სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს პირდაპირ ქმნის Covid 19-ის დროს თრომბის განვითარების რისკს" - რა შემთხვევაში დგება ლეტალური შედეგი დიაბეტით დაავადებულ ინფიცირებულებში და როგორია ექიმის რეკომენდაციები
"ეს პირდაპირ ქმნის Covid 19-ის დროს თრომბის განვითარების რისკს" - რა შემთხვევაში დგება ლეტალური შედეგი დიაბეტით დაავადებულ ინფიცირებულებში და როგორია ექიმის რეკომენდაციები

ბოლო პე­რი­ოდ­ში საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტა შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის მოქ­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტებ­მა. რა შემ­თხვე­ვა­ში დგე­ბა ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­ში, Covid-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბი­სას და რა­ტომ ვერ ხერ­ხდე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი და­ავ­დე­ბის ისე მარ­თვა, რომ თა­ვი­დან იყოს აცი­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბა? Ambebi.ge ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ ლაშა უჩა­ვას ესა­უბ­რა.

- რა­ტომ მო­ი­მა­ტა კო­რო­ნა­ვირუ­სით დი­ა­ბე­ტის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტთა გარ­დაც­ვა­ლე­ბის რი­ცხვმა ბოლო პე­რი­ოდ­ში?

- ეს ზო­გა­დად ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვის მა­ტე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას­თან ერ­თად, მო­ი­მა­ტა შაქ­რი­ა­ნი დი­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბულ­თა გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვებ­მაც. თა­ვი­დან­ვე გა­მოვ­ლინ­და, რომ ამ და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლად გა­დაჰ­ქონ­დათ კო­რო­ნა­ვირუ­სი. სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, დღეს­დღე­ო­ბით, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი არის ერთ-ერთ პირ­ველ ად­გილ­ზე გარ­თუ­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ზო­გა­დად, ნე­ბის­მი­ე­რი ვირუ­სი და ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი იწ­ვევს შაქ­რის ციფ­რე­ბის მა­ტე­ბას ორ­გა­ნიზ­მში, რაც ხელს უშ­ლის სტან­დარ­ტუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს დი­ა­ბე­ტი­ა­ნი პა­ცი­ნე­ტის მკურ­ნა­ლო­ბას, აქ არ­სე­ბობს ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა. დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი, რო­მელ­საც დღეს­დღე­ო­ბით წამ­ყვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს კო­რო­ნა­ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კოლ­ში, იწ­ვევს გლუ­კო­ზის დო­ნის მო­მა­ტე­ბას. ამი­ტომ მთა­ვა­რია გარ­თუ­ლე­ბე­ბამ­დე არ მი­ვი­დეს საქ­მე, თო­რემ შემ­დეგ მარ­თვა იოლი არ არის. მა­ღა­ლი შა­ქა­რის რი­ცხვე­ბი თა­ვად იწ­ვევს ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სის წარ­მოქ­მნას სის­ხლძარ­ღვებ­ში და კო­ა­გუ­ლა­ცი­ის დარ­ღვე­ვას. ეს კი პირ­და­პირ ქმნის ვირუ­სის დროს თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, იწ­ვევს სამ­წუ­ხა­რო გა­მო­სა­ვალს - გარ­დაც­ვა­ლე­ბას.

- რა შემ­თხვე­ვა­ში ურ­თულ­დე­ბათ დი­ა­ბე­ტის მქო­ნე­ებს Covid-19?

- როცა შაქ­რის ციფ­რე­ბი კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლია და პა­ცი­ენ­ტი ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს მის და­ა­ვა­დე­ბას, რის­კე­ბი ზუს­ტად ისე­თი­ვეა, რო­გო­რიც სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში. თუ ადა­მი­ა­ნი არ იცავს ექი­მის მი­თი­თე­ბებს, არ იღებს შე­სა­ბა­მის მე­დი­კა­მენ­ტებს, არ­ღვევს სწო­რი კვე­ბის პრინ­ცი­პებს, ის აუ­ცი­ლებ­ლად აღ­მოჩ­ნდე­ბა ამ რის­კის წი­ნა­შე. შაქ­რის მა­ღა­ლი ციფ­რე­ბი იწ­ვევს ორ­გა­ნიზ­მში ნერ­ვუ­ლი იმ­პულ­სე­ბის გა­და­ცე­მის შე­ფერ­ხე­ბას, რაც აქ­ვე­ი­თებს იმუ­ნი­ტეტს. და­სუს­ტე­ბუ­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ვერ ებ­რძვის ორ­გა­ნიზ­მში შეჭ­რილ ვერ­ცერთ ვირუსს, მათ შო­რის ვერც კო­რო­ნა­ვირუსს.

- ძი­რი­თა­დად რა შემ­თხვე­ვა­ში დგე­ბა ფა­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი?

- ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი მა­შინ დგე­ბა, რო­დე­საც ინ­ფი­ცი­რე­ბამ­დე ადა­მი­ა­ნი არ აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას შაქ­რის მაჩ­ვე­ნე­ბელს და მუდ­მი­ვად აქვს მა­ღა­ლი. რო­დე­საც დი­ა­ბე­ტი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­დე­ბა, ჩა­რე­ვა ხში­რად უშე­დე­გოა, რად­გან შაქ­რის დო­ნის მო­წეს­რი­გე­ბა ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია და ეს წა­მებ­ში არ ხდე­ბა. ამი­ტომ ინ­ფი­ცი­რე­ბამ­დე პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, უნდა მი­აქ­ცი­ონ მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა თა­ვი­ანთ და­ა­ვა­დე­ბას და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ გარ­თუ­ლე­ბე­ბის რის­კი. რო­გორც კო­რო­ნა­ვირუ­სი, ისე გლუ­კო­ზის მა­ღა­ლი დონე, იწ­ვევს სის­ხლძარ­ღვებ­ში ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რაც ხელს უწყობს თრომ­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. სწო­რედ თრომ­ბო­ემ­ბო­ლია ხდე­ბა ხში­რად შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბტის მქო­ნე პი­რე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს. ვერ ვი­ტყვი, რომ ფა­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის გამო ხდე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ეს პა­ცი­ენ­ტთა და­უ­დევ­რო­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.

- რო­დის უნდა მო­ი­თხო­ვონ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბულ­მა პა­ცი­ენ­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც კო­რო­ნა­ვირუსს სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბენ?

- რო­დე­საც მი­უ­ხე­და­ვად მცდე­ლო­ბე­ბი­სა, ვერ ხდე­ბა შაქ­რის ციფ­რე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა. ამ დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, პა­ცი­ენ­ტის გა­დაყ­ვა­ნა სტა­ცი­ო­ნარ­ში, იმი­სათ­ვის, რომ კლი­ნი­კა­ში იყოს მარ­თუ­ლი შაქ­რის დონე სხვა­დას­ხვა გა­დას­ხმე­ბი­თა და ინ­სუ­ლი­ნო­თე­რა­პი­ით. ისი­ნი მუდ­მი­ვად უნდა იყ­ვნენ ოჯა­ხის ექი­მი­სა და ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გის ზე­დამ­ხედვ­ლო­ბის ქვეშ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მკურ­ნა­ლო­ბი­სას.

- რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გაქვთ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დი­ა­ბე­ტი­ა­ნი პი­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ვირუსს სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბენ?

- მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ 21 მარტს გა­მო­ი­ცა დე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, კო­რო­ნა­ვირუ­სის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრე­ვენ­ცი­აა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პრინ­ცი­პე­ბის და­ნერგვა, რაც გუ­ლის­ხმობს სწორ კვე­ბას, ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბა­სა და სწორ ძილს. ამ კომ­პო­ნენ­ტე­ბის დარ­ღვე­ვა იწ­ვევს შაქ­რის ციფ­რე­ბის მო­მა­ტე­ბას. ვირუ­სის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე ზო­გა­დი სი­სუ­ტი­სა და უე­ნერ­გი­ო­ბის გამო, ადა­მი­ა­ნე­ბი შვე­ბას პო­უ­ლო­ბენ საკ­ვებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ტკბილ საკ­ვებ­ში, ამ გზით ცდი­ლო­ბენ ენერ­გი­ის აღ­დგე­ნას, რაც არის და­უშ­ვე­ბე­ლი. კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს ტკბილ საკ­ვებ­ზე უარი უნდა თქვან რო­გორც დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, ასე­ვე მათ, ვი­საც დი­ა­ბე­ტი არ აწუ­ხებთ.

- რო­გო­რია პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის?

- შა­ქა­რი­ა­ნი დი­ბე­ტის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვი­საც იგი­ვეა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რაც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში. პირ­ველ რიგ­ში, ეს არის ჰი­გი­ე­ნა და პირ­ბა­დის ტა­რე­ბა. ასე­ვე მაქ­სი­მა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბის­გან. ჯან­მოს რე­კო­მენ­და­ცია, რომ ისი­ნი სა­ერ­თოდ არ გა­ვიდ­ნენ გა­რეთ და მო­ი­მა­რა­გონ სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და შაქ­რის სა­ზო­მი აპა­რა­ტი. და თუ ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რს უწევს გა­რეთ გას­ვლა, და­იც­ვან მათ­თან დის­ტან­ცია სახ­ლის პი­რო­ბებ­შიც. კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ეკის­რე­ბა კვე­ბას, ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბა­სა და სწორ ძილს.

და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­მა, ასე­ვე, ჯან­მრთელ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, რად­გა­ნაც დიდი ოდე­ნო­ბით შაქ­რის მი­ღე­ბა იწ­ვევს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დაქ­ვე­ი­თე­ბას, რაც ხელს უწყობს ვირუ­სის მწვა­ვე გან­ვი­თარ­ბას, თავი უნდა შე­ი­კა­ვონ მისი მი­ღე­ბის­გან.

ჯან­მოს მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის და მათ შო­რის შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის­თვის, არ­სე­ბობს კონ­რე­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა საკ­ვე­ბი­სა, რო­მე­ლიც მათ ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონ­ში უნდა შე­ი­ტა­ნონ. ეს არის 400 გ. ბოსტნე­უ­ლი, 400 გ. ხილი, 200 გ. ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბი, მათ შო­რის აუ­ცი­ლებ­ლია კვი­რა­ში სამ­ჯერ თევ­ზი. უნდა მი­ვი­ღოთ ასე­ვე, და­ახ­ლო­ე­ბით, 400 გრა­მამ­დე რძის პრო­დუქ­ტე­ბი და შე­ვამ­ცი­როთ ან სრუ­ლად ამო­ვი­ღოთ ტკბი­ლე­უ­ლი.

ასე­ვე, უნდა შე­ვამ­ცი­როთ მა­რი­ლის ოდე­ნო­ბაც. და­საშ­ვე­ბია დღე­ში 5 გრა­მამ­დე მა­რი­ლის მი­ღე­ბა, რაც შე­ად­გენს ერთ ჩაის კოვ­ზს. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და გა­დამ­წყვე­ტია, ესაა სი­თხის მი­ღე­ბა. დღე­ში უნდა დავ­ლი­ოთ 10-12 ჭიქა წყა­ლი, რათა არ გან­ვი­თარ­დეს გა­უ­წყლო­ე­ბა და ორ­გა­ნიზ­მი უკეთ შე­ებ­რძო­ლოს ვირუსს. ძი­ლის მო­წეს­რი­გე­ბა და ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, ზო­მი­ე­რი ვარ­ჯი­ში ასე­ვე ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეო
8

დარიგებები კარგია, მაგრამ სამშაბათს რომ ვირუსის ნიშნები ვიგრძენი და ოჯახის ექიმთან გასაუბრებაზე მომდევნო კვირის ხუთშაბათს გწერენ, რომელ მართვაზეა ლაპარაკი? მესმის, მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ მაშინ ეს რჩევები არაფრისმომცემია. ტესტს დროულად ვერ გაიკეთებ, ექიმს ვერ შეეხმიანები, სტაციონარში ან ადგილი არაა, ან ხელზე ტესტის პასუხი უნდა გვქონდეს. აბა, გვირჩიეთ, კონკრეტულად რა ვიღონოთ ასეთ სიტუაციაში.

იი
9

სახლში და არა მიტინგებზე უნდა ფრთილათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ეს პირდაპირ ქმნის Covid 19-ის დროს თრომბის განვითარების რისკს" - რა შემთხვევაში დგება ლეტალური შედეგი დიაბეტით დაავადებულ ინფიცირებულებში და როგორია ექიმის რეკომენდაციები

"ეს პირდაპირ ქმნის Covid 19-ის დროს თრომბის განვითარების რისკს" - რა შემთხვევაში დგება ლეტალური შედეგი დიაბეტით დაავადებულ ინფიცირებულებში და როგორია ექიმის რეკომენდაციები

ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა შაქრიანი დიაბეტის მოქნე პაციენტებში კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტებმა. რა შემთხვევაში დგება ლეტალური შედეგი დიაბეტით დაავადებულებში, Covid-19-ით ინფიცირებისას და რატომ ვერ ხერხდება ქრონიკული დაავდების ისე მართვა, რომ თავიდან იყოს აცილებული პაციენტის გარდაცვალება? Ambebi.ge ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას ესაუბრა.

- რატომ მოიმატა კორონავირუსით დიაბეტის მქონე პაციენტთა გარდაცვალების რიცხვმა ბოლო პერიოდში?

- ეს ზოგადად ინფიცირებულთა რიცხვის მატებასთან არის დაკავშირებული. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, მოიმატა შაქრიანი დიბეტით დაავადებულთა გარდაცვალების შემთხვევებმაც. თავიდანვე გამოვლინდა, რომ ამ დაავადების მქონე პაციენტებს გაცილებით რთულად გადაჰქონდათ კორონავირუსი. საერთაშორისო მონაცემების მიხედვით, დღესდღეობით, შაქრიანი დიაბეტი არის ერთ-ერთ პირველ ადგილზე გართულებების თვალსაზრისით. ზოგადად, ნებისმიერი ვირუსი და ანთებითი პროცესი იწვევს შაქრის ციფრების მატებას ორგანიზმში, რაც ხელს უშლის სტანდარტული მკურნალობის შესაძლებლობას. რაც შეეხება კორონავირუსის დროს დიაბეტიანი პაცინეტის მკურნალობას, აქ არსებობს ერთი სერიოზული გამოწვევა. დექსამეტაზონი, რომელსაც დღესდღეობით წამყვანი ადგილი უჭირავს კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლში, იწვევს გლუკოზის დონის მომატებას. ამიტომ მთავარია გართულებებამდე არ მივიდეს საქმე, თორემ შემდეგ მართვა იოლი არ არის. მაღალი შაქარის რიცხვები თავად იწვევს ანთებითი პროცესის წარმოქმნას სისხლძარღვებში და კოაგულაციის დარღვევას. ეს კი პირდაპირ ქმნის ვირუსის დროს თრომბოემბოლიის განვითარების რისკს, რაც საბოლოო ჯამში, იწვევს სამწუხარო გამოსავალს - გარდაცვალებას.

- რა შემთხვევაში ურთულდებათ დიაბეტის მქონეებს Covid-19?

- როცა შაქრის ციფრები კომპენსირებულია და პაციენტი ყურადღებას აქცევს მის დაავადებას, რისკები ზუსტად ისეთივეა, როგორიც სრულიად ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში. თუ ადამიანი არ იცავს ექიმის მითითებებს, არ იღებს შესაბამის მედიკამენტებს, არღვევს სწორი კვების პრინციპებს, ის აუცილებლად აღმოჩნდება ამ რისკის წინაშე. შაქრის მაღალი ციფრები იწვევს ორგანიზმში ნერვული იმპულსების გადაცემის შეფერხებას, რაც აქვეითებს იმუნიტეტს. დასუსტებული იმუნური სისტემა ვერ ებრძვის ორგანიზმში შეჭრილ ვერცერთ ვირუსს, მათ შორის ვერც კორონავირუსს.

- ძირითადად რა შემთხვევაში დგება ფატალური გამოსავალი?

- ლეტალური გამოსავალი მაშინ დგება, როდესაც ინფიცირებამდე ადამიანი არ აქცევს ყურადღებას შაქრის მაჩვენებელს და მუდმივად აქვს მაღალი. როდესაც დიაბეტიანი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდება, ჩარევა ხშირად უშედეგოა, რადგან შაქრის დონის მოწესრიგება ხანგრძლივი პროცესია და ეს წამებში არ ხდება. ამიტომ ინფიცირებამდე პანდემიის პირობებში, უნდა მიაქციონ მაქსიმალური ყურადღება თავიანთ დაავადებას და გაითვალისწინონ გართულებების რისკი. როგორც კორონავირუსი, ისე გლუკოზის მაღალი დონე, იწვევს სისხლძარღვებში ანთებითი პროცესების განვითარებას, რაც ხელს უწყობს თრომბის განვითარებას. სწორედ თრომბოემბოლია ხდება ხშირად შაქრიანი დიაბტის მქონე პირების გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსის დროს. ვერ ვიტყვი, რომ ფატალური გამოსავალი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო ხდება. სამწუხაროდ, ხშირად ეს პაციენტთა დაუდევრობითაა გამოწვეული.

- როდის უნდა მოითხოვონ კლინიკაში გადაყვანა დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა, რომლებიც კორონავირუსს სახლში მკურნალობენ?

- როდესაც მიუხედავად მცდელობებისა, ვერ ხდება შაქრის ციფრების მოწესრიგება. ამ დროს აუცილებელია, პაციენტის გადაყვანა სტაციონარში, იმისათვის, რომ კლინიკაში იყოს მართული შაქრის დონე სხვადასხვა გადასხმებითა და ინსულინოთერაპიით. ისინი მუდმივად უნდა იყვნენ ოჯახის ექიმისა და ენდოკრინოლოგის ზედამხედვლობის ქვეშ სახლის პირობებში მკურნალობისას.

- რა რეკომენდაციები გაქვთ კორონავირუსით ინფიცირებული დიაბეტიანი პირებისთვის, რომლებიც ვირუსს სახლში მკურნალობენ?

- მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 21 მარტს გამოიცა დებულება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის უმნიშვნელოვანესი პრევენციაა ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დანერგვა, რაც გულისხმობს სწორ კვებას, ფიზიკურ აქტივობასა და სწორ ძილს. ამ კომპონენტების დარღვევა იწვევს შაქრის ციფრების მომატებას. ვირუსის ფონზე მიმდინარე ზოგადი სისუტისა და უენერგიობის გამო, ადამიანები შვებას პოულობენ საკვებში, განსაკუთრებით ტკბილ საკვებში, ამ გზით ცდილობენ ენერგიის აღდგენას, რაც არის დაუშვებელი. კორონავირუსის დროს ტკბილ საკვებზე უარი უნდა თქვან როგორც დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა, ასევე მათ, ვისაც დიაბეტი არ აწუხებთ.

- როგორია პრევენციული ღონისძიებები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის?

- შაქარიანი დიბეტის მქონე პაციენტებისთვისაც იგივეა პრევენციული ღონისძიებები, რაც გასათვალისწინებელია ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში. პირველ რიგში, ეს არის ჰიგიენა და პირბადის ტარება. ასევე მაქსიმალური დისტანცირება თავშეყრის ადგილებისგან. ჯანმოს რეკომენდაცია, რომ ისინი საერთოდ არ გავიდნენ გარეთ და მოიმარაგონ საჭირო მედიკამენტები და შაქრის საზომი აპარატი. და თუ ოჯახის რომელიმე წევრს უწევს გარეთ გასვლა, დაიცვან მათთან დისტანცია სახლის პირობებშიც. კორონავირუსის პრევენციაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება კვებას, ფიზიკურ აქტივობასა და სწორ ძილს.

დაავადებულებმა, ასევე, ჯანმრთელმა ადამიანებმა, რადგანაც დიდი ოდენობით შაქრის მიღება იწვევს იმუნური სისტემის დაქვეითებას, რაც ხელს უწყობს ვირუსის მწვავე განვითარბას, თავი უნდა შეიკავონ მისი მიღებისგან.

ჯანმოს მიერ გაცემული რეკომენდაციებით, ყველა ადამიანისთვის და მათ შორის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის, არსებობს კონრეტული რაოდენობა საკვებისა, რომელიც მათ ყოველდღიურ რაციონში უნდა შეიტანონ. ეს არის 400 გ. ბოსტნეული, 400 გ. ხილი, 200 გ. ხორცის პროდუქტები, მათ შორის აუცილებლია კვირაში სამჯერ თევზი. უნდა მივიღოთ ასევე, დაახლოებით, 400 გრამამდე რძის პროდუქტები და შევამციროთ ან სრულად ამოვიღოთ ტკბილეული.

ასევე, უნდა შევამციროთ მარილის ოდენობაც. დასაშვებია დღეში 5 გრამამდე მარილის მიღება, რაც შეადგენს ერთ ჩაის კოვზს. რაც ყველაზე მთავარი და გადამწყვეტია, ესაა სითხის მიღება. დღეში უნდა დავლიოთ 10-12 ჭიქა წყალი, რათა არ განვითარდეს გაუწყლოება და ორგანიზმი უკეთ შეებრძოლოს ვირუსს. ძილის მოწესრიგება და ფიზიკური აქტივობა, ზომიერი ვარჯიში ასევე ძალიან სასარგებლოა.

"გუშინ მოხდა ტერორისტული აქტი, შემთხვევით გადავრჩით სიკვდილს..." - რა მოთხოვნები აქვთ თელავში გამართული აქციის მონაწილეებს?

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში?

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა