საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხაშურში 2-მა პირმა, დანის მუქარით, ავტოგასამართი სადგური დააყაჩაღა - თავდამსხმელები დააკავეს
ხაშურში 2-მა პირმა, დანის მუქარით, ავტოგასამართი სადგური დააყაჩაღა - თავდამსხმელები დააკავეს

ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით 2 პირი და­ა­კა­ვეს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი "გალ­ფის" ოპე­რა­ტორს ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით, სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით თან­ხა გას­ტა­ცეს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.დ. და 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.გ., ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით, ხა­შურ­ში, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი "გალ­ფის" ოპე­რა­ტორს, 1952 წელს და­ბა­დე­ბულ მ.გ.-ს, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით, სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით თან­ხა გას­ტა­ცეს. პო­ლი­ცი­ამ ორი­ვე პირი მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღე­ბი - ორი დანა ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რე­ბენ.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ყა­ჩა­ღო­ბას გუ­ლის­ხმობს. და­ნა­შა­უ­ლი 6-დან 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ხაშურში 2-მა პირმა, დანის მუქარით, ავტოგასამართი სადგური დააყაჩაღა - თავდამსხმელები დააკავეს

ხაშურში 2-მა პირმა, დანის მუქარით, ავტოგასამართი სადგური დააყაჩაღა - თავდამსხმელები დააკავეს

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ბრალდებულებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე ავტოგასამართი სადგური "გალფის" ოპერატორს ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თანხა გასტაცეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული გ.დ. და 2002 წელს დაბადებული ე.გ., ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ხაშურში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე ავტოგასამართი სადგური "გალფის" ოპერატორს, 1952 წელს დაბადებულ მ.გ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თანხა გასტაცეს. პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ბავშვები რო სდომოდა, დედას არ მოუკლავდა" - ხაშურში, 23 წლის სალომე ჩიქოვანის მკვლელობისთვის, მის ყოფილ ქმარს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"მექნება საშუალება, ვთქვა ყველაფერი... მოთხოვნები გაგრძელდება. არანაირი პარტიის წევრი არ ვარ, ვერ ვიტან პოლიტიკოსებს" - რა განაცხადა სასამართლო პროცესზე ლევან ზურაბაშვილმა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა