მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნოემბერში თავადაც დაინფიცირდა. რთულად იყო, მაგრამ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებთან იყო, - პაციენტებს ვერ ვუღალატებო" - რას წერენ 28 წლის ქართველ ექიმზე
"ნოემბერში თავადაც დაინფიცირდა. რთულად იყო, მაგრამ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებთან იყო, - პაციენტებს ვერ ვუღალატებო" - რას წერენ 28 წლის ქართველ ექიმზე

"ნო­ემ­ბერ­ში თა­ვა­დაც და­ინ­ფი­ცირ­და. რთუ­ლად იყო, მაგ­რამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან იყო, - პა­ცი­ენ­ტებს ვერ ვუ­ღა­ლა­ტე­ბო" - რა წე­რენ 28 წლის ქარ­თველ ექიმ­ზე

"ჩემი მე­გო­ბა­რი გმი­რია!" - ამ სა­ხელ­წო­დე­ბის ჩა­ნა­წე­რი გავ­რცელ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რო­მელ­შიც სა­ჩხე­რის სა­ა­ვად­მყო­ფოს ექიმ თაზო თო­და­ძე­ზე მისი მე­გო­ბა­რი წერს, თუ რო­გორ არ შე­უ­წყვე­ტია თვი­თონ ინ­ფი­ცი­რე­ბულ ექიმს სხვებ­ზე ზრუნ­ვა:

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გერ­მა­ნე­ლი ექი­მის ფოტო გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მე­ლიც თა­ვად ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო და კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ემო­ცი­უ­რი ფოტო, წარ­წე­რით: "გმი­რი" ბევრ ადა­მი­ანს ჰქონ­და გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი. ცოტა არ იყოს, თავი უხერ­ხუ­ლად ვიგ­რძე­ნი: სა­დღაც ბერ­ლი­ნის სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მის გმი­რო­ბა­ზე და თავ­გან­წირ­ვა­ზე სა­უბ­რობ­და ხალ­ხი, ამ დროს ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, აქვე, ჩვენს რა­ი­ონ­ში, კო­ვიდ 19-ის და­ფიქ­სი­რე­ბის დღი­დან, თა­ვის კო­ლე­გებ­თან ერ­თად, არა­ნაკ­ლებ გმი­რულ ბრძო­ლა­შია ჩარ­თუ­ლი.

ჰო და, გა­დავ­წყვი­ტე თაზო ექიმ­ზე გი­ამ­ბოთ.

ასევე დაგაინტერესებთ
14:12 / 23-11-2020

"დიდ კლინიკებთან საველე ჰოსპიტლები, 100-500 პაციენტზე გათვლილი კარვები უნდა გაიხსნას" - კლინიკების ასოციაცია მთავრობას მიმართავს

15:08 / 23-11-2020

"ჩვენ 2,5-ჯერ მეტი ინფიცირებული გვყავს, ვიდრე ვავლენთ და ვაცხადებთ" - პაატა იმნაძე

09:45 / 24-11-2020

ვინც ვაქცინას აკონტროლებს, ის მსოფლიოსაც მართავს? - "კოვიდ-19"-მა გააშიშვლა მსოფლიო საზოგადოებაში არსებული ნეგატიური თვისებები - ანგარება, შური, ეგოცენტრიზმი"

12:13 / 24-11-2020

"პაციენტები ფსიქოლოგიურად უკეთ რომ იყვნენ, ვეხუმრები ხოლმე, სიცილი ჩემი ავადმყოფობისასაც ძალიან  დამეხმარა“ - რას ყვება ექიმი, რომელმაც კოვიდინფიცირებისასაც არ შეწყვიტა პაციენტების მკურნალობა

ჩემი და თა­ზოს ურ­თი­ერ­თო­ბა მე­გობ­რო­ბას, ექი­მი­სა და პა­ცი­ენ­ტის ურ­თი­ერ­თო­ბა­საც მო­ი­ცავს. ის კარ­გი მე­გო­ბა­რი და უფრო კარ­გი ექი­მია. მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი და თსსუ -ს რე­ზი­დენ­ტი სულ რა­ღაც 28 წლი­საა. თაზო თო­და­ძე მე­სა­მე წე­ლია სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში ემერ­ჯენ­სის ექი­მად მუ­შა­ობს. იმ დროს, რო­დე­საც მას­ზე გა­მოც­დილ ექი­მებ­საც, სრუ­ლი­ად უცხო ვირუ­სის წი­ნა­შე, ერ­თგვა­რი შიში ჰქონ­დათ, კო­ვიდ და­დას­ტუ­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას ყოყ­მა­ნის გა­რე­შე და­თან­ხმდა. კო­ვიდ ინ­ტენ­სი­უ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ექი­მად დღემ­დე მუ­შა­ობს. რაც დრო გა­დის, გა­მოც­დი­ლე­ბას­თან ერ­თად, მისი პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვიც მა­ტუ­ლობს.

მე მე­გო­ბა­რი ვარ და ახალ­გაზ­რდა კა­ცის ენ­თუ­ზი­აზ­მის შე­სა­ხებ ვიცი. ვიცი თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­გორ გა­ნიც­დის. ვხე­დავ, რა­დი­კა­ლუ­რად რო­გორ შე­იც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბის წესი. მუდ­მი­ვად გა­მო­უ­ძი­ნე­ბე­ლია, ბევ­რჯერ მში­ე­რი, ფი­ზი­კუ­რად და ემო­ცი­უ­რად დაღ­ლი­ლი. სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის­თვის, არც დას­ვე­ნე­ბის­თვის, დრო არ რჩე­ბა. ნო­ემ­ბერ­ში თა­ვა­დაც და­ინ­ფი­ცირ­და. პნევ­მო­ნი­ით და სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბით რთუ­ლად იყო. და­ვუ­რე­კე და მო­ვი­კი­თხე, ვე­ხუმ­რე: ახლა მა­ინც ხომ და­ის­ვე­ნებთქო... ნუ­რას უკაც­რა­ვად, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­ვი­დიმ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან იყო! შემ­ცვლე­ლის პოვ­ნა ამ პი­რო­ბებ­ში ად­ვი­ლი არ არის და პა­ცი­ენ­ტებს ვერ ვუ­ღა­ლა­ტე­ბო.

აი, ასე­თი ექი­მია თაზო - ახალ­გაზ­რდა კაცი, რო­მელ­საც ერთი წლის წინ ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე წას­ვლა და მო­ტორ­ბო­ლა უხა­რო­და. წელს ყვე­ლა­ზე მე­ტად რა გი­ხა­რია-თქო რომ ვკი­თხე, პა­ცი­ენტს შე­მოს­ვლი­დან მე­ო­რე დღეს, და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა რომ აღე­ნიშ­ნე­ბაო, - მი­პა­სუ­ხა. არ სი­ა­მოვ­ნებს შე­ქე­ბა, ალ­ბათ ამ სტა­ტი­ა­ზეც გა­მი­ნა­წყენ­დე­ბა. რომ ვე­უბ­ნე­ბი გმი­რი ხარ­თქო უა­რობს, ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნი და მო­ვა­ლე­ო­ბა­აო...

კი ბა­ტო­ნო, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი არაა მხო­ლოდ საკ­მა­რი­სი, ვიცი რომ პან­დე­მი­ის პირ­ბებ­ში ექი­მე­ბი სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად გვემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, მხო­ლოდ კო­ვიდ პა­ცი­ენ­ტე­ბი არ ჰყავს თა­ზოს, აქეთ, სტა­ცი­ო­ნა­რის გა­რე­თაც მრავ­ლად ვართ შე­ში­ნე­ბუ­ლი მე­გობ­რე­ბი, მე­გობ­რის მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი... მიკ­ვირს რო­გორ ახერ­ხებს ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არა­ვინ დარ­ჩეს.

დიახ, ჩემი მე­გო­ბა­რი გმი­რია! მალე იუ­ბი­ლა­რია და მინ­და აქე­დან მი­ვუ­ლო­ცო. თაზო ვა­მა­ყობთ შე­ნით! აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად გე­ყო­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბი, წახ­ვალ ტო­კი­ო­ში, და­ის­ვე­ნებ და იყი­დი შენი ოც­ნე­ბის "ბა­იკს". სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბით, თ.სხირტლა­ძე".

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ani
5

ამათ მაინც გაუფრთხილდით ადამიანებო 2დღის წინ გარეთ ვიყავი და ვიღაცას პური უჭირავს ხელში,ცარიელი ხელით ტეხს და ღორივით ჭამს,ნახევარს ნიღაბი ან არ უკეთია ან პირზე აქვს აფარებული,აქეთ კიდევ ვიღავ ლექციას უტარებს ახალგაზრდებს კორონის არ არსებობაზე,კიდევ მიკვირს რომ უარესი არ ხდება,ვინ ხართ ,რა ჯიშის ხართ იმიტომ ვართ ამ დღეში.

დათო
6

დღევანდელი დღის გმირი!!! შეეწიოს და დაიფაროს დიდმოწამე გიორგიმ მონა ღვთისა თამაზი!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ნოემბერში თავადაც დაინფიცირდა. რთულად იყო, მაგრამ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებთან იყო, - პაციენტებს ვერ ვუღალატებო" - რას წერენ 28 წლის ქართველ ექიმზე

"ნოემბერში თავადაც დაინფიცირდა. რთულად იყო, მაგრამ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებთან იყო, - პაციენტებს ვერ ვუღალატებო" - რას წერენ 28 წლის ქართველ ექიმზე

"ნოემბერში თავადაც დაინფიცირდა. რთულად იყო, მაგრამ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებთან იყო, - პაციენტებს ვერ ვუღალატებო" - რა წერენ 28 წლის ქართველ ექიმზე

"ჩემი მეგობარი გმირია!" - ამ სახელწოდების ჩანაწერი გავრცელდა სოციალურ ქსელში, რომელშიც საჩხერის საავადმყოფოს ექიმ თაზო თოდაძეზე მისი მეგობარი წერს, თუ როგორ არ შეუწყვეტია თვითონ ინფიცირებულ ექიმს სხვებზე ზრუნვა:

"რამდენიმე დღის წინ, სოციალურ მედიაში გერმანელი ექიმის ფოტო გამოქვეყნდა, რომელიც თავად ინფიცირებული იყო და კოვიდპაციენტებს ემსახურებოდა. ემოციური ფოტო, წარწერით: "გმირი" ბევრ ადამიანს ჰქონდა გაზიარებული. ცოტა არ იყოს, თავი უხერხულად ვიგრძენი: სადღაც ბერლინის საავადმყოფოს ექიმის გმირობაზე და თავგანწირვაზე საუბრობდა ხალხი, ამ დროს ჩემი უახლოესი მეგობარი, აქვე, ჩვენს რაიონში, კოვიდ 19-ის დაფიქსირების დღიდან, თავის კოლეგებთან ერთად, არანაკლებ გმირულ ბრძოლაშია ჩართული.

ჰო და, გადავწყვიტე თაზო ექიმზე გიამბოთ.

ჩემი და თაზოს ურთიერთობა მეგობრობას, ექიმისა და პაციენტის ურთიერთობასაც მოიცავს. ის კარგი მეგობარი და უფრო კარგი ექიმია. მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული და თსსუ -ს რეზიდენტი სულ რაღაც 28 წლისაა. თაზო თოდაძე მესამე წელია საჩხერის სამედიცინო ცენტრში ემერჯენსის ექიმად მუშაობს. იმ დროს, როდესაც მასზე გამოცდილ ექიმებსაც, სრულიად უცხო ვირუსის წინაშე, ერთგვარი შიში ჰქონდათ, კოვიდ დადასტურებულ პაციენტებთან მუშაობის შეთავაზებას ყოყმანის გარეშე დათანხმდა. კოვიდ ინტენსიურის განყოფილებაში ექიმად დღემდე მუშაობს. რაც დრო გადის, გამოცდილებასთან ერთად, მისი პაციენტების რიცხვიც მატულობს.

მე მეგობარი ვარ და ახალგაზრდა კაცის ენთუზიაზმის შესახებ ვიცი. ვიცი თითოეული პაციენტის მდგომარეობას, როგორ განიცდის. ვხედავ, რადიკალურად როგორ შეიცვალა მისი ცხოვრების წესი. მუდმივად გამოუძინებელია, ბევრჯერ მშიერი, ფიზიკურად და ემოციურად დაღლილი. საკუთარი ცხოვრებისთვის, არც დასვენებისთვის, დრო არ რჩება. ნოემბერში თავადაც დაინფიცირდა. პნევმონიით და სუნთქვის გაძნელებით რთულად იყო. დავურეკე და მოვიკითხე, ვეხუმრე: ახლა მაინც ხომ დაისვენებთქო... ნურას უკაცრავად, საავადმყოფოში კოვიდიმფიცირებულებთან იყო! შემცვლელის პოვნა ამ პირობებში ადვილი არ არის და პაციენტებს ვერ ვუღალატებო.

აი, ასეთი ექიმია თაზო - ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ერთი წლის წინ ტოკიოს ოლიმპიადაზე წასვლა და მოტორბოლა უხაროდა. წელს ყველაზე მეტად რა გიხარია-თქო რომ ვკითხე, პაციენტს შემოსვლიდან მეორე დღეს, დადებითი დინამიკა რომ აღენიშნებაო, - მიპასუხა. არ სიამოვნებს შექება, ალბათ ამ სტატიაზეც გამინაწყენდება. რომ ვეუბნები გმირი ხართქო უარობს, ეს ჩემი არჩევანი და მოვალეობააო...

კი ბატონო, პროფესიონალიზმი არაა მხოლოდ საკმარისი, ვიცი რომ პანდემიის პირბებში ექიმები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გვემსახურებიან, მხოლოდ კოვიდ პაციენტები არ ჰყავს თაზოს, აქეთ, სტაციონარის გარეთაც მრავლად ვართ შეშინებული მეგობრები, მეგობრის მეგობრები, ახლობლები... მიკვირს როგორ ახერხებს ყურადღების მიღმა არავინ დარჩეს.

დიახ, ჩემი მეგობარი გმირია! მალე იუბილარია და მინდა აქედან მივულოცო. თაზო ვამაყობთ შენით! აუცილებლად კარგად გეყოლება პაციენტები, წახვალ ტოკიოში, დაისვენებ და იყიდი შენი ოცნების "ბაიკს". საუკეთესო სურვილებით, თ.სხირტლაძე".

"ვეძახდი, გიო! გიო! არასდროს გამივლია თავში, რომ ასეთი შედეგით იყო დასრულებული მისი სიცოცხლე" - შაქარაშვილის დედა

30 წლის ექთანი ამბობს, რომ კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა - "მეორედ ინფიცირებისას "შაქარი" დამემართა, მაგრამ ფილტვებზე პრობლემა არ ყოფილა"

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს აქტივისტებმა თავზე ნაგავი დააყარეს (ვიდეო)