მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობის ადმინისტრაცია მმართველი ეკონომიკური გუნდისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს
მთავრობის ადმინისტრაცია მმართველი ეკონომიკური გუნდისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით, მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დი, ვიცე-პრე­მი­ერ მაია ცქი­ტიშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ბაზ­რო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, შეხ­ვედ­რის მთა­ვა­რი თემა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­საძ­ლო და­მა­ტე­ბი­თი წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი და ამ პრო­ცეს­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა იყო.

რო­გორც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რებ­მა ბაზ­რო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან დე­ტა­ლუ­რად მო­ის­მი­ნეს, თუ რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე არი­ან ისი­ნი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში და რა სა­ხის და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­წეს­დეს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­ნე­ლე­ბის მიზ­ნით.

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ან­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, რომ­ლე­ბიც ერთი მხრივ, ხელს შე­უ­წყობს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­კა­ვე­ბას და მე­ო­რე მხრივ, შე­და­რე­ბით ნაკ­ლებ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს ეკო­ნო­მი­კას.

დის­კუ­სი­ის დროს აღი­ნიშ­ნა, რომ და­მა­ტე­ბი­თი წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბი­სას მთავ­რო­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა. შეხ­ვედ­რა­ზე კი­დევ ერთხელ გა­ეს­ვა ხაზი, რომ ამ ეტაპ­ზე სრუ­ლი „ლო­ქ­და­უ­ნი" არ იგეგ­მე­ბა.

პრე­მი­ე­რის და­ვა­ლე­ბით ვიცე-პრე­მი­ერ მაია ცქი­ტიშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დი კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ინ­ტენ­სი­ურ შეხ­ვედ­რებს გა­ნაგ­რძობს.

შეხ­ვედ­რას ვიცე-პრე­მი­ე­რი, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი ნა­თია თურ­ნა­ვა ეს­წრე­ბოდ­ნენ.

"ბიზ­ნე­სის სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან უშუ­ა­ლო დი­ა­ლოგ­ში გან­ვი­ხი­ლავთ იმ შე­საძ­ლო შე­ზღუდ­ვებს, რო­მე­ლიც ერთი მხრივ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­ნე­ლე­ბის­თვის და მე­ო­რე მხრივ, რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად და­ა­ზი­ა­ნებს ჩვენს ბიზ­ნესს", - ამის შე­სა­ხებ მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა, მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კურ გუნდსა და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, არც მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და არც ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა არ იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­მო­ცხად­დეს სის­ტე­მუ­რი "ლო­ქ­და­უ­ნი", რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს სახ­ლი­დან გა­მოს­ვლის ან საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ზღუდ­ვას და ა.შ. რო­გორც ცქი­ტიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბის გა­ფარ­თო­ვე­ბის ან და­მა­ტე­ბი­თი წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბის შე­მო­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის დი­ნა­მი­კით.

"და­ახ­ლო­ე­ბით 4000 შემ­თხვე­ვა გვქონ­და დღეს და რა თქმა უნდა, ყვე­ლას ძა­ლი­ან კარ­გად გვეს­მის, რომ ასე­თი მა­ღა­ლი გავ­რცე­ლე­ბის დი­ნა­მი­კა ძა­ლი­ან უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა მათ შო­რის ეკო­ნო­მი­კა­ზეც. ყო­ველ­გვა­რი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის გა­რე­შეც, დღეს ჩვენ ბიზ­ნე­სის­გან მო­ვის­მი­ნეთ, რომ სწო­რედ ამ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ფო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მათი გა­ყიდ­ვე­ბი ისე­დაც შე­ზღუ­დუ­ლია, ამი­ტომ ყვე­ლას სა­ერ­თო ამო­ცა­ნა და სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სია, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად შე­ვა­ნე­ლოთ ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბა, და­ვას­ტა­ბი­ლუ­როთ სი­ტუ­ა­ცია და ამით ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას, სა­ვაჭ­რო ქსე­ლებს, ბიზ­ნესს მივ­ცემთ იმ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი ეკო­ნო­მი­კუ­რი სიძ­ლი­ე­რის­თვის", - აღ­ნიშ­ნა მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა.

მან ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა, რომ ამ ეტაპ­ზე არ არ­სე­ბობს შე­ზღუდ­ვე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი და რომ შე­ზღუდ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა და­წეს­დეს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­სა­კა­ვებ­ლად ბიზ­ნეს­თან მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გზით იგეგ­მე­ბა.

„რო­დე­საც წერ­ტი­ლო­ვან შე­ზღუდ­ვებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ახალს ვე­რა­ფერს გა­მო­ვი­გო­ნებთ, შეგ­ვიძ­ლია გა­დავ­ხე­დოთ სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას, იმ პრაქ­ტი­კას რო­მელ­საც ყვე­ლა ქვე­ყა­ნა მი­მარ­თავს. ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში თან­ხმდე­ბი­ან იმა­ზე , რომ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­ნე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არის მო­ბი­ლო­ბის დაგ­დე­ბა, ისე­ვე რო­გორც პირ­ბა­დის მოხ­მა­რე­ბა. რო­დე­საც მო­ბი­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის შემ­ცი­რე­ბა გარ­კვე­უ­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გარ­კვე­უ­ლი ტი­პის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ზღუდ­ვა , შე­იძ­ლე­ბა იყოს ცალ­კე­ულ ქა­ლა­ქებ­ში ან და­სახ­ლე­ბებ­ში ტრან­სპო­ტის შე­ჩე­რე­ბა, მაგ­რამ ჩვენ არ ვსა­უბ­რობთ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სის­ტე­მურ „ლო­ქ­და­უნ­ზე“, ან „ლო­ქ­და­უ­ნის“ მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. ვსა­უბ­რობთ ისე­თი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ან მათ ერ­თობ­ლი­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად დაგ­ვეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ მო­ბი­ლო­ბა დავ­წი­ოთ, და შე­ვა­ნე­ლოთ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Თეო
114

Მაგრები ხართ. ჭკვიანურად მსჯელობთ. აშკარად ბევრად ჰუმანურები ხართ ვიდრე ე.წ. ოპოზიცია, რომლებმაც უაზრო მიტინგებს და საკუთარ ამბიციებს გადააყოლეს ხალხი და ამ გაგანია პანდემიის დროს მიტინგს მიტინგზე მართავდნენ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. წარმატებებს გისურვებთ, ასევე ვინატრებდი რომ კიდევ მეტი გონივრულობით მიუდგეთ ქვეყნის მართვას.და მტრის და მოყვარის გარჩევა ისწავლოთ.

მგზავრი
0

ყვარყვარეზე ხაართ ნაყურები???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

მთავრობის ადმინისტრაცია მმართველი ეკონომიკური გუნდისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაცია მმართველი ეკონომიკური გუნდისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს

პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლო დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები და ამ პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება იყო.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ბაზრობების წარმომადგენლებისგან დეტალურად მოისმინეს, თუ რა გამოწვევების წინაშე არიან ისინი პანდემიის პირობებში და რა სახის დამატებითი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ვირუსის გავრცელების შენელების მიზნით.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების შემუშავება, რომლებიც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შეკავებას და მეორე მხრივ, შედარებით ნაკლებ ზიანს მიაყენებს ეკონომიკას.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებისას მთავრობის მთავარი ამოცანა სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებაა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ამ ეტაპზე სრული „ლოქდაუნი" არ იგეგმება.

პრემიერის დავალებით ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ.

"ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან უშუალო დიალოგში განვიხილავთ იმ შესაძლო შეზღუდვებს, რომელიც ერთი მხრივ აუცილებელია ვირუსის გავრცელების შენელებისთვის და მეორე მხრივ, რაც შეიძლება ნაკლებად დააზიანებს ჩვენს ბიზნესს", - ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არც მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და არც ეკონომიკური განვითარება არ იძლევა საშუალებას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდეს სისტემური "ლოქდაუნი", რომელიც გულისხმობს სახლიდან გამოსვლის ან საქმიანობის შეზღუდვას და ა.შ. როგორც ცქიტიშვილი აღნიშნავს, აქტიურად განიხილება წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოვების ან დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა, რაც განპირობებულია ეპიდემიის გავრცელების დინამიკით.

"დაახლოებით 4000 შემთხვევა გვქონდა დღეს და რა თქმა უნდა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ასეთი მაღალი გავრცელების დინამიკა ძალიან უარყოფითად აისახება მათ შორის ეკონომიკაზეც. ყოველგვარი შეზღუდვების დაწესების გარეშეც, დღეს ჩვენ ბიზნესისგან მოვისმინეთ, რომ სწორედ ამ ეპიდემიოლოგიური ფონიდან გამომდინარე მათი გაყიდვები ისედაც შეზღუდულია, ამიტომ ყველას საერთო ამოცანა და საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება, დავასტაბილუროთ სიტუაცია და ამით ჩვენს მოსახლეობას, სავაჭრო ქსელებს, ბიზნესს მივცემთ იმ ჩვეულებრივი საქმიანობის აღდგენის შესაძლებლობას, რომელიც აუცილებელია მათი ეკონომიკური სიძლიერისთვის", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს შეზღუდვების კონკრეტული ჩამონათვალი და რომ შეზღუდვები, რომლებიც შესაძლოა დაწესდეს ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის გზით იგეგმება.

„როდესაც წერტილოვან შეზღუდვებზე ვსაუბრობთ, ახალს ვერაფერს გამოვიგონებთ, შეგვიძლია გადავხედოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, იმ პრაქტიკას რომელსაც ყველა ქვეყანა მიმართავს. ეპიდემიოლოგები მთელ მსოფლიოში თანხმდებიან იმაზე , რომ ვირუსის გავრცელების შენელების ყველაზე ეფექტური საშუალება არის მობილობის დაგდება, ისევე როგორც პირბადის მოხმარება. როდესაც მობილობის შემცირებაზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება იყოს სამუშაო საათების შემცირება გარკვეული დღეების განმავლობაში, გარკვეული ტიპის საქმიანობის შეზღუდვა , შეიძლება იყოს ცალკეულ ქალაქებში ან დასახლებებში ტრანსპოტის შეჩერება, მაგრამ ჩვენ არ ვსაუბრობთ ქვეყნის მასშტაბით სისტემურ „ლოქდაუნზე“, ან „ლოქდაუნის“ მსგავს ღონისძიებებზე. ვსაუბრობთ ისეთი ტიპის ღონისძიებებზე ან მათ ერთობლიობაზე, რომელიც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება იმაში, რომ მობილობა დავწიოთ, და შევანელოთ ვირუსის გავრცელება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რამდენად რეალურია და რას შეცვლიდა აშშ-ის მუდმივი სამხედრო ყოფნა საქართველოში?

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

PACE-ს დამკვირვებლები ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში