კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაჩიპვა", DNA-ის შეცვლა, მწვავე გვერდითი მოვლენები - ყალბი ინფორმაციები კორონავირუსის ვაქცინაზე და არის თუ არა რეალურად ის საფრთხის შემცველი
"დაჩიპვა", DNA-ის შეცვლა, მწვავე გვერდითი მოვლენები - ყალბი ინფორმაციები კორონავირუსის ვაქცინაზე და არის თუ არა რეალურად ის საფრთხის შემცველი

მეც­ნი­ე­რებ­მა სხვა­დას­ხვა ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­დან უკვე შექ­მნეს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი. ამ ეტაპ­ზე უკვე ცნო­ბი­ლია სამი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ და პო­ზი­ტი­უ­რი პროგ­ნო­ზით, ვაქ­ცი­ნა­ცია ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში უკვე დე­კემ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა. ვაქ­ცი­ნე­ბი შექ­მნეს Pfizer-მა, Moderna-მ და ასე­ვე ოქსფორ­დელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბავს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით შეხ­ვდა და რო­გორ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამ­ბობს, "გვი­რა­ბის ბო­ლოს სი­ნათ­ლე უფრო კაშ­კა­შა გახ­და“, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად, ვაქ­ცი­ნის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­ურ­დნენ და ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, არა­ერ­თი მითი და ე.წ. ფეიკ ნი­უ­სი კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად გავ­რცელ­და.

იმ ფონ­ზე, რომ ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი მრა­ვალ­გზის გა­მოც­დი­ლი გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­საც კი სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რე­ბენ, ალ­ბათ, გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ რე­კორ­დუ­ლად სწრაფ დრო­ში შექ­მნილ ვაქ­ცი­ნა­საც ბევ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ჰყავ­დეს. "ფეიკ ნი­უ­სე­ბის" უმე­ტე­სო­ბა ძი­რი­თა­დად უკავ­შირ­დე­ბა მისი სა­შუ­ა­ლე­ბით "და­ჩიპ­ვას", დნმ-ის შეც­ვლას, მწვა­ვე ფორ­მებ­ში გა­მოვ­ლე­ნილ გვერ­დით ეფექ­ტებს და ა.შ.

მსგავ­სი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით ვრცელ­დე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ამ სა­კი­თხი­სად­მი მი­ძღვნილ არა­ერთ პოსტს ნა­ხავთ.

გან­ვი­ხი­ლოთ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მი­თე­ბი და ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი:

  • ბილ გე­ით­სი და მიკ­რო­ჩი­პე­ბი

ბილ გე­ით­სი­სა და მიკ­რო­ჩი­პე­ბის სა­კი­თხი ბოლო კვი­რე­ბია "ტვი­ტერ­ში“ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი თე­მაა. Microsoft--ის მი­ლი­არ­დე­რი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბილ გე­ით­სი პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა ჭო­რე­ბის სა­გა­ნი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის შე­ტე­ვის ად­რე­სა­ტი. მი­ზე­ზი კი ის ქველ­მოქ­მე­დე­ბაა, რო­მე­ლიც გე­ითსმა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შექ­მნის­თვის გას­წია.

ბოლო დღე­ე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ბრალ­დე­ბა ბილ გე­ით­სის მი­მართ ასე­თია - კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია წარ­მო­ად­გენს გეგ­მის ნა­წილს, რომ­ლის მი­ზა­ნიც ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მიკ­რო­ჩი­პე­ბის ჩად­გმაა, ხოლო ყო­ვე­ლი­ვეს მიღ­მა ბილ გე­ით­სი იმა­ლე­ბა.

"არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად", - ეუბ­ნე­ბი­ან BBC-ის ბილ და მე­ლინ­და გე­ით­სე­ბის ფონდში და აბო­ბენ, რომ მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არის ყალ­ბი. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ის­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა ამე­რი­კელ­თა 28%-ის აზ­რით, ბილ გეითsს ვაქ­ცი­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის "და­ჩიპ­ვა“ სურს.

  • ვაქ­ცი­ნა გა­მო­იწ­ვევს DNA-ის შეც­ვლას

დო­ნალდ ტრამ­პის მომ­ხრე ვებ-გვერ­დის Newsmax-ის კო­რეს­პონ­დენ­ტმა, ემე­რალდ რო­ბინ­სონ­მა თა­ვის 264 ათას მიმ­დე­ვარს "ტვი­ტერ­ში" უთხრა, რომ უფრთხილ­დნენ Pfizer/BioNTech-ის ვაქ­ცი­ნას, რად­გა­ნაც მისი მტკი­ცე­ბით, ვაქ­ცი­ნა საფრ­თხის შემ­ცვე­ლია დნმ-ის­თვის.

Pfizer-ის ვაქ­ცი­ნა იყე­ნებს mRNA-ის ტექ­ნო­ლო­გი­ას, რო­მე­ლიც აქამ­დე არას­დორს და­უ­ტეს­ტავთ და არას­დროს და­უმ­ტკი­ცე­ბი­ათ. ის სა­ხი­ფა­თოა თქვე­ნი DNA-სთვის. მო­ხა­ლი­სე­ე­ბის 75%-ში ვაქ­ცი­ნამ აჩ­ვე­ნა გვერ­დი­თი ეფექ­ტი. ფრთხი­ლად იყა­ვით - და­წე­რა რო­ბინ­სონ­მა.

ყო­ვე­ლი­ვეს მოჰ­ყვა უამ­რა­ვი პოს­ტი, რო­მელ­თა ავ­ტორ­თა მტკი­ცე­ბი­თაც კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა რო­გორ­ღაც შეც­ვლის ადა­მი­ა­ნის DNA-ის.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ BBC-მ ჰკი­თხა სამ და­მო­უ­კი­დე­ბელ მეც­ნი­ერს. სა­მი­ვე მათ­გა­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­დე­გო ვაქ­ცი­ნა არ შეც­ვლის ადა­მი­ა­ნის DNA-ის. BBC-ის ცნო­ბით, რო­გორც ჩანს, ამ­გვა­რი პრე­ტენ­ზი­ე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბელ ადა­მი­ა­ნებს აქვთ ფუნ­და­მენ­ტუ­რი გა­უ­გებ­რო­ბა გე­ნე­ტი­კას­თან და­კა­ში­რე­ბით. გა­მო­ცე­მა წერს, რომ ვაქ­ცი­ნა შე­ი­ცავს ვირუ­სის გე­ნე­ტი­კუ­რი მა­სა­ლის ფრაგ­მენტს - RNA-ის, თუმ­ცა ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ ჯეფ­რი ოლ­მონ­დის გან­მარ­ტე­ბით, ის არ ვნებს ადა­მი­ნის უჯრე­დებს, ის არ ვნებს და არ ცვლის ადა­მი­ა­ნის დნმ-ს.

ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის, Pfizer-ის სპი­კე­რი ენ­დრიუ ვი­ჯე­რი კი ამ­ბობს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა არ ცვლის ადა­მი­ა­ნის DNA-ს. "ის აწ­ვდის ორ­გა­ნიზმს იმუ­ნი­ტე­ტის შექ­მნის ინ­სტრუქ­ცი­ას“ - გან­მარ­ტავს ვი­ჯე­რი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ადა­მი­ან­თა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი სა­უბ­რობს იმა­ზე, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა შეც­ვლის ადა­მი­ა­ნის დნმ-ს. მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ჯერ კი­დევ მა­ის­ში.

  • რას გუ­ლის­ხმობს mRNA ტექ­ნო­ლო­გია?

რო­გორც BBC წერს, გა­უ­გებ­რო­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ წარ­მო­იქ­მნა იმის გამო, რომ ვაქ­ცი­ნის შე­საქ­მნე­ლად "პფა­ი­ზე­რი“ იყე­ნებს RNA-ის. მეც­ნი­ერ­თა გან­მარ­ტე­ბით რე­ა­ლუ­რად, RNA მუ­შა­ობს რო­გორც სხე­უ­ლის ერ­თგვა­რი ინ­სტრუქ­ტო­რი. ის ორ­გა­ნიზ­მში გა­მო­ა­მუ­შა­ვებს იმ ცი­ლას, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის ზე­და­პირ­ზეა. იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა კი შე­დე­გად სწავ­ლობს ცი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ამოც­ნო­ბას და მათ წარ­მო­ე­ბას.

Newsmax-ის კო­რეს­პონ­დენტ რო­ბინ­სო­ნის "ტვი­ტში" სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ აქამ­დე mRNA ტექ­ნო­ლო­გია ვაქ­ცი­ნის შე­საქ­მნე­ლად "არც და­უ­ტეს­ტავთ და არც არას­დროს და­უმ­ტკი­ცე­ბი­ათ.“ რო­გორც BBC წერს, მარ­თა­ლია ის, რომ აქამ­დე mRNA-ის გა­მო­ყე­ნე­ბით შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა არ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლა, თუმ­ცა ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ერ­თი კვლე­ვა ჩა­ტარ­და.

პრო­ფე­სორ ოლ­მონ­დის თქმით, Pfizer-ის ვაქ­ცი­ნა არის პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნა, რო­მელ­მაც აჩ­ვე­ნა ყვე­ლა ის ეფექ­ტუ­რო­ბა, რაც მისი ლი­ცენ­ზი­რე­ბის­თვი­საა სა­ჭი­რო.

მხო­ლოდ ის, რომ ვაქ­ცი­ნა ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაა შექ­მნი­ლი, არ ნიშ­ნავს, რომ მისი უნდა გვე­ში­ნო­დეს, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი.

  • მი­თე­ბი ვაქ­ცი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე

რო­გორც BBC წერს, ახა­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი გა­დი­ან მკაცრ შე­მოწ­მე­ბას უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ნამ ისი­ნი ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ჩა­ეშ­ვე­ბი­ან. ვაქ­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ფა­ზე­ბი გუ­ლის­ხმობს კლი­ნი­კურ კვლე­ვებს, ვაქ­ცი­ნას ამოწ­მე­ბენ მო­ხა­ლი­სე­ე­ბის მცი­რე ჯგუფ­ზე მისი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სწო­რი დო­ზის და­სად­გე­ნად. ვაქ­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის მე­სა­მე ეტაპ­ზე ის ათა­სო­ბით ადა­მი­ან­ზე იც­დე­ბა და დგინ­დე­ბა ეფექ­ტუ­რო­ბა. მკვლე­ვარ­თა ჯგუ­ფი მკაც­რად აკონ­ტრო­ლებს უარ­ყო­ფით და გვერ­დით რე­აქ­ცი­ებს. უსაფრ­თხო­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი კი გრძელ­დე­ბა მას შემ­დე­გაც, რაც ვაქ­ცი­ნა ლი­ცენ­ზი­ას მი­ი­ღებს.

ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­თე­ბის შე­სა­ხებ ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი კვლე­ვის ავ­ტო­რი კლერ ვარ­დლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ არ­სე­ბობს "მო­ნა­ცემ­თა დე­ფი­ცი­ტი“ mRNA ტექ­ნო­ლო­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მისი გან­მარ­ტე­ბით, ამ სა­კი­თხზე არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის დიდი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, მაგ­რამ ვრცელ­დე­ბა მცი­რე სან­დო, თუმ­ცა უამ­რა­ვი ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია.

"ყო­ვე­ლი­ვე ადა­მი­ა­ნებს და­უც­ველს ხდის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის­გან, რო­მე­ლიც სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა“ - ამ­ბობს უზუს­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი კლერ ვარ­დლი.

მისი გან­მარ­ტე­ბით, მარ­თა­ლია, არ­სე­ბობს სან­დო ინ­ფორ­მა­ცია ვაქ­ცი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა არა­სა­ი­მე­დო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ან­გა­რი­შე­ბი და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი შეძ­ლე­ბენ ვაქ­ცი­ნე­ბი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის შემ­ცი­რე­ბას.

  • ვაქ­ცი­ნის გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გვერ­დით ეფექ­ტებ­ზე არა­ერთ პოსტს შეხ­ვდე­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის რო­გორც ქარ­თულ სივ­რცე­ში, ასე­ვე გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბი­თაც. მის გვერ­დით ეფექ­ტებ­ზე "ტვი­ტერ­ში“ წერს კო­რეს­პონ­დენ­ტი რო­ბინ­სო­ნიც.

რო­ბინ­სო­ნის მტკი­ცე­ბით, მო­ხა­ლი­სე­თა 75%-ს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი გა­მო­უვ­ლინ­და, თუმ­ცა თა­ვად მწარ­მო­ებ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ კვლე­ვას არ უჩ­ვე­ნე­ბია სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით. რო­გორც BBC წერს, ბევრ ვაქ­ცი­ნას აქვს გვერ­დი­თი ეფექ­ტი, მაგ­რამ მათი აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა სრუ­ლე­ბით არაა ისე­თი სა­ში­ში, რომ ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბის გვჯე­რო­დეს.

მსგავ­სად ყვე­ლა სხვა ვაქ­ცი­ნი­სა, ამ ვაქ­ცი­ნა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი გვერ­დი­თი ეფექ­ტი, მათ შო­რის, ტკი­ვი­ლი ინექ­ცი­ის ად­გი­ლას, სი­ცხე კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, თა­ვის ტკი­ვი­ლი და დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი, ექი­მი პენი ვარ­დი.

ვარ­დი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ­გვა­რი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი აქვს გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­საც, რო­მელ­საც ყო­ველ­წლი­უ­რად ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იკე­თებს. გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი, რო­გორც წესი, არის მსუ­ბუ­ქი და ორ დღე­ში ქრე­ბა. გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის უსი­ა­მოვ­ნო გან­ცდის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა კი პა­რა­ცე­ტა­მო­ლის, ან იბუპრო­ფე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რო­გორც BBC წერს, გა­უ­გე­ბა­რია, რა ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ამ­ტკი­ცებს რო­ბინ­სო­ნი, რომ 75% -ში ვაქ­ცი­ნამ გვერ­დი­თი ეფექ­ტი აჩ­ვე­ნა. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, შე­საძ­ლოა, ის ეყ­რდნო­ბო­დეს ვაქ­ცი­ნის ად­რე­ულ კვლე­ვას, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში ჩა­ტარ­და და მსუ­ბუ­ქი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი გა­მოვ­ლინ­და.

ამას­თან გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის შე­სა­ხებ სრუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა, თუმ­ცა ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ მას აქვს მსუ­ბუ­ქი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი. ზუსტ მო­ნა­ცე­მებს კი ისი­ნი უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია BBC.com-ზე დაყ­რდნო­ბით

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
34

კი, ვიღაცისათვის სახარებისეული სწავლებაც ფეიკია, მაგრამ მართლა ასეა???

ZS
16

Dachipvas rac sheeheba am versiis realoba metad dabalia tumca arc imis mtkicebuleba arsebobs rom sruliad uarsayofia.

bil geits qonda metad orazrovani gamonatqvamebi adamianebit gadatvirtul dedamicaze da 7is nacvlad mi 1 miliardian dasahlebaze. Garda amisa echvs icvevs misi zedmeti aqtiurobac virusologiis sferoshi rastanac mas aranairad ar akavshirebs misi profesia, tumca vfiqrob rom aq igi mholod damatebiti qeshis misagebad shezvra ))

rac sheeheba tavad vaccinas ise rogorc shva gripis vaqcina shesazloa siketestan ertad borotebis momtanic gahdes radgan misi srulfasovani testirebisatvis ramodenime tve ki ara ramodenime celia sachiro, amasobashi ki didi albatobit virusi mutacias ganicdis da sheqmnili vaqcina shesazloa uvargisic gahdes.

amdenad vfiqrob miigo tu ar miigo vaqcina gadackvetileba 50/50 zea da es gadackvetileba yvelam individualurad unda miigos.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"დაჩიპვა", DNA-ის შეცვლა, მწვავე გვერდითი მოვლენები - ყალბი ინფორმაციები კორონავირუსის ვაქცინაზე და არის თუ არა რეალურად ის საფრთხის შემცველი

"დაჩიპვა", DNA-ის შეცვლა, მწვავე გვერდითი მოვლენები - ყალბი ინფორმაციები კორონავირუსის ვაქცინაზე და არის თუ არა რეალურად ის საფრთხის შემცველი

მეცნიერებმა სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიებიდან უკვე შექმნეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები. ამ ეტაპზე უკვე ცნობილია სამი წარმატებული ვაქცინის შესახებ და პოზიტიური პროგნოზით, ვაქცინაცია ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დეკემბრიდან დაიწყება. ვაქცინები შექმნეს Pfizer-მა, Moderna-მ და ასევე ოქსფორდელმა მეცნიერებმა.

საზოგადოების ნაწილი ამბავს აღფრთოვანებით შეხვდა და როგორ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, "გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა გახდა“, თუმცა ამავდროულად, ვაქცინის მოწინააღმდეგეები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ვაქცინასთან დაკავშირებული დამაიმედებელი ინფორმაციების პარალელურად, არაერთი მითი და ე.წ. ფეიკ ნიუსი კიდევ უფრო აქტიურად გავრცელდა.

იმ ფონზე, რომ ანტივაქსერები მრავალგზის გამოცდილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინასაც კი სკეპტიკურად უყურებენ, ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ რეკორდულად სწრაფ დროში შექმნილ ვაქცინასაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდეს. "ფეიკ ნიუსების" უმეტესობა ძირითადად უკავშირდება მისი საშუალებით "დაჩიპვას", დნმ-ის შეცვლას, მწვავე ფორმებში გამოვლენილ გვერდით ეფექტებს და ა.შ.

მსგავსი სახის ინფორმაციები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალური მასშტაბით ვრცელდება და სოციალურ ქსელებში ამ საკითხისადმი მიძღვნილ არაერთ პოსტს ნახავთ.

განვიხილოთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებული ყველაზე პოპულარული მითები და ყალბი ინფორმაციები:

  • ბილ გეითსი და მიკროჩიპები

ბილ გეითსისა და მიკროჩიპების საკითხი ბოლო კვირებია "ტვიტერში“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა. Microsoft--ის მილიარდერი დამფუძნებელი ბილ გეითსი პანდემიის პერიოდში არაერთხელ გამხდარა ჭორების საგანი და საზოგადოების ნაწილის შეტევის ადრესატი. მიზეზი კი ის ქველმოქმედებაა, რომელიც გეითსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისთვის გასწია.

ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრალდება ბილ გეითსის მიმართ ასეთია - კორონავირუსის პანდემია წარმოადგენს გეგმის ნაწილს, რომლის მიზანიც ადამიანებისთვის მიკროჩიპების ჩადგმაა, ხოლო ყოველივეს მიღმა ბილ გეითსი იმალება.

"არ არსებობს არანაირი მტკიცებულება აღნიშნულის დასადასტურებლად", - ეუბნებიან BBC-ის ბილ და მელინდა გეითსების ფონდში და აბობენ, რომ მსგავსი ინფორმაციები არის ყალბი. მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, მაისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა ამერიკელთა 28%-ის აზრით, ბილ გეითsს ვაქცინის საშუალებით ადამიანების "დაჩიპვა“ სურს.

  • ვაქცინა გამოიწვევს DNA-ის შეცვლას

დონალდ ტრამპის მომხრე ვებ-გვერდის Newsmax-ის კორესპონდენტმა, ემერალდ რობინსონმა თავის 264 ათას მიმდევარს "ტვიტერში" უთხრა, რომ უფრთხილდნენ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას, რადგანაც მისი მტკიცებით, ვაქცინა საფრთხის შემცველია დნმ-ისთვის.

Pfizer-ის ვაქცინა იყენებს mRNA-ის ტექნოლოგიას, რომელიც აქამდე არასდორს დაუტესტავთ და არასდროს დაუმტკიცებიათ. ის სახიფათოა თქვენი DNA-სთვის. მოხალისეების 75%-ში ვაქცინამ აჩვენა გვერდითი ეფექტი. ფრთხილად იყავით - დაწერა რობინსონმა.

ყოველივეს მოჰყვა უამრავი პოსტი, რომელთა ავტორთა მტკიცებითაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა როგორღაც შეცვლის ადამიანის DNA-ის.

აღნიშნულის შესახებ BBC-მ ჰკითხა სამ დამოუკიდებელ მეცნიერს. სამივე მათგანი ამტკიცებს, რომ კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინა არ შეცვლის ადამიანის DNA-ის. BBC-ის ცნობით, როგორც ჩანს, ამგვარი პრეტენზიების გამავრცელებელ ადამიანებს აქვთ ფუნდამენტური გაუგებრობა გენეტიკასთან დაკაშირებით. გამოცემა წერს, რომ ვაქცინა შეიცავს ვირუსის გენეტიკური მასალის ფრაგმენტს - RNA-ის, თუმცა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი ოლმონდის განმარტებით, ის არ ვნებს ადამინის უჯრედებს, ის არ ვნებს და არ ცვლის ადამიანის დნმ-ს.

ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის, Pfizer-ის სპიკერი ენდრიუ ვიჯერი კი ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ ცვლის ადამიანის DNA-ს. "ის აწვდის ორგანიზმს იმუნიტეტის შექმნის ინსტრუქციას“ - განმარტავს ვიჯერი.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფი საუბრობს იმაზე, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეცვლის ადამიანის დნმ-ს. მსგავსი ინფორმაცია პოპულარული იყო ჯერ კიდევ მაისში.

  • რას გულისხმობს mRNA ტექნოლოგია?

როგორც BBC წერს, გაუგებრობა სავარაუდოდ წარმოიქმნა იმის გამო, რომ ვაქცინის შესაქმნელად "პფაიზერი“ იყენებს RNA-ის. მეცნიერთა განმარტებით რეალურად, RNA მუშაობს როგორც სხეულის ერთგვარი ინსტრუქტორი. ის ორგანიზმში გამოამუშავებს იმ ცილას, რომელიც კორონავირუსის ზედაპირზეა. იმუნური სისტემა კი შედეგად სწავლობს ცილის საწინააღმდეგო ანტისხეულების ამოცნობას და მათ წარმოებას.

Newsmax-ის კორესპონდენტ რობინსონის "ტვიტში" საუბარია იმაზეც, რომ აქამდე mRNA ტექნოლოგია ვაქცინის შესაქმნელად "არც დაუტესტავთ და არც არასდროს დაუმტკიცებიათ.“ როგორც BBC წერს, მართალია ის, რომ აქამდე mRNA-ის გამოყენებით შექმნილი ვაქცინა არ დამტკიცებულა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთი კვლევა ჩატარდა.

პროფესორ ოლმონდის თქმით, Pfizer-ის ვაქცინა არის პირველი ვაქცინა, რომელმაც აჩვენა ყველა ის ეფექტურობა, რაც მისი ლიცენზირებისთვისაა საჭირო.

მხოლოდ ის, რომ ვაქცინა ახალი ტექნოლოგიის გამოყენებითაა შექმნილი, არ ნიშნავს, რომ მისი უნდა გვეშინოდეს, - ამბობს პროფესორი.

  • მითები ვაქცინის უსაფრთხოებაზე

როგორც BBC წერს, ახალი ვაქცინები გადიან მკაცრ შემოწმებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სანამ ისინი ფართო გამოყენებაში ჩაეშვებიან. ვაქცინის განვითარების პირველი და მეორე ფაზები გულისხმობს კლინიკურ კვლევებს, ვაქცინას ამოწმებენ მოხალისეების მცირე ჯგუფზე მისი უსაფრთხოებისა და სწორი დოზის დასადგენად. ვაქცინის განვითარების მესამე ეტაპზე ის ათასობით ადამიანზე იცდება და დგინდება ეფექტურობა. მკვლევართა ჯგუფი მკაცრად აკონტროლებს უარყოფით და გვერდით რეაქციებს. უსაფრთხოების მონიტორინგი კი გრძელდება მას შემდეგაც, რაც ვაქცინა ლიცენზიას მიიღებს.

ვაქცინასთან დაკავშირებული მითების შესახებ ბოლოდროინდელი კვლევის ავტორი კლერ ვარდლი, სოციალურ ქსელში წერს, რომ არსებობს "მონაცემთა დეფიციტი“ mRNA ტექნოლოგიასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, ამ საკითხზე არსებობს საზოგადოების მხრიდან ინფორმაციის დიდი მოთხოვნილება, მაგრამ ვრცელდება მცირე სანდო, თუმცა უამრავი ყალბი ინფორმაცია.

"ყოველივე ადამიანებს დაუცველს ხდის დეზინფორმაციისგან, რომელიც სწრაფად ვრცელდება“ - ამბობს უზუსტო ინფორმაციების კვლევითი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი კლერ ვარდლი.

მისი განმარტებით, მართალია, არსებობს სანდო ინფორმაცია ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თუმცა არასაიმედო ინდივიდუალური ანგარიშები და ალტერნატიული საინფორმაციო საშუალებები შეძლებენ ვაქცინებისადმი საზოგადოების ნდობის შემცირებას.

  • ვაქცინის გვერდითი ეფექტები

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გვერდით ეფექტებზე არაერთ პოსტს შეხვდებით სოციალური ქსელების როგორც ქართულ სივრცეში, ასევე გლობალური მასშტაბითაც. მის გვერდით ეფექტებზე "ტვიტერში“ წერს კორესპონდენტი რობინსონიც.

რობინსონის მტკიცებით, მოხალისეთა 75%-ს გვერდითი მოვლენები გამოუვლინდა, თუმცა თავად მწარმოებლები აცხადებენ, რომ კვლევას არ უჩვენებია სერიოზული პრობლემები უსაფრთხოების კუთხით. როგორც BBC წერს, ბევრ ვაქცინას აქვს გვერდითი ეფექტი, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა სრულებით არაა ისეთი საშიში, რომ ანტივაქსერების მოსაზრებების გვჯეროდეს.

მსგავსად ყველა სხვა ვაქცინისა, ამ ვაქცინამაც შეიძლება გამოიწვიოს მოკლევადიანი გვერდითი ეფექტი, მათ შორის, ტკივილი ინექციის ადგილას, სიცხე კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი და დაღლილობის შეგრძნება, - ამბობს პროფესორი, ექიმი პენი ვარდი.

ვარდი ასევე აღნიშნავს, რომ ამგვარი გვერდითი მოვლენები აქვს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინასაც, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იკეთებს. გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, არის მსუბუქი და ორ დღეში ქრება. გვერდითი მოვლენების უსიამოვნო განცდის შემსუბუქება კი პარაცეტამოლის, ან იბუპროფენის გამოყენებითაა შესაძლებელი.

როგორც BBC წერს, გაუგებარია, რა ინფორმაციის საფუძველზე ამტკიცებს რობინსონი, რომ 75% -ში ვაქცინამ გვერდითი ეფექტი აჩვენა. გამოცემის ცნობით, შესაძლოა, ის ეყრდნობოდეს ვაქცინის ადრეულ კვლევას, რომელიც კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა და მსუბუქი გვერდითი ეფექტები გამოვლინდა.

ამასთან გვერდითი ეფექტების შესახებ სრული მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები ადასტურებენ, რომ მას აქვს მსუბუქი გვერდითი ეფექტები. ზუსტ მონაცემებს კი ისინი უახლოეს კვირებში გამოაქვეყნებენ.

მომზადებულია BBC.com-ზე დაყრდნობით

27 წლის ბიჭი, რომელმაც ერთ-ერთი კრიპტოვალუტა შექმნა და მილიარდერი გახდა - ვინ არის ვიტალი ბუტერინი და რა კავშირი აქვს რუსეთთან

"თუ რუსეთი უგუნურად და აგრესიულად იმოქმედებს, შეერთებული შტატები მას უპასუხებს" -  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

დედამიწას მწყობრიდან გამოსული გიგანტური ჩინური რაკეტა უახლოვდება - რა საფრთხეებზე საუბრობენ პენტაგონში