სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან გთხოვთ მაპატიეთ და აპატიეთ ლევანს, მე სხვა არავინ გამაჩნია... მას ეს ბოროტებით არ გაუკეთებია" - დაკავებულის დედის ემოციური ინტერვიუ
"ძალიან გთხოვთ მაპატიეთ და აპატიეთ ლევანს, მე სხვა არავინ გამაჩნია... მას ეს ბოროტებით არ გაუკეთებია" - დაკავებულის დედის ემოციური ინტერვიუ

მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი 31 წლის ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის დედა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დიშს უხ­დის.

რო­გორც 73 წლის ლა­მა­რა ტე­რე­ლა­ძემ "ფორ­მუ­ლას­თვის" მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, მის­მა შვილ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი ეკო­ნო­მი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის ფონ­ზე ჩა­ი­დი­ნა.

"ხელ­ზე მა­კო­ცა, დავ­ლო­ცე და სამ­სა­ხურ­ში გა­ვუშ­ვი. ყვე­ლა­ფერ­მა იმოქ­მე­და ეტყო­ბა, დე­და­ჩემს წა­მა­ლი ვერ ვუ­ყი­დეო, მა­ღა­ზი­ი­დან პურს ვალ­ზე ვყი­დუ­ლობთ... ეკო­ნო­მი­უ­რი გა­ჭირ­ვე­ბა იყო მი­ზე­ზი, რომ ასე­თი რამე ჩა­ი­დი­ნა. რო­გორც ჩანს, ცოტა და­ლია. ეს ლი­მონ­კის ყიდ­ვა სა­ი­დან მო­ი­ტა­ნა?!

ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო იმ ხალ­ხს, ვინც ლე­ვან­მა გუ­შინ შე­ა­წუ­ხა. ძა­ლი­ან გთხოვთ, აპა­ტი­ეთ ლე­ვა­ნის და მა­პა­ტი­ეთ მე, რო­გორც ერ­თა­დერ­თი შვი­ლის პატ­რონს. მე სხვა არა­ვინ გა­მაჩ­ნია. მას ეს ბო­რო­ტე­ბით არ გა­უ­კე­თე­ბია. მე არ ვა­მარ­თლებ. რას ქვია შე­იჭ­რა?! მეც რომ ვიყო და ვი­ღაც შე­მო­ვარ­დეს, ძა­ლი­ან შე­მე­შინ­დე­ბა. ამ ხალ­ხის წი­ნა­შე ძა­ლი­ან მცხვე­ნია" - ამ­ბობს და­კა­ვე­ბუ­ლის დედა.

ცნო­ბის­თვის, ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი 20 ნო­ემ­ბერს და­ა­კა­ვე. ის წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­იჭ­რა და მძევ­ლე­ბი აიყ­ვა­ნა.

31 წლის ახალ­გაზ­რდა ითხოვ­და ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ეჟ­ღე­რე­ბი­ნათ მისი მო­თხოვ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ასე­თი იყო: აიკ­რძა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა­ნა­ი­რი აზარ­ტუ­ლი თა­მა­ში; ბან­კებს მი­ე­ცეთ უფ­ლე­ბა, 7%-ში გას­ცენ სეს­ხი, ვი­საც არ­სე­ბუ­ლი სეს­ხე­ბი აქვთ, გა­და­უ­ტა­ნონ 7%-ში; ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებს მხო­ლოდ 10% მო­გე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცეთ. თავ­დამ­სხმელ­თან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბულ­მა მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ეტა­პობ­რი­ვად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და ისიც და­ა­კა­ვეს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­კა­ვე­ბუ­ლი, 31 წლის ლე­ვან ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "ფაბ­რი­კა­ში" მუ­შა­ობ­და. მას მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ლე­ვა­ნი აზარ­ტულ თა­მა­შებს თა­მა­შობ­და და ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. სწო­რედ ამი­ტომ ცოლს გა­შორ­და.

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
reji
5

რამდენი ოჯახი უნდა განადგურდეს კიდე მაგ სამი ბიზნესის დამსახურებით

დამნაშავე უნდა დაისჯოს . . .
13

. . . მაგრამ, ამის სცოდავობის შემყურეს რატომღაც მინდა, რომ

ადმინისტრაციული სასჯელი აკმარონ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ძალიან გთხოვთ მაპატიეთ და აპატიეთ ლევანს, მე სხვა არავინ გამაჩნია... მას ეს ბოროტებით არ გაუკეთებია" - დაკავებულის დედის ემოციური ინტერვიუ

"ძალიან გთხოვთ მაპატიეთ და აპატიეთ ლევანს, მე სხვა არავინ გამაჩნია... მას ეს ბოროტებით არ გაუკეთებია" - დაკავებულის დედის ემოციური ინტერვიუ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 31 წლის ლევან ზურაბაშვილის დედა საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

როგორც 73 წლის ლამარა ტერელაძემ "ფორმულასთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, სავარაუდოდ, მისმა შვილმა ეს ყველაფერი ეკონომიური პრობლემების ფონზე ჩაიდინა.

"ხელზე მაკოცა, დავლოცე და სამსახურში გავუშვი. ყველაფერმა იმოქმედა ეტყობა, დედაჩემს წამალი ვერ ვუყიდეო, მაღაზიიდან პურს ვალზე ვყიდულობთ... ეკონომიური გაჭირვება იყო მიზეზი, რომ ასეთი რამე ჩაიდინა. როგორც ჩანს, ცოტა დალია. ეს ლიმონკის ყიდვა საიდან მოიტანა?!

ბოდიში მინდა მოვუხადო იმ ხალხს, ვინც ლევანმა გუშინ შეაწუხა. ძალიან გთხოვთ, აპატიეთ ლევანის და მაპატიეთ მე, როგორც ერთადერთი შვილის პატრონს. მე სხვა არავინ გამაჩნია. მას ეს ბოროტებით არ გაუკეთებია. მე არ ვამართლებ. რას ქვია შეიჭრა?! მეც რომ ვიყო და ვიღაც შემოვარდეს, ძალიან შემეშინდება. ამ ხალხის წინაშე ძალიან მცხვენია" - ამბობს დაკავებულის დედა.

ცნობისთვის, ლევან ზურაბაშვილი 20 ნოემბერს დააკავე. ის წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

31 წლის ახალგაზრდა ითხოვდა ჟურნალისტებს გაეჟღერებინათ მისი მოთხოვნები, რომელიც ასეთი იყო: აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში; ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში; ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10% მოგების უფლება მიეცეთ. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა და ისიც დააკავეს.

როგორც ცნობილია, დაკავებული, 31 წლის ლევან ზურაბიშვილი, ბოლო ორი წლის განმავლობაში "ფაბრიკაში" მუშაობდა. მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. როგორც ახლობლები ამბობენ, ლევანი აზარტულ თამაშებს თამაშობდა და ფინანსური პრობლემები ჰქონდა. სწორედ ამიტომ ცოლს გაშორდა.

გია ვოლსკი "ასტრაზენეკას" ვაქცინით საჯაროდ აიცრა

"ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ახალი საგაზაფხულო შეთავაზება ამოქმედდა

სამი დიდი ქუჩა თბილისში, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი მაისიდან ამოქმედდება