პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფხაზების არ სჯერა მოსკოვს. ისეთ პირობებს უქმნის, მომავალში რომ ვერსად გაიხედონ" - რას ემსახურება რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალ-ეკონომიკური სივრცის პროგრამის დამტკიცება
"აფხაზების არ სჯერა მოსკოვს. ისეთ პირობებს უქმნის, მომავალში რომ ვერსად გაიხედონ" - რას ემსახურება რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალ-ეკონომიკური სივრცის პროგრამის დამტკიცება

ექ­სპერ­ტი პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთს შო­რის ერ­თი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სივ­რცის ფორ­მი­რე­ბის პროგ­რა­მის დამ­ტკი­ცე­ბას რუ­სე­თის მხრი­დან აფხა­ზე­თის ანექ­სი­ად აფა­სებს. რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ახლა, კი­დევ მე­ტად ხდე­ბა რუ­სე­თის მიერ აფხა­ზე­თის მარ­თვა.

„აქ ბევ­რი სა­კი­თხია, მაგ­რამ მათ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­კუთ­რე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რუ­სეთს უნდა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­თის მეტ მო­ქა­ლა­ქეს ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ი­ძი­ნოს ან აღად­გი­ნოს თა­ვი­სი სა­კუთ­რე­ბა აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ამი­ტომ, ეს არის აშ­კა­რად ანექ­სი­უ­რი პო­ლი­ტი­კაა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ კი არ არის მი­მარ­თუ­ლი, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ მას სხვა რე­სურ­სე­ბი გა­აჩ­ნია, ეს არის აფხა­ზე­თის და­სა­მორ­ჩი­ლებ­ლად და მი­სათ­ვი­სებ­ლად. რუ­სე­თი აფხა­ზეთს აღიქ­ვამს, რო­გორც ცალ­კე სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ქარ­თვე­ლოს­თან კა­მათ­ში აღარ იყე­ნებს, ანუ აღარ ადარ­დებს და სა­ქარ­თვე­ლოს აფხა­ზე­თი ჩა­მო­ა­შო­რა. შე­სა­ბა­მი­სად, აფხა­ზეთ­თან ცალ­კე მუ­შა­ობს და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით ცალ­კე აშან­ტა­ჟებს სა­ქარ­თვე­ლოს. ამ ფონ­ზე, ეს არის წმინ­და წყლის ანექ­სი­უ­რი პო­ლი­ტი­კა. რა თქმა უნდა, ეს პროგ­რა­მა საფრ­თხეს ქმნის კავ­კა­სი­ა­ში, იმი­ტომ, რომ რუ­სე­თი ახ­დენს ექ­სპან­სი­ურ პო­ლი­ტი­კას იმ ფონ­ზე, როცა აშ­კა­რა წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა ჰქონ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით და იქ პო­ზი­ცი­ე­ბი თურ­ქეთ­მა გა­იძ­ლი­ე­რა. ახლა რუ­სე­თი ცდი­ლობს, რომ აქეთ გა­იმ­ყა­როს პო­ზი­ცი­ე­ბი, მე ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ახლა, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რუ­სეთ­სა და ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთს შო­რის ერ­თი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სივ­რცის ფორ­მი­რე­ბის პროგ­რა­მის დამ­ტკი­ცე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე უნდა ილა­პა­რა­კოს, რომ რუ­სე­თი ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი პროგ­რა­მით აფხა­ზე­თის ანექ­სი­ას ახ­დენს.

„ასე­ვე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბერ­კე­ტი, რაც გა­აჩ­ნია სა­ქარ­თვე­ლოს და უარ­ყოფს, ეს არის პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტე­ბი აფხა­ზურ მხა­რეს­თან, რა­საც ისი­ნი მო­ი­თხოვ­დნენ, რო­დე­საც ას­ლან ბჟა­ნია აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო მმარ­თვე­ლი გახ­და. არამ­ხო­ლოდ დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტმა არა­მედ დე ფაქ­ტო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ან­ქვაბ­მა და დე ფაქ­ტო უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა შამ­ბამ არა­ერ­თხელ თქვეს, რომ მათ სურთ ქარ­თულ მხა­რეს­თან დი­ა­ლო­გი და პირ­და­პირ სა­სა­ცი­ლოა, რომ ქარ­თუ­ლი მხა­რე არა­ნა­ირ კონ­ტაქ­ტზე არ გა­დის. მე­ტიც, იმის­თვის, რომ გა­ა­მარ­თლოს თა­ვი­სი უსუ­სუ­რო­ბა და არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბა, ამ­ბობს, რომ ეს რუ­სუ­ლი პრო­ექ­ტი­აო. ეს არის აბ­სურ­დუ­ლი არ­გუ­მენ­ტი. რო­დე­საც აფხა­ზე­ბი ცდი­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს­თან იპო­ვონ სა­ერ­თო ენა და რა­ღაც­ნა­ი­რად მა­ინც გა­და­ირ­ჩი­ნონ თავი, ამა­ში ხე­და­ვენ რუ­სულ პრო­ექტს, ეს უგუ­ნუ­რო­ბა და კა­ტას­ტრო­ფაა. რა თქმა უნდა, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ უნდა ვი­პო­ვოთ სა­ერ­თო ენა და და­ვე­ლა­პა­რა­კოთ აფხა­ზურ მხა­რეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ხალ­ხი, რომ­ლებ­საც პირ­და­პირ შე­უძ­ლი­ათ სა­უ­ბა­რი აფხა­ზურ მხა­რეს­თან. უნდა გა­დავ­დგათ ნა­ბი­ჯე­ბი, რი­თაც და­ვი­ცავთ აფხა­ზეთს რუ­სე­თის ანექ­სი­ის­გან. რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ორ­მხრი­ვი პო­ლი­ტი­კა უნდა გვქონ­დეს ჩვენ აფხა­ზურ მხა­რეს­თან, იმის­თვის, რომ მი­ვა­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კას, სო­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მებს“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ზე გა­უ­აზ­რე­ბე­ლია კი­თხვა, რო­მე­ლიც ხში­რად ის­მის, წა­მო­ვა თუ არა აფხა­ზუ­რი მხა­რე ამ შე­თა­ვა­ზე­ბებ­ზე.

„უნდა გა­დავ­დგათ ნა­ბი­ჯე­ბი. თუ არ წა­მოვ­ლენ, სხვა ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დავ­დგათ. არც იმა­ზე წა­მოვ­ლენ?! მე­ა­სე და მე­ა­თასე ნა­ბი­ჯი უნდა გა­დავ­დათ. სულ უნდა ვმოქ­მე­დებ­დეთ და არ უნდა ვი­ყოთ ლუ­არ­საბ თათ­ქა­რი­ძე­სა­ვით ტახ­ტზე წა­მო­წო­ლი­ლე­ბი და ვი­ფიქ­როთ, წა­მოვ­ლენ თუ არ წა­მოვ­ლენ. კე­თი­ლი ვი­ნე­ბოთ და ვი­მოქ­მე­დოთ“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ზა­რა­ე­იშ­ვილ­მა.

ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე კი „აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწორს“ უწო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც რუ­სეთ­სა და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის რე­გი­ონს შო­რის ერ­თი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სივ­რცის ფორ­მი­რე­ბის პროგ­რა­მის დამ­ტკი­ცე­ბას ანექ­სი­ის­კენ გა­დად­გმულ მო­რიგ ნა­ბი­ჯად აფა­სებს.

რო­გორც არე­ში­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა რუ­სე­თის გეგ­მე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბაა.

„ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი გან­ცხა­დე­ბაა და იმ გეგ­მის გახ­მო­ვა­ნე­ბაა, რო­მე­ლიც რუ­სეთს აქვს. რუ­სეთ­მა გა­აქ­ტი­უ­რა აფხა­ზე­თის ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი ბოლო დროს და რო­გორც ჩანს, ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ერ­თე­ბა თუ არ გა­ა­ფორ­მა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დოს ეს რე­გი­ო­ნი, რომ გა­სა­ქა­ნი არ ჰქონ­დეს. აფხა­ზე­ბის არ სჯე­რა მოს­კოვს და ისეთ პი­რო­ბებს უქ­მნის მათ, რომ მო­მა­ვალ­ში ვერ­სად გა­ი­ხე­დონ.

საქ­მე ისაა, რომ გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა იც­ვლე­ბა. ყა­რა­ბა­ღის მოვ­ლე­ნებ­მა ეს კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა. ყა­რა­ბა­ღის მოვ­ლე­ნე­ბი ერთ დღეს ხომ არ და­წყე­ბუ­ლა, ეს პრო­ცე­სი მზად­დე­ბო­და. ეს პრო­ცე­სი რომ მზად­დე­ბო­და ეს ძა­ლი­ან ბევ­რი ირი­ბი თუ პირ­და­პი­რი ფაქ­ტო­რით ჩანს. რო­დე­საც ისე­თი ძლი­ე­რი მო­თა­მა­შე ახორ­ცი­ე­ლებს პო­ლი­ტი­კას, რო­გო­რიც რუ­სე­თია, ის ყო­ველ­თვის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორს ერ­თდრო­უ­ლად აგ­ვა­რებს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ცდი­ლობს ამის გა­კე­თე­ბას. რუ­სე­თის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში მისი სრუ­ლი დაბ­რუ­ნე­ბაა. ამ ამო­ცა­ნა­ში შე­დის ყა­რა­ბაღ­ში სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის და­ყე­ნე­ბაც, აფხა­ზე­თის თე­მის მოგ­ვა­რე­ბაც, ე.წ სამ­ხრეთ ოსე­თის თე­მის მოგ­ვა­რე­ბაც და სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტაც. რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ აფხა­ზეთს, მას სომ­ხე­თის დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბის არ იყოს, ახა­სი­ა­თებს ის, რომ ირ­ჩე­ვენ ერთ ორი­ენ­ტა­ცი­ას და მერე აქეთ-იქით იყუ­რე­ბი­ან.

აფხა­ზებს აქვთ ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თი­ო­ბა თურ­ქეთ­თან და ცდი­ლო­ბენ, რომ თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კა მრა­ვალ­ვექ­ტო­რი­ა­ნი გა­ხა­დონ, რაც მოს­კო­ვის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, 2008 წლის მერე და­ი­წყო სხვა­დას­ხვა პრო­ცე­სი, რაც აფხა­ზე­თის ინ­ტეგ­რი­რე­ბას გუ­ლის­ხმობს რუ­სულ სა­მარ­თლებ­რივ სივ­რცე­ში. პირ­ველ რიგ­ში, ეს იყო ერ­თობ­ლი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის შექ­მნა, მერე უკვე იყო ერ­თობ­ლი­ვი ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი სივ­რცის შექ­მნა და ახლა ეს პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა აფხა­ზე­თი არ მი­ი­ერ­თოს რო­გორც თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ერ­თე­უ­ლი, მაგ­რამ ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დებს აფხა­ზებს, რომ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ექ­ნე­ბათ, მი­თუ­მე­ტეს, რომ ის ტრან­შე­ბი, რომ­ლე­ბიც მოს­კო­ვი­დან მო­დის, არის აფხა­ზე­თის ბი­უ­ჯე­ტის მკვე­ბა­ვი“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა არე­ში­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზე­თის რე­გი­ონს შო­რის ერ­თი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სივ­რცის ფორ­მი­რე­ბის პროგ­რა­მის დამ­ტკი­ცე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზე­თის რე­გი­ონს შო­რის ერ­თი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სივ­რცის ფორ­მი­რე­ბის შე­სა­ხებ პროგ­რა­მის დამ­ტკი­ცე­ბა წარ­მო­ად­გენს დე ფაქ­ტო ანექ­სი­ი­სა­კენ გა­დად­გმულ მო­რიგ უკა­ნო­ნო ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნუ­ყო­ფე­ლი რე­გი­ო­ნე­ბის რუ­სე­თის სამ­ხედ­რო, პო­ლი­ტი­კურ, ეკო­ნო­მი­კურ და სო­ცი­ა­ლურ სის­ტე­მა­ში ეტა­პობ­რი­ვად ინ­ტეგ­რა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
54

უდიდესი და ურთულესი გამოწვევბის წინაშე ვდგევართ, სომხეთ აზერბაიჯანის ომმა დაგავანახა რომ სამხედრო ძლიერებას სესაბამისი დიპლომატიური მხარდაჭერით ალტერნატივა არ გაჩნია. რუსეთის მომდევნო ნაბიჯი ყოველგვარი კითხვის გარეშე არის აფხაზეთის და ცხინვალის რუსეთის ფედერაციაში შეყვანა რაც საბოლოო გაფორმება იქნება ამ ტერიტორიების. ამ ფონზე კი ჩვენ რას ვაკეთებთ? გავქვს სრული ქაოსი და არეულობა სათავეში ინფანტელური ოლიგარქის მეთაურობით რომელსაც ფეხებზე კიდია ფუნდამენტური გამოწვევბი. ხელისუფლების ცვლილება ჰაერივით გვჭირდება როგორ არასოდეს რომ დაიწყოს ქვეყნის სწრაფი მოდერნიზება, ფსიქოლოგიური ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით რომ როდესაც მომწიფდება საამისო დრო თვალის დახამხამებში მოვახდინოთ წართმეულის დაბრუნება, ეს დრო კი აუცილებლად დადგება ადრე თუ გვიან.

მალხაზი
42

თუ არ მივხედეთ აფხაზეთს და თუ არ დაიწყო პირდაპირი დიალოგი ჩათვალეთ რომ დაკარგულია. პირდაპირ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. ამ დიალოგით გვექნება ურთიერთობა, დიალოგში გამოჩნდება თუ რას ითხოვს აფხაზები და რაზე არიან წამსვლელები, ჩვენგან დაყენებულ საკითხებზე. კომპრომისია საჭირო რაღაცას აფხაზები დათმობენ და ნელნელა მივალთ რაღაც შეთანხმებამდე. ახლა უყურებენ აფხაზები რომ ჩვენგან არის ნული ყურადღება.და მარტო რუსებს მიჩერებიან ხელებში თუ რას გადმოუგდებს. თუ აფხაზეთში ოფიციალურად დაიწყო მიწების გაყიდვა რუსებზე ჩათვალეთ რო არასოდეს დააბრუნებენ და დაკარგულია საბოლოოდ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"აფხაზების არ სჯერა მოსკოვს. ისეთ პირობებს უქმნის, მომავალში რომ ვერსად გაიხედონ" - რას ემსახურება რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალ-ეკონომიკური სივრცის პროგრამის დამტკიცება

"აფხაზების არ სჯერა მოსკოვს. ისეთ პირობებს უქმნის, მომავალში რომ ვერსად გაიხედონ" - რას ემსახურება რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალ-ეკონომიკური სივრცის პროგრამის დამტკიცება

ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის დამტკიცებას რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიად აფასებს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ახლა, კიდევ მეტად ხდება რუსეთის მიერ აფხაზეთის მართვა.

„აქ ბევრი საკითხია, მაგრამ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია უძრავი ქონების საკუთრება. ამ მიმართულებით, რუსეთს უნდა, რომ რაც შეიძლება რუსეთის მეტ მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება შეიძინოს ან აღადგინოს თავისი საკუთრება აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამიტომ, ეს არის აშკარად ანექსიური პოლიტიკაა, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, რადგან საქართველოს წინააღმდეგ მას სხვა რესურსები გააჩნია, ეს არის აფხაზეთის დასამორჩილებლად და მისათვისებლად. რუსეთი აფხაზეთს აღიქვამს, როგორც ცალკე სახელმწიფოს და საქართველოსთან კამათში აღარ იყენებს, ანუ აღარ ადარდებს და საქართველოს აფხაზეთი ჩამოაშორა. შესაბამისად, აფხაზეთთან ცალკე მუშაობს და სხვა მიმართულებებით ცალკე აშანტაჟებს საქართველოს. ამ ფონზე, ეს არის წმინდა წყლის ანექსიური პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ეს პროგრამა საფრთხეს ქმნის კავკასიაში, იმიტომ, რომ რუსეთი ახდენს ექსპანსიურ პოლიტიკას იმ ფონზე, როცა აშკარა წარუმატებლობა ჰქონდა აზერბაიჯანის მიმართულებით და იქ პოზიციები თურქეთმა გაიძლიერა. ახლა რუსეთი ცდილობს, რომ აქეთ გაიმყაროს პოზიციები, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, ახლა, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის დამტკიცების წინააღმდეგ საერთაშორისო დონეზე უნდა ილაპარაკოს, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებული პროგრამით აფხაზეთის ანექსიას ახდენს.

„ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, რაც გააჩნია საქართველოს და უარყოფს, ეს არის პირდაპირი კონტაქტები აფხაზურ მხარესთან, რასაც ისინი მოითხოვდნენ, როდესაც ასლან ბჟანია აფხაზეთის დე ფაქტო მმართველი გახდა. არამხოლოდ დე ფაქტო პრეზიდენტმა არამედ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ანქვაბმა და დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა შამბამ არაერთხელ თქვეს, რომ მათ სურთ ქართულ მხარესთან დიალოგი და პირდაპირ სასაცილოა, რომ ქართული მხარე არანაირ კონტაქტზე არ გადის. მეტიც, იმისთვის, რომ გაამართლოს თავისი უსუსურობა და არაკვალიფიციურობა, ამბობს, რომ ეს რუსული პროექტიაო. ეს არის აბსურდული არგუმენტი. როდესაც აფხაზები ცდილობენ საქართველოსთან იპოვონ საერთო ენა და რაღაცნაირად მაინც გადაირჩინონ თავი, ამაში ხედავენ რუსულ პროექტს, ეს უგუნურობა და კატასტროფაა. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ უნდა ვიპოვოთ საერთო ენა და დაველაპარაკოთ აფხაზურ მხარეს. საქართველოში არის ხალხი, რომლებსაც პირდაპირ შეუძლიათ საუბარი აფხაზურ მხარესთან. უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რითაც დავიცავთ აფხაზეთს რუსეთის ანექსიისგან. რაც შეიძლება მეტი ორმხრივი პოლიტიკა უნდა გვქონდეს ჩვენ აფხაზურ მხარესთან, იმისთვის, რომ მივაბათ საქართველოს, ქართულ ეკონომიკას, სოციალურ პროგრამებს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ყველაზე გაუაზრებელია კითხვა, რომელიც ხშირად ისმის, წამოვა თუ არა აფხაზური მხარე ამ შეთავაზებებზე.

„უნდა გადავდგათ ნაბიჯები. თუ არ წამოვლენ, სხვა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. არც იმაზე წამოვლენ?! მეასე და მეათასე ნაბიჯი უნდა გადავდათ. სულ უნდა ვმოქმედებდეთ და არ უნდა ვიყოთ ლუარსაბ თათქარიძესავით ტახტზე წამოწოლილები და ვიფიქროთ, წამოვლენ თუ არ წამოვლენ. კეთილი ვინებოთ და ვიმოქმედოთ“, - განაცხადა პაატა ზარაეიშვილმა.

ექსპერტი მამუკა არეშიძე კი „აბსოლუტურად სწორს“ უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც რუსეთსა და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის დამტკიცებას ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად აფასებს.

როგორც არეშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული პროგრამა რუსეთის გეგმების გახმოვანებაა.

„ეს აბსოლუტურად სწორი განცხადებაა და იმ გეგმის გახმოვანებაა, რომელიც რუსეთს აქვს. რუსეთმა გააქტიურა აფხაზეთის ინტეგრაციის პროცესი ბოლო დროს და როგორც ჩანს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტიკური მიერთება თუ არ გააფორმა, ყოველ შემთხვევაში, ისეთ მდგომარეობაში ჩააგდოს ეს რეგიონი, რომ გასაქანი არ ჰქონდეს. აფხაზების არ სჯერა მოსკოვს და ისეთ პირობებს უქმნის მათ, რომ მომავალში ვერსად გაიხედონ.

საქმე ისაა, რომ გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება. ყარაბაღის მოვლენებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ყარაბაღის მოვლენები ერთ დღეს ხომ არ დაწყებულა, ეს პროცესი მზადდებოდა. ეს პროცესი რომ მზადდებოდა ეს ძალიან ბევრი ირიბი თუ პირდაპირი ფაქტორით ჩანს. როდესაც ისეთი ძლიერი მოთამაშე ახორციელებს პოლიტიკას, როგორიც რუსეთია, ის ყოველთვის რამდენიმე ფაქტორს ერთდროულად აგვარებს, ყოველ შემთხვევაში, ცდილობს ამის გაკეთებას. რუსეთის მთავარი ამოცანა სამხრეთ კავკასიაში მისი სრული დაბრუნებაა. ამ ამოცანაში შედის ყარაბაღში სამშვიდობოების დაყენებაც, აფხაზეთის თემის მოგვარებაც, ე.წ სამხრეთ ოსეთის თემის მოგვარებაც და საქართველოს საკითხის გადაწყვეტაც. რაც შეეხება თვითონ აფხაზეთს, მას სომხეთის დღევანდელი მთავრობის არ იყოს, ახასიათებს ის, რომ ირჩევენ ერთ ორიენტაციას და მერე აქეთ-იქით იყურებიან.

აფხაზებს აქვთ ძალიან ახლო ურთიერთიობა თურქეთთან და ცდილობენ, რომ თავიანთი პოლიტიკა მრავალვექტორიანი გახადონ, რაც მოსკოვისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. შესაბამისად, 2008 წლის მერე დაიწყო სხვადასხვა პროცესი, რაც აფხაზეთის ინტეგრირებას გულისხმობს რუსულ სამართლებრივ სივრცეში. პირველ რიგში, ეს იყო ერთობლივი უსაფრთხოების სისტემის შექმნა, მერე უკვე იყო ერთობლივი ეკონომიკური და სოციალური სივრცის შექმნა და ახლა ეს პროცესი გრძელდება. შეიძლება აფხაზეთი არ მიიერთოს როგორც თავისი პოლიტიკური ერთეული, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში ჩააგდებს აფხაზებს, რომ ნაბიჯის გადადგმის საშუალება არ ექნებათ, მითუმეტეს, რომ ის ტრანშები, რომლებიც მოსკოვიდან მოდის, არის აფხაზეთის ბიუჯეტის მკვებავი“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის დამტკიცებასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცება წარმოადგენს დე ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს, რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება.

აფხაზეთის ახალი წელი: "ახლა მიადგებიან ჩვენს საცოდავ მოსახლეობას და ვაქცინასაც ჩვენზე გამოცდიან"  - რუსული ვაქცინა და "ომი კრიმინალურ სამყაროსთან”

ასლან ბჟანიას კორონავირუსი დაუდასტურდა

"ელექტროენერგია გრაფიკით აქვთ, ისიც იმდენად დაბალი ძაბვით, რომ მაცივარსაც ვერ რთავენ" - "მაინინგის მაფია" აფხაზეთში, ენერგოკრიზისის ფონზე