ავტორი:

რაზე ლაპარაკობენ "ევროპული საქართველო, "გირჩი", სტრატეგია აღმაშენებელი" და "ლელო"?  - შეიქმნება ოპოზიციური ერთობა "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე?!

რაზე ლაპარაკობენ "ევროპული საქართველო, "გირჩი", სტრატეგია აღმაშენებელი" და "ლელო"?  - შეიქმნება ოპოზიციური ერთობა "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე?!

გავრცელებული ინფორმაციით, "ევროპულ საქართველოს, "გირჩს", "სტრატეგია აღმაშენებელსა" და "ლელოს" შორის შესაძლო თანამშრომლობის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, სავარაუდოდ, ისინი აპირებენ, რომ შექმნან ერთობა "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე.

მოლაპარაკებების მიმდინარეობა დაადასტურა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ლევან თარხნიშვილმაც.

თარხნიშვილის თქმით, ზემოთაღნიშნულ 4 პარტიას შორის უფრო მეტი თანხვედრა არსებობს.

"ჩვენ ვლაპარაკობთ რამდენიმე პარტიასთან შესაძლო კოოპერაციაზე და შესაძლო საარჩევნო კოოპერაციაზე, მათ შორის თქვენს მიერ ჩამოთვლილ პარტიებთან. მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა. არ ვიტყოდი, რომ ეს ასეა - ყველა, მინუს "ნაცები“. უამრავი პარტია არსებობს, რომლებიც დღეს ოპოზიციის შეხვედრაზე სხედან და რომელთანაც ჩვენ არ განვიხილავთ კოოპერაციას. საუბარი მიმდინარეობს ამ 4 პარტიას შორის. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული თანხვედრები. შესაბამისად, ვლაპარაკობთ იმაზე, რამდენად ღრმაა ეს თანხვედრა. ამ 4 პარტიას შორის არის გარკვეული კონსულტაციები, როგორც მიმდინარე, ასევე პოლიტიკურ საკითხებზე. ყველას გახსოვთ, რომ გარკვეულ შეთანხმებებს არჩევნების წინაც მოეწერა ხელი, ამ შეთანხმებას სხვადასხვა პარტიები უერთდებოდნენ, მაგრამ ეს 4 პარტია იყო მუდმივი. ეს პროცესი ახალი დაწყებული არ არის, არამედ არჩევნების წინაც იყო. რატომ არ არის სხვა პარტიები? იმიტომ, რომ სხვა პარტიებთან ასეთი თანხვედრა არ გვაქვს", - განაცხადა თარხნიშვილმა.

თუმცა "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ამ ოთხ ძალას შორის შესაძლო ბლოკის შექმნის ან გაერთიანების თაობაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, "სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან მართავს მოლაპარაკებებს, თუმცა, აღნიშნულ საკითხზე ცალკე მსჯელობა არ ყოფილა.

"არანაირი ბლოკი არ იგეგმება. ჯერ არჩევნებიც არ ჩანს ჰორიზონტზე. შესაბამისად, რომელ ბლოკზეა საუბარი. "სტრატეგია აღმაშენებელი“ ხვდება ყველა პარტიას. ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრაც ამის დასტურია. არაფერი მსგავსი არ იგეგმება და ამ წუთას ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. არანაირი ბლოკი, შერწყმა ან გაერთიანება არ განიხილება. სხვადასხვა პარტიებთან ვსაუბრობთ. ჩვენ არ ვართ ერთი პარტია და თუნდაც ამ 4 პარტიას ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებები აქვს. შეგიძლიათ ჩვენი პროგრამები წაიკითხოთ. ამიტომ, არაინაირ ბლოკზე, შერწყმაზე, ცალკე ყოფნაზე საუბარი არ არის. არა მარტო ამ 4 პარტიას, არამედ სხვებს, მათ შორის, ვინც ბარიერი ვერ გადალახა, მათაც ვესაუბრებით ზოგადად საკითხებზე. ცალკე არავითარი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

რაზე შეთანხმდნენ ხელისფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები - პოლიტიკოსების განცხადებები შეხვედრის დასრულების შემდეგ

"საგარეო საქმეთა მინისტრი გყავდათ რუსი და უტა ივანიშვილის რუსული პასპორტი არის პრობლემა?" - კახა კალაძე

ორი "გირჩი", ჯაფარიძე-ხოშტარიას ალიანსი და ფინანსური პრობლემები "ევროპულ საქართველოში"? -  რა გადაჯგუფება შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში ოპოზიციაში?