პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება გერმანიის ელჩს მოსყიდული ეძახო?! ან სააკაშვილმა რა განცხადებები აკეთა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტინი კოქსზე!" - ექსპერტი
"შეიძლება გერმანიის ელჩს მოსყიდული ეძახო?! ან სააკაშვილმა რა განცხადებები აკეთა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტინი კოქსზე!" - ექსპერტი

გა­სულ კვი­რას სა­ქარ­თვე­ლოს აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მაიკ პომ­პეო სტუმ­რობ­და, რაც და­ემ­თხვა ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ შექ­მნილ რთულ ვი­თა­რე­ბას. "ჩვენ ხელს ვუ­წყობთ, რომ ოპო­ზი­ცი­ამ ცვლი­ლე­ბის­თვის პარ­ლა­მენ­ტი­დან იბ­რძო­ლოს, ბო­ი­კო­ტი აღარ გა­მო­ა­ცხა­დოს. თქვენ ამომ­რჩე­ველ­მა იმის­თვის აგირ­ჩი­ათ, რომ შეხ­ვი­დეთ პარ­ლა­მენ­ტში და რა­ღაც შეც­ვა­ლოთ", - გა­ნა­ცხა­დეს აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა თბი­ლის­ში გა­მარ­თულ სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე. მათი თქმით, ისი­ნი ოპო­ზი­ცი­ას პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. ამ სა­კი­თხზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ისა­უბ­რა ექ­სპერ­ტმა მა­მუ­კა არე­ში­ძემ. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ამ თე­მა­ზე ლა­პა­რაკს ცოტა შო­რი­დან და­ვი­წყებ... რო­გორც ქვე­ყა­ნა, სა­მარ­ცხვი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მუდ­მი­ვად გვი­წევს პო­ლი­ტი­კუ­რი მა­თხოვ­რო­ბა. სუ­ბი­ექ­ტუ­რი თუ ობი­ექ­ტუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო ისეთ დღე­ში ჩა­ვიგ­დეთ თავი და ჩა­ვაგ­დეთ ქვე­ყა­ნა, რომ მუდ­მი­ვად ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან დავ­რბი­ვართ სა­ჩივ­ლე­ლად.

რა უბე­დუ­რე­ბაა, რომ ერ­თმა­ნეთ­თან ლა­პა­რაკს შუ­ა­მავ­ლე­ბის გა­რე­შე ვერ ვა­ხერ­ხებთ?! სხვის კარ­ზე ერ­თმა­ნე­თის და­სას­მე­ნად რო­დემ­დე უნდა ვირ­ბი­ნოთ?! თა­ნაც უფრო და უფრო ვეფ­ლო­ბით ამ ჭა­ობ­ში. ეს არის ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა. დღე­ვან­დე­ლი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა არის სხვის კარ­ზე ჩი­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა, თუმ­ცა არა მარ­ტო დღეს ხდე­ბა ასე, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­საც ასე იყო და იმის წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­საც. მოკ­ლედ, პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის დე­ფი­ცი­ტია ქვე­ყა­ნა­ში. ოპო­ზი­ცია სულ რა­ღაც ბრალ­დე­ბე­ბით მი­დის ჩვენს და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­თან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი კი თავს იმარ­თლე­ბენ. ვე­რაფ­რით მო­ვა­ხერ­ხეთ ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ისე მოგ­ვა­რე­ბა, რომ სხვა­გან სა­ჩივ­ლე­ლი არა­ფე­რი გვქონ­დეს. გვყავს კარ­გი მე­გობ­რე­ბი და ისი­ნი ძა­ლის­ხმე­ვას არ იშუ­რე­ბენ ჩვენს მო­სა­რი­გებ­ლად, მაგ­რამ რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა ასე გა­ვაგ­რძე­ლოთ?! კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნოდ წარ­მოგ­ვა­ჩენს, შე­ე­ხე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ქცე­ვას, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად აპე­ლი­რებს და­სავ­ლეთ­ზე, და­სავ­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე, მაგ­რამ საკ­მა­რი­სია და­სავ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტებ­ლიშ­მენ­ტი­დან ვინ­მემ გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სი­ტყვა თქვას მათ­ზე და რა­ღას არ ეძა­ხი­ან: მო­ღა­ლა­ტეს, რუ­სე­თის აგენტს... ცოტა გონს უნდა მო­ე­გონ. შე­იძ­ლე­ბა გერ­მა­ნი­ის ელჩს მოს­ყი­დუ­ლი ეძა­ხო?! ან სა­ა­კაშ­ვილ­მა რა გან­ცხა­დე­ბე­ბი აკე­თა ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ ტინი კოქსზე! სირ­ცხვი­ლი არ არის, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რომ ვა­ყე­ნებთ ჩვენს პარტნი­ო­რებს? პომ­პე­ოს ვი­ზიტ­ზეც კი სა­ო­ცა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" აფი­ლი­რე­ბულ­მა პი­რებ­მა. იქ­ნებ გა­ი­ზარ­დოს რო­გორ­მე ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი და სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს! ამ ყვე­ლა­ფერ­ში მხო­ლოდ სი­ბინ­ძუ­რე იგ­რძნო­ბა, რაც ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ქა­ლა­ქეს პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­მართ მხო­ლოდ ნი­ჰი­ლიზმს უღ­ვი­ვებს. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 113 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
51

საინტერესო ფაქტი: ტინი კოქსის (Tiny Cox) სახელი და გვარი ინგლისურად ითარგმნება როგორც 'პატარა ჭუჭუები'. არაფერს ვაბუქებ, მართლა ასეა )))

გიორგი
249
სააკიანი თავის სტიქიაში და აფრქვევს დორბლებს)))))
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"შეიძლება გერმანიის ელჩს მოსყიდული ეძახო?! ან სააკაშვილმა რა განცხადებები აკეთა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტინი კოქსზე!" - ექსპერტი

"შეიძლება გერმანიის ელჩს მოსყიდული ეძახო?! ან სააკაშვილმა რა განცხადებები აკეთა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტინი კოქსზე!" - ექსპერტი

გასულ კვირას საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სტუმრობდა, რაც დაემთხვა ქვეყანაში არჩევნების შემდეგ შექმნილ რთულ ვითარებას. "ჩვენ ხელს ვუწყობთ, რომ ოპოზიციამ ცვლილებისთვის პარლამენტიდან იბრძოლოს, ბოიკოტი აღარ გამოაცხადოს. თქვენ ამომრჩეველმა იმისთვის აგირჩიათ, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და რაღაც შეცვალოთ", - განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა თბილისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. მათი თქმით, ისინი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ამ თემაზე ლაპარაკს ცოტა შორიდან დავიწყებ... როგორც ქვეყანა, სამარცხვინო მდგომარეობაში ვართ. ამ წლების განმავლობაში, მუდმივად გვიწევს პოლიტიკური მათხოვრობა. სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებების გამო ისეთ დღეში ჩავიგდეთ თავი და ჩავაგდეთ ქვეყანა, რომ მუდმივად ჩვენს პარტნიორებთან დავრბივართ საჩივლელად.

რა უბედურებაა, რომ ერთმანეთთან ლაპარაკს შუამავლების გარეშე ვერ ვახერხებთ?! სხვის კარზე ერთმანეთის დასასმენად როდემდე უნდა ვირბინოთ?! თანაც უფრო და უფრო ვეფლობით ამ ჭაობში. ეს არის ჩვენი უბედურება. დღევანდელი ქართული პოლიტიკა არის სხვის კარზე ჩივილის პოლიტიკა, თუმცა არა მარტო დღეს ხდება ასე, წინა ხელისუფლების დროსაც ასე იყო და იმის წინა ხელისუფლების დროსაც. მოკლედ, პოლიტიკური თავმოყვარეობის დეფიციტია ქვეყანაში. ოპოზიცია სულ რაღაც ბრალდებებით მიდის ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ხელისუფლებები კი თავს იმართლებენ. ვერაფრით მოვახერხეთ ერთმანეთთან ურთიერთობის ისე მოგვარება, რომ სხვაგან საჩივლელი არაფერი გვქონდეს. გვყავს კარგი მეგობრები და ისინი ძალისხმევას არ იშურებენ ჩვენს მოსარიგებლად, მაგრამ როდემდე შეიძლება ასე გავაგრძელოთ?! კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ძალიან სამარცხვინოდ წარმოგვაჩენს, შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" ქცევას, რომელიც მუდმივად აპელირებს დასავლეთზე, დასავლურ ფასეულობებზე, მაგრამ საკმარისია დასავლური პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან ვინმემ გადაბრუნებული სიტყვა თქვას მათზე და რაღას არ ეძახიან: მოღალატეს, რუსეთის აგენტს... ცოტა გონს უნდა მოეგონ. შეიძლება გერმანიის ელჩს მოსყიდული ეძახო?! ან სააკაშვილმა რა განცხადებები აკეთა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტინი კოქსზე! სირცხვილი არ არის, ასეთ მდგომარეობაში რომ ვაყენებთ ჩვენს პარტნიორებს? პომპეოს ვიზიტზეც კი საოცარი განცხადებები გააკეთეს "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირებულმა პირებმა. იქნებ გაიზარდოს როგორმე ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და საკუთარი პოზიციები ჩამოაყალიბოს! ამ ყველაფერში მხოლოდ სიბინძურე იგრძნობა, რაც ჩვეულებრივ მოქალაქეს პოლიტიკოსების მიმართ მხოლოდ ნიჰილიზმს უღვივებს. წაიკითხეთ სტატია სრულად

"მინისტრთა კაბინეტი არსებითად იგივე რჩება" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე

"მისი წასვლა, განცხადების ფორმა და შინაარსი ჩვენთვის მოულოდნელი და აუხსნელი იყო" - როგორ ეხმაურებიან პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლას თანაგუნდელები

"ნაცმოძრაობიდან" ყველა რომც წავიდეს, მიხეილ სააკაშვილს ქუჩიდან შეუძლია მოიყვანოს ახალი სახეები და ისინი ამუშაოს" - გია ხუხაშვილი