ბათუმის საოლქო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა მოძრაობა „ალტერნატივას“ რამდენიმე წევრი დააკავეს.
აჭარის პოლიციის უფროსის კოტე ანანიაშვილის განცხადებით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
„მათ მიეცათ არაერთი გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ დისტანცია დაეცვათ და ისე გამოეხატათ თავიანთი პროტესტი, თუმცა პოლიციის ამ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ და მოგვიხდა მათი დაკავება“, - განაცხადა კოტე ანანიაშვილმა.
ერთი, ჩემს მაგივრად ჰკითხეთ, რისთვის იბრძვიან.
არჩევნები დამთავრდა და თუ ქვეყნის წინსვლა და წარმატებები გინდათ,ნუ შემოგაქვთ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია.დაიღალა ხალხი.ოპოზიციას თავიანთი პირადი ცხოვრება აწყობილი აქვთ და ერთადერთი საფიქრალი აქვთ ხელისუფლებაში მოვიდნენ რევოლუციის გზით.ასეთი ქმედებებით თქვენ მომავალში ხმას არავინ არ მოგცემთ.დაწყნარდით და დაგვანებეთ თავი.