სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ COVID-19 საფრთხეს არ წარმოადგენს" - თენგიზ ცერცვაძის განცხადება და მიმართვა უცხოეთში მომუშავე ქართველ ექიმებს
"საქართველოს მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ COVID-19 საფრთხეს არ წარმოადგენს" - თენგიზ ცერცვაძის განცხადება და მიმართვა უცხოეთში მომუშავე ქართველ ექიმებს

"ქვეყ­ნის და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს მდგო­მა­რე­ო­ბის შე­საძ­ლო მოკ­ლე ვა­და­ში გა­მო­სას­წო­რებ­ლად", - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

ცერ­ცვა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ ნა­ად­რე­ვად ირ­წმუ­ნა, რომ COVID-19 ქვეყ­ნის­თვის სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს და პრაქ­ტი­კუ­ლად უარი თქვა იმ აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, რა­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ნა­პი­რო­ბა COVID-19-ის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სწრა­ფი მა­ტე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­დატ­ვირ­თვა.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სა­ზღვარ­გა­რეთ მოღ­ვა­წე ექი­მე­ბის კრი­ტი­კას ეხ­მი­ა­ნე­ბა. თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"რა­ტომ­ღაც შე­იმ­ჩნე­ვა ტენ­დენ­ცია, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ მოღ­ვა­წე ზო­გი­ერ­თი ქარ­თვე­ლი ექი­მი (სა­ბედ­ნი­ე­როდ არა ყვე­ლა) თავს ვალ­დე­ბუ­ლად თვლის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის, მათ შო­რის COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტე­ბის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის შე­ფა­სე­ბი­სას ნე­გა­ტი­უ­რად წარ­მო­ა­ჩი­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის და ექი­მე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა და ხაზი გა­უს­ვან, რომ მათ­თან ..... ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით უფრო უკე­თე­სად და მა­ღალ დო­ნე­ზე კეთ­დე­ბა.

ეს არის უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში ტენ­დენ­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მათი მხრი­დან, ხოლო უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში - დიდი ტყუ­ი­ლი. სა­ქარ­თვე­ლო, რა თქმა უნდა, ახ­ლო­საც ვერ მივა ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­სურ­სე­ბით და ზო­გა­დად ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის სიძ­ლი­ე­რით ევ­რო­პის და ამე­რი­კის წამ­ყვან ქვეყ­ნებ­თან, მაგ­რამ მით უფრო და­სა­ფა­სე­ბე­ლია, რომ სწო­რედ COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის სეგ­მენ­ტში, ბოლო დროს COVID შემ­თხვე­ვე­ბის დრა­მა­ტუ­ლი ზრდის მი­უ­ხე­და­ვა­დაც კი, სა­ქარ­თვე­ლო, ერ­თე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, დებს ევ­რო­პის და ამე­რი­კის თით­ქმის ყვე­ლა წამ­ყვან ქვე­ყა­ნა­ზე უკე­თეს კლი­ნი­კურ მაჩ­ვე­ნებ­ლებს - ეს არის ყვე­ლა და­დას­ტუ­რე­ბულ COVID შემ­თხვე­ვებს შო­რის სიკ­ვდი­ლო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (0.92%) და1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გარ­დაც­ვლილ­თა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი რა­ო­დე­ნო­ბა (233).

სა­გუ­ლის­ხმოა ის ფაქ­ტი, რომ ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის COVID-19-ის დარ­გის ლი­დე­რე­ბი, თვით პრო­ფე­სორ Anthony Fauci-ის ჩათ­ვლით პრაქ­ტი­კუ­ლად ერ­თხმად მა­ღალ შე­ფა­სე­ბას აძ­ლე­ვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის პრო­ცესს. მა­შინ, რო­დე­საც იმა­ვე ქვეყ­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი მხო­ლოდ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს ხე­და­ვენ. ხომ ვერ ხვდე­ბით რა­ტომ? ვფიქ­რობ, ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ არის.

ა.წ. 21 ნო­ემ­ბერს ქ-ნმა ირმა კვი­ცა­რი­ძემ, რო­მე­ლიც ავ­სტრი­ა­ში. ქ. ინსბ­რუკ­ში საქ­მი­ა­ნობს "მთა­ვა­რი არ­ხის“ ეთერ­ში სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ს "მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლე­ბით მკურ­ნა­ლო­ბენ“. ქ-ნო ირმა, ავ­სტრია - ევ­რო­პის და მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­მა­გა­ლი­თო ქვე­ყა­ნაა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ამ­ქვეყ­ნი­უ­რი სა­მო­თხეა, COVID-ის მარ­თვა­შიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლია. ხო და, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-ს მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლე­ბით ვმკურ­ნა­ლობთ, რო­გორ მოხ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აქვს, მარ­თა­ლია მცი­რე­დით, მაგ­რამ მა­ინც ავ­სტრი­ა­ზე და­ბა­ლი COVID სიკ­ვდი­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (სა­ქარ­თვე­ლოს 0,93%, ავ­სტრი­ას - 0,97%, რაც COVID19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის პირ­და­პი­რი კრი­ტე­რი­უ­მია და რაც კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით COVID-19-ით გარ­დაც­ვლილ­თა ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბა (233), ვიდ­რე ავ­სტრი­ას (258).

ვი­მე­ო­რებ, სხვა­ო­ბა დიდი არ არის, მაგ­რამ მა­ინც სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლო­დაა, რაც ცალ­სა­ხად იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სი "მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლე­ბით“, რო­გორც მი­ნი­მუმ ტოლს არ უდებს ავ­სტრი­ას. სი­ნამ­დვი­ლე­ში და ამას მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ობი­ექ­ტუ­რი ექ­სპერ­ტი ადას­ტუ­რებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბით და თან, უახ­ლე­სი და ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია ე.წ. კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ე­ბის ფარ­თოდ გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც შუ­ა­ლე­დურ როლს ას­რუ­ლე­ბენ კლი­ნი­კებ­სა და ბი­ნა­ზე მყოფ პა­ცი­ენ­ტებს შო­რის და სა­დაც შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მქო­ნე ავად­მყო­ფე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. თუ ქ-ნი ირმა სურ­ვილს გა­მოთ­ქვამს, მე სი­ა­მოვ­ნე­ბით შევ­ხვდე­ბი მას ტე­ლე­დე­ბა­ტებ­ში (ცხა­დია, ჩემი გან­კურ­ნე­ბის შემ­დეგ) და შე­ვეც­დე­ბი ავუხ­სნა მას, რომ "ჩვენ­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში“ COVID-19-ს უკე­თე­სად, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში არა­უ­ა­რე­სად მკურ­ნა­ლო­ბენ, ვიდ­რე "მათ­თან ავ­სტრი­ა­ში“.

ამა­ვე დროს მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო გერ­მა­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მის ბ-ნ გი­ორ­გი გრი­გო­ლი­ას, ასე­ვე ა.წ. 21 ნო­ემ­ბრის უაღ­რე­სად ემო­ცი­ურ პოსტს. ამ შემ­თხვე­ვა­ში მე მთლი­ა­ნად ვი­ზი­ა­რებ ბ-ნი გი­ორ­გის გულ­წრფელ შეშ­ფო­თე­ბას და წუ­ხილს სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID შემ­თხვე­ვე­ბის მკვეთრ ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მი­მაჩ­ნია, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი გა­მო­იწ­ვია რა­მო­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­მა - სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბი­სა და სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უარი თქვა გან­მე­ო­რე­ბით lockdown-ზე და მკაცრ შე­ზღუდ­ვებ­ზე, აგ­რეთ­ვე იმან, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ ნა­ად­რე­ვად ირ­წმუ­ნა, რომ COVID ქვეყ­ნის­თვის სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს და პრაქ­ტი­კუ­ლად უარი თქვა იმ აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე (პირ­ბა­დის ტა­რე­ბა და­ხუ­რულ და ღია სივ­რცე­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა, ხალ­მხრა­ვალ შეკ­რე­ბე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა და სხვ.), რა­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ნა­პი­რო­ბა COVID-19-ის ახა­ლი შემ­თვე­ვე­ბის სწრა­ფი მა­ტე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­დატ­ვირ­თვა, რა­საც ქვე­ყა­ნა ჯერ-ჯე­რო­ბით მარ­თა­ლია სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ფერ­ხე­ბე­ბით, მაგ­რამ მა­ინც უმკლავ­დე­ბა, რა­ზეც მე­ტყვე­ლებს თუნ­დაც სიკ­ვდი­ლო­ბის ევ­რო­პა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და ჰოს­პი­ტალს გა­რეთ (ბი­ნა­ზე, კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ებ­ში და სხვ.) გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ძა­ლი­ან მცი­რე რი­ცხვი - სულ 7-8 შემ­თხვე­ვა. მაგ­რამ ასე გაგ­რძე­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

მინ­და და­ვარ­წმუ­ნო ბა­ტო­ნი გი­ორ­გი გრი­გო­ლია და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კე­თი­ლის მო­სურ­ნე, რომ ქვეყ­ნის და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს მდგო­მა­რე­ო­ბის შე­საძ­ლო მოკ­ლე ვა­და­ში გა­მო­სას­წო­რებ­ლად“, - ნათ­ქვა­მია ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 68 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანდრო
36

ცადი იმკურნალე ბებერო აფერისტო ...

სოსო
31

აუ არ დაიღალეთ ხალხის მოტკუებით??? არაფერი საშიში არაა ნუ აბუქებთ რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"საქართველოს მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ COVID-19 საფრთხეს არ წარმოადგენს" - თენგიზ ცერცვაძის განცხადება და მიმართვა უცხოეთში მომუშავე ქართველ ექიმებს

"საქართველოს მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ COVID-19 საფრთხეს არ წარმოადგენს" - თენგიზ ცერცვაძის განცხადება და მიმართვა უცხოეთში მომუშავე ქართველ ექიმებს

"ქვეყნის და ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს მდგომარეობის შესაძლო მოკლე ვადაში გამოსასწორებლად", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებაშია ნათქვამი.

ცერცვაძის თქმით, საქართველოს მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ COVID-19 ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს და პრაქტიკულად უარი თქვა იმ აუცილებელი რეგულაციების შესრულებაზე, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა COVID-19-ის ახალი შემთხვევების სწრაფი მატება და შესაბამისად, კლინიკური სექტორის სერიოზული გადატვირთვა.

თენგიზ ცერცვაძე საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმების კრიტიკას ეხმიანება. თენგიზ ცერცვაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"რატომღაც შეიმჩნევა ტენდენცია, რომ საზღვარგარეთ მოღვაწე ზოგიერთი ქართველი ექიმი (საბედნიეროდ არა ყველა) თავს ვალდებულად თვლის, რომ საქართველოში COVID საწინააღმდეგო ღონისძიებების, მათ შორის COVID-19-ით პაციენტების კლინიკური მართვის შეფასებისას ნეგატიურად წარმოაჩინოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის და ექიმების საქმიანობა და ხაზი გაუსვან, რომ მათთან ..... ყველაფერი გაცილებით უფრო უკეთესად და მაღალ დონეზე კეთდება.

ეს არის უკეთეს შემთხვევაში ტენდენციური დამოკიდებულება მათი მხრიდან, ხოლო უარეს შემთხვევაში - დიდი ტყუილი. საქართველო, რა თქმა უნდა, ახლოსაც ვერ მივა ეკონომიკური რესურსებით და ზოგადად ჯანდაცვის სისტემის სიძლიერით ევროპის და ამერიკის წამყვან ქვეყნებთან, მაგრამ მით უფრო დასაფასებელია, რომ სწორედ COVID პაციენტების კლინიკური მართვის სეგმენტში, ბოლო დროს COVID შემთხვევების დრამატული ზრდის მიუხედავადაც კი, საქართველო, ერთეული გამონაკლისის გარდა, დებს ევროპის და ამერიკის თითქმის ყველა წამყვან ქვეყანაზე უკეთეს კლინიკურ მაჩვენებლებს - ეს არის ყველა დადასტურებულ COVID შემთხვევებს შორის სიკვდილობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი (0.92%) და1 მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რაოდენობა (233).

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ევროპისა და ამერიკის წამყვანი ქვეყნების COVID-19-ის დარგის ლიდერები, თვით პროფესორ Anthony Fauci-ის ჩათვლით პრაქტიკულად ერთხმად მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის პროცესს. მაშინ, როდესაც იმავე ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ექიმები მხოლოდ ნაკლოვანებებს ხედავენ. ხომ ვერ ხვდებით რატომ? ვფიქრობ, ძნელი მისახვედრი არ არის.

ა.წ. 21 ნოემბერს ქ-ნმა ირმა კვიცარიძემ, რომელიც ავსტრიაში. ქ. ინსბრუკში საქმიანობს "მთავარი არხის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში COVID-19-ს "მოძველებული პროტოკოლებით მკურნალობენ“. ქ-ნო ირმა, ავსტრია - ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო ქვეყანაა, შეიძლება ითქვას ამქვეყნიური სამოთხეა, COVID-ის მართვაშიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. ხო და, თუ საქართველოში COVID-ს მოძველებული პროტოკოლებით ვმკურნალობთ, როგორ მოხდა, რომ საქართველოს აქვს, მართალია მცირედით, მაგრამ მაინც ავსტრიაზე დაბალი COVID სიკვდილობის მაჩვენებელი (საქართველოს 0,93%, ავსტრიას - 0,97%, რაც COVID19-ის კლინიკური მართვის ეფექტიანობის პირდაპირი კრიტერიუმია და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰყავს 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით COVID-19-ით გარდაცვლილთა ნაკლები რაოდენობა (233), ვიდრე ავსტრიას (258).

ვიმეორებ, სხვაობა დიდი არ არის, მაგრამ მაინც საქართველოს სასარგებლოდაა, რაც ცალსახად იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო თავისი "მოძველებული პროტოკოლებით“, როგორც მინიმუმ ტოლს არ უდებს ავსტრიას. სინამდვილეში და ამას მსოფლიოს ყველა ობიექტური ექსპერტი ადასტურებს, საქართველოში COVID პაციენტების კლინიკური მართვა ხორციელდება მსოფლიოში ყველაზე მაღალი სტანდარტებით და თან, უახლესი და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით.

მნიშვნელოვანი კომპონენტია ე.წ. კოვიდ სასტუმროების ფართოდ გამოყენება, რომლებიც შუალედურ როლს ასრულებენ კლინიკებსა და ბინაზე მყოფ პაციენტებს შორის და სადაც შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის მქონე ავადმყოფები იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ ქ-ნი ირმა სურვილს გამოთქვამს, მე სიამოვნებით შევხვდები მას ტელედებატებში (ცხადია, ჩემი განკურნების შემდეგ) და შევეცდები ავუხსნა მას, რომ "ჩვენთან საქართველოში“ COVID-19-ს უკეთესად, ყოველ შემთხვევაში არაუარესად მკურნალობენ, ვიდრე "მათთან ავსტრიაში“.

ამავე დროს მინდა გამოვეხმაურო გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმის ბ-ნ გიორგი გრიგოლიას, ასევე ა.წ. 21 ნოემბრის უაღრესად ემოციურ პოსტს. ამ შემთხვევაში მე მთლიანად ვიზიარებ ბ-ნი გიორგის გულწრფელ შეშფოთებას და წუხილს საქართველოში COVID შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ეს უკანასკნელი გამოიწვია რამოდენიმე ფაქტორმა - საქართველომ ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საზოგადოების განწყობისა და საარჩევნო პერიოდის სპეციფიკის გათვალისწინებით, უარი თქვა განმეორებით lockdown-ზე და მკაცრ შეზღუდვებზე, აგრეთვე იმან, რომ საქართველოს მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ COVID ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს და პრაქტიკულად უარი თქვა იმ აუცილებელი რეგულაციების შესრულებაზე (პირბადის ტარება დახურულ და ღია სივრცეში, სოციალური დისტანცირება, ხალმხრავალ შეკრებებისგან თავის შეკავება და სხვ.), რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა COVID-19-ის ახალი შემთვევების სწრაფი მატება და შესაბამისად კლინიკური სექტორის სერიოზული გადატვირთვა, რასაც ქვეყანა ჯერ-ჯერობით მართალია სერიოზული შეფერხებებით, მაგრამ მაინც უმკლავდება, რაზეც მეტყველებს თუნდაც სიკვდილობის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი და ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, კოვიდ სასტუმროებში და სხვ.) გარდაცვლილი პაციენტების ძალიან მცირე რიცხვი - სულ 7-8 შემთხვევა. მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლება.

მინდა დავარწმუნო ბატონი გიორგი გრიგოლია და საქართველოს ყველა კეთილის მოსურნე, რომ ქვეყნის და ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს მდგომარეობის შესაძლო მოკლე ვადაში გამოსასწორებლად“, - ნათქვამია ცერცვაძის განცხადებაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.

სად უნდა დარეგისტრირდეთ 300 ლარიანი დახმარების მისაღებად?

საქართველოში კორონავირუსის 4260 ახალი შემთხვევიდან 1676 - თბილისში გამოვლინდა - უახლესი მონაცემები რეგიონებიდან

მცხეთის საავადმყოფოში 24 წლის გოგო კორონავირუსით გარდაიცვალა