მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აუცილებლად დავბრუნდები და ჩემს სათქმელს ვიტყვი" - ნიკოლოზ მანაგაძე "მასტერშეფისა“ და მომავლის გეგმების შესახებ
"აუცილებლად დავბრუნდები და ჩემს სათქმელს ვიტყვი" - ნიკოლოზ მანაგაძე "მასტერშეფისა“ და მომავლის გეგმების შესახებ

კუ­ლი­ნა­რი­ულ პრო­ექტ "მას­ტერ­შე­ფის“ მე­ო­თხე სე­ზო­ნის ოქ­როს წინ­საფ­რის მფლო­ბე­ლი ნი­კო­ლოზ მა­ნა­გა­ძე ჯერ მხო­ლოდ 18 წლის არის. შე­სარ­ჩევ ეტაპ­ზე მისი მომ­ზა­დე­ბუ­ლი დე­სერ­ტი უმ­კაც­რეს­მა ჟი­უ­რიმ და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა და იდე­ა­ლუ­რი უწო­და.

ნი­კო­ლო­ზი კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აო­ცებ­და ჟი­უ­რი­საც და მა­ყუ­რე­ბელ­საც, თუმ­ცა ბურ­გე­რის ტური მის­თვის სა­ბე­დის­წე­რო გა­მოდ­გა და პრო­ექ­ტი და­ტო­ვა. რო­გორ აფა­სებს თა­ვის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას „მას­ტერ­შეფ­ში“ და რა გეგ­მე­ბი აქვს მო­მა­ვალ­ში, ამის შე­სა­ხებ ნი­კო­ლოზ მა­ნა­გა­ძე თა­ვად გვე­სა­უბ­რა.

- რო­გორც ყვე­ლას, მეც ფი­ნალ­ში გას­ვლა და გა­მარ­ჯვე­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ თუ ჩემს ასაკ­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას, უფრო სწო­რად, გა­მო­უც­დე­ლო­ბას, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ოქ­როს წინ­საფ­რის მო­პო­ვე­ბა და აქამ­დე მოს­ვლაც დიდი მიღ­წე­ვაა.

ბევ­რს ვფიქ­რობ­დი, სა­ერ­თოდ უნდა მი­მე­ღო თუ არა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მე­ში­ნო­და კა­მე­რე­ბის, შო­უ­სი, მა­ყუ­რებ­ლის... ახლა ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ გავ­რის­კე და მო­ვე­დი. ამ პრო­ექ­ტმა ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მას­წავ­ლა. გარ­და ამი­სა, თუკი მა­ნამ­დე ცოტა მე­გო­ბა­რი მყავ­და, ახლა ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ვი­ცა­ნი, რომ­ლე­ბიც ჩემი მე­გობ­რე­ბი გახ­დნენ. „მას­ტერ­შეფ­მა“ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლიც მო­მი­ტა­ნა. ძა­ლი­ან თბილ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს მწე­რენ, აკო­მენ­ტა­რე­ბენ, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. მინ­და თი­თო­ე­ულ მათ­განს უდი­დე­სი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო.

- სად მი­ი­ღეთ გა­ნათ­ლე­ბა?

- კუ­ლი­ნა­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნათ­ლე­ბა არ მაქვს, არც შე­ფებ­თან მი­მუ­შა­ვია, ყვე­ლა­ფე­რი ჩე­მით ვის­წავ­ლე. ჩემს ოჯახს სა­კონ­დიტ­რო ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნია აქვს. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან მოწ­ვე­უ­ლი შე­ფე­ბის მას­ტერკლა­სებს ვეს­წრე­ბო­დი და სა­კონ­დიტ­რო სფე­როს ასე და­ვუ­ახ­ლოვ­დი.

მა­ნამ­დე იყო მუ­სი­კა და რაგ­ბი. 11 წე­ლია ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე ვუკ­რავ, ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­მუ­სი­კო სკო­ლა „ნი­ჭი­ერ­თა ათწლე­დი“ და­ვას­რუ­ლე, არა­ერთ კონ­კურ­სში დიდი წარ­მა­ტე­ბით მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ასე­ვე, 5-6 წლის წინ რაგ­ბის თა­მა­ში და­ვი­წყე. რაგ­ბი ჩემი ცხოვ­რე­ბა იყო, მაგ­რამ ტრავ­მა მი­ვი­ღე. ამან ძა­ლი­ან იმოქ­მე­და ჩემ­ზე, აღარ ვი­ცო­დი, რით უნდა შე­მევ­სო და­ნაკ­ლი­სი. სწო­რედ ამ დროს გა­მოჩ­ნდა კუ­ლი­ნა­რია... რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს, სა­მი­ვე სფე­რო გაძ­ლევს ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას, ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- რო­გორც ბოლო ეპი­ზოდ­ში თქვით, გსურ­დათ კონ­დი­ტე­რია შე­მო­გე­ტა­ნათ კუ­ლი­ნა­რი­ა­ში. გა­ა­მარ­თლა ამან?

- სხვა­თა შო­რის, ბურ­გერ­ში შო­კო­ლა­დის და­მა­ტე­ბამ გა­ა­მარ­თლა და არ ვნა­ნობ. სახ­ლში რომ მო­ვამ­ზა­დე და გავ­სინ­ჯე, ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი გა­მო­ვი­და. სა­კონ­კურ­სო დღეს ჩემი ბურ­გე­რი ხორ­ცის შეწ­ვის ხა­რის­ხმა გა­ა­ფუ­ჭა. ხორ­ცი უმი იყო და ბურ­გე­რი ფაქ­ტობ­რი­ვად ვერ გა­სინ­ჯეს, თო­რემ ექ­სპე­რი­მენ­ტმა ნამ­დვი­ლად გა­ა­მარ­თლა.

- თქვე­ნი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი წუხ­დნენ, რა­ტომ გა­ირ­თუ­ლა საქ­მე, მარ­ტი­ვი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი აე­ღოო...

- მე მე­გო­ნა, ვი­მარ­ტი­ვებ­დი. რას ვი­ფიქ­რებ­დი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხორ­ბლის ფქვი­ლის ნაც­ვლად სე­მო­ლი­ნა თუ იქ­ნე­ბო­და! შე­ხე­ბის უფ­ლე­ბა არ გვქონ­და და გა­რეგ­ნუ­ლად ნამ­დვი­ლად ჩვე­უ­ლებ­რივ ფქვილს ჰგავ­და. ალ­ბათ ესეც გა­მარ­თლე­ბა­ზე იყო.

ახლა შვე­ი­ცა­რი­ის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ. შვე­ი­ცა­რი­ა­ში რომ წა­ვალ, მინ­და კონ­დი­ტე­რია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე შე­ვის­წავ­ლო.

- გა­და­ცე­მის ბო­ლოს აღ­ნიშ­ნეთ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბიო. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ „მას­ტერ­შეფ­ში“ კი­დევ გი­ხი­ლავთ?

- დიახ, აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი და ჩემს სათ­ქმელს ვი­ტყვი! მე ახლა ვე­უფ­ლე­ბი ჩემს პრო­ფე­სი­ას, აქამ­დე ჩემი ნი­ჭით მო­ვე­დი, აშ­კა­რად მაკ­ლდა ცოდ­ნა, გა­მოც­დი­ლე­ბა... ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ ამ სე­ზონ­ში კონ­კუ­რენ­ცია აშ­კა­რად ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, მა­ნამ­დე ამ­დე­ნი მზა­რე­უ­ლი თორ­მე­ტე­ულ­ში არ ყო­ფი­ლა.

- და ბო­ლოს, ვის გულ­შე­მატ­კივ­რობთ?

- ლუ­კას. გარ­და იმი­სა, რომ არ და­ნებ­და, გან­ვი­თარ­და და მე­ო­რედ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრო­ექ­ტში, ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტია, ნი­ჭი­ე­რია, დიდი ცოდ­ნა აქვს და ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს გა­მარ­ჯვე­ბას.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეველინა
0

ვულოცავ! ძალიან პოზიტიური ბიჭია, კულინარიაზე აღარაფერს ვამბობ.

გეგა
0

შენი სათქმელი .......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"აუცილებლად დავბრუნდები და ჩემს სათქმელს ვიტყვი" - ნიკოლოზ მანაგაძე "მასტერშეფისა“ და მომავლის გეგმების შესახებ

"აუცილებლად დავბრუნდები და ჩემს სათქმელს ვიტყვი" - ნიკოლოზ მანაგაძე "მასტერშეფისა“ და მომავლის გეგმების შესახებ

კულინარიულ პროექტ "მასტერშეფის“ მეოთხე სეზონის ოქროს წინსაფრის მფლობელი ნიკოლოზ მანაგაძე ჯერ მხოლოდ 18 წლის არის. შესარჩევ ეტაპზე მისი მომზადებული დესერტი უმკაცრესმა ჟიურიმ დადებითად შეაფასა და იდეალური უწოდა.

ნიკოლოზი კვირების განმავლობაში აოცებდა ჟიურისაც და მაყურებელსაც, თუმცა ბურგერის ტური მისთვის საბედისწერო გამოდგა და პროექტი დატოვა. როგორ აფასებს თავის მონაწილეობას „მასტერშეფში“ და რა გეგმები აქვს მომავალში, ამის შესახებ ნიკოლოზ მანაგაძე თავად გვესაუბრა.

- როგორც ყველას, მეც ფინალში გასვლა და გამარჯვება მინდოდა, მაგრამ თუ ჩემს ასაკსა და გამოცდილებას, უფრო სწორად, გამოუცდელობას, გავითვალისწინებთ, ოქროს წინსაფრის მოპოვება და აქამდე მოსვლაც დიდი მიღწევაა.

ბევრს ვფიქრობდი, საერთოდ უნდა მიმეღო თუ არა მონაწილეობა. მეშინოდა კამერების, შოუსი, მაყურებლის... ახლა ძალიან მიხარია, რომ გავრისკე და მოვედი. ამ პროექტმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა. გარდა ამისა, თუკი მანამდე ცოტა მეგობარი მყავდა, ახლა ისეთი ადამიანები გავიცანი, რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ. „მასტერშეფმა“ უამრავი ადამიანის სიყვარულიც მომიტანა. ძალიან თბილ შეტყობინებებს მწერენ, აკომენტარებენ, რაც ძალიან მახარებს. მინდა თითოეულ მათგანს უდიდესი მადლობა გადავუხადო.

- სად მიიღეთ განათლება?

- კულინარიის მიმართულებით განათლება არ მაქვს, არც შეფებთან მიმუშავია, ყველაფერი ჩემით ვისწავლე. ჩემს ოჯახს საკონდიტრო ინგრედიენტების სადისტრიბუციო კომპანია აქვს. სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული შეფების მასტერკლასებს ვესწრებოდი და საკონდიტრო სფეროს ასე დავუახლოვდი.

მანამდე იყო მუსიკა და რაგბი. 11 წელია ფორტეპიანოზე ვუკრავ, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ დავასრულე, არაერთ კონკურსში დიდი წარმატებით მიმიღია მონაწილეობა. ასევე, 5-6 წლის წინ რაგბის თამაში დავიწყე. რაგბი ჩემი ცხოვრება იყო, მაგრამ ტრავმა მივიღე. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე, აღარ ვიცოდი, რით უნდა შემევსო დანაკლისი. სწორედ ამ დროს გამოჩნდა კულინარია... რაც ყველაზე მეტად მომწონს, სამივე სფერო გაძლევს ინტერპრეტაციის საშუალებას, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- როგორც ბოლო ეპიზოდში თქვით, გსურდათ კონდიტერია შემოგეტანათ კულინარიაში. გაამართლა ამან?

- სხვათა შორის, ბურგერში შოკოლადის დამატებამ გაამართლა და არ ვნანობ. სახლში რომ მოვამზადე და გავსინჯე, ძალიან გემრიელი გამოვიდა. საკონკურსო დღეს ჩემი ბურგერი ხორცის შეწვის ხარისხმა გააფუჭა. ხორცი უმი იყო და ბურგერი ფაქტობრივად ვერ გასინჯეს, თორემ ექსპერიმენტმა ნამდვილად გაამართლა.

- თქვენი გულშემატკივრები წუხდნენ, რატომ გაირთულა საქმე, მარტივი ინგრედიენტები აეღოო...

- მე მეგონა, ვიმარტივებდი. რას ვიფიქრებდი, ჩვეულებრივი ხორბლის ფქვილის ნაცვლად სემოლინა თუ იქნებოდა! შეხების უფლება არ გვქონდა და გარეგნულად ნამდვილად ჩვეულებრივ ფქვილს ჰგავდა. ალბათ ესეც გამართლებაზე იყო.

ახლა შვეიცარიის ინტერნაციონალურ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე ვსწავლობ. შვეიცარიაში რომ წავალ, მინდა კონდიტერია პროფესიონალურ დონეზე შევისწავლო.

- გადაცემის ბოლოს აღნიშნეთ, რომ აუცილებლად დავბრუნდებიო. ეს იმას ნიშნავს, რომ „მასტერშეფში“ კიდევ გიხილავთ?

- დიახ, აუცილებლად დავბრუნდები და ჩემს სათქმელს ვიტყვი! მე ახლა ვეუფლები ჩემს პროფესიას, აქამდე ჩემი ნიჭით მოვედი, აშკარად მაკლდა ცოდნა, გამოცდილება... ამას ისიც ემატება, რომ ამ სეზონში კონკურენცია აშკარად ძალიან მაღალია, მანამდე ამდენი მზარეული თორმეტეულში არ ყოფილა.

- და ბოლოს, ვის გულშემატკივრობთ?

- ლუკას. გარდა იმისა, რომ არ დანებდა, განვითარდა და მეორედ მიიღო მონაწილეობა პროექტში, ძალიან ღირსეული კონკურსანტია, ნიჭიერია, დიდი ცოდნა აქვს და ნამდვილად იმსახურებს გამარჯვებას.

რა წერია აინშტაინის 1946 წლის ხელნაწერში, რომელიც აუქციონზე 1.2 მილიონ დოლარად გაიყიდა

თორნიკე ყიფიანი "ევროვიზიის“ ფინალში ვერ მოხვდა - "აწი, როგორც ამბობენ, მამაზეციერი თუ გვიშველის...“

"ფეისბუქში“ შევედი, ეტყობა დამეჭირა ხელი რაღაცაზე და ეს იყო "დაქორწინდა"...ვინ აღარ მომილოცა" - ელისო ბოლქვაძე