აშშ-ში საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კომპანია Regeneron-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის გამოყენებაზე ნებართვა გასცა.
BBC-ის ინფორმაციით, პრეპარატი კორონავირუსის "ანტისხეულების კოქტეილს" წარმოადგენს და მისი გამოყენება დასაშვებია 12 წელს ზემოთ პაციენტებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ვირუსის მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმის ფორმა აქვთ.
პრეპარატის მიღება დაუშვებელია იმ პაციენტებზე, ვინც საავადმყოფოშია გადაყვანილი, ან ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ დონალდ ტრამპს სწორედ აღნიშნული პერეპარატით უმკურნალეს.
ამერიკელების კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სავარაუდოდ, 11-12 დეკემბერს დაიწყება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ვაქცინების პროგრამის ხელმძღვანელმა მონსეფ სლაუიმ განაცხადა.-ესპანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იანვარში დაიწყება და უფასო იქნება. ამ ინფორმაციას ესპანური მედი ავრცელებს-გერმანიამ კოვიდ 19-ის ვაქცინაციის პროგრამა, შესაძლოა, დეკემბერში დაიწყოს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა.
დედას ქონდა კოვიდი, ფბზე ვნახე მკურნალში ხალხი წერდა წყ ზეჟანგზე როგორც ყველაფრის წამალზე, ვცადე და 2 დღეში სრულად გამოჯანმრთელდა! 74წლისაა!