სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო" - გიორგი კეკელიძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულის დედას დაეხმარება
"ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო" - გიორგი კეკელიძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულის დედას დაეხმარება

მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბულ ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის დე­დას, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე და­ეხ­მა­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ კე­კე­ლი­ძე "ფე­ის­ბუ­ქი" პი­რად გვერ­დზე წერს.

"ვნა­ხე იმ გზა­აბ­ნე­უ­ლი ბი­ჭის დე­დის ინ­ტერ­ვიუ და შევძრწუნ­დი. აი, იმის, ორი დღის წინ რომ მძევ­ლე­ბი აიყ­ვა­ნა. ასე­თი დე­დე­ბი არ უნდა იტან­ჯე­ბოდ­ნენ შვი­ლე­ბის შეც­დო­მი­სა თუ და­ნა­შა­უ­ლის გამო.

აბა, ეს რას უშ­ვე­ლის, არც არა­ფერს, მაგ­რამ გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბის ფონდში, რო­მე­ლიც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლოა, სა­ა­ხალ­წლოდ რო­მე­ლი­მე შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი პე­და­გო­გის­თვის მცი­რე ფი­ნან­სურ წა­ხა­ლი­სე­ბას ვამ­ზა­დებ­დით. ახლა გა­დავ­წყვი­ტეთ და მას და­ვეხ­მა­რე­ბით - ყო­ფი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­მოდ­გა ქალ­ბა­ტო­ნი ლა­მა­რა", - წერს კე­კე­ლი­ძე.

ცნო­ბის­თვის, ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი 20 ნო­ემ­ბერს და­ა­კა­ვე. ის წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­იჭ­რა და მძევ­ლე­ბი აიყ­ვა­ნა. 31 წლის ახალ­გაზ­რდა ითხოვ­და ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ეჟ­ღე­რე­ბი­ნათ მისი მო­თხოვ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ასე­თი იყო: აიკ­რძა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა­ნა­ი­რი აზარ­ტუ­ლი თა­მა­ში; ბან­კებს მი­ე­ცეთ უფ­ლე­ბა, 7%-ში გას­ცენ სეს­ხი, ვი­საც არ­სე­ბუ­ლი სეს­ხე­ბი აქვთ, გა­და­უ­ტა­ნონ 7%-ში; ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებს მხო­ლოდ 10% მო­გე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცეთ. თავ­დამ­სხმელ­თან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბულ­მა მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ეტა­პობ­რი­ვად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და ისიც და­ა­კა­ვეს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­კა­ვე­ბუ­ლი, 31 წლის ლე­ვან ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "ფაბ­რი­კა­ში" მუ­შა­ობ­და. მას მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ლე­ვა­ნი აზარ­ტულ თა­მა­შებს თა­მა­შობ­და და ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. სწო­რედ ამი­ტომ ცოლს გა­შორ­და.

და­კა­ვე­ბუ­ლის დე­დამ ლა­მა­რა ტე­რე­ლა­ძემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

"ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო იმ ხალ­ხს, ვინც ლე­ვან­მა გუ­შინ შე­ა­წუ­ხა. ძა­ლი­ან გთხოვთ, აპა­ტი­ეთ ლე­ვანს და მა­პა­ტი­ეთ მე, რო­გორც ერ­თა­დერ­თი შვი­ლის პატ­რონს. მე სხვა არა­ვინ გა­მაჩ­ნია. მას ეს ბო­რო­ტე­ბით არ გა­უ­კე­თე­ბია. მე არ ვა­მარ­თლებ. რას ქვია შე­იჭ­რა?! მეც რომ ვიყო და ვი­ღაც შე­მო­ვარ­დეს, ძა­ლი­ან შე­მე­შინ­დე­ბა. ამ ხალ­ხის წი­ნა­შე ძა­ლი­ან მცხვე­ნია" - ამ­ბობს და­კა­ვე­ბუ­ლის დედა. წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
7

მეც დავეხმარბოდი დიდი სიამოვნებით, დიდი სიმპატიით განვეწყვე მის მიმართ!!! იქნებ ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნოთ!!! 

ggg
2

მაგ სააგენტოს უძრავი ქონების საიტზე რომ ნახოთ ნახევარი საქართველოს უძრავი ქონეება აქვს ნაყიდი სამეურნეო თუ სადაჩე მიწები. ჟურნალისტები თუ დაინტერესდებიან ვინ დგას მათ უკან კარგი იქნება თუმცა ისედაც ყველამ კარგად იცის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო" - გიორგი კეკელიძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულის დედას დაეხმარება

"ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო" - გიორგი კეკელიძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულის დედას დაეხმარება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილის დედას, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე დაეხმარება. ამის შესახებ კეკელიძე "ფეისბუქი" პირად გვერდზე წერს.

"ვნახე იმ გზააბნეული ბიჭის დედის ინტერვიუ და შევძრწუნდი. აი, იმის, ორი დღის წინ რომ მძევლები აიყვანა. ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო.

აბა, ეს რას უშველის, არც არაფერს, მაგრამ გურული დღიურების ფონდში, რომელიც საგანმანათლებლოა, საახალწლოდ რომელიმე შეჭირვებული პედაგოგისთვის მცირე ფინანსურ წახალისებას ვამზადებდით. ახლა გადავწყვიტეთ და მას დავეხმარებით - ყოფილი მასწავლებელი გამოდგა ქალბატონი ლამარა", - წერს კეკელიძე.

ცნობისთვის, ლევან ზურაბაშვილი 20 ნოემბერს დააკავე. ის წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. 31 წლის ახალგაზრდა ითხოვდა ჟურნალისტებს გაეჟღერებინათ მისი მოთხოვნები, რომელიც ასეთი იყო: აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში; ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში; ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10% მოგების უფლება მიეცეთ. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა და ისიც დააკავეს.

როგორც ცნობილია, დაკავებული, 31 წლის ლევან ზურაბიშვილი, ბოლო ორი წლის განმავლობაში "ფაბრიკაში" მუშაობდა. მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. როგორც ახლობლები ამბობენ, ლევანი აზარტულ თამაშებს თამაშობდა და ფინანსური პრობლემები ჰქონდა. სწორედ ამიტომ ცოლს გაშორდა.

დაკავებულის დედამ ლამარა ტერელაძემ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

"ბოდიში მინდა მოვუხადო იმ ხალხს, ვინც ლევანმა გუშინ შეაწუხა. ძალიან გთხოვთ, აპატიეთ ლევანს და მაპატიეთ მე, როგორც ერთადერთი შვილის პატრონს. მე სხვა არავინ გამაჩნია. მას ეს ბოროტებით არ გაუკეთებია. მე არ ვამართლებ. რას ქვია შეიჭრა?! მეც რომ ვიყო და ვიღაც შემოვარდეს, ძალიან შემეშინდება. ამ ხალხის წინაშე ძალიან მცხვენია" - ამბობს დაკავებულის დედა. წაიკითხეთ ვრცლად

თბილისში გაზგასამართ სადგურზე ბუნებრივმა აირმა გაჟონა - გადაკეტილია ქუჩა

"სალონების დახურვით შედეგს ვერ მივიღებთ... ინფექცია თუ არ შევანელეთ, სიკვდილობის მკვეთრი მატება იქნება" - რა ტიპის შეზღუდვებს ურჩევენ სპეციალისტები მთავრობას?

საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით, მრევლს მიმართავს