სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორჯერ დიდ ქვეყანას მოვემსახურებით, იმხელა საწოლფონდი გვაქვსო... სიშტერესაც აქვს საზღვარი!" - რას წერს ჟურნალისტი
"ორჯერ დიდ ქვეყანას მოვემსახურებით, იმხელა საწოლფონდი გვაქვსო... სიშტერესაც აქვს საზღვარი!" - რას წერს ჟურნალისტი

ჟურ­ნა­ლის­ტი დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­წო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრ ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც მან დღეს გა­ა­კე­თა. ტი­კა­რა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­წოლ­ფონ­დი შე­იძ­ლე­ბა ორ­ჯერ დიდ ქვე­ყა­ნას მო­ემ­სა­ხუ­როს.

"ნა­მუ­სი თუ არ აქვთ, ში­შიც არ აქვთ? მგო­ნი მი­ვე­დით ზღვრამ­დე, როცა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ნა­შა­ულს ნიშ­ნავს. სა­ხელ­მწი­ფო და­ნა­შა­ულს... დღეს მი­ნის­ტრი ტი­კა­რა­ძე გა­მო­ტი­კინ­და და ორ­ჯერ დიდ ქვე­ყა­ნას მო­ვემ­სა­ხუ­რე­ბით, იმ­ხე­ლა სა­წოლ­ფონ­დი გვქ­ვსო... აგერ, ლე­ვან რა­ტი­ა­ნი დგას "ფორ­მუ­ლას" ჩარ­თვა­ზე და ლა­მის ტი­რის კაცი - ად­გი­ლი აღარ მაქვს, მო­ი­ფიქ­რეთ რამე ეს ხალ­ხი რო გა­დარ­ჩე­სო... თან ხუთ­ჯერ თქვა, პო­ლი­ტი­კა არ მა­ინ­ტე­რე­სებ­სო - სირ­ცხვი­ლი არაა, დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ექიმს რომ ამა­ზე უწევს ფი­ცი­ლი? მერე ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის დი­რექ­ტორ­მა ილა­პა­რა­კა, ტი­რო­და ქალი, ად­გი­ლი აღარ გვაქ­ვსო.. ად­გი­ლი კი არა, ჟანგბა­დის წნე­ვაც აღარ გვყოფ­ნი­სო... გა­აც­ნო­ბი­ე­როს ვინ­მემ, რომ ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის მარ­თვა ბევ­რად რთუ­ლია, ვიდ­რე ბი­ძი­ნას სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კა­ბი­ნე­ტის მე­ნე­ჯმენ­ტი... გა­აფ­რი­ნეთ მან­და, მთავ­რო­ბა­ში? ეს უკვე გაც­და პო­ლი­ტი­კას და ძა­ლა­უფ­ლე­ბას, ხალ­ხო, ფრთხი­ლად იყა­ვით, სიშ­ტე­რე­საც აქვს სა­ზღვა­რი!!! სას­წრა­ფო ამ­ბობს, ად­გი­ლი მო­ძებ­ნეთ და იქ მი­გიყ­ვან­თო და კიდე, ხმა არა­ვინ ამო­ი­ღოს ხალ­ხის შე­უგ­ნებ­ლო­ბა­ზე რა - და­ლოც­ვი­ლო, მთავ­რო­ბა რო ხარ და ხალ­ხს მა­სობ­რი­ვი ტუ­რიზ­მის­კენ მო­უ­წო­დებ, მთავ­რო­ბა რო ხარ და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში თავ­ყრი­ლო­ბას და­საშ­ვე­ბად აცხა­დებ, ისე კი კრძა­ლავ, სა­ეკ­ლე­სიო რი­ტუ­ა­ლებ­ში პრობ­ლე­მას ვერ ხე­დავ, სხვა რი­ტუ­ა­ლე­ბი კი გეპ­რობ­ლე­მე­ბა... მთავ­რო­ბა ხარ? ეს ორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბია, ზუს­ტად ხალ­ხს რომ თავ­გზას უბ­ნევს..." - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

ცნო­ბის­თვის, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მკურ­ნა­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე ისა­უბ­რა. მისი თქმით, პა­ცი­ენ­ტე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­წო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­რი­სია.

„ჩვენ გა­ვა­კე­თეთ ანა­ლი­ზი იმის შე­სა­ხებ, რა კა­ტე­გო­რი­ის პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში კლი­ნი­კებ­ში გან­თავ­სე­ბულ­ნი. ასე­ვე გა­ვა­კე­თეთ ანა­ლი­ზი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რამ­დე­ნად სწო­რად გვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მი­ლი სა­წოლ­ფონ­დის მო­ბი­ლი­ზა­ცია მისი ხა­რის­ხობ­რი­ვი პრო­პორ­ცი­ით. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­წოლ­ფონ­დით შე­იძ­ლე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­ე­წი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე ორ­ჯერ დიდ ქვე­ყა­ნას.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ისევ და ისევ სა­წოლ­ფონ­დის სწო­რად მარ­თვა, რო­გორც ასა­კობ­რივ ჭრილ­ში, ასე­ვე იმ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა პა­ცი­ენტს ჰქონ­დეს თან­მხლე­ბად, რაც შე­იძ­ლე­ბა გან­სა­ზღვრავ­დეს მის, რო­გორც რის­კის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტის სტა­ტუსს“, - გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ით 36 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლილ­თა სა­ერ­თო რი­ცხვი 1012-მდე გა­ი­ზარ­და.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სულ 24 სა­ათ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში და­დას­ტურ­და კო­რო­ნა­ვირუ­სის 3958 შემ­თხვე­ვა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თანამდებობისთვის შეუფერებელი
31

ხოდა ვინმეს ადგილი რო არ იქნება საავადმყოფოში მიუყვანეთ და დაუწვინეთ სამინისტროს ფოიეში იქნებ მაშინ დაინახოს მაგ შტერმა რა ხდება ქვეყანაში

გიო
45

ქოცებს მაინც ვერ დააჯერებ ვერაფერს, აზრი არ აქვს მათთან ლაპარაკს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ორჯერ დიდ ქვეყანას მოვემსახურებით, იმხელა საწოლფონდი გვაქვსო... სიშტერესაც აქვს საზღვარი!" - რას წერს ჟურნალისტი

"ორჯერ დიდ ქვეყანას მოვემსახურებით, იმხელა საწოლფონდი გვაქვსო... სიშტერესაც აქვს საზღვარი!" - რას წერს ჟურნალისტი

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში, საწოლების რაოდენობის შესახებ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან დღეს გააკეთა. ტიკარაძის თქმით, საქართველოში მობილიზებული საწოლფონდი შეიძლება ორჯერ დიდ ქვეყანას მოემსახუროს.

"ნამუსი თუ არ აქვთ, შიშიც არ აქვთ? მგონი მივედით ზღვრამდე, როცა უპასუხისმგებლობა დანაშაულს ნიშნავს. სახელმწიფო დანაშაულს... დღეს მინისტრი ტიკარაძე გამოტიკინდა და ორჯერ დიდ ქვეყანას მოვემსახურებით, იმხელა საწოლფონდი გვქვსო... აგერ, ლევან რატიანი დგას "ფორმულას" ჩართვაზე და ლამის ტირის კაცი - ადგილი აღარ მაქვს, მოიფიქრეთ რამე ეს ხალხი რო გადარჩესო... თან ხუთჯერ თქვა, პოლიტიკა არ მაინტერესებსო - სირცხვილი არაა, დღევანდელ სიტუაციაში ექიმს რომ ამაზე უწევს ფიცილი? მერე ბოჭორიშვილის დირექტორმა ილაპარაკა, ტიროდა ქალი, ადგილი აღარ გვაქვსო.. ადგილი კი არა, ჟანგბადის წნევაც აღარ გვყოფნისო... გააცნობიეროს ვინმემ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის მართვა ბევრად რთულია, ვიდრე ბიძინას სტომატოლოგიური კაბინეტის მენეჯმენტი... გააფრინეთ მანდა, მთავრობაში? ეს უკვე გაცდა პოლიტიკას და ძალაუფლებას, ხალხო, ფრთხილად იყავით, სიშტერესაც აქვს საზღვარი!!! სასწრაფო ამბობს, ადგილი მოძებნეთ და იქ მიგიყვანთო და კიდე, ხმა არავინ ამოიღოს ხალხის შეუგნებლობაზე რა - დალოცვილო, მთავრობა რო ხარ და ხალხს მასობრივი ტურიზმისკენ მოუწოდებ, მთავრობა რო ხარ და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თავყრილობას დასაშვებად აცხადებ, ისე კი კრძალავ, საეკლესიო რიტუალებში პრობლემას ვერ ხედავ, სხვა რიტუალები კი გეპრობლემება... მთავრობა ხარ? ეს ორმაგი სტანდარტებია, ზუსტად ხალხს რომ თავგზას უბნევს..." - წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა. მისი თქმით, პაციენტების სამკურნალოდ საქართველოში საწოლების რაოდენობა საკმარისია.

„ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი იმის შესახებ, რა კატეგორიის პაციენტები არიან საქართველოში კლინიკებში განთავსებულნი. ასევე გავაკეთეთ ანალიზი იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწორად გვაქვს საქართველოში დაგეგმილი საწოლფონდის მობილიზაცია მისი ხარისხობრივი პროპორციით. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დღეს მობილიზებული საწოლფონდით შეიძლება მომსახურება გაეწიოს საქართველოს მოსახლეობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას.

აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის ისევ და ისევ საწოლფონდის სწორად მართვა, როგორც ასაკობრივ ჭრილში, ასევე იმ ქრონიკული დაავადებების გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება პაციენტს ჰქონდეს თანმხლებად, რაც შეიძლება განსაზღვრავდეს მის, როგორც რისკის მქონე პაციენტის სტატუსს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით 36 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1012-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3958 შემთხვევა.

"როცა ვიმალებოდით, არავინ შეგვიფარა. ერთმა კაცმა ისიც გვითხრა, თუ არ წავიდოდით, თავად მოგვკლავდა..." - რას წერს ანა სუბელიანი 5 ივლისის მოვლენებზე

"მთელი ერი გააფთრებული ვჯიჯგნით ერთმანეთს, ბერები ტყვიით არკვევენ ქონების საკითხებს, ყოველდღე ღობეს სწევს ყველა მეზობელი..." - რას წერს ვაჟა-ფშაველას შთამომავალი

"დაგვიკავშირდნენ, თითქოს ჩვენი მონაცემები ნანუკას ფონდმა გადასცა და უნდოდათ დაგვხმარებოდნენ" - კარინა გრიგორიანის პოსტი თაღლითურ სქემაზე და ჟორჟოლიანის კომენტარი