სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი თავისუფალი საწოლია კოვიდპაციენტებისთვის და იგეგმება თუ არა საველე ჰოსპიტლების მოწყობა
რამდენი თავისუფალი საწოლია კოვიდპაციენტებისთვის და იგეგმება თუ არა საველე ჰოსპიტლების მოწყობა

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის მარ­თვის­თვის ამ დრო­ის­თვის 7363 სა­წო­ლია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. რო­გორც მათ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, კლი­ნი­კებ­ში მკურ­ნა­ლო­ბა ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 817-მა პა­ცი­ენ­ტმა და­ას­რუ­ლა.

„სა­წოლ­ფონ­დი არის შემ­დე­გი ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი და კრი­ტი­კუ­ლი თემა, რო­მელ­ზეც ხში­რად ის­მის კი­თხვე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან. ამ ეტა­პის­თვის ჩვენ გვაქვს მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი 7363 სა­წო­ლი, სა­ი­და­ნაც აქ­ტი­უ­რად კო­ვი­დის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია 5952, გან­თავ­სე­ბუ­ლია 5741 პა­ცი­ენ­ტი, ტრი­აჟ­ში გა­და­სა­ნა­წი­ლებ­ლად სას­ტუმ­რო­ში გა­და­ვა პა­ცი­ენ­ტი, კლი­ნი­კა­ში დარ­ჩე­ბა თუ ბი­ნა­ზე გა­ივ­ლის მკურ­ნა­ლო­ბას, ამ ეტა­პის­თვის კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა 231 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო აქ­ტი­უ­რი სა­წო­ლი გვაქვს 279. გუ­შინ, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, კლი­ნი­კებ­ში მკურ­ნა­ლო­ბა და­ას­რულ­და 817-მა პა­ცი­ენ­ტმა“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მო­სა­ვა­ლი რამ­დე­ნი­მეა, თუმ­ცა პირ­ვე­ლი გა­მო­სა­ვა­ლი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბაა.

„გა­მო­სა­ვა­ლი არის რამ­დე­ნი­მე, ვი­ნა­ი­დან ჯან­დაც­ვა არის საკ­მა­ოდ კომ­პლექ­სუ­რი სფე­რო. პირ­ვე­ლი გა­მო­სა­ვა­ლი, რა­საც ხში­რად მთავ­რო­ბას გვსაყ­ვე­დუ­რე­ბენ ხოლ­მე, ეს არის სა­წოლ­ფონ­დის მო­ბი­ლი­ზა­ცია, რამ­დე­ნად დრო­უ­ლად და სწრა­ფად ხდე­ბა და აქ მე შე­გახ­სე­ნებთ, რომ მა­შინ რო­დე­საც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და­ა­ფიქ­სი­რა თუ რა შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბო­და მო­ყო­ლო­და იმ ქუ­ჩა­ში გა­მარ­თულ აქ­ცი­ებს, ჩვენ დრო­უ­ლად მო­ვახ­დი­ნეთ მო­ბი­ლი­ზე­ბა და­მა­ტე­ბი­თი სა­წოლ­ფონ­დის და თუ ჩვენ ოქ­ტომ­ბრის თვე­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი გვქონ­და მხო­ლოდ 3300 სა­წო­ლი, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ჩვენ უკვე გვაქვს 7000 სა­წო­ლამ­დე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რი­თაც რა თქმა უნდა ჩვენ ვცდი­ლობთ, ვმარ­თოთ ნა­კა­დე­ბი და ჩვენს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს გა­ე­წი­ოს სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა.

ჩვენ ოქ­ტომ­ბერ­ში სა­წოლ­ფონ­დზე სა­შუ­ა­ლო და­ყოვ­ნე­ბა გვქონ­და 8,52 და ინ­ტენ­სი­ურ სა­წოლ­ზე 10,25 დღე, ხოლო სა­მი­ნის­ტროს აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით ახლა ჩვენ და­ყოვ­ნე­ბა გვაქვს თე­რა­პი­ულ სა­წოლ­ზე 5,72 დღე, ხოლო კრი­ტი­კულ სა­წოლ­ზე 8,59 დღე რაც, რა თქმა უნდა, ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას იმ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ვი­საც ესა­ჭი­რო­ე­ბა ჰოს­პი­ტალ­ში მკურ­ნა­ლო­ბა, მე­ტად უფრო მი­სა­ღებს ხდის. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ ყო­ველ­დღი­ურ ჭრილ­ში ვუ­ყუ­რებთ თუ რა დატ­ვირ­თუ­ლო­ბაა რო­მელ სა­წოლ­ზე და შე­სა­ბა­მი­სად იმის მი­ხედ­ვით ვა­ნა­წი­ლებთ სა­წოლ­ფონდს და ვა­უმ­ჯო­ბე­სებთ სა­წოლ­ფონ­დის მოც­ვას რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, რა სა­ჭი­რო­ე­ბა­საც ჩვენ ვხე­დავთ.

გარ­და ამი­სა, პირ­ვე­ლი მა­ინც რჩე­ბა ის, რომ ჩვენ მივ­მარ­თოთ პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბას ვი­ნა­ი­დან არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო, არა­მედ ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა მხო­ლოდ სა­წოლ­ფონ­დის გაზ­რდით და მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ზე ზე­წო­ლით ვერ ახ­დენს ინ­ფექ­ცი­ას­თან ეფექ­ტურ ბრძო­ლას - ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში პრე­ვენ­ცი­ას გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდი წონა აქვს, ვიდ­რე დამ­დგა­რი შე­დე­გის მკურ­ნა­ლო­ბას”, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა. რო­გორც მი­ნის­ტრმა მთავ­რო­ბის უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის შემ­დეგ სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, ამ ეტაპ­ზე ხდე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჰოს­პიტ­ლე­ბის და სას­ტუმ­რო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და ამას­თან, იგეგ­მე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ჰოს­პიტ­ლე­ბის ჩარ­თვა პრო­ცეს­ში.

„სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლებს არ გან­ვი­ხი­ლავთ, ვი­ნა­ი­დან გვაქვს მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის მა­გა­ლი­თი, სა­დაც სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია მოხ­და, მაგ­რამ შემ­დეგ იქ არ­ცერ­თი პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა არ მოხ­და. არის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა, სა­დაც სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლე­ბი სა­უ­კე­თე­სოდ გა­მო­ი­ყე­ნეს, მაგ­რამ აქ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ქვეყ­ნის რე­სურ­სი. ჩვენ გვაქვს ჰოს­პიტ­ლე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი და კი­დევ ვა­მა­ტებთ და­მა­ტე­ბით ჰოს­პიტ­ლებს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ჭი­რო არ გახ­დეს“, - აღ­ნიშ­ნა ტი­კა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
1

მინისტრო მე მგონი რეალობას ხარტ აცდენილი

პე რე კისი 3%
0

დედას ქონდა კოვიდი, ფბზე ვნახე მკურნალში ხალხი წერდა წყ ზეჟანგზე როგორც ყველაფრის წამალზე, ვცადე და 2 დღეში სრულად გამოჯანმრთელდა! 74წლისაა! დაგუგლეთ, პერეკისი 3%

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რამდენი თავისუფალი საწოლია კოვიდპაციენტებისთვის და იგეგმება თუ არა საველე ჰოსპიტლების მოწყობა

რამდენი თავისუფალი საწოლია კოვიდპაციენტებისთვის და იგეგმება თუ არა საველე ჰოსპიტლების მოწყობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის მართვისთვის ამ დროისთვის 7363 საწოლია მობილიზებული. როგორც მათ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კლინიკებში მკურნალობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 817-მა პაციენტმა დაასრულა.

„საწოლფონდი არის შემდეგი ყველაზე მტკივნეული და კრიტიკული თემა, რომელზეც ხშირად ისმის კითხვები საზოგადოებისგან. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს მობილიზებული 7363 საწოლი, საიდანაც აქტიურად კოვიდისთვის გამოყენებულია 5952, განთავსებულია 5741 პაციენტი, ტრიაჟში გადასანაწილებლად სასტუმროში გადავა პაციენტი, კლინიკაში დარჩება თუ ბინაზე გაივლის მკურნალობას, ამ ეტაპისთვის კლინიკაში იმყოფება 231 პაციენტი, ხოლო აქტიური საწოლი გვაქვს 279. გუშინ, 24 საათის განმავლობაში, კლინიკებში მკურნალობა დაასრულდა 817-მა პაციენტმა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსავალი რამდენიმეა, თუმცა პირველი გამოსავალი პრევენციული ღონისძიებების გატარებაა.

„გამოსავალი არის რამდენიმე, ვინაიდან ჯანდაცვა არის საკმაოდ კომპლექსური სფერო. პირველი გამოსავალი, რასაც ხშირად მთავრობას გვსაყვედურებენ ხოლმე, ეს არის საწოლფონდის მობილიზაცია, რამდენად დროულად და სწრაფად ხდება და აქ მე შეგახსენებთ, რომ მაშინ როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დააფიქსირა თუ რა შედეგები შეიძლებოდა მოყოლოდა იმ ქუჩაში გამართულ აქციებს, ჩვენ დროულად მოვახდინეთ მობილიზება დამატებითი საწოლფონდის და თუ ჩვენ ოქტომბრის თვეში მობილიზებული გვქონდა მხოლოდ 3300 საწოლი, დღეის მდგომარეობით ჩვენ უკვე გვაქვს 7000 საწოლამდე მობილიზებული, რითაც რა თქმა უნდა ჩვენ ვცდილობთ, ვმართოთ ნაკადები და ჩვენს ყველა მოქალაქეს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება.

ჩვენ ოქტომბერში საწოლფონდზე საშუალო დაყოვნება გვქონდა 8,52 და ინტენსიურ საწოლზე 10,25 დღე, ხოლო სამინისტროს აქტიური ჩართულობით ახლა ჩვენ დაყოვნება გვაქვს თერაპიულ საწოლზე 5,72 დღე, ხოლო კრიტიკულ საწოლზე 8,59 დღე რაც, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომობას იმ პაციენტებისთვის ვისაც ესაჭიროება ჰოსპიტალში მკურნალობა, მეტად უფრო მისაღებს ხდის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველდღიურ ჭრილში ვუყურებთ თუ რა დატვირთულობაა რომელ საწოლზე და შესაბამისად იმის მიხედვით ვანაწილებთ საწოლფონდს და ვაუმჯობესებთ საწოლფონდის მოცვას რეგიონების მიხედვით, რა საჭიროებასაც ჩვენ ვხედავთ.

გარდა ამისა, პირველი მაინც რჩება ის, რომ ჩვენ მივმართოთ პრევენციულ ღონისძიებას ვინაიდან არამხოლოდ საქართველო, არამედ ბევრი წარმატებული ქვეყანა მხოლოდ საწოლფონდის გაზრდით და მხოლოდ სამედიცინო სფეროზე ზეწოლით ვერ ახდენს ინფექციასთან ეფექტურ ბრძოლას - ჯანდაცვის სფეროში პრევენციას გაცილებით უფრო დიდი წონა აქვს, ვიდრე დამდგარი შედეგის მკურნალობას”, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საველე ჰოსპიტლების გამოყენება არ განიხილება. როგორც მინისტრმა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, ამ ეტაპზე ხდება ჩვეულებრივი ჰოსპიტლების და სასტუმროების გამოყენება და ამასთან, იგეგმება დამატებითი ჰოსპიტლების ჩართვა პროცესში.

„საველე ჰოსპიტლებს არ განვიხილავთ, ვინაიდან გვაქვს მრავალი ქვეყნის მაგალითი, სადაც საველე ჰოსპიტლების მობილიზაცია მოხდა, მაგრამ შემდეგ იქ არცერთი პაციენტის მკურნალობა არ მოხდა. არის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა, სადაც საველე ჰოსპიტლები საუკეთესოდ გამოიყენეს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ქვეყნის რესურსი. ჩვენ გვაქვს ჰოსპიტლები, სასტუმროები და კიდევ ვამატებთ დამატებით ჰოსპიტლებს, რომ ეს ყველაფერი საჭირო არ გახდეს“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

"მსჯელობა მიდის, რომ დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიზღუდოს" - ამირან გამყრელიძე მოსალოდნელ რეგულაციებზე

საიდან დავიწყოთ რემონტის პროცესი

22 ნოემბერს მახათას მთაზე საქართველოს დრიფტის ეროვნული ჩემპიონატის ფინალი გაიმართა