სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცესკო - ტექნიკური ხარვეზის შედეგია ინფორმაცია, რომ ზოგიერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ხმების 100%-ზე მეტი მიიღო
ცესკო - ტექნიკური ხარვეზის შედეგია ინფორმაცია, რომ ზოგიერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ხმების 100%-ზე მეტი მიიღო

ცეს­კოს გან­ცხა­დე­ბით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ მე­ო­რე ტურ­ში ზო­გი­ერ­თმა მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა ხმე­ბის 100%-ზე მეტი მი­ი­ღო, „ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის“ შე­დე­გია თბი­ლი­სი.

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის გან­ცხა­დე­ბით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში ზო­გი­ერ­თმა მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 100%-ზე მეტი მი­ი­ღო, ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის შე­დე­გია. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ცეს­კო­ში გა­ნუ­ცხა­დეს. „რაც ამ ეტაპ­ზე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, არის ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი. ეს არ არის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი. მოხ­და ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი, რაც ასე არ უნდა ასა­ხუ­ლი­ყო“, - გა­ნა­ცხა­დეს ცეს­კო­ში.

ცნო­ბის­თვის, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცეს­კოს სა­იტ­ზე თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად, #27-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში, ზუგ­დიდ­ში, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატს, ირაკ­ლი ჩი­ქო­ვანს, 23:30 სა­ა­თის მდგო­მა­რე­ო­ბით, დათ­ვლი­ლი უბ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, 8962 ხმა აქვს მი­ღე­ბუ­ლი, რაც ამომ­რჩე­ველ­თა 118.08%-ს შე­ად­გენს, ხოლო მის კონ­კუ­რენტს, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი პო­ზი­ცია ძალა ერ­თო­ბა­ში­ას“ კან­დი­დატს, მალ­ხაზ ჯა­ლა­ღო­ნი­ას 608 ხმა აქვს, რაც ამომ­რჩე­ველ­თა 8%-ია. ამას­თან, მე-5 მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატს სო­ზარ სუ­ბარს 3919 ხმა აქვს მი­ღე­ბუ­ლი, რაც 164,46%-ია, ხოლო „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია, ძალა ერ­თო­ბა­ში­ას“ კან­დი­დატს, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილს 503 ხმა აქვს, რაც 21, 11%-ია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ცეს­კოს სა­იტ­ზე ამ­ჟა­მად გან­თავ­სე­ბუ­ლი არ არის. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცეს­კოს სპი­კე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ნა­თია იო­სე­ლი­ან­მა ცეს­კო­ში გა­მარ­თულ ბოლო სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრი­ფიგ­ზე წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არ წა­მო­ად­გი­ნა. მან მხო­ლოდ ის აღ­ნიშ­ნა, რომ 23:30 სა­ა­თის მო­ნა­ცე­მე­ბით დათ­ვლი­ლი იყო 52%, რაც 1043 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნია. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მე­ო­რე ტუ­რის წი­ნას­წარ შე­დე­გებს მას შემ­დეგ გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ, რაც ყვე­ლა უბ­ნის მო­ნა­ცემს და­ით­ვლი­ან.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
3

მიშა მშვილდაძე ეხვეწებოდა გუშინ ცესკოს, 100% ზე მეტს მაინც ნუ დაწერთო))) თქვენი გამომშვები ფაბრიკა, აჰააა

გიორგი
0

უბრალოდ და მარტივად: გ ა ნ ა თ ლ ე ბ ი ს შედეგია.

ავტორი:

ცესკო - ტექნიკური ხარვეზის შედეგია ინფორმაცია, რომ ზოგიერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ხმების 100%-ზე მეტი მიიღო

ცესკო - ტექნიკური ხარვეზის შედეგია ინფორმაცია, რომ ზოგიერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ხმების 100%-ზე მეტი მიიღო

ცესკოს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მეორე ტურში ზოგიერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ხმების 100%-ზე მეტი მიიღო, „ტექნიკური ხარვეზის“ შედეგია თბილისი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ზოგიერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 100%-ზე მეტი მიიღო, ტექნიკური ხარვეზის შედეგია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცესკოში განუცხადეს. „რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, არის ტექნიკური ხარვეზი. ეს არ არის წინასწარი შედეგები. მოხდა ტექნიკური ხარვეზი, რაც ასე არ უნდა ასახულიყო“, - განაცხადეს ცესკოში.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ცესკოს საიტზე თავდაპირველად გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, #27-ე მაჟორიტარულ ოლქში, ზუგდიდში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს, 23:30 საათის მდგომარეობით, დათვლილი უბნების მიხედვით, 8962 ხმა აქვს მიღებული, რაც ამომრჩეველთა 118.08%-ს შეადგენს, ხოლო მის კონკურენტს, „ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული პოზიცია ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს, მალხაზ ჯალაღონიას 608 ხმა აქვს, რაც ამომრჩეველთა 8%-ია. ამასთან, მე-5 მაჟორიტარულ ოლქში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს სოზარ სუბარს 3919 ხმა აქვს მიღებული, რაც 164,46%-ია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილს 503 ხმა აქვს, რაც 21, 11%-ია.

აღნიშნული მონაცემები ცესკოს საიტზე ამჟამად განთავსებული არ არის. შეგახსენებთ, რომ ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა ცესკოში გამართულ ბოლო საინფორმაციო ბრიფიგზე წინასწარი მონაცემები არ წამოადგინა. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ 23:30 საათის მონაცემებით დათვლილი იყო 52%, რაც 1043 საარჩევნო უბანია. მისივე განცხადებით, მეორე ტურის წინასწარ შედეგებს მას შემდეგ გამოაქვეყნებენ, რაც ყველა უბნის მონაცემს დაითვლიან.

PACE-ს დამკვირვებლები ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

მთავრობის ადმინისტრაცია მმართველი ეკონომიკური გუნდისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს