სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ციფრები საგანგაშოა, ღონისძიებების გამკაცრება აუცილებელია, რათა ჩვენმა სუსტმა ჯანდაცვის სისტემამ ცოტა ამოისუნთქოს" - ჯანმოს კომისიის ქართველი წევრი
"ციფრები საგანგაშოა, ღონისძიებების გამკაცრება აუცილებელია, რათა ჩვენმა სუსტმა ჯანდაცვის სისტემამ ცოტა ამოისუნთქოს" - ჯანმოს კომისიის ქართველი წევრი

ციფ­რე­ბი ნამ­დვი­ლად სა­გან­გა­შოა - თუ ასე გაგ­რძელ­და, ჩვენ კი არა, ნე­ბის­მი­ე­რი კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ქვეყ­ნე­ბი ვერ გა­უძ­ლე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კო­მი­სი­ის ქარ­თველ­მა წევ­რმა ზაზა წე­რე­თელ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში" გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბა შე­ა­ფა­სა.

ზაზა წე­რეთ­ლის თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი იმა­ზე მე­ტია, ვიდ­რე ამას ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბი აჩ­ვე­ნებს.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა სა­თა­ნა­დოდ უნდა მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო, რო­დე­საც ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­მა იკლო.

„ციფ­რე­ბი ნამ­დვი­ლად სა­გან­გა­შოა. სა­გან­გა­შოა ზრდის ტემ­პი, რო­მე­ლიც შე­ი­ნიშ­ნე­ბა ბოლო 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რამ­დე­ნი ტეს­ტი ტარ­დე­ბა და აქე­დან რამ­დე­ნი არის და­დე­ბი­თი, ეს მი­უ­თი­თებს, რომ შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იმა­ზე მე­ტია, ვიდ­რე ეს რე­ა­ლუ­რად დგინ­დე­ბა. აქამ­დე იმან მიგ­ვიყ­ვა­ნა რომ მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­ულ ნა­წი­ლის, ალ­ბათ, ჯერ კი­დევ არ სჯე­რა, რომ ეს ვირუ­სი არ­სე­ბობს, ამი­ტომ არ იღებს დამ­ცავ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, მე­ო­რე, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­მაც შე­იძ­ლე­ბა არ გა­მო­ი­ყე­ნა ის 3-4 თვე, რო­დე­საც ცოტა შემ­თხვე­ვე­ბი იყო და არ მო­ემ­ზა­და სა­თა­ნა­დოდ.

რო­დე­საც 3-4 თვე შემ­თხვე­ვე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა იყო, რე­გი­ო­ნე­ბი უნდა მომ­ზა­დე­ბუ­ლიყ­ვნენ გან­სა­კუთ­რე­ბით აჭა­რა. ყვე­ლამ იცო­და, რომ სექ­ტემ­ბერ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მო­სახ­ლე­ო­ბა წა­ვი­დო­და ზღვა­ზე. ალ­ბათ, ეს რე­გი­ო­ნი კარ­გად უნდა მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო, ცხა­დი იყო, რომ იქ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჩა­ვი­დო­და, შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მეტი იქ­ნე­ბო­და და შე­სა­ბა­მი­სად, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და რე­ფე­რა­ლუ­რი სის­ტე­მა მომ­ზა­დე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო“, - გა­ნა­ცხა­და ზაზა წე­რე­თელ­მა.

ამას­თან, ზაზა წე­რე­თე­ლი აცხა­დებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გამ­კაც­რე­ბა, კერ­ძოდ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის თავ­შეყ­რის აკ­რძალ­ვა.

მი­სი­ვე თქმით, შე­იძ­ლე­ბა, შა­ბათ-კვი­რას და­ი­ხუ­როს ისე­თი მა­ღა­ზი­ე­ბი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლო­ბას არ წარ­მო­ად­გენს.

„ჩა­კეტ­ვა ძა­ლი­ან ძნე­ლი იქ­ნე­ბა, ალ­ბათ, ეს არ მოხ­დე­ბა, მაგ­რამ, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გამ­კაც­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას მე ნამ­დვი­ლად ვხე­დავ. ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­კეთ­დეს, რომ ჩვენ­მა სუს­ტმა ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ ცოტა ამო­ი­სუნ­თქოს. მე­ო­რე, მო­სახ­ლე­ო­ბაც უნდა მიხ­ვდეს, რომ უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ი­ტა­ნოს ეს სი­ტუ­ა­ცია. თუ ასე გაგ­რძელ­და, ჩვენ კი არა, ნე­ბის­მი­ე­რი კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ქვეყ­ნე­ბი ვერ გა­უძ­ლე­ბენ ამას“, - ამ­ბობს წე­რე­თე­ლი.

ზაზა წე­რე­თელ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბა შე­ა­ფა­სა, სა­დაც ის ამ­ბობს რომ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 15%-მდე უნდა შემ­ცირ­დეს. ზაზა წე­რეთ­ლის თქმით, იმ ფონ­ზე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მაა ბი­ნა­ზე მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბის მოვ­ლა ძნე­ლია.

„ცხა­დია, ვისი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­აც არ არის სა­ჭი­რო, უნდა დარ­ჩეს სახ­ლში. უბ­რა­ლოდ, აქ ერთ-ერთი პრობ­ლე­მა არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ძა­ლი­ან გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა. რო­დე­საც გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის სი­ტე­მა გაქვს იმ მო­სახ­ლე­ო­ბის მოვ­ლა, რო­მე­ლიც სახ­ლში რჩე­ბა, ცოტა ძნე­ლია, იმი­ტომ რომ არ გყავს საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის ექი­მე­ბის, რო­მე­ლიც მათ მი­ხე­დავს. ეს არის პრობ­ლე­მა. არა­მარ­ტო ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­ზე უნდა იყოს სა­უ­ბა­რი, სა­უ­ბა­რი უნდა იყოს პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზეც“, - აცხა­დებს წე­რე­თე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­სა­მე ტალ­ღის შე­სა­ხებ გაფრ­თხი­ლე­ბას, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კო­მი­სი­ის ქარ­თვე­ლი წევ­რი აცხა­დებს, რომ რთუ­ლია პროგ­ნო­ზი­რე­ბა, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ევ­რო­პა­ში მე­სა­მე ტალ­ღის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა. პან­დე­მი­ე­ბის ის­ტო­რია კი აჩ­ვე­ნებს, რომ მე­ო­რე ტალ­ღა ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი იყო, ვიდ­რე მე­სა­მე.

„რო­გო­რი იქ­ნე­ბა მე­სა­მე ტალ­ღა, ცოტა ძნე­ლი სათ­ქმე­ლია. აქ ორი ფაქ­ტო­რი იმუ­შა­ვებს. ერთი, თუ ვაქ­ცი­ნა გა­მოჩ­ნდა და და­ი­წყო მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ღაც რა­ო­დე­ნო­ბის აცრა, იმუ­ნუ­რი ფენა იქ­ნე­ბა შექ­მნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და მე­სა­მე ტალ­ღა იქ­ნე­ბა უფრო სუს­ტი, ვიდ­რე მე­ო­რე. თუმ­ცა მე­ო­რე მო­მენ­ტიც არის, შე­იძ­ლე­ბა ამ ვირუს­მა გა­ნი­ცა­დოს მუ­ტა­ცია. თუ ისე­თი მუ­ტა­ცია გა­ნი­ცა­და, რომ უფრო ახალ­გაზ­რდა ასა­კის და­ე­მარ­თა ან უფრო გარ­თულ­და სი­ტუ­ა­ცია, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა იყოს უფრო ძლი­ე­რი. ის­ტო­რია, რა­საც გვაჩ­ვე­ნებს, სულ 10 პან­დე­მია იყო, რო­მელ­საც მე­ო­რე ტალ­ღა ჰქონ­და, მე­ო­რე ტალ­ღა ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი იყო, მე­სა­მე კი თით­ქმის არ ყო­ფი­ლა “, - აცხა­დებს წე­რე­თე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
,,,,
8

გვჯერა ბატონო, რომ არსებობს თავსაც ვიცავთ პირბადეც ყველას გვიკეთია და ხელსაც ვიბანთ მაგრამ მაინც გვედება ეს ვირუსი უჩინარია და გვედება, ყველაფერში ხალხის დადანაშაულება რა იცით ყველამ

Goga
3

შეიძლება კი არა, საერთოდ არ მოემზადა ჯანდაცვის სფერო ეს 3-4 თვე მეორე ტალღისთვის. მე თვითონ ამ სფეროში დასაქმებული გაოგნებული ვიყავი ამათი არხეინობით, მთელი მსოფლიო იძახდა შემოდგომიდან ახალი ტალღა იქნებაო, პირველზე ძლიერი და ესენი კიდევ ტრაბახში ატარებდნენ დროს, ყველაზე კარგად ვმართეთ კოვიდიო და პოლიტიკურ ქულებს იჭერდნენ, სინამდვილეში კი არც კლინიკები და არც არსებული მედპერსონალი არ მოამზადეს კოვიდთან საბრძოლველად, შეხვდნენ აბსოლუტურად მოუმზადებელი შემთხვევების მატებას, ახლა კიდევ სპონტანური და უაზრო გადაწყვეტილებებით ბოლომდე ანგრევენ ისედაც სუსტ ჯანდაცვის სფეროს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ციფრები საგანგაშოა, ღონისძიებების გამკაცრება აუცილებელია, რათა ჩვენმა სუსტმა ჯანდაცვის სისტემამ ცოტა ამოისუნთქოს" - ჯანმოს კომისიის ქართველი წევრი

"ციფრები საგანგაშოა, ღონისძიებების გამკაცრება აუცილებელია, რათა ჩვენმა სუსტმა ჯანდაცვის სისტემამ ცოტა ამოისუნთქოს" - ჯანმოს კომისიის ქართველი წევრი

ციფრები ნამდვილად საგანგაშოა - თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ კი არა, ნებისმიერი კარგად განვითარებული ჯანდაცვის სისტემის ქვეყნები ვერ გაუძლებენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომისიის ქართველმა წევრმა ზაზა წერეთელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, სადაც ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა.

ზაზა წერეთლის თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იმაზე მეტია, ვიდრე ამას ჩატარებული ტესტები აჩვენებს.

როგორც ის აღნიშნავს, ჯანდაცვის სისტემა სათანადოდ უნდა მომზადებულიყო, როდესაც ინფიცირების შემთხვევებმა იკლო.

„ციფრები ნამდვილად საგანგაშოა. საგანგაშოა ზრდის ტემპი, რომელიც შეინიშნება ბოლო 10 დღის განმავლობაში. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ რამდენი ტესტი ტარდება და აქედან რამდენი არის დადებითი, ეს მიუთითებს, რომ შემთხვევების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ეს რეალურად დგინდება. აქამდე იმან მიგვიყვანა რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილის, ალბათ, ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ ეს ვირუსი არსებობს, ამიტომ არ იღებს დამცავ რეკომენდაციებს, მეორე, ჯანდაცვის სისტემამაც შეიძლება არ გამოიყენა ის 3-4 თვე, როდესაც ცოტა შემთხვევები იყო და არ მოემზადა სათანადოდ.

როდესაც 3-4 თვე შემთხვევების მცირე რაოდენობა იყო, რეგიონები უნდა მომზადებულიყვნენ განსაკუთრებით აჭარა. ყველამ იცოდა, რომ სექტემბერში დიდი რაოდენობით მოსახლეობა წავიდოდა ზღვაზე. ალბათ, ეს რეგიონი კარგად უნდა მომზადებულიყო, ცხადი იყო, რომ იქ ბევრი ადამიანი ჩავიდოდა, შემთხვევების რაოდენობა მეტი იქნებოდა და შესაბამისად, ლაბორატორიული და რეფერალური სისტემა მომზადებული უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

ამასთან, ზაზა წერეთელი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია შემზღუდავი ღონისძიებების გამკაცრება, კერძოდ, ბევრი ადამიანის თავშეყრის აკრძალვა.

მისივე თქმით, შეიძლება, შაბათ-კვირას დაიხუროს ისეთი მაღაზიები, რომელიც აუცილებლობას არ წარმოადგენს.

„ჩაკეტვა ძალიან ძნელი იქნება, ალბათ, ეს არ მოხდება, მაგრამ, ღონისძიებების გამკაცრების აუცილებლობას მე ნამდვილად ვხედავ. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენმა სუსტმა ჯანდაცვის სისტემამ ცოტა ამოისუნთქოს. მეორე, მოსახლეობაც უნდა მიხვდეს, რომ უფრო სერიოზულად მიიტანოს ეს სიტუაცია. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ კი არა, ნებისმიერი კარგად განვითარებული ჯანდაცვის სისტემის ქვეყნები ვერ გაუძლებენ ამას“, - ამბობს წერეთელი.

ზაზა წერეთელმა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება შეაფასა, სადაც ის ამბობს რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 15%-მდე უნდა შემცირდეს. ზაზა წერეთლის თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოში განუვითარებელი პირველადი ჯანდაცვის სისტემაა ბინაზე მყოფი პაციენტების მოვლა ძნელია.

„ცხადია, ვისი ჰოსპიტალიზაციაც არ არის საჭირო, უნდა დარჩეს სახლში. უბრალოდ, აქ ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ საქართველოს აქვს ძალიან განუვითარებელი პირველადი ჯანდაცვის სისტემა. როდესაც განუვითარებელი პირველადი ჯანდაცვის სიტემა გაქვს იმ მოსახლეობის მოვლა, რომელიც სახლში რჩება, ცოტა ძნელია, იმიტომ რომ არ გყავს საკმარისი რაოდენობა პირველადი ჯანდაცვის ექიმების, რომელიც მათ მიხედავს. ეს არის პრობლემა. არამარტო ჰოსპიტალურ სექტორზე უნდა იყოს საუბარი, საუბარი უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებაზეც“, - აცხადებს წერეთელი.

რაც შეეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის მესამე ტალღის შესახებ გაფრთხილებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომისიის ქართველი წევრი აცხადებს, რომ რთულია პროგნოზირება, თუ როგორი იქნება ევროპაში მესამე ტალღის მიმდინარეობა. პანდემიების ისტორია კი აჩვენებს, რომ მეორე ტალღა ყველაზე ძლიერი იყო, ვიდრე მესამე.

„როგორი იქნება მესამე ტალღა, ცოტა ძნელი სათქმელია. აქ ორი ფაქტორი იმუშავებს. ერთი, თუ ვაქცინა გამოჩნდა და დაიწყო მოსახლეობის რაღაც რაოდენობის აცრა, იმუნური ფენა იქნება შექმნილი მოსახლეობაში და მესამე ტალღა იქნება უფრო სუსტი, ვიდრე მეორე. თუმცა მეორე მომენტიც არის, შეიძლება ამ ვირუსმა განიცადოს მუტაცია. თუ ისეთი მუტაცია განიცადა, რომ უფრო ახალგაზრდა ასაკის დაემართა ან უფრო გართულდა სიტუაცია, მაშინ შეიძლება იყოს უფრო ძლიერი. ისტორია, რასაც გვაჩვენებს, სულ 10 პანდემია იყო, რომელსაც მეორე ტალღა ჰქონდა, მეორე ტალღა ყველაზე ძლიერი იყო, მესამე კი თითქმის არ ყოფილა “, - აცხადებს წერეთელი.

"მემანქანეს სმს-ი მოსდის, რომ კორონა აქვს - მას მატარებლიდან გადმოსვავენ, მის კაბინაში სხვა მემანქანე შედის, სადაც დეზინფექცია არ ტარდება" - რა ვითარებაა მეტროში?

"უკეთესი იქნებოდა მეორე ტური არ ყოფილიყო - შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში რომ დაწყებულიყო, უფრო ეფექტს მივიღებდით" - გამყრელიძე

"თვეზე მეტი მკურნალობდა, ინფექციამ ფილტების ძლიერი დაზიანება გამოიწვია..." - აჭარაში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა