სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის მიიღებს საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას ახალ შეზღუდვებზე - ამირან გამყრელიძე ინფიცირების ზრდისა და სამომავლო დინამიკის შესახებ
როდის მიიღებს საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას ახალ შეზღუდვებზე - ამირან გამყრელიძე ინფიცირების ზრდისა და სამომავლო დინამიკის შესახებ

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, აუ­ცი­ლებ­ლია, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გამ­კაცრ­დეს და და­ე­მა­ტოს წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა მკაც­რი მას­შტა­ბით.

გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო უახ­ლო­ე­სი ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღებს.

„აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ჩვენ გა­ვამ­კაც­როთ აღ­სრუ­ლე­ბა არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და და­ვა­მა­ტოთ და გა­ვა­ფარ­თო­ვოთ წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა უფრო მკაც­რი მას­შტა­ბით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებს სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო. დღე­საც ბევ­რი მსჯე­ლო­ბა იყო ამა­ზე. ვფიქ­რობ, გაგ­რძელ­დე­ბა ხვა­ლაც და უახ­ლო­ეს ორ დღე­ში სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო მი­ი­ღებს შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს“, - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, რა­მო­დე­ნი­მე ინ­სტი­ტუ­ცი­აა, რო­მე­ლიც პროგ­ნო­ზი­რე­ბა­ზე მუ­შა­ობს და მათ­ზე დაყ­რდნო­ბით, დე­კემ­ბრის პირ­ველ კვი­რა­ში იქ­ნე­ბა ახალ შემ­თხვე­ვა­თა ზრდა და ასე­ვე სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ზრდა, შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლომ გა­ამ­კაც­როს არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა და და­ა­მა­ტოს და გა­ა­ფარ­თო­ოს ე.წ. წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი.

„ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩვენ გა­დავ­ცილ­დით 4000 ახალ მაჩ­ვე­ნე­ბელს და შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ შე­ვე­დით პიკ­ში. დღე­ვან­დე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო სამ დღე­ზე, რო­დე­საც ტეს­ტი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბე­ბი დას­ვე­ნე­ბის და სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში ეცე­მა. ბოლო დღე­ებ­ში აღე­ბუ­ლი რო­გორც „პი­სი­ა­რის“, ასე­ვე ან­ტი­გე­ნის ტეს­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გვქონ­და და­ახ­ლო­ე­ბით 8000-ის ფარ­გლებ­ში, რო­დე­საც კვი­რის სხვა დღე­ებ­ში გვაქვს 13000-ის ფარ­გლებ­ში. ამი­ტომ, დღე­ვან­დე­ლი ახა­ლი შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 3128, გთხოვთ, ნუ დაგ­ვამ­შვი­დებს იმი­ტომ, რომ კლე­ბა ჯერ არ არის, პი­რი­ქით, მა­ტე­ბაა და მა­ტე­ბა კი­დევ გაგ­რძელ­დე­ბა. ეს პიკი რამ­დენ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა არ ვი­ცით. ჩვენ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ვა­შინგტო­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­ზომ­ვა­თა და შე­ფა­სე­ბის ინ­სტი­ტუტ­თან და ეს ინ­სტი­ტუ­ტი აკე­თებთ ყო­ველკ­ვი­რე­ულ გა­ნახ­ლე­ბას და რად­გან ჩვენ ვართ ძა­ლი­ან ახლო პარტნი­ო­რე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­საც გვი­კე­თებს პროგ­ნო­ზი­რე­ბას და მათი გათ­ვლე­ბის მი­ხედ­ვით დე­კემ­ბრის პირ­ვე­ლი კვი­რა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა ქვე­ყა­ნა­ში, გვექ­ნე­ბა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის და ასე­ვე, ახალ შემ­თხვე­ვა­თა ზრდა და პირ­და­პირ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ თუ არ შე­მო­ვი­ღეთ და უფრო არ გა­ვამ­კაც­რეთ არ­სე­ბუ­ლი შემ­ზღუდ­ვე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, პიკი შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს გაგ­რძელ­დეს. რა­მო­დე­ნი­მე ინ­სტი­ტუ­ცი­აა, რო­მე­ლიც პროგ­ნო­ზი­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბენ და მათ­ზე დაყ­რდნო­ბით აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლომ გა­ამ­კაც­როს არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა და და­ა­მა­ტოს და გა­ა­ფარ­თო­ოს ე.წ. წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი”, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გულიკო
10

არაფრის მიმღებები თქვენ არა ხართ, მორჩა, ხალხი უღმერთოდ გაწირეთ.

 

ბარაქალა თქვენ ექიმობას.

ბომჟიკა
8

პენტაგონის აგენტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

როდის მიიღებს საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას ახალ შეზღუდვებზე - ამირან გამყრელიძე ინფიცირების ზრდისა და სამომავლო დინამიკის შესახებ

როდის მიიღებს საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას ახალ შეზღუდვებზე - ამირან გამყრელიძე ინფიცირების ზრდისა და სამომავლო დინამიკის შესახებ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აუცილებლია, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები გამკაცრდეს და დაემატოს წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება მკაცრი მასშტაბით.

გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებებს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო უახლოესი ორი დღის განმავლობაში მიიღებს.

„აუცილებელია, რომ ჩვენ გავამკაცროთ აღსრულება არსებული რეგულაციების და დავამატოთ და გავაფართოვოთ წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება უფრო მკაცრი მასშტაბით. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო. დღესაც ბევრი მსჯელობა იყო ამაზე. ვფიქრობ, გაგრძელდება ხვალაც და უახლოეს ორ დღეში საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, რამოდენიმე ინსტიტუციაა, რომელიც პროგნოზირებაზე მუშაობს და მათზე დაყრდნობით, დეკემბრის პირველ კვირაში იქნება ახალ შემთხვევათა ზრდა და ასევე სიკვდილიანობის ზრდა, შესაბამისად, აუცილებელია საქართველომ გაამკაცროს არსებული რეგულაციების აღსრულება და დაამატოს და გააფართოოს ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები.

„ბოლო პერიოდში ჩვენ გადავცილდით 4000 ახალ მაჩვენებელს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევედით პიკში. დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა ეს დამოკიდებული იყო სამ დღეზე, როდესაც ტესტირების რაოდენობები დასვენების და სადღესასწაულო დღეებში ეცემა. ბოლო დღეებში აღებული როგორც „პისიარის“, ასევე ანტიგენის ტესტების რაოდენობა გვქონდა დაახლოებით 8000-ის ფარგლებში, როდესაც კვირის სხვა დღეებში გვაქვს 13000-ის ფარგლებში. ამიტომ, დღევანდელი ახალი შემთხვევათა რაოდენობა 3128, გთხოვთ, ნუ დაგვამშვიდებს იმიტომ, რომ კლება ჯერ არ არის, პირიქით, მატებაა და მატება კიდევ გაგრძელდება. ეს პიკი რამდენხანს გაგრძელდება არ ვიცით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ვაშინგტონის ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასების ინსტიტუტთან და ეს ინსტიტუტი აკეთებთ ყოველკვირეულ განახლებას და რადგან ჩვენ ვართ ძალიან ახლო პარტნიორები, საქართველოსაც გვიკეთებს პროგნოზირებას და მათი გათვლების მიხედვით დეკემბრის პირველი კვირა განსაკუთრებით საყურადღებოა ქვეყანაში, გვექნება სიკვდილიანობის და ასევე, ახალ შემთხვევათა ზრდა და პირდაპირ არის მითითებული, რომ თუ არ შემოვიღეთ და უფრო არ გავამკაცრეთ არსებული შემზღუდველი ღონისძიებები, პიკი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. რამოდენიმე ინსტიტუციაა, რომელიც პროგნოზირებაზე მუშაობენ და მათზე დაყრდნობით აუცილებელია საქართველომ გაამკაცროს არსებული რეგულაციების აღსრულება და დაამატოს და გააფართოოს ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები”, - განაცხადა გამყრელიძემ.

"სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ, რასაც ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს" - ზურაბ გურული

"ციფრები საგანგაშოა, ღონისძიებების გამკაცრება აუცილებელია, რათა ჩვენმა სუსტმა ჯანდაცვის სისტემამ ცოტა ამოისუნთქოს" - ჯანმოს კომისიის ქართველი წევრი

"შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი - ასამოქმედებელია მოწოდება - დარჩით სახლში!" - კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი