პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე-16 საუკუნეში ნიაღვარს საძირკვლიანად და გაუბზარავად ბარში ჩამოუტანია" - ისტორია წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე, სადაც სამასმა არაგველმა ფიცი დადო
"მე-16 საუკუნეში ნიაღვარს საძირკვლიანად და გაუბზარავად ბარში ჩამოუტანია" - ისტორია წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე, სადაც სამასმა არაგველმა ფიცი დადო

დუ­შე­თის რა­ი­ონ­ში ერთი პა­ტა­რა სო­ფე­ლია, ნაღ­ვა­რე­ვი, არაგ­ვს გაღ­მა-გა­მოღ­მა მთებს შუა ხე­ო­ბას შე­ფე­ნი­ლი, ზამ­თარ-ზა­ფხულ მშვე­ნი­ე­რი და იდუ­მა­ლი. გზის პი­რას, სოფ­ლის ბო­ლოს, მე-12 სა­უ­კუ­ნის პა­ტა­რა ტა­ძა­რი დგას. აქ 1795 წელს, კრწა­ნი­სის ბრძო­ლა­ში მი­მა­ვალ­მა 300-მა არაგ­ველ­მა ფიცი დადო, რომ იბ­რძო­ლებ­დნენ სის­ხლის უკა­ნას­კნელ წვე­თამ­დე და დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ან ბრძო­ლის ველ­ზე გმი­რუ­ლად და­ე­ცე­მოდ­ნენ... არც ერთი მათ­გა­ნი უკან არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, 300 მთი­უ­ლი გმირ არაგ­ვე­ლე­ბად შე­მორ­ჩა ის­ტო­რი­ას...

ნი­აღ­ვრით მობ­რძა­ნე­ბუ­ლი ტა­ძა­რი

თურ­მე ნაღ­ვა­რე­ვის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი ადრე მთი­დან გად­მოჰ­ყუ­რებ­და ხე­ო­ბას. მე-16 სა­უ­კუ­ნე­ში ნი­აღ­ვარს სა­ძირ­კვლი­ა­ნად და გა­უბ­ზა­რა­ვად ბარ­ში ჩა­მო­უ­ტა­ნია... სხვა­დას­ხვა ცნო­ბა ადას­ტუ­რებს, რომ ნი­აღ­ვრით ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი ეს ეკ­ლე­სია სა­მე­ფო კა­რის სა­ლო­ცა­ვი იყო და არა სამ­რევ­ლო... მე-16 სა­უ­კუ­ნე­ში მის­თვის გა­მაგ­რე­ბის მიზ­ნით სამ­რეკ­ლო მი­უ­შე­ნე­ბი­ათ.

...მუხ­ლამ­დე თოვლში გზას ძლივს მი­ვიკ­ვლევ. ტაძ­რის ეზო­ში უც­ნა­უ­რი გან­ცდა მე­უფ­ლე­ბა - რამ­დე­ნი­მე საფ­ლა­ვის ბორ­ცვი ამო­ზი­დუ­ლა, ერ­თგან ქვის ჯვა­რი მო­ჩანს... შო­რი­ახ­ლო ლა­მა­ზი სახ­ლი დგას. მისი დი­ა­სახ­ლი­სი თა­მარ გო­ჩი­აშ­ვი­ლი ხატმწე­რი-რეს­ტავ­რა­ტო­რია. პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით მან და მის­მა მე­გობ­რებ­მა რამ­დე­ნი­მე წლის წინ დრო-ჟა­მის­გან და­ზი­ა­ნე­ბულ ტა­ძარს რეს­ტავ­რა­ცია ჩა­უ­ტა­რეს.

თა­მარ გო­ჩი­აშ­ვი­ლი: "30-იან წლებ­ში და­ი­მე­წყრა სო­ფე­ლი და ეკ­ლე­სია მი­წამ და­ფა­რა. შემ­დეგ აქ მო­სახ­ლე­ო­ბა მომ­რავ­ლდა... 80-იან წლებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბამ გაწ­მინ­და ეკ­ლე­სია, ხოლო 2008-2009 წელს მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა აღ­ვად­გი­ნეთ ტა­ძა­რი.

კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს ტა­ძა­რი გა­რე­დან და შიგ­ნი­დან კი­რით შე­ი­ლე­სა. კედ­ლებს ბათ­ქა­ში მოვხსე­ნით და ეკ­ლე­სი­ას პირ­ვან­დე­ლი სახე და­ვუბ­რუ­ნეთ. შიდა კედ­ლე­ბი­დან კი­რის ფე­ნის ჩა­მოხ­სნის შემ­დეგ სა­ო­ცა­რი ფრეს­კე­ბი, სა­კურ­თხევ­ლში, სარ­კმელ­თან კი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­წე­რა გა­მოჩ­ნდა.2008 წელს, პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით, და­ვი­წყეთ ნაღ­ვა­რე­ვის ეკ­ლე­სი­ის რეს­ტავ­რა­ცია. უწ­მინ­დე­სის ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა ყო­ფი­ლა მი­ტო­ვე­ბუ­ლი ეკ­ლე­სი­ის აღ­დგე­ნა და სა­დარ­ბა­ზე ტაძ­რის სამ­რევ­ლოდ გა­დაქ­ცე­ვა. პატ­რი­არ­ქი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ხე­ვი­დან არის. სნო­ში მი­მა­ვა­ლი ყო­ველ­თვის ჩერ­დე­ბო­და ნაღ­ვა­რევ­ში და მო­ი­ლო­ცავ­და სა­ლო­ცავს.

რეს­ტავ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში ბევ­რი უნი­კა­ლუ­რი ფაქ­ტი აღ­მოჩ­ნდა. სამ­ხრეთ კე­დელ­ზე ამაღ­ლე­ბის ფრეს­კის ფრაგ­მენ­ტია. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ეს ფრეს­კა პირ­ვე­ლი რე­გის­ტრი ყო­ფი­ლი­ყო, უთუ­ოდ მე­ო­რე რე­გის­ტრია. ამი­ტო­მაც ვფიქ­რობთ, რომ ტაძ­რის ქვეშ, მი­წა­ში, 2 მეტ­რი სი­მაღ­ლის კე­დე­ლია...რეს­ტავ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში არ ვი­ყა­ვით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ გა­და­ღე­ბი­ლი ფე­ნე­ბის ქვეშ ფრეს­კე­ბი აღ­მოჩ­ნდე­ბო­და. მუ­შა­ო­ბი­სას სა­კურ­თხე­ველ­ში გა­მოჩFნდა წმინ­და გი­ორ­გის ძა­ლი­ან მკრთა­ლი ფრეს­კა. ამან გვა­ფიქ­რე­ბი­ნა, რომ ტა­ძა­რი მო­ხა­ტუ­ლი იქ­ნე­ბო­და. ჩვე­ნი სახ­სრე­ბით ვე­ღარ შევ­ძე­ლით ყვე­ლა სა­მუ­შა­ოს ჩა­ტა­რე­ბა. სა­პატ­რი­არ­ქოს საბ­ჭომ მოგ­ვა­ნი­ჭა ტაძ­რის რეს­ტავ­რა­ცი­ის უფ­ლე­ბა, რად­გან იმ დრო­ის­თვის ეკ­ლე­სი­ას არ ჰქონ­და ძეგლის სტა­ტუ­სი. ამ­ჟა­მად ნაღ­ვა­რე­ვის ტა­ძა­რი ძეგლ­თა დაც­ვის სა­ა­გენ­ტო­ში შე­დის და ვი­მე­დოვ­ნებ, დას­რულ­დე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­მუ­შაო...

სა­კურ­თხე­ველ­ში, სარ­კმლის ქვეშ, წარ­წე­რაა - "მო­იხ­სე­ნე, უფა­ლო, მხატ­ვა­რი მათე და მისი ოჯა­ხი". ეს მე­ტყვე­ლებს, რომ მხატ­ვა­რი სა­მე­ფო კარ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი იყო, რად­გან სხვა ტაძ­რებ­ში ვერ ნა­ხავთ მსგავ­სი ში­ნა­არ­სის წარ­წე­რას.

ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის ნაშ­რომ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ნაღ­ვა­რე­ვი არის არა მო­სახ­ლე­ო­ბით სავ­სე სო­ფე­ლი, არა­მედ "მე­ფე­თა მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ალა­გი". ნაღ­ვა­რე­ვის ეკ­ლე­სია მხო­ლოდ ამ ფაქ­ტით არ არის უნი­კა­ლუ­რი. უც­ნო­ბია, რო­მელ სა­უ­კუ­ნე­ში, თუმ­ცა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ტა­ძა­რი 2 კი­ლო­მეტ­რით მაღ­ლა იდგა. შემ­დეგ მე­წყერ­მა ეკ­ლე­სია მო­წყვი­ტა და იქ ჩა­მო­ი­ტა­ნა, სა­დაც ახლა დგას. სოფ­ლის სა­ხე­ლი - ნაღ­ვა­რე­ვი, ნი­აღ­ვრებ­სა და მე­წყერს უკავ­შირ­დე­ბა. ამი­ტო­მაც უწო­დე­ბენ მთი­უ­ლე­ბი ამ წმინ­და ად­გილს ნი­აღ­ვრით მობ­რძა­ნე­ბულ ეკ­ლე­სი­ას".

300 არაგ­ვე­ლის ფიცი

მთი­უ­ლეთს ბა­ტო­ნი არ ჰყო­ლია, ის მე­ფეს ემორ­ჩი­ლე­ბო­და. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"მე-16 საუკუნეში ნიაღვარს საძირკვლიანად და გაუბზარავად ბარში ჩამოუტანია" - ისტორია წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე, სადაც სამასმა არაგველმა ფიცი დადო

"მე-16 საუკუნეში ნიაღვარს საძირკვლიანად და გაუბზარავად ბარში ჩამოუტანია" - ისტორია წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე, სადაც სამასმა არაგველმა ფიცი დადო

დუშეთის რაიონში ერთი პატარა სოფელია, ნაღვარევი, არაგვს გაღმა-გამოღმა მთებს შუა ხეობას შეფენილი, ზამთარ-ზაფხულ მშვენიერი და იდუმალი. გზის პირას, სოფლის ბოლოს, მე-12 საუკუნის პატარა ტაძარი დგას. აქ 1795 წელს, კრწანისის ბრძოლაში მიმავალმა 300-მა არაგველმა ფიცი დადო, რომ იბრძოლებდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და დაბრუნდებოდნენ გამარჯვებულები ან ბრძოლის ველზე გმირულად დაეცემოდნენ... არც ერთი მათგანი უკან არ დაბრუნებულა, 300 მთიული გმირ არაგველებად შემორჩა ისტორიას...

ნიაღვრით მობრძანებული ტაძარი

თურმე ნაღვარევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ადრე მთიდან გადმოჰყურებდა ხეობას. მე-16 საუკუნეში ნიაღვარს საძირკვლიანად და გაუბზარავად ბარში ჩამოუტანია... სხვადასხვა ცნობა ადასტურებს, რომ ნიაღვრით ჩამობრძანებული ეს ეკლესია სამეფო კარის სალოცავი იყო და არა სამრევლო... მე-16 საუკუნეში მისთვის გამაგრების მიზნით სამრეკლო მიუშენებიათ.

...მუხლამდე თოვლში გზას ძლივს მივიკვლევ. ტაძრის ეზოში უცნაური განცდა მეუფლება - რამდენიმე საფლავის ბორცვი ამოზიდულა, ერთგან ქვის ჯვარი მოჩანს... შორიახლო ლამაზი სახლი დგას. მისი დიასახლისი თამარ გოჩიაშვილი ხატმწერი-რესტავრატორია. პატრიარქის კურთხევით მან და მისმა მეგობრებმა რამდენიმე წლის წინ დრო-ჟამისგან დაზიანებულ ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარეს.

თამარ გოჩიაშვილი: "30-იან წლებში დაიმეწყრა სოფელი და ეკლესია მიწამ დაფარა. შემდეგ აქ მოსახლეობა მომრავლდა... 80-იან წლებში მოსახლეობამ გაწმინდა ეკლესია, ხოლო 2008-2009 წელს მე და ჩემმა მეგობარმა აღვადგინეთ ტაძარი.

კომუნისტების დროს ტაძარი გარედან და შიგნიდან კირით შეილესა. კედლებს ბათქაში მოვხსენით და ეკლესიას პირვანდელი სახე დავუბრუნეთ. შიდა კედლებიდან კირის ფენის ჩამოხსნის შემდეგ საოცარი ფრესკები, საკურთხევლში, სარკმელთან კი ძალიან მნიშვნელოვანი წარწერა გამოჩნდა.2008 წელს, პატრიარქის კურთხევით, დავიწყეთ ნაღვარევის ეკლესიის რესტავრაცია. უწმინდესის ბავშვობის ოცნება ყოფილა მიტოვებული ეკლესიის აღდგენა და სადარბაზე ტაძრის სამრევლოდ გადაქცევა. პატრიარქი, მოგეხსენებათ, ხევიდან არის. სნოში მიმავალი ყოველთვის ჩერდებოდა ნაღვარევში და მოილოცავდა სალოცავს.

რესტავრაციის პროცესში ბევრი უნიკალური ფაქტი აღმოჩნდა. სამხრეთ კედელზე ამაღლების ფრესკის ფრაგმენტია. შეუძლებელია, ეს ფრესკა პირველი რეგისტრი ყოფილიყო, უთუოდ მეორე რეგისტრია. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ტაძრის ქვეშ, მიწაში, 2 მეტრი სიმაღლის კედელია...რესტავრაციის პროცესში არ ვიყავით დარწმუნებული, რომ გადაღებილი ფენების ქვეშ ფრესკები აღმოჩნდებოდა. მუშაობისას საკურთხეველში გამოჩFნდა წმინდა გიორგის ძალიან მკრთალი ფრესკა. ამან გვაფიქრებინა, რომ ტაძარი მოხატული იქნებოდა. ჩვენი სახსრებით ვეღარ შევძელით ყველა სამუშაოს ჩატარება. საპატრიარქოს საბჭომ მოგვანიჭა ტაძრის რესტავრაციის უფლება, რადგან იმ დროისთვის ეკლესიას არ ჰქონდა ძეგლის სტატუსი. ამჟამად ნაღვარევის ტაძარი ძეგლთა დაცვის სააგენტოში შედის და ვიმედოვნებ, დასრულდება აუცილებელი სამუშაო...

საკურთხეველში, სარკმლის ქვეშ, წარწერაა - "მოიხსენე, უფალო, მხატვარი მათე და მისი ოჯახი". ეს მეტყველებს, რომ მხატვარი სამეფო კართან დაახლოებული პირი იყო, რადგან სხვა ტაძრებში ვერ ნახავთ მსგავსი შინაარსის წარწერას.

ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში ვკითხულობთ, რომ ნაღვარევი არის არა მოსახლეობით სავსე სოფელი, არამედ "მეფეთა მოსასვენებელი ალაგი". ნაღვარევის ეკლესია მხოლოდ ამ ფაქტით არ არის უნიკალური. უცნობია, რომელ საუკუნეში, თუმცა დადასტურებულია, რომ ტაძარი 2 კილომეტრით მაღლა იდგა. შემდეგ მეწყერმა ეკლესია მოწყვიტა და იქ ჩამოიტანა, სადაც ახლა დგას. სოფლის სახელი - ნაღვარევი, ნიაღვრებსა და მეწყერს უკავშირდება. ამიტომაც უწოდებენ მთიულები ამ წმინდა ადგილს ნიაღვრით მობრძანებულ ეკლესიას".

300 არაგველის ფიცი

მთიულეთს ბატონი არ ჰყოლია, ის მეფეს ემორჩილებოდა. წაიკითხეთ სრულად

"მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ - ამერიკაში ტრამპიც იძახის გაყალბდაო, მაგრამ დაამტკიცოს" - მეუფე იოანე

"ხალხი, ყველაფრის მიუხედავად, ისევ არ ერიდება პანდემიას" -  ახალგაზრდა ექიმი, რომელიც ადამიანებს კორონავირუსთან გამკლავებაში ბლოგის საშუალებით ეხმარება

"დიდ კლინიკებთან საველე ჰოსპიტლები, 100-500 პაციენტზე გათვლილი კარვები უნდა გაიხსნას" - კლინიკების ასოციაცია მთავრობას მიმართავს