მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბახმარომდე მისასვლელ გზაზე მოძრაობა აკრძალულია, დაემორჩილეთ აკრძალვას" - გზების დეპარტამენტი დამსვენებლებს აფრთხილებს
"ბახმარომდე მისასვლელ გზაზე მოძრაობა აკრძალულია, დაემორჩილეთ აკრძალვას" - გზების დეპარტამენტი დამსვენებლებს აფრთხილებს

კუ­რორტ ბახ­მა­რომ­დე მი­სას­ვლელ გზა­ზე მოძ­რა­ო­ბა 5 დღეა აკ­რძა­ლუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის (თოვა და ლი­პყი­ნუ­ლი) გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ჩო­ხა­ტა­უ­რი-ბახ­მა­როს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ34-კმ53 (ჩხა­კა­უ­რა-ბახ­მა­როს) მო­ნაკ­ვეთ­ზე, ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია მიმ­დი­ნა­რე წლის 18 ნო­ემ­ბრი­დან.

მა­თი­ვე ცნო­ბით, გზის ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე შე­ზღუდ­ვა, გა­სუ­ლი წლე­ბის მსგავ­სად, სე­ზო­ნუ­რად მოქ­მე­დებს და აკ­რძალ­ვა გა­უქ­მდე­ბა გა­ზა­ფხულ­ზე, ამინ­დის ცვა­ლე­ბა­დო­ბის მი­ხედ­ვით.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცელ­და 18 ნო­ემ­ბერს და გზის შე­სა­ბა­მის მო­ნაკ­ვეთ­ზეც და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია აკ­რძალ­ვის ნი­შა­ნი და ბა­რი­ე­რე­ბი, ად­გი­ლი აქვს დამ­სვე­ნე­ბელ­თა მხრი­დან წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას და გზის და­კე­ტილ მო­ნაკ­ვეთ­ზე თვით­ნე­ბუ­რად გა­დას­ვლას.

ამ­ჟა­მად, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა და და­წყე­ბუ­ლია გზის გაწ­მენ­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, რომ­ლე­ბიც აკ­რძალ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბახ­მა­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ვიდ­ნენ. გზის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი მო­უ­წო­დებს დამ­სვე­ნებ­ლებს და ტუ­რის­ტებს, მა­თი­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ გზებ­ზე და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და და­ე­მორ­ჩი­ლონ აკ­რძალ­ვას, რათა თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი მო­სა­ლოდ­ნე­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი“,-ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

!!!
0

დააწესეთ ძალიან მაღალი ჯარიმები!!! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ბახმარომდე მისასვლელ გზაზე მოძრაობა აკრძალულია, დაემორჩილეთ აკრძალვას" - გზების დეპარტამენტი დამსვენებლებს აფრთხილებს

"ბახმარომდე მისასვლელ გზაზე მოძრაობა აკრძალულია, დაემორჩილეთ აკრძალვას" - გზების დეპარტამენტი დამსვენებლებს აფრთხილებს

კურორტ ბახმარომდე მისასვლელ გზაზე მოძრაობა 5 დღეა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმაროს) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მიმდინარე წლის 18 ნოემბრიდან.

მათივე ცნობით, გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვა, გასული წლების მსგავსად, სეზონურად მოქმედებს და აკრძალვა გაუქმდება გაზაფხულზე, ამინდის ცვალებადობის მიხედვით.

"მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებით გავრცელდა 18 ნოემბერს და გზის შესაბამის მონაკვეთზეც დამონტაჟებულია აკრძალვის ნიშანი და ბარიერები, ადგილი აქვს დამსვენებელთა მხრიდან წესების დარღვევას და გზის დაკეტილ მონაკვეთზე თვითნებურად გადასვლას.

ამჟამად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაწყებულია გზის გაწმენდა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც აკრძალვის მიუხედავად, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ბახმაროს ტერიტორიაზე შევიდნენ. გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს დამსვენებლებს და ტურისტებს, მათივე უსაფრთხოების მიზნით გაითვალისწინონ გზებზე დაწესებული შეზღუდვები და დაემორჩილონ აკრძალვას, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი გართულებები“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"სუნთქვა უჭირს, ისე მძიმედაა, ვერ საუბრობს... სასუნთქი აპარატის ქირის ფულს მეგობრები უგოვებენ" - Covid 19-ით ინფიცირებული 2 შვილის დედა დახმარებას ითხოვს

"ნოემბერში თავადაც დაინფიცირდა. რთულად იყო, მაგრამ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებთან იყო, - პაციენტებს ვერ ვუღალატებო" - რას წერენ 28 წლის ქართველ ექიმზე

"ამ ეტაპზე, სრული "ლოქდაუნი" არ იგეგმება..." - რა საკითხები განიხილეს მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა?