პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი - ასამოქმედებელია მოწოდება - დარჩით სახლში!" - კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი
"შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი - ასამოქმედებელია მოწოდება - დარჩით სახლში!" - კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი

ჩვენ­ნა­ი­რი მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ერის­თვის 30-40 კა­ცის სიკ­ვდი­ლი და კი­დევ რამ­დე­ნი რის­კი თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე, ერს გა­ა­ნად­გუ­რებს, შა­ვებს ჩა­იც­ვამს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, - ამის შე­სა­ხებ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ კლი­ნი­კე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ვილი პა­ჭ­კო­რი­ამ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა „კა­ტას­ტრო­ფამ­დე მიგ­ვიყ­ვანს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­უც­დე­ლია მე­დი­ცი­ნა­ში“.

„მან შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სი სფე­როს, სტო­მა­ტო­ლო­გია იცის და მი­ხე­დოს. მოგ­მარ­თავთ, ქალ­ბა­ტო­ნო ეკა, მი­ხე­დეთ, სტო­მა­ტო­ლო­გი­ას, შე­ეშ­ვით ამ­ხე­ლა რანგს, სა­დაც დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაა სა­ჭი­რო. ჩვენ ვღუ­პავთ ადა­მი­ა­ნებს. ჩვენ­ნა­ი­რი მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ერის­თვის 30-40 კა­ცის სიკ­ვდი­ლი და კი­დევ რამ­დე­ნი რის­კი თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე, ეს ერს გა­ა­ნად­გუ­რებს. შა­ვებს ჩა­იც­ვამს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი. რად გვინ­და? სჯობს, საქ­მე აკე­თონ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა, ნუ ჩა­ვე­ჭი­დე­ბით თა­ნამ­დე­ბო­ბებს. არ არის ეს სა­სურ­ვე­ლი! სა­ჭი­როა მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი. თუ სა­ჭი­რო გახ­და ვთხო­ვოთ ჩვენს კო­ლე­გებს, ნუ დავ­კომ­პლექსდე­ბით, მო­ვიწ­ვი­ოთ ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც უცხო­ეთ­ში მუ­შა­ო­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და პა­ჭ­კო­რი­ამ.

ამას­თან, მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ აყოვ­ნებს მთავ­რო­ბა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბას.

„კი­დევ ორი დღე ვა­ცა­დოთ ადა­მი­ა­ნებს სიკ­ვდი­ლი? ასაკ­რძა­ლი უნდა აიკ­რძა­ლოს! მაგ­რამ არა „ლოკ­და­უ­ნი“, არა სრუ­ლი აკ­რძალ­ვა. მთა­ვა­რი არ არის სამ­წუ­ხა­როდ ის, რა­საც ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა აკე­თებს. პე­პე­რო­ბა­ნას თა­მაშს თავი და­ა­ნე­ბეთ, რა დროს პე­პე­რო­ბა­ნაა, ხალ­ხი იღუ­პე­ბა, შე­ეშ­ვით! რო­ბო­ტე­ბი ამე­რი­კას და გერ­მა­ნი­ას არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია, რა დროს ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბია, მივ­ხე­დოთ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის დრო­ზე მო­წერ­სი­გე­ბას, კად­რე­ბის ცვლი­ლე­ბას და სა­კად­რო სის­ტე­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბას!“, - გა­ნა­ცხა­და პა­ჭ­კო­რი­ამ და დას­ძი­ნა, რომ ისევ ასა­მოქ­მე­დე­ბე­ლია მო­წო­დე­ბა „დარ­ჩით სახ­ლში!“

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თაკო
9

ჯვარი გვეჭიროს ვიღაცა ხარ რეებს იძახი ჩვენ ხალხს კიდე ამის თქმა უნდა,?სად ვცხოვრობთ და რა საზოგადოებაში მრცხვენია.უფალმა დაიფაროს ჩვენი ერი ამინ.

nene
7

ყველა იქცა წინასწარმეტყველად, ყველა ხან კუბოების გატანას გვპირდება, ხან შავების ჩაცმას, უფლის იმედი და რწმენა არავის აქვს , ხალხნო საით მივექანებით ხომ ვერ მეტყვით, ვინ დაგავალათ რომ ხალხს ასე ესაუბროთ ვითომ ექიმმებმა, ურწმონოებმა, ვინ მოქცათ ამის უფლება, ღმერთს არავისთვის უკითხავს ადამიანის ამ ქვეყნად მოვლინება და რაც არავის კითხავს იმ სამყაროში ადამიანის გადასვლას, გამსვლელი გავა, დამრჩენი დარჩება, ჯანსაღი რეგულაციები კი რა თქმა უნდა უნდა შევასრულოთ ამაზე ორი აზრი არ არის. შევასრულოთ და რაც იქნება ვნახავთ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი - ასამოქმედებელია მოწოდება - დარჩით სახლში!" - კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი

"შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი - ასამოქმედებელია მოწოდება - დარჩით სახლში!" - კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი

ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის 30-40 კაცის სიკვდილი და კიდევ რამდენი რისკი თვეების მანძილზე, ერს გაანადგურებს, შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტმა ვილი პაჭკორიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა „კატასტროფამდე მიგვიყვანს ჯანდაცვის მინისტრის დამოკიდებულება, ადამიანის დამოკიდებულება, რომელიც აბსოლუტურად გამოუცდელია მედიცინაში“.

„მან შეიძლება თავისი სფეროს, სტომატოლოგია იცის და მიხედოს. მოგმართავთ, ქალბატონო ეკა, მიხედეთ, სტომატოლოგიას, შეეშვით ამხელა რანგს, სადაც დიდი გამოცდილებაა საჭირო. ჩვენ ვღუპავთ ადამიანებს. ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის 30-40 კაცის სიკვდილი და კიდევ რამდენი რისკი თვეების მანძილზე, ეს ერს გაანადგურებს. შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი. რად გვინდა? სჯობს, საქმე აკეთონ პროფესიონალებმა, ნუ ჩავეჭიდებით თანამდებობებს. არ არის ეს სასურველი! საჭიროა მაღალი პროფესიონალიზმი. თუ საჭირო გახდა ვთხოვოთ ჩვენს კოლეგებს, ნუ დავკომპლექსდებით, მოვიწვიოთ ჩვენი კოლეგები, რომლებიც უცხოეთში მუშაობენ“, - განაცხადა პაჭკორიამ.

ამასთან, მისთვის გაუგებარია, რატომ აყოვნებს მთავრობა რეგულაციების შემოღებას.

„კიდევ ორი დღე ვაცადოთ ადამიანებს სიკვდილი? ასაკრძალი უნდა აიკრძალოს! მაგრამ არა „ლოკდაუნი“, არა სრული აკრძალვა. მთავარი არ არის სამწუხაროდ ის, რასაც ჯანდაცვის სისტემა აკეთებს. პეპერობანას თამაშს თავი დაანებეთ, რა დროს პეპერობანაა, ხალხი იღუპება, შეეშვით! რობოტები ამერიკას და გერმანიას არ გამოუყენებია, რა დროს ექსპერიმენტებია, მივხედოთ ჯანდაცვის სისტემის დროზე მოწერსიგებას, კადრების ცვლილებას და საკადრო სისტემის პროფესიონალებით დაკომპლექტებას!“, - განაცხადა პაჭკორიამ და დასძინა, რომ ისევ ასამოქმედებელია მოწოდება „დარჩით სახლში!“