სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გახარიამ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა
გიორგი გახარიამ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბის გამ­კაც­რე­ბი­სა და გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ დღეს ჯან­დაც­ვის სფე­როს ექ­სპერ­ტებ­თან გა­ნი­ხი­ლა.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მე­ლიც დღეს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­თა, პრე­მი­ერ­მა ისა­უბ­რა შე­ზღუდ­ვე­ბის გამ­კაც­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ანტზე, რო­მე­ლიც ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლე­ბა.

ექ­სპერ­ტებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ამ ეტაპ­ზე, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა პიკ­ში შე­დის, სა­ჭი­როა წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბის კი­დევ უფრო გა­ფარ­თო­ე­ბა. მათი შე­ფა­სე­ბით, და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბი ინ­ფი­ცი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას მკვეთ­რად არ შე­ამ­ცი­რებს, თუმ­ცა ხელს შე­უ­წყობს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლურ შე­ზღუდ­ვას.

გარ­და ამი­სა, ჯან­დაც­ვის სფე­როს ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რათა უფრო ეფექ­ტუ­რად იმარ­თოს კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი, არ გა­და­იტ­ვირ­თოს ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სის­ტე­მა და კლი­ნი­კის მიღ­მა არ დარ­ჩნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი სერ­ვი­სე­ბი პირ­ველ რიგ­ში სჭირ­დე­ბათ.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ანა­ლო­გი­უ­რი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ვი­ნა­ი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ზა­ნია, სხვა­დას­ხვა სექ­ტორ­თან და სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, ერ­თობ­ლი­ვად იყოს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ერთი მხრივ ნაკ­ლე­ბად და­ა­ზი­ა­ნებს ეკო­ნო­მი­კას და ამავდრო­უ­ლად ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის დი­ნა­მი­კის მარ­თვის თვალ­საზ­რი­სით.

სა­ზღვარ­გა­რეთ მოღ­ვა­წე ჯან­დაც­ვის სფე­როს ექ­სპერ­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ასე­ვე გა­უ­ზი­ა­რეს შე­ზღუდ­ვე­ბის კუ­თხით იმ ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, სა­დაც საქ­მი­ა­ნო­ბენ.

შეხ­ვედ­რას ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე, ვიცე-პრე­მი­ე­რი, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

დის­კუ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე, ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მეც­ნი­ე­რე­ბის დარ­გში პა­ა­ტა იმ­ნა­ძე, იმუ­ნო­ლოგ-ალერ­გო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი და ექი­მი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი გი­ორ­გი გო­ცა­ძე.

შეხ­ვედ­რას ვი­დე­ო­კონ­ფე­რენ­ცი­ის რე­ჟიმ­ში შე­უ­ერ­თდნენ ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტი აკა­კი ზო­ი­ძე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტი, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის და ვაქ­ცი­ნე­ბი­სა და იმუ­ნი­ზა­ცი­ე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ალი­ან­სის (GAVI) მრჩე­ვე­ლი გი­ორ­გი ფხა­კა­ძე - შვე­ი­ცა­რი­ი­დან, ნორ­ვე­გი­ის სა­მე­ფოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი ზაზა წე­რე­თე­ლი - ეს­ტო­ნე­თი­დან, აშშ-ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი, მი­სი­სი­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ზუ­რაბ გუ­რუ­ლი აშშ-დან.

ალექს
0

სიცოცხლე 10 ლარზე მეტი ღირს !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

გიორგი გახარიამ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა

გიორგი გახარიამ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, პრემიერმა ისაუბრა შეზღუდვების გამკაცრების რამდენიმე ვარიანტზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილება.

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე, როდესაც ქვეყანა პიკში შედის, საჭიროა წერტილოვანი შეზღუდვების კიდევ უფრო გაფართოება. მათი შეფასებით, დამატებითი შეზღუდვები ინფიცირების რაოდენობას მკვეთრად არ შეამცირებს, თუმცა ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების მაქსიმალურ შეზღუდვას.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემზღუდავი ღონისძიებები აუცილებელია, რათა უფრო ეფექტურად იმართოს კლინიკური სექტორი, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სისტემა და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც სტაციონარული სერვისები პირველ რიგში სჭირდებათ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ანალოგიური შეხვედრა გაიმართა ბიზნესის წარმომადგენლებთან, ვინაიდან ხელისუფლების მიზანია, სხვადასხვა სექტორთან და სფეროს პროფესიონალებთან კონსულტაციების შედეგად, ერთობლივად იყოს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთი მხრივ ნაკლებად დააზიანებს ეკონომიკას და ამავდროულად ეფექტური იქნება ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის თვალსაზრისით.

საზღვარგარეთ მოღვაწე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა საქართველოს მთავრობას ასევე გაუზიარეს შეზღუდვების კუთხით იმ ქვეყნებში არსებული გამოცდილება, სადაც საქმიანობენ.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ცენტრის დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გოცაძე.

შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეუერთდნენ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე - შვეიცარიიდან, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი - ესტონეთიდან, აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული აშშ-დან.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტნიუსი"

"თუ "ლოკდაუნის" მერე ერთი დოლარი ეღირება 10 ლარი, ასეთ გადაწყვეტილებას აზრი არ აქვს - ასეთ ჩაკეტვას მოყვება ქვეყნის გარდაცვალება" - გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი