მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატრულო პოლიციის უფროსის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 მძევალია აყვანილი
საპატრულო პოლიციის უფროსის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 მძევალია აყვანილი

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის ვაჟა სი­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შეჭ­რილ პირს 9 მძე­ვა­ლი ჰყავს აყ­ვა­ნი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით არის და­წყე­ბუ­ლი - ეს არის ყა­ჩა­ღო­ბა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბა­ზე.

მან ტე­ლე­ვი­ზი­ებს მო­უ­წო­და, მიმ­დი­ნა­რე სპე­ცო­პე­რა­ცი­ის პირ­და­პი­რი ტრანსლი­რე­ბა შე­წყვი­ტონ.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ერთი პი­რია შეჭ­რი­ლი.

"პო­ლი­ცია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია თბი­ლის­ში, აკა­კი წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე ერთ-ერთი მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ოფის­თან. პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით ოფის­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი არის შეჭ­რი­ლი.

თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბის რე­ჟიმ­ში შე­მო­სა­ზღვრეს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია. ამ­ჟა­მად ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ატა­რე­ბენ ყვე­ლა სა­ჭი­რო და გა­და­უ­დე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბას, ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს და­იც­ვან უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი, თავი შე­ი­კა­ვონ რო­გორც უშუ­ა­ლოდ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბის­გან, ასე­ვე, გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან.

ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას და ყა­ჩა­ღო­ბას ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე და 179-ე მუხ­ლე­ბით და­ი­წყო."

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
0

რამეს ხომ არ გაგონებთ? პირველი შემთხვევა არჩევნების პირველი ტურის დროს მოხდა, მეორე - მეორე ტურის დროს. მიეცით მილიონი და გაუშვით. მეტი მაინც არაფერი შეგიძლიათ

ლალუკა
0

როგორ უნდათ რომ ვიღაცა შეიწიროს ამ მთავრობამ, ვის აწყობს ნეტა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

საპატრულო პოლიციის უფროსის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 მძევალია აყვანილი

საპატრულო პოლიციის უფროსის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 მძევალია აყვანილი

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილ პირს 9 მძევალი ჰყავს აყვანილი.

მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით არის დაწყებული - ეს არის ყაჩაღობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაზე.

მან ტელევიზიებს მოუწოდა, მიმდინარე სპეცოპერაციის პირდაპირი ტრანსლირება შეწყვიტონ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ერთი პირია შეჭრილი.

"პოლიცია მობილიზებულია თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისთან. პირველადი ინფორმაციით ოფისში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავონ როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისგან, ასევე, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო."

"ამბობს, არ მინდა, ჩემმა 12 წლის შვილმა გაიაროს იგივე გზა, რაც მეო" - ადვოკატის თქმით, თავდამსხმელს ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა და ფულს არ ითხოვდა

შსს მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის დაკავებისა და მძევლების გათავისუფლების კადრებს ავრცელებს

მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელი დაკავებულია - შსს