სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუშაობის საათების შეზღუდვა სავაჭრო ობიექტებში და გადაადგილების აკრძალვაზე დროის გახანგრძლივება - რა ახალი შეზღუდვების დაწესებას განიხილავს მთავრობა
მუშაობის საათების შეზღუდვა სავაჭრო ობიექტებში და გადაადგილების აკრძალვაზე დროის გახანგრძლივება - რა ახალი შეზღუდვების დაწესებას განიხილავს მთავრობა

ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის, ვიცე პრე­მი­ე­რის, მაია ცქი­ტიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ბა­დის მოხ­მა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კონ­ტრო­ლი კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა.

რო­გორც ცქი­ტიშ­ვილ­მა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გან­მარ­ტა, ასე­ვე გა­ნი­ხი­ლე­ბა მო­ბი­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბი. მა­გა­ლი­თად, გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის სა­ა­თე­ბის გაზ­რდა, წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი სა­მუ­შაო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ან მათი სა­ა­თე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა.

„ყვე­ლა­ზე ეფექ­ტურ სა­შუ­ა­ლე­ბად კვლავ რჩე­ბა პირ­ბა­დე და სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია, უკვე და­წე­სე­ბუ­ლია რე­გუ­ლა­ცია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც გა­რე­თაც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა პირ­ბა­დის მოხ­მა­რე­ბა. ამ თვალ­საზ­რი­სით კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კონ­ტრო­ლი იმის­თივს, რომ ჩვენ მი­ვაღ­წი­ოთ პირ­ბა­დის მოხ­მა­რე­ბის ისეთ დო­ნეს რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­და­ცე­მის შე­ნე­ლე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ტი­პის შე­ზღუდ­ვებს, მე­ო­რე ყვე­ლა­ზე ქმე­დი­თი ზომა არის მო­ბი­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა. სწო­რედ მო­ბი­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი შე­საძ­ლო შე­ზღუდ­ვე­ბი. ეს ერთი მხრივ, შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის სა­ა­თე­ბის გაზ­რდა, წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი სა­მუ­შაო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის­თვის, ან მათი სა­ა­თე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა. ეს არის სწო­რედ ის, რა­საც მთე­ლი მსოფ­ლიო მი­მარ­თავს და ჩვენც ამ შე­ზღუდ­ვე­ბი­დან უნდა ავირ­ჩი­ოთ ის შე­ზღუდ­ვე­ბი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ქმე­დი­თი და ნაკ­ლე­ბად და­ა­ზი­ა­ნებს ჩვენს სექ­ტორს“, - გა­ნა­ცხა­და მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 73 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
683

იმდენს იზავთ ჯვარი წერიატ სანამ თქვეიანს რამეარ მოუვა არ შეზღუდავთ რაღას აჯანჯლებთ დროზე დაკეტეთ რაა

Tsiko
18

ასეთი კონკრეტიკაც არაა საჭირო ქნ მაია; ამდენადაც ნუ იწუხებთ თავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მუშაობის საათების შეზღუდვა სავაჭრო ობიექტებში და გადაადგილების აკრძალვაზე დროის გახანგრძლივება - რა ახალი შეზღუდვების დაწესებას განიხილავს მთავრობა

მუშაობის საათების შეზღუდვა სავაჭრო ობიექტებში და გადაადგილების აკრძალვაზე დროის გახანგრძლივება - რა ახალი შეზღუდვების დაწესებას განიხილავს მთავრობა

ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, პირბადის მოხმარების თვალსაზრისით ადმინისტრაციული კონტროლი კიდევ უფრო გააქტიურდება.

როგორც ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ასევე განიხილება მობილობის შემცირებისკენ მიმართული დამატებითი შეზღუდვები. მაგალითად, გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, წერტილოვანი შეზღუდვები სავაჭრო ობიექტებისთვის კონკრეტული სამუშაო დღეების განმავლობაში, ან მათი საათების რეგულირება.

„ყველაზე ეფექტურ საშუალებად კვლავ რჩება პირბადე და სოციალური დისტანცია, უკვე დაწესებულია რეგულაცია, რომლის ფარგლებშიც გარეთაც სავალდებულოა პირბადის მოხმარება. ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო გააქტიურდება ადმინისტრაციული კონტროლი იმისთივს, რომ ჩვენ მივაღწიოთ პირბადის მოხმარების ისეთ დონეს რომელიც უზრუნველყოფს გადაცემის შენელებას.

რაც შეეხება სხვა ტიპის შეზღუდვებს, მეორე ყველაზე ქმედითი ზომა არის მობილობის შემცირება. სწორედ მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები. ეს ერთი მხრივ, შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო დღეების განმავლობაში სავაჭრო ობიექტებისთვის, ან მათი საათების რეგულირება. ეს არის სწორედ ის, რასაც მთელი მსოფლიო მიმართავს და ჩვენც ამ შეზღუდვებიდან უნდა ავირჩიოთ ის შეზღუდვები, რომელიც იქნება ქმედითი და ნაკლებად დააზიანებს ჩვენს სექტორს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"შეზღუდვები საახალწლოდ რატომ მოიხსნება, გაუგებარია, პანდემია რა, საახალწლოდ ისვენებს?" - გიგი უგულავა

"ქართული ოცნება“ - 5 140 020, "ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკი - 3 115 635 - რომელი პარტია რამდენი ლარით დაფინანსდება ბიუჯეტიდან