ლაფ­ლა­ვი მო­ამ­ზა­და, თუ­შურ ერ­ბოყ­ვას (ქუ­მე­ლი) თაღ­თან ერ­თად, თეფ­შად კი გა­მო­ი­ყე­ნა ძვე­ლე­ბუ­რი, და­ჭყლე­ტი­ლი ქვა­ბი, რო­მე­ლიც, რო­გორ თვი­თონ თქვა, მის თუშ დიდ ბე­ბოს ეკუთ­ვნო­და...

ის კუ­ლი­ნა­რი­ით ჯერ კი­დევ მე­ცხრეკ­ლა­სე­ლი და­ინ­ტე­რეს­და, მა­შინ, რო­დე­საც თა­ვის მო­მა­ვალ­ზე და­ფიქ­რდა, - თუ რა უნ­დო­და ეკე­თე­ბი­ნა - ხე­ლო­ბას და­უფ­ლე­ბო­და, თუ სკო­ლა­ში რა­საც ას­წავ­ლიდ­ნენ, იმას მიჰ­ყო­ლო­და, რაც დი­დად არ აინ­ტერ­სებ­და.

"ამა­ში იქ სამი წელი უნდა და­მე­კარ­გა, მერე უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, რა­ღაც გა­ნათ­ლე­ბა მი­მე­ღო და მუ­შა­ო­ბა მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­მე­წყო. არა­და, იმ პე­რი­ო­დის­თვის უკვე საკ­მა­ოდ დიდი ვიქ­ნე­ბო­დი და გა­მოც­დი­ლე­ბა კი მცი­რე მექ­ნე­ბო­და... 15 წლი­სას, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონ­და, კუ­ლი­ნა­რია იყო, ამი­ტომ მისი შეს­წავ­ლა და­ვი­წყე", - გვიყ­ვე­ბა მი­რი­ა­ნი.

- გახ­სოვს პირ­ვე­ლი კერ­ძი, რო­მე­ლიც მო­ამ­ზა­დე, გა­მო­გი­ვი­და და მო­გი­წო­ნეს?

- ვიდ­რე კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვი­წყებ­დი სწავ­ლას, შინ თხელ ბლი­ნებს ვა­ცხობ­დი, რო­მელ­საც კა­რაქს გა­და­ვუს­ვამ­დი, შა­ქარს მო­ვაყ­რი­დი, გა­და­ვახ­ვევ­დი და მზად იყო, - მარ­ტი­ვად გა­მომ­დი­ო­და, ჩე­მებ­საც ძა­ლი­ან მომსწონ­დათ. სხვა­თა შო­რის, დღემ­დე მიყ­ვარს...

- სუ­ლა­კა­უ­რე­ბის დიდი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხარ. შენც ხა­ტავ?

- ხატ­ვის ნიჭი მეც მაქვს, როცა მუზა მომ­დის, ვხა­ტავ, მაგ­რამ გა­რეგ­ნუ­ლა­დაც და ხა­სი­ა­თე­ბი­თაც დე­დას ვგა­ვარ, დედა რაჭ­ვე­ლია. ბე­ბი­ა­ჩე­მის ძმე­ბი მზა­რე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ. მოკ­ლედ, უფრო მათ მი­მარ­თუ­ლე­ბას გავ­ყე­ვი, კუ­ლი­ნა­რი გავ­ხდი...

- რაჭა ახ­სე­ნე, მაგ­რამ გვა­რით და წარ­მო­მავ­ლო­ბით თუში ხარ...

- ბავ­შვო­ბა­ში ჩე­მებს არ მივ­ყავ­დი თუ­შეთ­ში, ძა­ლი­ან ანცი ბავ­შვი ვი­ყა­ვი და ეში­ნო­დათ, იმ მთებ­ში რა­ღაც არ მო­მე­წია, როცა უკვე 16 წლის გავ­ხდი, იქ პირ­ვე­ლად მა­შინ მოვ­ხვდი. სას­წა­უ­ლი შეგ­რძნე­ბა იყო და ჩემ­თვის დღემ­დე ასეა თუ­შეთ­ში ყოფ­ნა. გა­მორ­ჩე­უ­ლი ბუ­ნე­ბა, სა­ო­ცა­რი მთე­ბი, ჰა­ე­რი და საჭ­მელ­საც სხვა­ნა­ი­რი გემო აქვს...

- ვიდ­რე იქ მოხ­ვდე­ბო­დი, ვა­ლი­კო პაპა რას გიყ­ვე­ბო­და თა­ვის კუ­თხე­ზე...

- ის თუ­შეთ­ში და­ი­ბა­და, სო­ფელ ფარსმა­ში, ალ­ბათ 14 წლის იყო, თბი­ლის­ში სას­წავ­ლებ­ლად რომ ჩა­მო­ვი­და... ხში­რად მიყ­ვე­ბო­და ხოლ­მე თა­ვი­სი ბავ­შვო­ბის ამ­ბებს, როცა ცხვარ­შიც უწევ­და ყოფ­ნა, - მოკ­ლედ, იქუ­რი და იმ­დრო­ინ­დე­ლი ამ­ბა­ვი ბევ­რი მო­მის­მე­ნია. თბი­ლის­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ იმას მი­აღ­წია, რაც უნ­დო­და. მეც მა­სა­ვით ვარ, რა­საც მინ­და, რომ მი­ვაღ­წიო, იმის­თვის არ ვჩერ­დე­ბი - სულ საქ­მე­ში ვარ...

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს თუ­შურ გე­ნებს - როცა იქ ავ­დი­ვარ, იქა­ურ ხალ­ხს ვხვდე­ბი და როცა და­ლე­ვაც მი­წევს, თუ­შუ­რი სის­ხლის ყი­ვილს გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ ვგრძნობ, რად­გა­ნაც ცხენ­ზე დაჯ­დო­მა და ჯი­რი­თი მიყ­ვარს...

- სუ­ლა­კა­უ­რე­ბის გვა­რის წარ­მო­მა­გე­ნე­ლი რომ ხარ და ამ ოჯახ­ში და­ი­ბა­დე - ეს რას ნიშ­ნავს შენ­თვის?

- გან­დი­დე­ბის მა­ნია არ მაქვს, პა­ტა­რა გვა­რია... ყვე­ლა­ნი ერ­თმა­ნეთ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ვართ. ბი­ძაშ­ვი­ლე­ბიც ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობთ, თით­ქმის თა­ნა­ტო­ლე­ბი ვართ - რამ­დე­ნი­მე წე­ლია ჩვენს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა. ჩემი გვა­რი ჩემ­თვის სიყ­ვა­რულს, ერთ დიდ ოჯახს ნიშ­ნავს და ეს ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა. სიყ­ვა­რულს ერ­თმა­ნეთს და სხვებ­საც ვუ­ზი­ა­რებთ... ჭირ­შიც და ლხინ­შიც ერ­თად გვიყ­ვარს ყოფ­ნა...

- ცხენ­ზე ჯი­რი­თი გყვა­რე­ბია, ეტყო­ბა, "რკი­ნის ცხე­ნიც" სკუ­ტე­რი ამი­ტომ გაქვს და ქა­ლაქ­ში იმით "დაქ­რი­ხარ“...

- კი, "რკი­ნის ცხე­ნებს“, მო­პე­დებს, მო­ტო­ებს ვა­ტა­რებ... თით­ქმის ყვე­ლა­ნა­ი­რი ხელ­საქ­მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარს - ქსო­ვა, კერ­ვა, კუ­ლი­ნა­რი­აც ხელ­საქ­მეა... მოკ­ლედ, რო­დე­საც ხე­ლით რა­ღა­ცას ვქმნი, ეს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. უფრო პა­ტა­რა ასაკ­ში გო­ბე­ლენ­საც ვქსოვ­დი...

სკუ­ტერ­ზე მკი­თხეთ და, მისი ყიდ­ვა რომ გა­დავ­წყვი­ტე, ისე გვა­კე­თე, რომ სკუ­ტე­რის ხე­ლოს­ნო­ბაც თვი­თონ­ვე შე­ვის­წავ­ლე...

ინერ­ნეტ­ში ვუ­ყუ­რებ­დი ვი­დე­ო­ებს დაშ­ლა-აწყო­ბა­ზე, ასე­ვე ეს ტრან­სპორ­ტი რო­გორ უნდა მე­ტა­რე­ბი­ნა, რის­თვის უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მზად და მისი მარ­თვაც ასე ვის­წავ­ლე. დღემ­დე მშვე­ნივ­რად ვმარ­თავ...

- კუ­ლი­ნა­რი ხარ, ე.ი. გურ­მა­ნიც... კუ­ლი­ნა­რია შენ­თვის რის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაა, რას ამ­ბობ ყო­ვე­ლი კერ­ძით ან რისი თქმა გინ­და?

- კერ­ძებს დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ვამ­ზა­დებ. ჩემი ემო­ცი­ე­ბი, ხედ­ვა მინ­და, მას­ში ჩავ­დო. ვინც მათ მი­ირ­თმევს, მინ­და, კარ­გი გემო შე­იგ­რძნოს. ეს ერთი ნე­ტა­რე­ბაა და მე­ო­რე კი­დევ ის, როცა გა­სინ­ჯვის შემ­დეგ, ნა­ხე­ლავს გი­ქე­ბენ.

- ბიძა და მამა - ტყუ­პი ძმა - ზა­ლი­კო და ზუ­რი­კო რას გე­უბ­ნე­ბი­ან?

- მოს­წონთ ჩემი ნა­ხე­ლა­ვი, უხა­რი­ათ. ბი­ძა­ჩემ ზა­ლი­კოს უყ­ვარს ჩემი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი... თვი­თონ მომ­ზა­დე­ბით ნაკ­ლე­ბად ამ­ზა­დე­ბენ, მხო­ლოდ მწვადს წვა­ვენ. სა­ერ­თოდ, მათ­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მაქვს. უხა­რი­ათ ჩემი წარ­მა­ტე­ბე­ბი, ხელს მი­წყო­ბენ მაქ­სი­მა­ლუ­რად და ბო­ლომ­დე გვერ­დში მიდ­გა­ნან.

- "მას­ტერ­შე­ფის­გან" რას ელი?

- ეს შოუ არის ჩემ­თვის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა... ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რია, ყვე­ლა თა­ვი­სი დე­ტა­ლით, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. ჩვენ­ში დიდ­წი­ლად მწვა­დი და ხინ­კა­ლი იცი­ან, არა­და, ქარ­თვე­ლებს ბევ­რი მი­ვი­წყე­ბუ­ლი კერ­ძი გვაქვს... ამ შო­უ­თი სწო­რედ ის მინ­დო­და, მე­ნა­ხე­ბი­ნა, რომ ჩვე­ნი ბევ­რი კარ­გი კერ­ძი არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა სხვა ქვეყ­ნე­ბი­სას...

ფი­ნა­ლის წინ კი ისე­თი მო­ლო­დი­ნი მაქვს, რომ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ცია იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯე­ბით და ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი გა­ი­მარ­ჯვებს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gogita
117

აი მაგ დაჭეჭყილი ქვაბიდან ჭამდნენ საჭმელს და თავი მოსწონთ, ველურები

. . . . .
19

კაცები მასტერშეფში და ქალები უეფას ჩემპიონთა ლიგაში პროგრესი სახეზეა :( :( 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ჩვენში დიდწილად მწვადი და ხინკალი იციან, არადა, ქართველებს ბევრი მივიწყებული კერძი გვაქვს" - თუში ბიჭი, რომელსაც კულინარია, ცხენით ჯირითი და ხელსაქმე იტაცებს

"ჩვენში დიდწილად მწვადი და ხინკალი იციან, არადა, ქართველებს ბევრი მივიწყებული კერძი გვაქვს" - თუში ბიჭი, რომელსაც კულინარია, ცხენით ჯირითი და ხელსაქმე იტაცებს

"კულინარიაში ვმუშაობ, არ ვჩერდები, ვსწავლობ, ვკითხულობ, თვითგანვითარებას ვცდილობ, გასტრონომიაში საინტერესო ვიდეოებს ვუყურებ, ახალ-ახალ კერძებს ვეძებ, ცნობილი შეფმზარეულების გამოცდილებას ვეცნობი", - გვეუბნება მირიან სულაკაური, რომელიც პოპულარული შოუს "მასტერშეფის“ ფინალისტია. მისთვის ფინალის საგზურად იქცა აღმოსავლეთ მთიანეთის ტური, როდესაც მან დამბალ ხაჭოს შილაფლავი მოამზადა, თუშურ ერბოყვას (ქუმელი) თაღთან ერთად, თეფშად კი გამოიყენა ძველებური, დაჭყლეტილი ქვაბი, რომელიც, როგორ თვითონ თქვა, მის თუშ დიდ ბებოს ეკუთვნოდა...

ის კულინარიით ჯერ კიდევ მეცხრეკლასელი დაინტერესდა, მაშინ, როდესაც თავის მომავალზე დაფიქრდა, - თუ რა უნდოდა ეკეთებინა - ხელობას დაუფლებოდა, თუ სკოლაში რასაც ასწავლიდნენ, იმას მიჰყოლოდა, რაც დიდად არ აინტერსებდა.

"ამაში იქ სამი წელი უნდა დამეკარგა, მერე უმაღლეს სასწავლებელში ჩამებარებინა, რაღაც განათლება მიმეღო და მუშაობა მხოლოდ ამის შემდეგ დამეწყო. არადა, იმ პერიოდისთვის უკვე საკმაოდ დიდი ვიქნებოდი და გამოცდილება კი მცირე მექნებოდა... 15 წლისას, რაც ყველაზე მეტად მომწონდა, კულინარია იყო, ამიტომ მისი შესწავლა დავიწყე", - გვიყვება მირიანი.

- გახსოვს პირველი კერძი, რომელიც მოამზადე, გამოგივიდა და მოგიწონეს?

- ვიდრე კულინარიული მიმართულებით დავიწყებდი სწავლას, შინ თხელ ბლინებს ვაცხობდი, რომელსაც კარაქს გადავუსვამდი, შაქარს მოვაყრიდი, გადავახვევდი და მზად იყო, - მარტივად გამომდიოდა, ჩემებსაც ძალიან მომსწონდათ. სხვათა შორის, დღემდე მიყვარს...

- სულაკაურების დიდი შემოქმედებითი ოჯახის წარმომადგენელი ხარ. შენც ხატავ?

- ხატვის ნიჭი მეც მაქვს, როცა მუზა მომდის, ვხატავ, მაგრამ გარეგნულადაც და ხასიათებითაც დედას ვგავარ, დედა რაჭველია. ბებიაჩემის ძმები მზარეულები იყვნენ. მოკლედ, უფრო მათ მიმართულებას გავყევი, კულინარი გავხდი...

- რაჭა ახსენე, მაგრამ გვარით და წარმომავლობით თუში ხარ...

- ბავშვობაში ჩემებს არ მივყავდი თუშეთში, ძალიან ანცი ბავშვი ვიყავი და ეშინოდათ, იმ მთებში რაღაც არ მომეწია, როცა უკვე 16 წლის გავხდი, იქ პირველად მაშინ მოვხვდი. სასწაული შეგრძნება იყო და ჩემთვის დღემდე ასეა თუშეთში ყოფნა. გამორჩეული ბუნება, საოცარი მთები, ჰაერი და საჭმელსაც სხვანაირი გემო აქვს...

- ვიდრე იქ მოხვდებოდი, ვალიკო პაპა რას გიყვებოდა თავის კუთხეზე...

- ის თუშეთში დაიბადა, სოფელ ფარსმაში, ალბათ 14 წლის იყო, თბილისში სასწავლებლად რომ ჩამოვიდა... ხშირად მიყვებოდა ხოლმე თავისი ბავშვობის ამბებს, როცა ცხვარშიც უწევდა ყოფნა, - მოკლედ, იქური და იმდროინდელი ამბავი ბევრი მომისმენია. თბილისში განათლების მიღების შემდეგ იმას მიაღწია, რაც უნდოდა. მეც მასავით ვარ, რასაც მინდა, რომ მივაღწიო, იმისთვის არ ვჩერდები - სულ საქმეში ვარ...

რაც შეეხება ჩემს თუშურ გენებს - როცა იქ ავდივარ, იქაურ ხალხს ვხვდები და როცა დალევაც მიწევს, თუშური სისხლის ყივილს განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობ, რადგანაც ცხენზე დაჯდომა და ჯირითი მიყვარს...

- სულაკაურების გვარის წარმომაგენელი რომ ხარ და ამ ოჯახში დაიბადე - ეს რას ნიშნავს შენთვის?

- განდიდების მანია არ მაქვს, პატარა გვარია... ყველანი ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ. ბიძაშვილებიც ძალიან ვმეგობრობთ, თითქმის თანატოლები ვართ - რამდენიმე წელია ჩვენს შორის განსხვავება. ჩემი გვარი ჩემთვის სიყვარულს, ერთ დიდ ოჯახს ნიშნავს და ეს ყველაფერში მეხმარება. სიყვარულს ერთმანეთს და სხვებსაც ვუზიარებთ... ჭირშიც და ლხინშიც ერთად გვიყვარს ყოფნა...

- ცხენზე ჯირითი გყვარებია, ეტყობა, "რკინის ცხენიც" სკუტერი ამიტომ გაქვს და ქალაქში იმით "დაქრიხარ“...

- კი, "რკინის ცხენებს“, მოპედებს, მოტოებს ვატარებ... თითქმის ყველანაირი ხელსაქმეც ძალიან მიყვარს - ქსოვა, კერვა, კულინარიაც ხელსაქმეა... მოკლედ, როდესაც ხელით რაღაცას ვქმნი, ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს. უფრო პატარა ასაკში გობელენსაც ვქსოვდი...

სკუტერზე მკითხეთ და, მისი ყიდვა რომ გადავწყვიტე, ისე გვაკეთე, რომ სკუტერის ხელოსნობაც თვითონვე შევისწავლე...

ინერნეტში ვუყურებდი ვიდეოებს დაშლა-აწყობაზე, ასევე ეს ტრანსპორტი როგორ უნდა მეტარებინა, რისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად და მისი მართვაც ასე ვისწავლე. დღემდე მშვენივრად ვმართავ...

- კულინარი ხარ, ე.ი. გურმანიც... კულინარია შენთვის რის გამოხატვის საშუალებაა, რას ამბობ ყოველი კერძით ან რისი თქმა გინდა?

- კერძებს დიდი სიყვარულით ვამზადებ. ჩემი ემოციები, ხედვა მინდა, მასში ჩავდო. ვინც მათ მიირთმევს, მინდა, კარგი გემო შეიგრძნოს. ეს ერთი ნეტარებაა და მეორე კიდევ ის, როცა გასინჯვის შემდეგ, ნახელავს გიქებენ.

- ბიძა და მამა - ტყუპი ძმა - ზალიკო და ზურიკო რას გეუბნებიან?

- მოსწონთ ჩემი ნახელავი, უხარიათ. ბიძაჩემ ზალიკოს უყვარს ჩემი მომზადებული კერძები... თვითონ მომზადებით ნაკლებად ამზადებენ, მხოლოდ მწვადს წვავენ. საერთოდ, მათგან აბსოლუტური თავისუფლება მაქვს. უხარიათ ჩემი წარმატებები, ხელს მიწყობენ მაქსიმალურად და ბოლომდე გვერდში მიდგანან.

- "მასტერშეფისგან" რას ელი?

- ეს შოუ არის ჩემთვის გამოხატვის საშუალება... ქართული კულინარია, ყველა თავისი დეტალით, ძალიან საინტერესოა. ჩვენში დიდწილად მწვადი და ხინკალი იციან, არადა, ქართველებს ბევრი მივიწყებული კერძი გვაქვს... ამ შოუთი სწორედ ის მინდოდა, მენახებინა, რომ ჩვენი ბევრი კარგი კერძი არაფრით ჩამოუვარდება სხვა ქვეყნებისას...

ფინალის წინ კი ისეთი მოლოდინი მაქვს, რომ ძალიან ძლიერი კონკურენცია იქნება, მაგრამ ბოლომდე დავიხარჯებით და ყველაზე ძლიერი გაიმარჯვებს.