მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აჩუქა ჯორჯ კლუნმა 14 მეგობარს მილიონ-მილიონ დოლარი - "ვიფიქრე, ავტობუსმა რომ დამარტყას, მაინც მათია ჩემი ქონება და რატომ ველოდო ავტობუსს?!"
რატომ აჩუქა ჯორჯ კლუნმა 14 მეგობარს მილიონ-მილიონ დოლარი - "ვიფიქრე, ავტობუსმა რომ დამარტყას, მაინც მათია ჩემი ქონება და რატომ ველოდო ავტობუსს?!"

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ­მა, ჯორჯ კლუნ­მა გა­ამ­ხი­ლა ის­ტო­რია, რო­მე­ლიც მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ამ­ბის მიღ­მა იმა­ლე­ბა. სა­უ­ბა­რია მსა­ხი­ო­ბის მიერ მე­გობ­რე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­კე­თე­ბულ შთამ­ბეჭ­დავ სა­ჩუ­ქარ­ზე - მა­შინ ჯორ­ჯმა თა­ვის 14 მე­გო­ბარს მი­ლი­ონ-მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­უ­რი­გა.

თავ­და­პირ­ვე­ლად ეს ამ­ბა­ვი მე­დი­ას მსა­ხი­ო­ბის მე­გო­ბარ­მა, რან­დე გერ­ბერ­მა 2017 წელს უამ­ბო. გერ­ბერ­მა MSNBC-სთან სა­უბ­რი­სას გა­იხ­სე­ნა, რომ ჯორ­ჯმა უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი სა­ვახ­შმოდ და­პა­ტი­ჟა და თი­თო­ე­ულ მათ­განს ფუ­ლით სავ­სე ჩე­მო­და­ნი გა­დას­ცა.

აქამ­დე თა­ვად კლუნს აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე არ უსა­უბ­რია, თუმ­ცა ახლა GQ-სთან მთე­ლი ის­ტო­რია გა­ამ­ხი­ლა. მისი თქმით, ყვე­ლა­ფე­რი 2013 წელს მოხ­და, ფილმ "გრა­ვი­ტა­ცი­ის“ პრე­მი­ე­რამ­დე. ეს ის პე­რი­ო­დია, როცა მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში შთამ­ბეჭ­და­ვი ეტა­პი დად­გა - მისი შე­მო­სა­ვა­ლი გა­ი­ზარ­და, ასე­ვე უკვე იც­ნობ­და თა­ვის მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს ამალ ალა­მუ­დინს, თუმ­ცა ერ­თმა­ნეთს არ ხვდე­ბოდ­ნენ. ჯორჯს მა­შინ ჯერ კი­დევ არ ჰქონ­და ოჯა­ხის შექ­მნის გეგ­მე­ბი.

"და მე ვი­ფიქ­რე, რაც ნამ­დვი­ლად გა­მაჩ­ნია, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც 35 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. მათ დი­ვან­ზე მე­ძი­ნა, როცა სუ­ლი­ე­რად გა­ტე­ხი­ლი ვი­ყა­ვი, როცა არა­ფე­რი გა­მაჩ­ნდა, ისი­ნი მაძ­ლევ­დნენ ფულს. და ვთქვი, რომ მათ გა­რე­შე ეს ყვე­ლა­ფე­რი არ მექ­ნე­ბო­და. ჩვენ ყვე­ლა­ნი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი ვართ, ძა­ლი­ან ახ­ლოს ვართ ერ­თმა­ნეთ­თან... და მე უბ­რა­ლოდ ვი­ფიქ­რე, ქუ­ჩა­ში რომ ავ­ტო­ბუს­მა და­მარ­ტყას, ან­დერ­ძით ისი­ნი გა­ი­ნა­წი­ლე­ბენ ჩემს ქო­ნე­ბა და რა­ტომ უნდა და­ვე­ლო­დო ავ­ტო­ბუ­სის და­ჯა­ხე­ბას?“ - იხ­სე­ნებს მსა­ხი­ო­ბი.

GQ-ს თა­ნახ­მად, 14 მი­ლი­ო­ნი მსა­ხი­ობ­მა ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით 14 ჩე­მო­დან­ში გა­და­ა­ნა­წი­ლა, შემ­დეგ ვახ­შამ­ზე 14 მე­გო­ბა­რი და­პა­ტი­ჟა და სა­ჩუქ­რე­ბი გა­დას­ცა. ჯორ­ჯის მე­გო­ბა­რი, გერ­ბე­რი იხ­სე­ნებს, რომ თან­ხის გა­და­ცე­მამ­დე, მსა­ხი­ობ­მა მათ მი­მარ­თა და უთხრა, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ მის­თვის.

"გავ­ხსე­ნით ჩე­მოდ­ნე­ბი და იქ ყვე­ლა ჩვენ­განს მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი დაგ­ვხვდა, შოკ­ში ვი­ყა­ვით“, - იხ­სე­ნებს ჯორ­ჯის მე­გო­ბა­რი.

ამ ამ­ბი­დან თით­ქმის ერთი წლის შემ­დეგ 2014 წელს ჯორჯ ქლუნ­მა ამალ­ზე იქორ­წი­ნა. გერ­ბე­რი ამ­ბობს, რომ ცხოვ­რე­ბა კარ­მაა და კლუ­ნი სამ­ყა­რომ თა­ვი­სი სი­კე­თის­თვის მა­ლე­ვე და­ა­ჯილ­დო­ვა შე­სა­ნიშ­ნა­ვი ოჯა­ხით.

წყა­რო: insider.com

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
H
4

კარგი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამას ნეტა სად უნდა დაარტყას ავტობუსმა?! :))

rbfg
1

ჯორჯ ჩემთვის არაფერი გიჩუქნია მაგრამ კაცი ხარ კაცური!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რატომ აჩუქა ჯორჯ კლუნმა 14 მეგობარს მილიონ-მილიონ დოლარი - "ვიფიქრე, ავტობუსმა რომ დამარტყას, მაინც მათია ჩემი ქონება და რატომ ველოდო ავტობუსს?!"

რატომ აჩუქა ჯორჯ კლუნმა 14 მეგობარს მილიონ-მილიონ დოლარი - "ვიფიქრე, ავტობუსმა რომ დამარტყას, მაინც მათია ჩემი ქონება და რატომ ველოდო ავტობუსს?!"

ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ჯორჯ კლუნმა გაამხილა ისტორია, რომელიც მასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბის მიღმა იმალება. საუბარია მსახიობის მიერ მეგობრებისთვის რამდენიმე წლის წინ გაკეთებულ შთამბეჭდავ საჩუქარზე - მაშინ ჯორჯმა თავის 14 მეგობარს მილიონ-მილიონი დოლარი დაურიგა.

თავდაპირველად ეს ამბავი მედიას მსახიობის მეგობარმა, რანდე გერბერმა 2017 წელს უამბო. გერბერმა MSNBC-სთან საუბრისას გაიხსენა, რომ ჯორჯმა უახლოესი მეგობრები სავახშმოდ დაპატიჟა და თითოეულ მათგანს ფულით სავსე ჩემოდანი გადასცა.

აქამდე თავად კლუნს აღნიშნულ თემაზე არ უსაუბრია, თუმცა ახლა GQ-სთან მთელი ისტორია გაამხილა. მისი თქმით, ყველაფერი 2013 წელს მოხდა, ფილმ "გრავიტაციის“ პრემიერამდე. ეს ის პერიოდია, როცა მსახიობის ცხოვრებაში შთამბეჭდავი ეტაპი დადგა - მისი შემოსავალი გაიზარდა, ასევე უკვე იცნობდა თავის მომავალ მეუღლეს ამალ ალამუდინს, თუმცა ერთმანეთს არ ხვდებოდნენ. ჯორჯს მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა ოჯახის შექმნის გეგმები.

"და მე ვიფიქრე, რაც ნამდვილად გამაჩნია, ეს ადამიანები არიან, ადამიანები, რომლებიც 35 წლის განმავლობაში მეხმარებოდნენ. მათ დივანზე მეძინა, როცა სულიერად გატეხილი ვიყავი, როცა არაფერი გამაჩნდა, ისინი მაძლევდნენ ფულს. და ვთქვი, რომ მათ გარეშე ეს ყველაფერი არ მექნებოდა. ჩვენ ყველანი საუკეთესო მეგობრები ვართ, ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან... და მე უბრალოდ ვიფიქრე, ქუჩაში რომ ავტობუსმა დამარტყას, ანდერძით ისინი გაინაწილებენ ჩემს ქონება და რატომ უნდა დაველოდო ავტობუსის დაჯახებას?“ - იხსენებს მსახიობი.

GQ-ს თანახმად, 14 მილიონი მსახიობმა ნაღდი ფულის სახით 14 ჩემოდანში გადაანაწილა, შემდეგ ვახშამზე 14 მეგობარი დაპატიჟა და საჩუქრები გადასცა. ჯორჯის მეგობარი, გერბერი იხსენებს, რომ თანხის გადაცემამდე, მსახიობმა მათ მიმართა და უთხრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ მისთვის.

"გავხსენით ჩემოდნები და იქ ყველა ჩვენგანს მილიონი დოლარი დაგვხვდა, შოკში ვიყავით“, - იხსენებს ჯორჯის მეგობარი.

ამ ამბიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ 2014 წელს ჯორჯ ქლუნმა ამალზე იქორწინა. გერბერი ამბობს, რომ ცხოვრება კარმაა და კლუნი სამყარომ თავისი სიკეთისთვის მალევე დააჯილდოვა შესანიშნავი ოჯახით.

წყარო: insider.com