საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორასკაციანი დაცვა, დეზინფექცია... ივანიშვილის ხმის მიცემის პროცედურას თუ დავაკვირდებით, მივხვდებით როგორ საქართველოში არ გვინდა ცხოვრება" - დეკანოიძე
"ორასკაციანი დაცვა, დეზინფექცია... ივანიშვილის ხმის მიცემის პროცედურას თუ დავაკვირდებით, მივხვდებით როგორ საქართველოში არ გვინდა ცხოვრება" - დეკანოიძე

ეს კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის სა­უ­კე­თე­სო ტრა­დი­ცი­ე­ბით გა­მარ­თუ­ლი ე.წ. მე­ო­რე ტუ­რია, - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც დე­კა­ნო­ი­ძემ გან­მარ­ტა, ოპო­ზი­ცია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში მტკი­ცე, ერ­თი­ა­ნი და თან­მიმ­დევ­რუ­ლია. მი­სი­ვე თქმით, ძა­ლა­ში რჩე­ბა მო­თხოვ­ნე­ბი - ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, კო­მი­სი­ე­ბის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

"ახლა სურთ რა­ღაც­ნა­ი­რად ლე­გი­ტი­მა­ცია მი­ა­ნი­ჭონ ფა­რი­სევ­ლო­ბას, არ ვიცი, რა და­ვარ­ქვა მე­ო­რე ტუ­რებს. ეს კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის სა­უ­კე­თე­სო ტრა­დი­ცი­ე­ბით გა­მარ­თუ­ლი ე.წ. მე­ო­რე ტუ­რია, ჩვენ არ ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ოფი­ცი­ა­ლუ­რად მივ­მარ­თეთ ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას, ასე­ვე ჩვენს ამომ­რჩე­ველს, არ მი­ვიდ­ნენ და ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­დონ არ­ჩევ­ნებს, რად­გან არც ჩვენ, ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­და­ტე­ბი, არც ჩვე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს დე­მოკ­რა­ტი­ის იმ იმი­ტა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სურს შექ­მნას. სხვა­თა შო­რის, პირ­ვე­ლად ხდე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, როცა ერთი პარ­ტია მო­ნა­წი­ლე­ობს არ­ჩევ­ნებ­ში, მათი გად­მო­სა­ხე­დი­დან „არ­ჩევ­ნებ­ში“.

ოპო­ზი­ცია და ვერ­ცერ­თი კან­დი­და­ტი ვერ იქ­ნე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის დე­მოკ­რა­ტი­ის ფა­სა­დი, იმ ფა­სა­დუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მას სჭირ­დე­ბა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რას თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ყვე­ლას გაგ­ვიჩ­ნდე­ბა შეგ­რძნე­ბა, თუ რო­გორ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გვინ­და ცხოვ­რე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ თურ­ქმე­ნი­ზა­ცია, ორას­კა­ცი­ა­ნი დაც­ვა, დე­ზინ­ფექ­ცია და სხვა. მას რო­გორც არ უნდა უნ­დო­დეს, ლე­გი­ტი­მუ­რი პარ­ლა­მენ­ტი არ ექ­ნე­ბა, თუ არ და­ნიშ­ნავს ახალ არ­ჩევ­ნებს.

ოპო­ზი­ცია მტკი­ცეა, ერ­თი­ა­ნია, თან­მიმ­დევ­რუ­ლია - ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და ახა­ლი ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა კო­მი­სი­ე­ბის და მათ შო­რის, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა - სხვაგ­ვა­რად, სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თპარ­ტი­უ­ლი, არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პარ­ლა­მენ­ტი ეყო­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 95 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
89

მიშასი შურდა ხიხოს და მოიშორა. ეხლა იმაზე მეტ ნაძირლობებს. ჩადის რასაც მიშა ჩადიოდა. სულ ესაა. რა მიშა და რა ბიძო. ხალხს რა.რა და ............ გაგრძელება ყველამ იცის. ასე იყო მიშას დროს და ასეა ახლაც ამ ხიხოს დროსაც. ეს არის სიმართლე

დ.ჯ.
184

ვის დაცვაზე საუბრობს ეს სუბიექტი ქალბატონი. სააკაშვილი შევარდნაძეს აკრიტიკებდა ,,სადაც მიდის შევარდნაძე, იმ გზაზე დაცვის პოლიციის ჯარისკაცებს წინასწარ (რამდენიმე საათით ადრე) განალაგებს. და გზებს კეტავსო,, გავიხედეთ და , ჰოი საოცრებავ სააკაშვილიც იგივე მეთოდებით გადაადგილდებოდა. აფერისტი სააკაშვილი და აფერისტი ეს სუბიექტი ქალბატონი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ორასკაციანი დაცვა, დეზინფექცია... ივანიშვილის ხმის მიცემის პროცედურას თუ დავაკვირდებით, მივხვდებით როგორ საქართველოში არ გვინდა ცხოვრება" - დეკანოიძე

"ორასკაციანი დაცვა, დეზინფექცია... ივანიშვილის ხმის მიცემის პროცედურას თუ დავაკვირდებით, მივხვდებით როგორ საქართველოში არ გვინდა ცხოვრება" - დეკანოიძე

ეს კომუნისტური პარტიის საუკეთესო ტრადიციებით გამართული ე.წ. მეორე ტურია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც დეკანოიძემ განმარტა, ოპოზიცია გადაწყვეტილებაში მტკიცე, ერთიანი და თანმიმდევრულია. მისივე თქმით, ძალაში რჩება მოთხოვნები - ახალი არჩევნები, კომისიების ახალი ადმინისტრირება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

"ახლა სურთ რაღაცნაირად ლეგიტიმაცია მიანიჭონ ფარისევლობას, არ ვიცი, რა დავარქვა მეორე ტურებს. ეს კომუნისტური პარტიის საუკეთესო ტრადიციებით გამართული ე.წ. მეორე ტურია, ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას, ოფიციალურად მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე ჩვენს ამომრჩეველს, არ მივიდნენ და ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს, რადგან არც ჩვენ, ოპოზიციის კანდიდატები, არც ჩვენი ამომრჩეველი მონაწილეობას არ მიიღებს დემოკრატიის იმ იმიტაციაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილს სურს შექმნას. სხვათა შორის, პირველად ხდება დამოუკიდებლობის ისტორიაში, როცა ერთი პარტია მონაწილეობს არჩევნებში, მათი გადმოსახედიდან „არჩევნებში“.

ოპოზიცია და ვერცერთი კანდიდატი ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის დემოკრატიის ფასადი, იმ ფასადური დემოკრატიის ნაწილი, რომელიც მას სჭირდება. ბიძინა ივანიშვილის ხმის მიცემის პროცედურას თუ დავაკვირდებით, ყველას გაგვიჩნდება შეგრძნება, თუ როგორ საქართველოში არ გვინდა ცხოვრება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ თურქმენიზაცია, ორასკაციანი დაცვა, დეზინფექცია და სხვა. მას როგორც არ უნდა უნდოდეს, ლეგიტიმური პარლამენტი არ ექნება, თუ არ დანიშნავს ახალ არჩევნებს.

ოპოზიცია მტკიცეა, ერთიანია, თანმიმდევრულია - ახალი არჩევნები და ახალი ადმინისტრირება კომისიების და მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლება - სხვაგვარად, საქართველოს ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტი ეყოლება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

"სპეციალური სამსახურიდან გაფრთხილება მივიღე, რომ თუ არ შევავსებ დეკლარაციას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით მემუქრებიან" - დეკანოიძე

რა გეგმა აქვს მთავრობას ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით - პრემიერი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

"არ მინდა კობახიძე! გინდათ ძალით დამაქორწინოთ პოლიტიკურად ამ ადამიანთან?" - ნიკა მელია