სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეტროს მემანქანეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია, საჭიროა მკაცრი შეზღუდვები, შესაძლოა, რამდენიმე ხნით მეტროს შეჩერება" - დამოუკიდებელი პროფკავშირი
"მეტროს მემანქანეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია, საჭიროა მკაცრი შეზღუდვები, შესაძლოა, რამდენიმე ხნით მეტროს შეჩერება" - დამოუკიდებელი პროფკავშირი

მეტ­როს მე­მან­ქა­ნე­ე­ბი­სა და სხვა პო­ზი­ცი­ებ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლი­სის მეტ­როს მე­მან­ქა­ნე­თა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რი „ერ­თო­ბა 2013“ ავ­რცე­ლებს. მათი გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბულ რთულ ვი­თა­რე­ბა­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­სა და მე­ნე­ჯმენტს ეკის­რე­ბა, რად­გან მათ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს მეტ­როს მე­მან­ქა­ნე­თა პროფ­კავ­ში­რის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

„ერ­თო­ბა 2013“ მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ღე­ბას მო­ი­თხოვს. მათი თქმით, შე­საძ­ლე­ბე­ლია მეტ­რო გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით გა­ჩერ­დეს, რათა არ მოხ­დეს ვირუ­სის უკონ­ტრო­ლო გავ­რცე­ლე­ბა.

„გვინ­და გა­გაც­ნოთ, ის რე­ა­ლო­ბა რაც, დღეს მეტ­რო­პო­ლი­ტენ­ში ხდე­ბა COVID-19 თან და­კავ­ში­რე­ბით. სექ­ტემ­ბრის თვე­ში, რო­დე­საც ვირუს­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ი­წყო გავ­რცე­ლე­ბა, „ერ­თო­ბა-2013"-ის გამ­გე­ო­ბის წევ­რე­ბი შეხ­ვდნენ სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ცი­ას, სა­დაც ჩვე­ნი მხრი­დან იყო შე­თა­ვა­ზე­ბა ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ. უფრო ზუს­ტად კი, და­ვა­ყე­ნეთ სა­კი­თხი თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და მეტ­როს მუ­შა­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მცი­რე­დი შე­ზღუდ­ვე­ბით ისე, რომ მგზავ­რე­ბიც და თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც მაქ­სი­მა­ლუ­რად დაგ­ვეც­ვა და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­სა­გან. შე­თა­ვა­ზე­ბა კი გუ­ლის­ხმობ­და, დი­ლით 7:00 სა­ათ­ზე მეტ­როს გახ­სნას და სა­ღა­მოს 21:00 ზე ჩა­კეტ­ვას. ასე­ვე, ზა­ფხუ­ლის გრა­ფიკ­ზე გა­დას­ვლას, რაც გუ­ლის­ხმობს შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი მა­ტა­რებ­ლის მოძ­რა­ო­ბას. ეს შე­თა­ვა­ზე­ბა გა­მო­იწ­ვევ­და ნაკ­ლე­ბი თა­ნამ­შრომ­ლის, მათ შო­რის, მე­მა­ქა­ნის სა­ჭი­რო­ე­ბას ყო­ველ­დღი­უ­რად, ვიდ­რე არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

გვეს­მის, რომ მგზავ­რე­ბი­სათ­ვის შე­საძ­ლოა, მცი­რე­დი დის­კომ­ფორ­ტი გა­მო­ეწ­ვია ამ ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ მეტ­როს მუ­შა­ო­ბის შე­წყვე­ტას, რისი სა­შიშ­რო­ე­ბაც რე­ა­ლუ­რად დგას, აშ­კა­რად აჯო­ბებ­და. ამ სქე­მით, მეტ­როს მე­მან­ქა­ნის რე­სურ­სი გა­და­ნა­წილ­დე­ბო­და ისე, რომ ერ­თმა­ნეთ­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნი­ლი, რად­გან 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვებ­და გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა მე­მან­ქა­ნე­ე­ე­ბის, შემ­დე­გი 10 დღე სხვა ჯგუ­ფი და ასე შემ­დეგ, რაც რე­ა­ლუ­რად შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო,“ - ნათ­ქვა­მია მეტ­როს მე­მან­ქა­ნე­თა პროფ­კავ­ში­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მათი გან­მარ­ტე­ბით, ეს წი­ნა­და­დე­ბა უყუ­რა­დღე­ბოდ დარ­ჩა, გარ­და ამი­სა არ ხდე­ბო­და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის PCR ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა, რის შე­დე­გა­დაც, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მე­მან­ქა­ნე­ე­ბი სა­მუ­შაო ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

„მო­ვი­თხო­ვეთ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სათ­ვის ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ კო­ვი­დის ტეს­ტე­ბი, ეს კი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ისე, რომ ტეს­ტი ჩა­ა­ტა­რეს სის­ხლის ანა­ლი­ზებ­ზე, რაც რე­ა­ლურ სუ­რათს ვერ ასა­ხავს, რად­გან და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან 5-7 დღის შემ­დეგ აჩ­ვე­ნებს ზუსტ პა­სუხს ხსე­ნე­ბუ­ლი ტეს­ტი ანუ სიმპტო­მის შემ­ჩნე­ვის მე­ო­რე დღეს მი­დი­ოდ­ნენ ტესტზე, სა­დაც პა­სუ­ხი, რა თქმა უნდა, უარ­ყო­ფი­თი იყო, დამ­შვი­დე­ბუ­ლი და “ჯან­მრთე­ლი" თა­ნამ­შრო­მე­ლი ბრუნ­დე­ბო­და სამ­სა­ხურ­ში (რო­მელ­საც, სამი-ოთხი დღის შემ­დეგ PCR ტეს­ტით და­უ­დას­ტურ­და კო­ვი­დი, რაც თა­ვი­სი ხარ­ჯე­ბით გა­ა­კე­თა) რო­მე­ლიც იქცა სხვა თამ­შრომ­ლე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­როდ.

გა­სულ კვი­რას კი „ერ­თო­ბა 2013"-ის თავ­მჯდო­მა­რის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით, მე­მან­ქა­ნე­ე­ბი გა­აგ­ზავ­ნეს ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ტეს­ტი­რე­ბა­ზე, რო­მელ­თა ნა­წილს მე­ო­რე დღეს, სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბის დროს, მო­უ­ვი­დათ და­დე­ბი­თი პა­სუ­ხე­ბი. ამ დროს მათ­თან კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და კი­დევ სხვა ბევრ თა­ნამ­შრო­მელს.

ახლა არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია კი ურ­თუ­ლე­სია, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, რომ­ლებ­მაც თა­ვის მხრივ, და­ა­ინ­ფი­ცი­რეს ოჯა­ხის წევ­რე­ბი და არა­მარ­ტო. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­სა და მე­ნე­ჯმენტს. ყო­ვე­ლი­ვე აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ჭი­როა სას­წრა­ფოდ მი­ღე­ბულ იქ­ნას მკაც­რი შე­ზღუდ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მე ხნით შე­ჩე­რე­ბა, რად­გან აღარ მოხ­დეს ვირუ­სის ასე უკონ­ტრო­ლო გავ­რცე­ლე­ბა,“ - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
3

ნეტავ (მარშრუტკებს) თუ ჰყავს პატრონი???? ფეხზე 15 კაცი,რომ დგას მუდამ,,ვინმე აკონტროლებს?????

დათო-ს
4

აბა ამათ ჰყავს თუ ჰყავს,ყოველ ზაფხულს კონდეციონერს,რომ გვპირდებიან და არაფერი....პასუხს,ხომ არავინ თხოვს,,,ე.ი,მაგარი (კრიშა) ჰყავთ,ასე.რომ,,,ეს ხომ საქართველოა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მეტროს მემანქანეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია, საჭიროა მკაცრი შეზღუდვები, შესაძლოა, რამდენიმე ხნით მეტროს შეჩერება" - დამოუკიდებელი პროფკავშირი

"მეტროს მემანქანეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია, საჭიროა მკაცრი შეზღუდვები, შესაძლოა, რამდენიმე ხნით მეტროს შეჩერება" - დამოუკიდებელი პროფკავშირი

მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ ავრცელებს. მათი განცხადებით, არსებულ რთულ ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს ეკისრება, რადგან მათ არ გაითვალისწინეს მეტროს მემანქანეთა პროფკავშირის რეკომენდაციები.

„ერთობა 2013“ მკაცრი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვს. მათი თქმით, შესაძლებელია მეტრო გარკვეული პერიოდით გაჩერდეს, რათა არ მოხდეს ვირუსის უკონტროლო გავრცელება.

„გვინდა გაგაცნოთ, ის რეალობა რაც, დღეს მეტროპოლიტენში ხდება COVID-19 თან დაკავშირებით. სექტემბრის თვეში, როდესაც ვირუსმა მნიშვნელოვნად დაიწყო გავრცელება, „ერთობა-2013"-ის გამგეობის წევრები შეხვდნენ სატრანსპორტო კომპანიის დირექციას, სადაც ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზება ვირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების შესახებ. უფრო ზუსტად კი, დავაყენეთ საკითხი თუ როგორ შეიძლებოდა მეტროს მუშაობის შენარჩუნება მცირედი შეზღუდვებით ისე, რომ მგზავრებიც და თანამშრომლებიც მაქსიმალურად დაგვეცვა დაინფიცირებისაგან. შეთავაზება კი გულისხმობდა, დილით 7:00 საათზე მეტროს გახსნას და საღამოს 21:00 ზე ჩაკეტვას. ასევე, ზაფხულის გრაფიკზე გადასვლას, რაც გულისხმობს შედარებით ნაკლები მატარებლის მოძრაობას. ეს შეთავაზება გამოიწვევდა ნაკლები თანამშრომლის, მათ შორის, მემაქანის საჭიროებას ყოველდღიურად, ვიდრე არსებულ სიტუაციაში.

გვესმის, რომ მგზავრებისათვის შესაძლოა, მცირედი დისკომფორტი გამოეწვია ამ ყველაფერს, მაგრამ მეტროს მუშაობის შეწყვეტას, რისი საშიშროებაც რეალურად დგას, აშკარად აჯობებდა. ამ სქემით, მეტროს მემანქანის რესურსი გადანაწილდებოდა ისე, რომ ერთმანეთში ვირუსის გავრცელება იქნებოდა მინიმუმამდე დაყვანილი, რადგან 10 დღის განმავლობაში იმუშავებდა გარკვეული რაოდენობა მემანქანეეების, შემდეგი 10 დღე სხვა ჯგუფი და ასე შემდეგ, რაც რეალურად შესაძლებელი იყო,“ - ნათქვამია მეტროს მემანქანეთა პროფკავშირის განცხადებაში.

მათი განმარტებით, ეს წინადადება უყურადღებოდ დარჩა, გარდა ამისა არ ხდებოდა თანამშრომლებისთვის PCR ტესტის ჩატარება, რის შედეგადაც, იყო შემთხვევები, როდესაც ინფიცირებული მემანქანეები სამუშაო ადგილზე იმყოფებოდნენ.

„მოვითხოვეთ თანამშრომლებისათვის ჩაეტარებინათ კოვიდის ტესტები, ეს კი განახორციელეს ისე, რომ ტესტი ჩაატარეს სისხლის ანალიზებზე, რაც რეალურ სურათს ვერ ასახავს, რადგან დაინფიცირებიდან 5-7 დღის შემდეგ აჩვენებს ზუსტ პასუხს ხსენებული ტესტი ანუ სიმპტომის შემჩნევის მეორე დღეს მიდიოდნენ ტესტზე, სადაც პასუხი, რა თქმა უნდა, უარყოფითი იყო, დამშვიდებული და “ჯანმრთელი" თანამშრომელი ბრუნდებოდა სამსახურში (რომელსაც, სამი-ოთხი დღის შემდეგ PCR ტესტით დაუდასტურდა კოვიდი, რაც თავისი ხარჯებით გააკეთა) რომელიც იქცა სხვა თამშრომლების ინფიცირების წყაროდ.

გასულ კვირას კი „ერთობა 2013"-ის თავმჯდომარის დაჟინებული მოთხოვნით, მემანქანეები გააგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებაზე, რომელთა ნაწილს მეორე დღეს, სამუშაოს შესრულების დროს, მოუვიდათ დადებითი პასუხები. ამ დროს მათთან კონტაქტი ჰქონდა კიდევ სხვა ბევრ თანამშრომელს.

ახლა არსებული სიტუაცია კი ურთულესია, თანამშრომლების დიდი რაოდენობა დაინფიცირებულია, რომლებმაც თავის მხრივ, დააინფიცირეს ოჯახის წევრები და არამარტო. ამ ყველაფერზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს. ყოველივე აქედან გამომდინარე, საჭიროა სასწრაფოდ მიღებულ იქნას მკაცრი შეზღუდვის გადაწყვეტილება, შესაძლოა რამდენიმე ხნით შეჩერება, რადგან აღარ მოხდეს ვირუსის ასე უკონტროლო გავრცელება,“ - ნათქვამია განცხადებაში.

„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი ქართული ღვინის გლობალური ბრენდის შესახებ „The New YorkTimes“ სტატიას აქვეყნებს

"ლოქდაუნის" წინა დღე თბილისში: საცობები გზებზე და რიგები სავაჭრო ობიექტებთან - "ნეტა კი, მართლა შავად არ გვექცეს ეს "შავი პარასკევი"

"ბავშვებს სულზე მივუსწარი, როდესაც მშობლებმა მათ დაუწყეს კარდიომაგნილის მიცემა, ეს დაუშვებელია!" - ცნობილი პედიატრის კორონავირუსთან დაკავშირებული რჩევები მშობლებს