სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სექტისმაგვარი მენტალიტეტი ჩამოყალიბდა, ხედავენ და მაინც არ სჯერათ, რა უბედურებაა, ვერ ვხვდები..." - გია ონიანი პანდემიაზე, ოჯახსა და კარიერაზე
"სექტისმაგვარი მენტალიტეტი ჩამოყალიბდა, ხედავენ და მაინც არ სჯერათ, რა უბედურებაა, ვერ ვხვდები..." - გია ონიანი პანდემიაზე, ოჯახსა და კარიერაზე

ქარ­თვე­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი გია ონი­ა­ნი უცხო­ეთ­ში უკვე 15 წელ­ზე მე­ტია, რაც ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს. ამ ხნის მან­ძილ­ზე 3 წელი იტა­ლი­ა­ში იცხოვ­რა, და­ნარ­ჩე­ნი - გერ­მა­ნი­ა­ში და ოჯახ­თან ერ­თად, დღე­საც იქ არის. მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი და არც მა­ნამ­დე, არას­დროს ამ­ხე­ლა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა არ ჰქო­ნია, მაგ­რამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით თე­ატ­რებს დღის წეს­რი­გი შე­უც­ვა­ლა - პრაქ­ტი­კუ­ლად და­ხუ­რა... არა­და, მსა­ხი­ო­ბე­ბის ცხოვ­რე­ბა თე­ატ­რის, სცე­ნი­სა და მა­ყუ­რე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ამი­ტომ ამის გა­და­ტა­ნა და ამას­თან შე­გუ­ე­ბა ძა­ლი­ან ჭირს. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტიც სა­ოც­რად გა­ნიც­დის. გია ონი­ა­ნი ახლა AMBEBI.GE-ს სტუ­მა­რია და ჩვენს კი­თხვებს პა­სუ­ხობს.

- 10 თვე თე­ატ­რი­სა და საყ­ვა­რე­ლი საქ­მის გა­რე­შე ყოფ­ნა რას ნიშ­ნავს მსა­ხი­ო­ბის­თვის, მომ­ღერ­ლის­თვის?

- 10 თვე ხე­ლო­ვა­ნის­თვის დიდი პა­უ­ზაა, თუ ხმა არ ავარ­ჯი­შე და ბო­ლომ­დე არ და­ი­ხარ­ჯე, ნელ-ნელა ფორ­მი­დან ვარ­დე­ბი, რის აღ­დგე­ნა­საც ასე­ვე თვე­ე­ბი სჭირ­დე­ბა. კი, მარ­თა­ლია, გამ­ღე­რე­ბებს და პერ­მა­ნენ­ტულ გაკ­ვე­თი­ლებს ვი­ღებ, მაგ­რამ ეს ის არ არის, რა­საც სცე­ნა­ზე ღე­ბუ­ლობ სპე­კტაკ­ლის დროს... ისე, პან­დე­მი­ამ­დე სულ რამ­დე­ნი­მეკ­ვი­რი­ან თა­ვი­სუ­ფალ დროს ვნატ­რობ­დი, მაგ­რამ 10 თვე ნამ­დვი­ლად არ მი­ნატ­რია...

- რა ხდე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში ეპიდ­თვალ­საზ­რი­სით? მა­ღა­ლია და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი და ქვე­ყა­ნა რო­გორ იბ­რძვის ამ უხი­ლა­ვი მტრის წი­ნა­აღ­მდეგ?

- გერ­მა­ნი­ა­საც და­არ­ტყა „მე­ო­რე ტალ­ღამ“, არა­და, „პირ­ველ ტალ­ღას“ საკ­მა­ოდ კარ­გად გა­უმკლავ­და, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო. დღე­საც სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა. ყვე­ლა­ნა­ი­რი კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­უქ­მე­ბუ­ლია, ოჯახ­შიც 10 კაც­ზე მე­ტის შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბა არ გვაქვს, ის ათი ადა­მი­ა­ნიც მხო­ლოდ 2 ოჯა­ხის წევ­რე­ბი უნდა იყ­ვნენ, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, და­გა­ჯა­რი­მე­ბენ. პო­ლი­ცი­ას უფ­ლე­ბა მის­ცეს, და­უ­კი­თხა­ვად შე­მო­გე­ჭას სახ­ლში და შე­გა­მოწ­მოს. ცოტა უჩ­ვე­უ­ლო კა­ნო­ნე­ბი მი­ი­ღეს, მაგ­რამ რა ქნან, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ აქვთ. ასე ჩა­ი­ა­რა ჩემი და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­ბა­დე­ბის დღე­ებ­მა ში­ნა­ურ პი­რო­ბებ­ში და აღ­ნიშ­ვნის გა­რე­შე.

- გერ­მა­ნია წეს­რი­გის მოყ­ვა­რუ­ლი ქვე­ყა­ნაა... ალ­ბათ ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ზედ­მე­ტი შეხ­სე­ნე­ბის გა­რე­შე ას­რუ­ლე­ბენ...

- რა თქმა უნდა - ზო­გა­დად გერ­მა­ნია კა­ნონ­მორ­ჩი­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ შე­უგ­ნე­ბელ ადა­მი­ა­ნებს რა გა­მო­ლევს?! აქაც იმარ­თე­ბა ხოლ­მე პერ­მა­ნენ­ტუ­რად მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი კო­რო­ნა­სან­ქცი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ე­ბი. ცოტა ხნის წინ წყლის ჭავ­ლი­თაც და­არ­ბი­ეს პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ძი­რი­თა­დი მასა გა­გე­ბით ეკი­დე­ბა და რე­გუ­ლა­ცი­ებს იცავს. ვინ­მეს პირ­ბა­დე თუ არ უკე­თია, ხალ­ხი არ შე­უშ­ვებს არც ტრან­სპორ­ტში და არც - მა­ღა­ზი­ა­ში.

- თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა რას ამ­ბობს და თა­ვად მსა­ხი­ო­ბე­ბი? იმის­თვის, რომ ამ­დე­ნი უმოქ­მე­დო­ბის გამო პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა, წინსვლა, გან­ვი­თა­რე­ბა არ შე­ჩერ­დეს, რე­პე­ტი­ცი­ებს მა­ინც არ გა­დი­ხართ?

- სამ­წუ­ხა­როდ, პან­დე­მი­ამ ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩვენს სფე­როს და­არ­ტყა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თე­ატ­რი მა­ყუ­რებ­ლის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, თუ სხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა რა­ღაც ხერ­ხი მო­ძებ­ნეს და „ლაივ სტრი­მით“ თუ ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში რა­ღაც მო­ა­ხერ­ხეს, ჩვენ­თან ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. სცა­დეს კი­დე­ვაც, მაგ­რამ არა­ყუ­რე­ბა­დი აღ­მოჩ­ნდა. მარ­თა­ლი­ცაა, ხე­ლოვ­ნე­ბა და ზო­გა­დად ოპე­რა ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია, თუ დარ­ბაზ­ში არ გა­ნი­ცა­დე ის, რაც სცე­ნა­ზე ხდე­ბა, შეგ­რძნე­ბე­ბი უფე­რულ­დე­ბა...

- სა­ინ­ტე­რე­სოა ამ პე­რი­ოდ­ში დრო რას ეთ­მო­ბა? რა­ი­მე ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი საქ­მე ხომ არ გა­მო­ი­ჩი­ნეთ?

- ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი საქ­მე მხო­ლოდ ოჯა­ხურ საქ­მე­ებ­ში გა­მოვ­ნა­ხე. გან­სა­კუთ­რე­ბით კუ­ლი­ნა­რი­ამ გა­მი­ტა­ცა და ახა­ლი კერ­ძე­ბის და­ტესტვა­ში ვა­ტა­რებ ძი­რი­თად დროს. თუ ასე გაგ­რძელ­და და ოპე­რა თუ დრო­ზე არ გა­იხ­სნა, ჩემ­გან კარ­გი შეფ-მზა­რე­უ­ლი გა­მო­ვა... ეს პრო­ცე­სი სა­ო­ცარ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს, როცა შენს გა­კე­თე­ბულს გემ­რი­ე­ლად მი­ირ­თმე­ვენ... გან­სა­კუთ­რე­ბით მე­უღ­ლეს უხა­რია ეს ჩემი ახა­ლი გა­ტა­ცე­ბა...

- ოჯა­ხის წევ­რებ­ზეც გვი­ამ­ბეთ... მა­თაც ასე­ვე ეშ­ლე­ბათ ხელი საქ­მი­ა­ნო­ბა­ში?

- მე­უღ­ლე სა­ბავ­შვო ბაღ­ში მუ­შა­ობს და ჯერ­ჯე­რო­ბით არ შე­უ­წყვე­ტი­ათ საქ­მი­ა­ნო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რამ­დენ­ჯერ­მე ბავ­შვებს და­უ­დას­ტურ­დათ კო­რო­ნა­ვირუ­სი. ამ სა­კითხს მთავ­რო­ბა სენ­სი­ტი­უ­რად ეკი­დე­ბა - გარ­კვე­უ­ლი ჯაჭ­ვია: ბაღი რომ და­კე­ტონ, ერთი მშო­ბე­ლი მა­ინც სამ­სა­ხურ­ში ვერ წავა და ეკო­ნო­მი­კა ჩა­მო­ინ­გრე­ვა... ამი­ტომ, ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ, არ და­კე­ტონ... სკო­ლა­შიც და­უ­დას­ტურ­და ჩემი გო­გო­ნას კლა­სელს, მაგ­რამ სკო­ლა ერთი დღი­თაც არ და­კე­ტი­ლა... ვი­საც კონ­ტაქ­ტი ჰქონ­დათ, მხო­ლოდ იმათ და­უ­წე­სეს თვი­თი­ზო­ლა­ცია.

- ისე, სა­ინ­ტე­რე­სოა - გერ­მა­ნე­ლე­ბის გან­წყო­ბა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში - დეპ­რე­სია ხომ არ მო­ე­ძა­ლათ?

- სახ­ლი­დან თით­ქმის არ გავ­დი­ვარ და დეპ­რე­სი­ულ ხალ­ხს სად ვნა­ხავ?! ეს ხუმ­რო­ბით... დეპ­რე­სია, რა თქმა უნდა, აქვთ ისეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც შე­მო­სავ­ლის წყა­რო გა­უ­ჩერ­დათ... სამ­წუ­ხა­როდ, არი­ან ასე­თე­ბი, ძი­რი­თა­დად ინდმე­წარ­მე­ე­ბი და პა­ტა­რა ფირ­მე­ბი.

- ზო­გა­დად, რო­გო­რია თქვე­ნი ვა­რა­უ­დი, მო­ლო­დი­ნი - რო­დის უნდა და­უბ­რუნ­დეს მსოფ­ლიო ჩვე­ულ რიტმს?

- ჩემი პროგ­ნო­ზი და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია. უკვე იან­ვრი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჩა­ეშ­ვე­ბა ხმა­რე­ბა­ში ვაქ­ცი­ნა... მა­ნამ­დე იქ­ნებ წა­მა­ლიც გა­მო­ი­გო­ნონ და დიდი ალ­ბა­თო­ბით, გა­ზა­ფხულ­ზე უნდა და­ვუბ­რუნ­დეთ ად­რინ­დელ ცხოვ­რე­ბის რიტმს.

- ადა­მი­ა­ნებს რას ურ­ჩევ­დით?

- ხალ­ხს, როცა ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ვა­ლა­ლო სტა­ტის­ტი­კის არ სჯე­რა, მე რა უნდა ვურ­ჩიო?! ერთს კი ვე­ტყო­დი: მე და ჩემს ახ­ლობ­ლებს სა­თო­ფე­ზე ნუ გაგ­ვე­კა­რე­ბი­ან... რა­ღაც სექ­ტის­მაგ­ვა­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტი ჩა­მო­ყა­ლიბ­და... ხე­და­ვენ და მა­ინც არ სჯე­რათ, რა უბე­დუ­რე­ბაა ეს, ვერ ვხვდე­ბი... ხოლო ვი­საც სჯე­რა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თვით­შეგ­ნე­ბა გა­აჩ­ნია, მათ იცი­ან, რო­გორც მო­იქ­ცნენ, ჩემი რჩე­ვა არ სჭირ­დე­ბათ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეზო
40

ეგ ვინ არის. 

თაკოს
13

ალბათ შენ გასახელა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"სექტისმაგვარი მენტალიტეტი ჩამოყალიბდა, ხედავენ და მაინც არ სჯერათ, რა უბედურებაა, ვერ ვხვდები..." - გია ონიანი პანდემიაზე, ოჯახსა და კარიერაზე

"სექტისმაგვარი მენტალიტეტი ჩამოყალიბდა, ხედავენ და მაინც არ სჯერათ, რა უბედურებაა, ვერ ვხვდები..." - გია ონიანი პანდემიაზე, ოჯახსა და კარიერაზე

ქართველი საოპერო მომღერალი გია ონიანი უცხოეთში უკვე 15 წელზე მეტია, რაც ცხოვრობს და მოღვაწეობს. ამ ხნის მანძილზე 3 წელი იტალიაში იცხოვრა, დანარჩენი - გერმანიაში და ოჯახთან ერთად, დღესაც იქ არის. მთელი ეს პერიოდი და არც მანამდე, არასდროს ამხელა შემოქმედებითი პაუზა არ ჰქონია, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით თეატრებს დღის წესრიგი შეუცვალა - პრაქტიკულად დახურა... არადა, მსახიობების ცხოვრება თეატრის, სცენისა და მაყურების გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ ამის გადატანა და ამასთან შეგუება ძალიან ჭირს. ჩვენი რესპონდენტიც საოცრად განიცდის. გია ონიანი ახლა AMBEBI.GE-ს სტუმარია და ჩვენს კითხვებს პასუხობს.

- 10 თვე თეატრისა და საყვარელი საქმის გარეშე ყოფნა რას ნიშნავს მსახიობისთვის, მომღერლისთვის?

- 10 თვე ხელოვანისთვის დიდი პაუზაა, თუ ხმა არ ავარჯიშე და ბოლომდე არ დაიხარჯე, ნელ-ნელა ფორმიდან ვარდები, რის აღდგენასაც ასევე თვეები სჭირდება. კი, მართალია, გამღერებებს და პერმანენტულ გაკვეთილებს ვიღებ, მაგრამ ეს ის არ არის, რასაც სცენაზე ღებულობ სპეკტაკლის დროს... ისე, პანდემიამდე სულ რამდენიმეკვირიან თავისუფალ დროს ვნატრობდი, მაგრამ 10 თვე ნამდვილად არ მინატრია...

- რა ხდება გერმანიაში ეპიდთვალსაზრისით? მაღალია დაინფიცირებულთა რიცხვი და ქვეყანა როგორ იბრძვის ამ უხილავი მტრის წინააღმდეგ?

- გერმანიასაც დაარტყა „მეორე ტალღამ“, არადა, „პირველ ტალღას“ საკმაოდ კარგად გაუმკლავდა, როგორც საქართველო. დღესაც სავალალო მდგომარეობაა. ყველანაირი კულტურული ღონისძიება გაუქმებულია, ოჯახშიც 10 კაცზე მეტის შეკრების უფლება არ გვაქვს, ის ათი ადამიანიც მხოლოდ 2 ოჯახის წევრები უნდა იყვნენ, სხვა შემთხვევაში, დაგაჯარიმებენ. პოლიციას უფლება მისცეს, დაუკითხავად შემოგეჭას სახლში და შეგამოწმოს. ცოტა უჩვეულო კანონები მიიღეს, მაგრამ რა ქნან, სხვა გამოსავალი არ აქვთ. ასე ჩაიარა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების დაბადების დღეებმა შინაურ პირობებში და აღნიშვნის გარეშე.

- გერმანია წესრიგის მოყვარული ქვეყანაა... ალბათ ყველა რეკომენდაციას მოქალაქეები ზედმეტი შეხსენების გარეშე ასრულებენ...

- რა თქმა უნდა - ზოგადად გერმანია კანონმორჩილებით გამოირჩევა, მაგრამ შეუგნებელ ადამიანებს რა გამოლევს?! აქაც იმართება ხოლმე პერმანენტურად მრავალათასიანი კორონასანქციების საწინააღმდეგო აქციები. ცოტა ხნის წინ წყლის ჭავლითაც დაარბიეს პოლიციელებმა. საბედნიეროდ, ძირითადი მასა გაგებით ეკიდება და რეგულაციებს იცავს. ვინმეს პირბადე თუ არ უკეთია, ხალხი არ შეუშვებს არც ტრანსპორტში და არც - მაღაზიაში.

- თეატრის ხელმძღვანელობა რას ამბობს და თავად მსახიობები? იმისთვის, რომ ამდენი უმოქმედობის გამო პროფესიული ზრდა, წინსვლა, განვითარება არ შეჩერდეს, რეპეტიციებს მაინც არ გადიხართ?

- სამწუხაროდ, პანდემიამ ყველაზე მეტად ჩვენს სფეროს დაარტყა. მოგეხსენებათ, თეატრი მაყურებლის გარეშე წარმოუდგენელია, თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებმა რაღაც ხერხი მოძებნეს და „ლაივ სტრიმით“ თუ ონლაინრეჟიმში რაღაც მოახერხეს, ჩვენთან ეს გამორიცხულია. სცადეს კიდევაც, მაგრამ არაყურებადი აღმოჩნდა. მართალიცაა, ხელოვნება და ზოგადად ოპერა ცოცხალი ორგანიზმია, თუ დარბაზში არ განიცადე ის, რაც სცენაზე ხდება, შეგრძნებები უფერულდება...

- საინტერესოა ამ პერიოდში დრო რას ეთმობა? რაიმე ალტერნატიული საქმე ხომ არ გამოიჩინეთ?

- ალტერნატიული საქმე მხოლოდ ოჯახურ საქმეებში გამოვნახე. განსაკუთრებით კულინარიამ გამიტაცა და ახალი კერძების დატესტვაში ვატარებ ძირითად დროს. თუ ასე გაგრძელდა და ოპერა თუ დროზე არ გაიხსნა, ჩემგან კარგი შეფ-მზარეული გამოვა... ეს პროცესი საოცარ სიამოვნებას მანიჭებს, როცა შენს გაკეთებულს გემრიელად მიირთმევენ... განსაკუთრებით მეუღლეს უხარია ეს ჩემი ახალი გატაცება...

- ოჯახის წევრებზეც გვიამბეთ... მათაც ასევე ეშლებათ ხელი საქმიანობაში?

- მეუღლე საბავშვო ბაღში მუშაობს და ჯერჯერობით არ შეუწყვეტიათ საქმიანობა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ბავშვებს დაუდასტურდათ კორონავირუსი. ამ საკითხს მთავრობა სენსიტიურად ეკიდება - გარკვეული ჯაჭვია: ბაღი რომ დაკეტონ, ერთი მშობელი მაინც სამსახურში ვერ წავა და ეკონომიკა ჩამოინგრევა... ამიტომ, ყველანაირად ცდილობენ, არ დაკეტონ... სკოლაშიც დაუდასტურდა ჩემი გოგონას კლასელს, მაგრამ სკოლა ერთი დღითაც არ დაკეტილა... ვისაც კონტაქტი ჰქონდათ, მხოლოდ იმათ დაუწესეს თვითიზოლაცია.

- ისე, საინტერესოა - გერმანელების განწყობა პანდემიის პერიოდში - დეპრესია ხომ არ მოეძალათ?

- სახლიდან თითქმის არ გავდივარ და დეპრესიულ ხალხს სად ვნახავ?! ეს ხუმრობით... დეპრესია, რა თქმა უნდა, აქვთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შემოსავლის წყარო გაუჩერდათ... სამწუხაროდ, არიან ასეთები, ძირითადად ინდმეწარმეები და პატარა ფირმები.

- ზოგადად, როგორია თქვენი ვარაუდი, მოლოდინი - როდის უნდა დაუბრუნდეს მსოფლიო ჩვეულ რიტმს?

- ჩემი პროგნოზი დამაიმედებელია. უკვე იანვრიდან ოფიციალურად ჩაეშვება ხმარებაში ვაქცინა... მანამდე იქნებ წამალიც გამოიგონონ და დიდი ალბათობით, გაზაფხულზე უნდა დავუბრუნდეთ ადრინდელ ცხოვრების რიტმს.

- ადამიანებს რას ურჩევდით?

- ხალხს, როცა ყოველდღიური სავალალო სტატისტიკის არ სჯერა, მე რა უნდა ვურჩიო?! ერთს კი ვეტყოდი: მე და ჩემს ახლობლებს სათოფეზე ნუ გაგვეკარებიან... რაღაც სექტისმაგვარი მენტალიტეტი ჩამოყალიბდა... ხედავენ და მაინც არ სჯერათ, რა უბედურებაა ეს, ვერ ვხვდები... ხოლო ვისაც სჯერა, საზოგადოებრივი თვითშეგნება გააჩნია, მათ იციან, როგორც მოიქცნენ, ჩემი რჩევა არ სჭირდებათ.

"თურქული კინოინდუსტრიის მეფე" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს "სანჯარ ეფე" რეალურ ცხოვრებაში: ცეცხლოვანი ენგინ აქიურექის იდუმალი ცხოვრება კადრს მიღმა

"საერთოდ არ ეტყობოდა, თუ ბოლო დღეები ჰქონდა... გეგმებს სახავდა, ზარებს პასუხობდა" - როგორ იხსენებენ კოვიდით გარდაცვლილ რეჟისორს მეგობრები, კოლეგები და მოსწავლეები

"ლუნა ყიფშიძე, გვიყვარხარ შენს დაიკოს და ძამიკოებს" - გიორგი ყიფშიძეს მეოთხე შვილი შეეძინა