სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადაწყვეტილების მიღება ისე სწრაფად მომიხდა, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი" - სიახლე თაკო ტაბატაძის ცხოვრებაში და კინოდებიუტი, სადაც მთავარ გმირს ითამაშებს
"გადაწყვეტილების მიღება ისე სწრაფად მომიხდა, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი" - სიახლე თაკო ტაბატაძის ცხოვრებაში და კინოდებიუტი, სადაც მთავარ გმირს ითამაშებს

"პეპ­ლე­ბის იძუ­ლე­ბი­თი მიგ­რა­ცია" - ასე ჰქვია ფილ­მს, რო­მელ­საც რე­ჟი­სო­რი ნანა ჯორ­ჯა­ძე იღებს. ქალ­ბა­ტონ ნა­ნას თურ­მე ეს სა­ხელ­წო­დე­ბა ერ­თმა სა­გა­ზე­თო სტა­ტი­ამ შთა­ა­გო­ნა... რო­გორც გა­ირ­კვა, პეპ­ლე­ბიც გა­ნიც­დი­ან მიგ­რა­ცი­ას და თუ ქარი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და­უ­ბე­რავს, პეპ­ლებს მარ­შრუტს შე­უც­ვლის და და­ი­ღუ­პე­ბი­ან. ასე მოხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლო­ში პეპ­ლე­ბის დიდი გუნ­დი, რომ­ლე­ბიც თუ­შეთ­ში და­სახ­ლდა... ფილ­მის სცე­ნა­რი თა­მარ ბარ­თა­ი­ას და ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნას ერ­თობ­ლი­ვი ნა­მუ­შე­ვა­რია, მუ­სი­კა კომ­პო­ზი­ტორ დათო ევ­გე­ნი­ძეს ეკუთ­ვნის. მთა­ვა­რი ოპე­რა­ტო­რი მიხო კვი­რი­კა­ძეა.

AMBEBI.GE ახალ­ბე­და მსა­ხი­ობს თაკო ტა­ბა­ტა­ძეს ესა­უბ­რა, რომ­ლის­თვი­საც ამ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კი­ნო­დე­ბი­უ­ტია.

"ნამ­დვი­ლად ასეა, ქალ­ბა­ტო­ნი ნანა ჯორ­ჯა­ძე ფილმში მი­ღებს, სა­დაც, მარ­თლაც სას­წა­უ­ლებ­რი­ვად აღ­მოვ­ჩნდი. რო­გორც შემ­დეგ გა­ვი­გე, ქას­თინ­გი 3 თვის მან­ძილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა, მთა­ვარ როლ­ზე მსა­ხი­ო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ, ბევ­რი, ჩემ­ზე გა­მოც­დი­ლი მსა­ხი­ო­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო მო­ცეკ­ვა­ვე მო­ი­აზ­რე­ბო­და. გა­და­ღე­ბე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლი იყო, რო­დე­საც ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნას ასის­ტენ­ტმა, ნინო ჯორ­ჯა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აღ­მო­მა­ჩი­ნა, და­მი­კავ­შირ­და და ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა მე­ო­რე დღეს­ვე შედ­გა. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ ჩემს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რელ რე­ჟი­სორს პი­რა­დად გა­ვიც­ნობ­დი. თუმ­ცა, ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ შეხ­ვედ­რი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე აღ­მოვ­ჩნდე­ბო­დი. ჩემი პერ­სო­ნა­ჟი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნია, ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ნამ, მის შე­სა­ხებ რომ მი­ამ­ბო, სა­ოც­რად და­ვი­მუხ­ტე... ფილმში კი­დევ რამ­დე­ნი­მე მთა­ვა­რი გმი­რია და ყვე­ლას ჰყავს პრო­ტო­ტი­პი, ზო­გი­ერთს ერთი, ზო­გი­ერ­თი რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის კრე­ბი­თი სა­ხეა და ისი­ნი ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნას მე­გობ­რე­ბი არი­ან" - გვე­უბ­ნე­ბა თაკო.

- ფილ­მის სა­ხელ­წო­დე­ბაა "პეპ­ლე­ბის იძუ­ლე­ბი­თი მიგ­რა­ცია". მას­ში სა­ო­ცა­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ - თა­მარ სხირტლა­ძე, მა­რი­ნა ჯა­ნა­შია, და­რე­ჯან ხარ­ში­ლა­ძე, ანა ქურ­თუ­ბა­ძე, თამრ ბზი­ა­ვა, ნა­თე­ლა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, ბუბა ჯორ­ჯა­ძე, რატი ერა­ძე, გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი და სხვ. მათ­თან მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო... ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, როცა გა­ვი­გე, რომ ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნა ჯა­ნა­ში­ას­თან ერ­თად მქონ­და სცე­ნე­ბი. რაც სა­კუ­თა­რი თავი მახ­სოვს, მახ­სოვს მისი სა­ო­ცა­რი ხმა და მის მიერ შექ­მნი­ლი ფან­ტას­ტი­კუ­რი სა­ხე­ე­ბი რო­გორც კი­ნო­ში, ასე­ვე - თე­ატ­რში. უსა­ზღვრო ნი­ჭი­ე­რე­ბას­თან ერ­თად, მისი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით მო­ვი­ხიბ­ლე. სა­ოც­რად თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნია.

სცე­ნე­ბი კი­დევ არის გა­და­სა­ღე­ბი, რომ­ლე­ბიც ტექ­ნი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო შე­ჩე­რე­ბუ­ლია. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი ლო­კა­ცია უნდა იყოს აე­რო­პორ­ტი, სა­დაც ამ ეტაპ­ზე ვერ ხერ­ხდე­ბა გა­და­ღე­ბა.

- ემო­ცი­უ­რად რას ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვენ­თვის და გა­და­ღე­ბე­ბის წინ რო­გორ ემ­ზა­დე­ბო­დით?

- ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი, ასეთ სა­ო­ცარ ჯგუფ­თან მუ­შა­ო­ბა უდი­დეს ბედ­ნი­ე­რე­ბას­თან ერ­თად, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ცაა. მხატ­ვრე­ბი, ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი, თი­თო­ე­უ­ლი თა­ვი­სი საქ­მის უმაღ­ლე­სი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია. გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ძა­ლი­ან თბი­ლი და ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო დამ­ხვდა. ყვე­ლა მამ­ხნე­ვებ­და და გვერ­დში მედ­გა, რაც ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. ქალ­ბა­ტონ ნა­ნას სა­ო­ცა­რი შთა­გო­ნე­ბის უნა­რი აქვს, მას ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბის­თვის აქვს გა­სა­ღე­ბი, რო­მელ­საც არ­გებს, რომ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გა­რე­მო შე­იქ­მნას. იგი გვაძ­ლევ­და იმპრო­ვი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც, რაც ჩემ­თვის უდი­დე­სი სტი­მუ­ლი და გა­მოც­დი­ლე­ბა იყო.

- რო­გორ შეხ­ვდა ამას თქვე­ნი დიდი და მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი? ბავ­შვებ­მა რა თქვეს?

- ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ეს შან­სი მო­მე­ცა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა იმ­დე­ნად სწრა­ფად მო­მიხ­და, რომ გა­აზ­რე­ბაც ვერ მო­ვას­წა­რი. ბავ­შვე­ბი ამ სი­ახ­ლეს დიდი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდნენ და გა­გე­ბით მო­ე­კიდ­ნენ ჩემს ორ­კვი­რი­ან ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმს. გვქონ­და ღა­მის გა­და­ღე­ბე­ბიც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უჩე­მოდ და­ძი­ნე­ბა არ უყ­ვართ, ჩემ­ზე უფრო ღე­ლავ­დნენ - რა ცოდო ხარ დე­დი­კო, რომ ვერ და­ი­ძი­ნე­ბო...

- რო­გორც შე­ვი­ტყვე, თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე ჩა­გი­ბა­რე­ბი­ათ. არა­და, მა­ნამ­დე სრუ­ლი­ად სხვა გა­ნათ­ლე­ბა გაქვთ მი­ღე­ბუ­ლი. რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ასე?

- დიახ, მა­ნამ­დე და­ვამ­თავ­რე კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა და მა­გის­ტრა­ტუ­რის კურ­სიც ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვი­ა­რე. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ფე­სი­აა, თუმ­ცა, ჩემ­თვის სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სფე­რო იმ­დე­ნად ძვირ­ფა­სია, რომ ამის გა­რე­შე ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ინც მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, გა­დავ­წყვი­ტე, პრო­ფე­სი­უ­ლად შე­მეს­წავ­ლა სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბა, რად­გან ეს ის სფე­როა, სა­დაც თავს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ.

- ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე თქვე­ნი ოჯა­ხის აზრი...

- ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ვი­ღე. ამის შე­სა­ხებ ჩემ­მა მშობ­ლებ­მაც არ იცოდ­ნენ, სა­ი­დუმ­ლო მხო­ლოდ პა­ტა­რებს გა­ვუმ­ხი­ლე და ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. რო­დე­საც გა­მოც­დე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დი, ჩემ­მა უფ­როს­მა გო­გო­ნებ­მა აი­ღეს პა­ტა­რებ­თან თა­მა­შის "მი­სია". ლიზა, რო­მე­ლიც 8 წლი­საა, ყვე­ლა­ზე მე­ტად იყო ჩარ­თუ­ლი და მო­უთ­მენ­ლად ელო­და გა­მოც­დის შე­დე­გებს.

- რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და შრო­მის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი ხართ. ამას­თან, 4 შვი­ლის დედა, რო­გორ ას­წრებთ ამ­დენ საქ­მეს?

- მად­ლო­ბა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ის საქ­მე, რა­საც ვა­კე­თებ, მთელს სულ­სა და გულს ვდებ, რაც იმ­ხე­ლა ენერ­გი­ით მავ­სებს, რომ გა­ცი­ლე­ბით მე­ტის გა­კე­თე­ბას ვა­ხერ­ხებ. ყვე­ლა­ზე მე­ტად მთრგუ­ნავს უსაქ­მოდ, უფუნ­ქციო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა. ამი­ტო­მაც, ვცდი­ლობ, დრო ში­ნა­არ­სი­ა­ნად და ნა­ყო­ფი­ე­რად გა­ვა­ტა­რო. ამას­თან, და­კავ­ში­რე­ბით მახ­სენ­დე­ბა ხოლ­მე სა­ო­ცა­რი ფსი­ქო­ლო­გი­სა და პე­და­გო­გის, შალ­ვა ამო­ნაშ­ვი­ლის მიერ წარ­მოთ­ქმუ­ლი სი­ტყვა, რო­მე­ლიც მის­გან მა­გის­ტრის ხა­რის­ხის მი­ნი­ჭე­ბის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე მო­ვის­მი­ნე, რომ უნდა ვი­ცხოვ­როთ დღე­ე­ბით და არა წლე­ბით, რად­გან დრო სწრა­ფად გა­დის და ყო­ვე­ლი დღე უნდა იყოს თუნ­დაც პა­ტა­რა, წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იმ მიზ­ნის­კენ, სა­ით­კე­ნაც მივ­დი­ვართ. აქ რთუ­ლი ბა­ლან­სის მო­ძებ­ნაა, რომ არც საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს მო­აკ­ლდეთ სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა და არც თვით­გან­ვი­თა­რე­ბას.

- სე­რი­ალ "დიდ ოჯა­შიც" გა­მოჩ­ნდით - ის ეპი­ზო­დუ­რი როლი იყო, თუ კი­დევ გი­ხი­ლავთ იქ?

- დიახ, ეპი­ზო­დუ­რი როლი გახ­ლდათ. ეს ჩემი შვი­ლე­ბის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი სე­რი­ა­ლია. გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა რომ და­მი­რე­კა, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტე, პა­ტა­რე­ბის­თვის სი­ურპრი­ზი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, არა­ფე­რი მეთ­ქვა. რო­დე­საც, სა­ღა­მოს ერ­თად დავ­სხე­დით ტე­ლე­ვი­ზორ­თან, მათ­თვის იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ჩემი მათ საყ­ვა­რელ სე­რი­ალ­ში გა­მო­ჩე­ნა, რომ სი­ხა­რუ­ლის­გან ხტოდ­ნენ... ის, რომ ჩემს შვი­ლებს ასე მოს­წონთ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა, მაძ­ლევს უდი­დეს ძა­ლას, რომ ამ სფე­რო­ში მეტი გა­ვა­კე­თო.

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი - რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ კი­ნო­გა­და­ღე­ბე­ბი­დან, ასე­ვე თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან?

- ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ მოვ­ხვდი სა­ო­ცა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნის, ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძის ჯგუფ­ში. ყო­ვე­ლი რე­პე­ტი­ცია, მას­თან შეხ­ვედ­რა, ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩემი, რო­გორც ამ სფე­რო­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. მი­უ­ხე­და­ვად, დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბი­სა, მა­ინც ვა­ხერ­ხებთ გა­მოვ­ნა­ხოთ ფორ­მა და არ გავ­ჩერ­დეთ. რაც შე­ე­შე­ბა კი­ნო­გა­და­ღე­ბებს, იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ­შიც მო­მე­ცე­მა სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
1

წარმატებები თაკო!

Tsiko
1

წარმატებები ასეთ მშრომელ და ლამაზ ქალბატონს

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"გადაწყვეტილების მიღება ისე სწრაფად მომიხდა, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი" - სიახლე თაკო ტაბატაძის ცხოვრებაში და კინოდებიუტი, სადაც მთავარ გმირს ითამაშებს

"გადაწყვეტილების მიღება ისე სწრაფად მომიხდა, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი" - სიახლე თაკო ტაბატაძის ცხოვრებაში და კინოდებიუტი, სადაც მთავარ გმირს ითამაშებს

"პეპლების იძულებითი მიგრაცია" - ასე ჰქვია ფილმს, რომელსაც რეჟისორი ნანა ჯორჯაძე იღებს. ქალბატონ ნანას თურმე ეს სახელწოდება ერთმა საგაზეთო სტატიამ შთააგონა... როგორც გაირკვა, პეპლებიც განიცდიან მიგრაციას და თუ ქარი სხვა მიმართულებით დაუბერავს, პეპლებს მარშრუტს შეუცვლის და დაიღუპებიან. ასე მოხვდა საქართველოში პეპლების დიდი გუნდი, რომლებიც თუშეთში დასახლდა... ფილმის სცენარი თამარ ბართაიას და ქალბატონი ნანას ერთობლივი ნამუშევარია, მუსიკა კომპოზიტორ დათო ევგენიძეს ეკუთვნის. მთავარი ოპერატორი მიხო კვირიკაძეა.

AMBEBI.GE ახალბედა მსახიობს თაკო ტაბატაძეს ესაუბრა, რომლისთვისაც ამ ფილმში მონაწილეობა კინოდებიუტია.

"ნამდვილად ასეა, ქალბატონი ნანა ჯორჯაძე ფილმში მიღებს, სადაც, მართლაც სასწაულებრივად აღმოვჩნდი. როგორც შემდეგ გავიგე, ქასთინგი 3 თვის მანძილზე მიმდინარეობდა, თუმცა, მთავარ როლზე მსახიობის დამტკიცება ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ, ბევრი, ჩემზე გამოცდილი მსახიობი და საინტერესო მოცეკვავე მოიაზრებოდა. გადაღებები უკვე დაწყებული იყო, როდესაც ქალბატონი ნანას ასისტენტმა, ნინო ჯორჯაძემ სოციალურ ქსელში აღმომაჩინა, დამიკავშირდა და ჩვენი შეხვედრა მეორე დღესვე შედგა. ძალიან გამიხარდა, რომ ჩემს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ რეჟისორს პირადად გავიცნობდი. თუმცა, ვერც წარმოვიდგენდი, რომ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში გადასაღებ მოედანზე აღმოვჩნდებოდი. ჩემი პერსონაჟი ძალიან საინტერესო ადამიანია, ქალბატონმა ნანამ, მის შესახებ რომ მიამბო, საოცრად დავიმუხტე... ფილმში კიდევ რამდენიმე მთავარი გმირია და ყველას ჰყავს პროტოტიპი, ზოგიერთს ერთი, ზოგიერთი რამდენიმე ადამიანის კრებითი სახეა და ისინი ქალბატონი ნანას მეგობრები არიან" - გვეუბნება თაკო.

- ფილმის სახელწოდებაა "პეპლების იძულებითი მიგრაცია". მასში საოცარი მსახიობები მონაწილეობენ - თამარ სხირტლაძე, მარინა ჯანაშია, დარეჯან ხარშილაძე, ანა ქურთუბაძე, თამრ ბზიავა, ნათელა ნიკოლაიშვილი, ბუბა ჯორჯაძე, რატი ერაძე, გიორგი ცაგარელი და სხვ. მათთან მუშაობა ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო... ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ქალბატონ მარინა ჯანაშიასთან ერთად მქონდა სცენები. რაც საკუთარი თავი მახსოვს, მახსოვს მისი საოცარი ხმა და მის მიერ შექმნილი ფანტასტიკური სახეები როგორც კინოში, ასევე - თეატრში. უსაზღვრო ნიჭიერებასთან ერთად, მისი პიროვნული თვისებებით მოვიხიბლე. საოცრად თავმდაბალი ადამიანია.

სცენები კიდევ არის გადასაღები, რომლებიც ტექნიკური და ფინანსური შეზღუდვების გამო შეჩერებულია. მაგალითად, ერთ-ერთი ლოკაცია უნდა იყოს აეროპორტი, სადაც ამ ეტაპზე ვერ ხერხდება გადაღება.

- ემოციურად რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის და გადაღებების წინ როგორ ემზადებოდით?

- ძალიან ვღელავდი, ასეთ საოცარ ჯგუფთან მუშაობა უდიდეს ბედნიერებასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა. მხატვრები, ტექნიკური პერსონალი, თითოეული თავისი საქმის უმაღლესი დონის პროფესიონალია. გადასაღებ მოედანზე ძალიან თბილი და ოჯახური გარემო დამხვდა. ყველა მამხნევებდა და გვერდში მედგა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ქალბატონ ნანას საოცარი შთაგონების უნარი აქვს, მას ყველა მსახიობისთვის აქვს გასაღები, რომელსაც არგებს, რომ გადასაღებ მოედანზე კომფორტული და შემოქმედებითი გარემო შეიქმნას. იგი გვაძლევდა იმპროვიზაციის საშუალებასაც, რაც ჩემთვის უდიდესი სტიმული და გამოცდილება იყო.

- როგორ შეხვდა ამას თქვენი დიდი და მრავალშვილიანი ოჯახი? ბავშვებმა რა თქვეს?

- ძალიან გამიმართლა, რომ ცხოვრებაში ეს შანსი მომეცა. გადაწყვეტილების მიღება იმდენად სწრაფად მომიხდა, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. ბავშვები ამ სიახლეს დიდი სიხარულით შეხვდნენ და გაგებით მოეკიდნენ ჩემს ორკვირიან ინტენსიურ რეჟიმს. გვქონდა ღამის გადაღებებიც. მიუხედავად იმისა, რომ უჩემოდ დაძინება არ უყვართ, ჩემზე უფრო ღელავდნენ - რა ცოდო ხარ დედიკო, რომ ვერ დაიძინებო...

- როგორც შევიტყვე, თეატრალურ უნივერსიტეტშიც სამსახიობოზე ჩაგიბარებიათ. არადა, მანამდე სრულიად სხვა განათლება გაქვთ მიღებული. რატომ გადაწყვიტეთ ასე?

- დიახ, მანამდე დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირება და მაგისტრატურის კურსიც ამავე უნივერსიტეტში სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით გავიარე. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროფესიაა, თუმცა, ჩემთვის სახელოვნებო სფერო იმდენად ძვირფასია, რომ ამის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა... მიუხედავად იმისა, რომ მაინც მქონდა შემოთავაზებები, გადავწყვიტე, პროფესიულად შემესწავლა სამსახიობო ოსტატობა, რადგან ეს ის სფეროა, სადაც თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.

- ასევე საინტერესოა, ამ გადაწყვეტილებაზე თქვენი ოჯახის აზრი...

- ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე. ამის შესახებ ჩემმა მშობლებმაც არ იცოდნენ, საიდუმლო მხოლოდ პატარებს გავუმხილე და ძალიან მეხმარებოდნენ. როდესაც გამოცდებისთვის ვემზადებოდი, ჩემმა უფროსმა გოგონებმა აიღეს პატარებთან თამაშის "მისია". ლიზა, რომელიც 8 წლისაა, ყველაზე მეტად იყო ჩართული და მოუთმენლად ელოდა გამოცდის შედეგებს.

- როგორც ჩანს, ძალიან აქტიური და შრომისმოყვარე ადამიანი ხართ. ამასთან, 4 შვილის დედა, როგორ ასწრებთ ამდენ საქმეს?

- მადლობა. ძალიან მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ, მთელს სულსა და გულს ვდებ, რაც იმხელა ენერგიით მავსებს, რომ გაცილებით მეტის გაკეთებას ვახერხებ. ყველაზე მეტად მთრგუნავს უსაქმოდ, უფუნქციო მდგომარეობაში ყოფნა. ამიტომაც, ვცდილობ, დრო შინაარსიანად და ნაყოფიერად გავატარო. ამასთან, დაკავშირებით მახსენდება ხოლმე საოცარი ფსიქოლოგისა და პედაგოგის, შალვა ამონაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვა, რომელიც მისგან მაგისტრის ხარისხის მინიჭების საზეიმო ცერემონიალზე მოვისმინე, რომ უნდა ვიცხოვროთ დღეებით და არა წლებით, რადგან დრო სწრაფად გადის და ყოველი დღე უნდა იყოს თუნდაც პატარა, წინ გადადგმული ნაბიჯი იმ მიზნისკენ, საითკენაც მივდივართ. აქ რთული ბალანსის მოძებნაა, რომ არც საყვარელ ადამიანებს მოაკლდეთ სითბო და ყურადღება და არც თვითგანვითარებას.

- სერიალ "დიდ ოჯაშიც" გამოჩნდით - ის ეპიზოდური როლი იყო, თუ კიდევ გიხილავთ იქ?

- დიახ, ეპიზოდური როლი გახლდათ. ეს ჩემი შვილების ერთ-ერთი საყვარელი სერიალია. გადამღებმა ჯგუფმა რომ დამირეკა, ძალიან გამიხარდა, მაგრამ გადავწყვიტე, პატარებისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა, არაფერი მეთქვა. როდესაც, საღამოს ერთად დავსხედით ტელევიზორთან, მათთვის იმდენად მოულოდნელი იყო ჩემი მათ საყვარელ სერიალში გამოჩენა, რომ სიხარულისგან ხტოდნენ... ის, რომ ჩემს შვილებს ასე მოსწონთ ჩემი საქმიანობა, მაძლევს უდიდეს ძალას, რომ ამ სფეროში მეტი გავაკეთო.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები - რა მოლოდინი გაქვთ კინოგადაღებებიდან, ასევე თეატრალური უნივერსიტეტიდან?

- ძალიან გამიმართლა, რომ მოვხვდი საოცარი პროფესიონალის და არაჩვეულებრივი ადამიანის, ქალბატონი ნანუკა ხუსკივაძის ჯგუფში. ყოველი რეპეტიცია, მასთან შეხვედრა, ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანია, ჩემი, როგორც ამ სფეროში პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. მიუხედავად, დღევანდელი ვითარებისა, მაინც ვახერხებთ გამოვნახოთ ფორმა და არ გავჩერდეთ. რაც შეეშება კინოგადაღებებს, იმედი მაქვს, მომავალშიც მომეცემა საინტერესო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

"შავი არქეოლოგები" საქართველოშიც გამოჩნდნენ - როგორ იძარცვება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

ილია მეორე ზაზა გახელაძის საკითხზე რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართავს

"მივმართავ მოსახლეობას, არავითარ შემთვევაში არ გაიტეხონ გული..." - თენგიზ ცერცვაძის განცხადება დაგვიანებულ ვაქცინაციაზე