სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს" - რას ამბობდა თვეების წინ Covid-პანდემიაზე ეპისკოპისი, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა
"მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს" - რას ამბობდა თვეების წინ Covid-პანდემიაზე ეპისკოპისი, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა

ბორ­ჯო­მი­სა და ბა­კუ­რი­ა­ნის ეპის­კო­პო­სი ლა­ზა­რე (სა­მად­ბე­გიშ­ვი­ლი), რო­მე­ლიც დღეს დი­ლით კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში მრევლს ვირუ­სის შე­სა­ხებ ესა­უბ­რე­ბო­და და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მკაც­რად დაც­ვის­კენ მო­უ­წო­დებ­და.

ეპის­კო­პო­სის მი­მარ­თვა, რო­მე­ლიც 2020 წლის მარ­ტში ბორ­ჯო­მის ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­და­ი­ცა, მე­უ­ფემ Facebook-ის გვერ­დზე თა­ვად გა­ავ­რცე­ლა.

ეპის­კო­პოს­მა მი­მარ­თვა ესა­ია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის (26-20) სი­ტყვე­ბით და­ი­წყო: "მო­დით, ჩემო ხალ­ხო, შე­დით თქვენს ოთა­ხებ­ში და გა­მო­ი­კე­ტეთ კარი, მცი­რე ხნით შე­ა­ფა­რეთ თავი, ვიდ­რე რის­ხვა გა­და­ივ­ლი­დეს".

ეპის­კო­პო­სი ლა­ზა­რე მრევლს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ დად­გე­ნი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ზედ­მი­წევ­ნით შეს­რუ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და:

"რთუ­ლი გან­საც­დე­ლის წი­ნა­შე ვდგა­ვართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მის გამო, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია COVID-19-თან და­კავ­ში­რე­ბით, მინ­და შე­გახ­სე­ნოთ და უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, რომ სიყ­ვა­რუ­ლი­თა და ერ­თმა­ნე­თის ზრუნ­ვით გა­დავ­ლა­ხოთ ეს ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი.

რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ბა­ტო­ნი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე გვაც­ნო­ბებს ვირუ­სის პი­კუ­რი პე­რი­ო­დი იწყე­ბა და შევ­დი­ვართ გარ­კვე­ულ პრე-კრი­ტი­კულ ფა­ზა­ში. ამი­ტომ, მე­ტად უნდა გაძ­ლი­ერ­დეს ყვე­ლა ის ღო­ნის­ძი­ე­ბა, რა­საც დღეს ქვე­ყა­ნა ატა­რებს.

სამ­წუ­ხა­როდ, ზო­გი­ერ­თი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ვერ იცავს ამ წე­სებს და ბა­ტონ პრე­მი­ერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, დღე­ი­დან იზღუ­დე­ბა მარ­ნე­უ­ლი­სა და ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში შეს­ვლა და გა­მოს­ვლა. სა­გან­გე­ბო მარ­თვის სამ­სა­ხურ­მა მარ­ნე­ულ­ში სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი მო­ა­წყო.

ამის გამო მინ­და შე­გახ­სე­ნოთ და მო­გი­წო­დოთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ (21.03.2020) და ზედ­მი­წევ­ნით შე­ას­რუ­ლოთ ყვე­ლა ის რე­გუ­ლა­ცია.

ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის დას­წრე­ბის დროს და­ცუ­ლი იქ­ნას რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი დის­ტან­ცია თქვენ­სა და სხვა ადა­მი­ა­ნებს შო­რის. ვინც არი­ან რისკ-ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, თქვე­ნი­ვე უსაფრ­თხო­ე­ბი­სათ­ვის, მო­გი­წო­დებთ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ზღუ­დოთ სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტი, რათა არ შე­უქ­მნათ საფრ­თხე რო­გორც სა­კუ­თარ თავს, ასე­ვე სხვა ადა­მი­ან­თა სი­ცო­ცხლეს.

მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვე­ცა­დოთ სახ­ლში დარ­ჩე­ნა და გა­ვაძ­ლი­ე­როთ ლოც­ვე­ბი წმინ­და სი­ნო­დის გან­ჩი­ნე­ბი­სა­მებრ: „მა­მაო ჩვე­ნო“, „ღვთის­მშო­ბე­ლო ქალ­წუ­ლო“, „გი­ხა­რო­დენ“ და მო­წყა­ლე­ბი­სა კარი გან­გვი­ღე“. ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ე­რი ლოც­ვა. სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ ჩვე­ნი ეპარ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი მზად არი­ან, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს თა­ვად ეს­ტუმ­რონ სახ­ლებ­ში და შე­სა­ბა­მი­სი მსა­ხუ­რე­ბა ჩა­უ­ტა­რონ. ღვთის შე­წევ­ნით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. მა­რად თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი, ქრის­ტეს­მი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლით, ეპის­კო­პო­სი ლა­ზა­რე", - აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო ეპის­კო­პო­სის მი­მარ­თვა­ში.

ცნო­ბის­თვის, რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ეპის­კო­პოსს სხვა თან­მხლებ და­ა­ვა­დე­ბას­თან ერ­თად კო­რო­ნა­ვირუ­სი ჰქონ­და.

"დღეს დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა. სიმ­სივ­ნე ჰქონ­და და ცოტა ხნის წინ ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა, კო­რო­ნა­ვირუ­სიც ჰქონ­და“, - გა­ნა­ცხა­და ჯაღ­მა­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკა
62

მეუფე სიმსივნისგან გარდაიცვალა და არა კორონასგან და ნუ აბრალებᲗ ამ კორონას ყველაფერს რა. ავარიაᲨიც რო კვდებიან უკვე იმაზეც გაიᲫახიᲗ კორონამ მოკლაო, როგორ გაპროგრამირებენ ესე ამ ხალხს რამ გამოგა...... Თ? 

მარიამი
23

ღმერთმა ნატელში ამყოფოს მეუფე ლაზარე, მაგრამ მზაკვარ დაავადებას სიმსივნეს, ნუღარ დაუმატებთ კორონას ნუ აშინებთ ხალხს, ვისაც ეშინია და ღმერთის იმედი არა აქვს. უფალს ებარებოდეთ დღეთა ყოველ ჟამს. ყოველ საატსა და ყოველ წამს. ქრისტესმიერი სიყვარულით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს" - რას ამბობდა თვეების წინ Covid-პანდემიაზე ეპისკოპისი, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა

"მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს" - რას ამბობდა თვეების წინ Covid-პანდემიაზე ეპისკოპისი, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი), რომელიც დღეს დილით კორონავირუსის გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შედეგად გარდაიცვალა, პანდემიის დასაწყისში მრევლს ვირუსის შესახებ ესაუბრებოდა და რეკომენდაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებდა.

ეპისკოპოსის მიმართვა, რომელიც 2020 წლის მარტში ბორჯომის ადგილობრივი ტელევიზიით გადაიცა, მეუფემ Facebook-ის გვერდზე თავად გაავრცელა.

ეპისკოპოსმა მიმართვა ესაია წინასწარმეტყველის (26-20) სიტყვებით დაიწყო: "მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, მცირე ხნით შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს".

ეპისკოპოსი ლაზარე მრევლს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დადგენილი რეგულაციების ზედმიწევნით შესრულებისკენ მოუწოდებდა:

"რთული განსაცდელის წინაშე ვდგავართ განსაკუთრებული რეჟიმის გამო, რომელიც გამოწვეულია COVID-19-თან დაკავშირებით, მინდა შეგახსენოთ და უმორჩილესად გთხოვთ, რომ სიყვარულითა და ერთმანეთის ზრუნვით გადავლახოთ ეს ურთულესი პერიოდი.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე გვაცნობებს ვირუსის პიკური პერიოდი იწყება და შევდივართ გარკვეულ პრე-კრიტიკულ ფაზაში. ამიტომ, მეტად უნდა გაძლიერდეს ყველა ის ღონისძიება, რასაც დღეს ქვეყანა ატარებს.

სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე ვერ იცავს ამ წესებს და ბატონ პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, დღეიდან იზღუდება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. საგანგებო მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

ამის გამო მინდა შეგახსენოთ და მოგიწოდოთ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შესახებ (21.03.2020) და ზედმიწევნით შეასრულოთ ყველა ის რეგულაცია.

ღვთისმსახურების დასწრების დროს დაცული იქნას რეკომენდირებული დისტანცია თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის. ვინც არიან რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები, თქვენივე უსაფრთხოებისათვის, მოგიწოდებთ მაქსიმალურად შეზღუდოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტი, რათა არ შეუქმნათ საფრთხე როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვა ადამიანთა სიცოცხლეს.

მაქსიმალურად შევეცადოთ სახლში დარჩენა და გავაძლიეროთ ლოცვები წმინდა სინოდის განჩინებისამებრ: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“, „გიხაროდენ“ და მოწყალებისა კარი განგვიღე“. ასევე შეგიძლიათ ნებისმიერი ლოცვა. საჭიროებისამებრ ჩვენი ეპარქიის სასულიერო პირები მზად არიან, ვისაც სურვილი აქვს თავად ესტუმრონ სახლებში და შესაბამისი მსახურება ჩაუტარონ. ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება. მარად თქვენთვის მლოცველი, ქრისტესმიერი სიყვარულით, ეპისკოპოსი ლაზარე", - აღნიშნული იყო ეპისკოპოსის მიმართვაში.

ცნობისთვის, როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, ეპისკოპოსს სხვა თანმხლებ დაავადებასთან ერთად კორონავირუსი ჰქონდა.

"დღეს დილით გარდაიცვალა. სიმსივნე ჰქონდა და ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა, კორონავირუსიც ჰქონდა“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

"სულ რომ მეშინოდა და მერე ამ შიშს მალევე სადღაც ვჩქმალავდი, ის დროა ახლა" - ნინო სურგულაძის ემოციური პოსტი მამის გარდაცვალების შემდეგ

"ერთი პოლიციელი უნდა დავითრიოთ, დავჩეხოთ..." - ოქრუაშვილის თანაპარტიელის ვიდეომიმართვა, რომელიც მწვავე კრიტიკის შემდეგ "ფეისბუქიდან" წაშალა

"რით ვერ მიხვდი, შველა მინდა და უნდა მიშველო! არ არის დრო სიძულვილის... უნდა შევძლოთ, ერთმანეთი გადავარჩინოთ!" - ლევან რატიანის ემოციური მიმართვა