სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ამ კონკრეტული ეპიდტალღის პიკზე ვიყავით გუშინ... რაც მალე მოვხსნით შეზღუდვებს, მით უკეთესი იქნება" - რას წერს ინფექციონისტი
"ჩვენ ამ კონკრეტული ეპიდტალღის პიკზე ვიყავით გუშინ... რაც მალე მოვხსნით შეზღუდვებს, მით უკეთესი იქნება" - რას წერს ინფექციონისტი

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ პან­დე­მი­ურ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ი­მე­დო პროგ­ნოზს აქ­ვეყ­ნებს.

"ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის "Institute for Health Metrics and Evaluation" - წარ­მო­ად­გენს ერთ-ერთ ავ­ტო­რი­ტე­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ჯან­დაც­ვის სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის კუ­თხით. სწო­რედ მას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი და მის­გან ღე­ბუ­ლობს კო­ვი­დის ეპი­დე­მი­ის პროგ­ნოს­ტულ მაჩ­ვე­ნებ­ლებს. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით (იხი­ლეთ გრა­ფი­კი ქვე­მოთ), ჩვენ ამ კონ­კრე­ტუ­ლი ეპი­დტალ­ღის პიკ­ზე ვი­ყა­ვით გუ­შინ. ჩე­მის აზ­რით, ეს პროგ­ნო­ზი საკ­მა­ოდ ზუს­ტია. მარ­თა­ლია, ისი­ნი გა­ცი­ლე­ბით რთულ მა­თე­მა­ტი­კურ ალ­გო­რით­მებს ეყ­რდნო­ბი­ან, მაგ­რამ ემ­პი­რი­უ­ლი შე­ფა­სე­ბი­თაც კი, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სხვა ქვეყ­ნე­ბის მრუ­დე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს და და ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის იმუ­ნო­ლო­გი­ურ კვლე­ვებ­ში დაგ­რო­ვილ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ზუს­ტად იგი­ვე დას­კვნის გა­მო­ტა­ნა შე­იძ­ლე­ბა. და თუ ეს ასეა, მა­შინ შე­ზღუდ­ვე­ბის გამ­კაც­რე­ბა უბ­რა­ლოდ არა­ფერს მო­ი­ტანს გარ­და ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზის გაღ­რმა­ვე­ბი­სა.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ყვე­ლა შე­ზღუდ­ვის პირ­ვე­ლი ეფექ­ტი გა­მოჩ­ნდე­ბა 2-3 კვი­რის შემ­დეგ, მა­ნამ­დე არა (ეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა) ასე რომ, თუ უახ­ლო­ეს 1-2 კვი­რა­ში ვნა­ხეთ კლე­ბის ტენ­დენ­ცია (შემ­თხვე­ვე­ბის კლე­ბას ვგუ­ლის­ხმობ, თო­რემ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის პიკი და­იგ­ვი­ა­ნებს 2-3 კვი­რა, რო­გორც ახა­სი­ა­თებს კო­ვიდს), ეს არ იქ­ნე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა, არა­მედ და­ა­დას­ტუ­რებს Institute for Health Metrics and Evaluation - ის პროგ­ნოზს და ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, ჩე­მის აზ­რით, რაც მალე მოვხსნით შე­ზღუდ­ვებს, მით უკე­თე­სი იქ­ნე­ბა.

P.S. შეც­დო­მა­ში არ შე­გიყ­ვა­ნოთ გა­მოვ­ლე­ნი­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ზრდამ, რად­გან უახ­ლო­ეს ხანს იგეგ­მე­ბა 2.5-ჯერ გაზ­რდა ტეს­ტი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის; ამ გრა­ფიკ­ზე სა­უ­ბა­რია ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა პროგ­ნო­ზი­რე­ბულ სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა­ზე და არა გა­მოვ­ლე­ნის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, რაც ცხა­დია ტეს­ტი­რე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი)", - წერს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დაგუგლეთ და სცადეთ
5

დედას ქონდა კოვიდი, ფბზე ვნახე მკურნალში ხალხი წერდა წყ ზეჟანგზე როგორც ყველაფრის წამალზე, ვცადე და 2 დღეში სრულად გამოჯანმრთელდა! 74წლისაა!

თენგო
46

გაქანებული ნაცის მეტი, სხვა ასე ვინ იმსჯელებს? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ჩვენ ამ კონკრეტული ეპიდტალღის პიკზე ვიყავით გუშინ... რაც მალე მოვხსნით შეზღუდვებს, მით უკეთესი იქნება" - რას წერს ინფექციონისტი

"ჩვენ ამ კონკრეტული ეპიდტალღის პიკზე ვიყავით გუშინ... რაც მალე მოვხსნით შეზღუდვებს, მით უკეთესი იქნება" - რას წერს ინფექციონისტი

ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოში არსებულ პანდემიურ ვითარებასთან დაკავშირებით საიმედო პროგნოზს აქვეყნებს.

"ვაშინგტონის უნივერსიტეტის "Institute for Health Metrics and Evaluation" - წარმოადგენს ერთ-ერთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას ჯანდაცვის სტატისტიკური ანალიზის კუთხით. სწორედ მასთან თანამშრომლობს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მისგან ღებულობს კოვიდის ეპიდემიის პროგნოსტულ მაჩვენებლებს. ამ ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით (იხილეთ გრაფიკი ქვემოთ), ჩვენ ამ კონკრეტული ეპიდტალღის პიკზე ვიყავით გუშინ. ჩემის აზრით, ეს პროგნოზი საკმაოდ ზუსტია. მართალია, ისინი გაცილებით რთულ მათემატიკურ ალგორითმებს ეყრდნობიან, მაგრამ ემპირიული შეფასებითაც კი, თუ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნების მრუდების თავისებურებებს და და ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსის იმუნოლოგიურ კვლევებში დაგროვილ ინფორმაციას, ზუსტად იგივე დასკვნის გამოტანა შეიძლება. და თუ ეს ასეა, მაშინ შეზღუდვების გამკაცრება უბრალოდ არაფერს მოიტანს გარდა ეკონომიკური კრიზის გაღრმავებისა.

გაითვალისწინეთ, რომ ყველა შეზღუდვის პირველი ეფექტი გამოჩნდება 2-3 კვირის შემდეგ, მანამდე არა (ეს დადასტურებული ჭეშმარიტებაა) ასე რომ, თუ უახლოეს 1-2 კვირაში ვნახეთ კლების ტენდენცია (შემთხვევების კლებას ვგულისხმობ, თორემ სიკვდილიანობის პიკი დაიგვიანებს 2-3 კვირა, როგორც ახასიათებს კოვიდს), ეს არ იქნება შეზღუდვების დამსახურება, არამედ დაადასტურებს Institute for Health Metrics and Evaluation - ის პროგნოზს და ასეთ ვითარებაში, ჩემის აზრით, რაც მალე მოვხსნით შეზღუდვებს, მით უკეთესი იქნება.

P.S. შეცდომაში არ შეგიყვანოთ გამოვლენილი შემთხვევების ზრდამ, რადგან უახლოეს ხანს იგეგმება 2.5-ჯერ გაზრდა ტესტირების რაოდენობის; ამ გრაფიკზე საუბარია ინფიცირებულთა პროგნოზირებულ საერთო რაოდენობაზე და არა გამოვლენის რაოდენობაზე, რაც ცხადია ტესტირების ინტენსიურობაზეა დამოკიდებული)", - წერს ინფექციონისტი.