მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ტიპის თაღლითობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ადამიანი, როდესაც ბინას გირაობს?
რა ტიპის თაღლითობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ადამიანი, როდესაც ბინას გირაობს?

ბი­ნის მე­სა­კუთ­რის ან დამ­გი­რა­ვებ­ლის მხრი­დან სა­სა­მარ­თლო­ში არა­ერ­თი სარ­ჩე­ლია შე­ტა­ნი­ლი და შემ­თხვე­ვის გან­ხილ­ვის პრო­ცე­სე­ბი მუდ­მივ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამ ტი­პის გა­რი­გე­ბა­ში და­ზა­რა­ლე­ბულ პი­რად შე­საძ­ლოა, რო­გორც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მე­სა­კუთ­რე ასე­ვე დამ­გი­რა­ვე­ბე­ლი მოგ­ვევ­ლი­ნოს. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი შე­საძ­ლოა დამ­გი­რა­ვე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდეს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა პრო­ცე­დუ­რე­ბი უნდა გა­ვი­ა­როთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბამ­დე და რა ბერ­კე­ტე­ბი აქვს ორი­ვე მხა­რეს იმი­სათ­ვის, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ან გა­ცე­მუ­ლი თან­ხა სა­და­ვო არ გა­უხ­დეს და და­გი­რა­ვე­ბის პრო­ცე­სი გამჭვირ­ვა­ლედ წა­რი­მარ­თოს? - ამის შე­სა­ხებ იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია OK&CG-ის დი­რექ­ტორ­სა და ად­ვო­კატ და­ვით მუმ­ლა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

რა პრო­ცე­დუ­რე­ბი უნდა გა­ვი­ა­როთ, ვიდ­რე ბი­ნას ვი­გი­რა­ვებთ, რომ თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი არ აღ­მოვ­ჩნდეთ?

ბი­ნის და­გი­რა­ვე­ბის დროს გა­რი­გე­ბის ნამ­დვი­ლო­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია,მხა­რე­ებს შო­რის­სეს­ხის იპო­თე­კის და ბი­ნათ­სარ­გებ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­გა­ფორმ­დეს, რო­მე­ლიც უნდა და­მოწ­მდეს სა­ნო­ტა­რო წე­სით და რე­გის­ტრა­ცი­ის მიზ­ნით წა­რედ­გი­ნოს სა­ჯა­რო რე­ესტრს.

მხო­ლოდ ამ ფორ­მით და­დე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბა წარ­მო­შობს სა­მარ­თლებ­რივ შე­დე­გებს და იმი­სათ­ვის, რომ დამ­გი­რა­ვე­ბე­ლი არ აღ­მოჩ­ნდეს თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი, ამ პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვას­თან ერ­თად, გა­რი­გე­ბის და­დე­ბამ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია უძ­რა­ვი ნივ­თის სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მოწ­მე­ბა და იმის გარ­კვე­ვა გა­რი­გე­ბის სა­გან­ზე­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია თუ არა ყა­და­ღა ანი­სე­თი შე­ზღუდ­ვა, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა სა­ჯა­რო რე­ესტრში­გა­რი­გე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ა­გა­მო­რი­ცხოს.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ასე­ვე შე­მოწ­მდე­საღ­ნიშ­ნუ­ლი ბინა სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბით­გა­და­ცე­მუ­ლი ხომ არ აქვს სხვა პირს და უძ­რა­ვი ნივ­თი დატ­ვირ­თუ­ლია თუ არა რა­ი­მე ვალ­დე­ბუ­ლე­ბით, მათ შო­რის იპო­თე­კის უფ­ლე­ბით. მარ­თა­ლია,კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ერთ ქო­ნე­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე იპო­თე­კის უფ­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ა­სარ კრძა­ლავს, თუმ­ცა იმი­სათ­ვის, რომ სა­თა­ნა­დოდ იყოს და­ცუ­ლი დამ­გი­რა­ვებ­ლის უფ­ლე­ბე­ბი და სხვა კრე­დი­ტო­რებ­თან შე­და­რე­ბით მას მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის უპი­რა­ტე­სი უფ­ლე­ბა ჰქონ­დეს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, დამ­გი­რა­ვებ­ლის მო­თხოვ­ნა პირ­ვე­ლი რი­გის იპო­თე­კის უფ­ლე­ბით იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­დე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბა­შე­ი­ცავ­დეს­დათ­ქმას ყვე­ლა იმ არ­სე­ბით პი­რო­ბა­ზე, რა­ზეც მხა­რე­ე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად შე­თან­ხმდნენ, ვი­ნა­ი­დან ზე­პი­რი შე­თან­ხმე­ბა არ­ცერ­თი მხა­რი­სათ­ვის არ წარ­მო­შობს დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მებს.

რა ტი­პის თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ადა­მი­ა­ნი, რო­დე­საც ბი­ნას გი­რა­ობს?

გა­რი­გე­ბის და­დე­ბამ­დემ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დამ­გი­რა­ვე­ბელ­მა უშუ­ა­ლოდ გა­და­ა­მოწ­მოს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ჯა­რო რე­ესტრში, ვი­ნა­ი­დან პრაქ­ტი­კა­ში გვქო­ნია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც გა­რი­გე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პირს ბი­ნის და­გი­რა­ვე­ბის მსურ­ვე­ლი­სათ­ვის­წა­რუდ­გე­ნია არას­რულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი სა­ჯა­რო რე­ესტრის ამო­ნა­წე­რი და უძ­რა­ვი ნივ­თი, რო­მე­ლიც მე­სა­კუთ­რის გან­მარ­ტე­ბით უნდა უო­ფი­ლი­ყო ნივ­თობ­რი­ვად უნაკ­ლო აღ­მო­ჩე­ნი­ლა არა­ერ­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი.

ყო­ველ­გვა­რი რის­კის გა­მო­რი­ცხვის მიზ­ნით აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­გის­ტრა­ცი­ის მიზ­ნით გა­რი­გე­ბის წარ­დგე­ნა სა­ჯა­რო რე­ესტრში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს უშუ­ა­ლოდ დამ­გი­რა­ვე­ბელ­მა, ვი­ნა­ი­დან სხვა შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობს მა­ღა­ლი რის­კი იმი­სა, რომ და­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად მე­სა­კუთ­რე­მარ მო­ახ­დი­ნოს გა­რი­გე­ბის რე­გის­ტრა­ცია სა­ჯა­რო რე­ესტრში და ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით მე­სა­მე პირ­ზე გა­ას­ხვი­სოს ან სხვა პი­რის სა­სარ­გებ­ლოდ უფ­ლებ­რი­ვად დატ­ვირ­თოს გი­რავ­ნო­ბის სა­გა­ნი. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში დამ­გი­რა­ვებ­ლის მო­თხოვ­ნა დარ­ჩე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­რე­შე.

ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მო­ტყუ­ე­ბის შე­დე­გად,უძ­რა­ვი ნივ­თის მე­სა­კუთ­რე­ე­ბი­ბი­ნის და­გი­რა­ვე­ბის მსურ­ვე­ლებს ხსე­ნე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბის ნაც­ვლად,სთა­ვა­ზო­ბენ მხო­ლოდ სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბას ბი­ნით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­რე­შე. პი­რებსკი, რომ­ლე­ბიც თან­ხმდე­ბი­ან ამ პი­რო­ბას,არ გა­აჩ­ნი­ათ, არც ბი­ნის სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა და არც თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბის რე­ა­ლუ­რი ბერ­კე­ტი. იმი­სათ­ვის, რომ ამ­გვარ თაღ­ლი­თურ სქე­მა­ში არ აღ­მოვ­ჩნდეთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა დე­ტა­ლი გა­და­ვა­მოწ­მოთ და იუ­რის­ტებ­თან გა­ვი­ა­როთ კუნ­სულ­ტა­ცია.

ბევრ ჩვენ­განს სმე­ნია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ერთ ბი­ნას რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­ზე აგი­რა­ვე­ბენ-ხოლ­მე. ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვის­გან რო­გორ უნდა და­ვი­ზღვი­ოთ თავი?

ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვის­გან თა­ვის და­სა­ზღვე­ვად უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლის­სა უნდა შე­ვა­მოწ­მოთ ბი­ნის სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ჯა­რო რე­ესტრში და­ცულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით. ამას­თან შე­საძ­ლო რის­კე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ად­გილ­ზე დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად და­ვად­გი­ნოთ სა­და­ვო უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მფლო­ბას ხომ არ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ისე­თი პი­რე­ბი, რო­მელ­თაც შე­საძ­ლოა პრე­ტენ­ზია ქონ­დეთ უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში და დამ­გი­რა­ვე­ბელს ხელი შე­უ­შა­ლონ ბი­ნით სარ­გებ­ლო­ბა­ში. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დად­გინ­დე­ბა, რომ ბი­ნა­ზე სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა გა­და­ცე­მუ­ლი აქვს სხვა პირს, ბი­ნის და­გი­რა­ვე­ბის მსურ­ვე­ლი პი­რი­მე­სა­კუთ­რეს­თან რა­ი­მე ფორ­მის გა­რი­გე­ბა­ში არ უნდა შე­ვი­დეს. ამ პი­რო­ბე­ბის დაც­ვის შე­დე­გად თავს და­ვი­ზღვევთ მო­ტყუ­ე­ბის­გან.

თუ მა­ინც მო­ტყუ­ე­ბუ­ლი აღ­მოვ­ჩნდით, რო­გორ შეგ­ვიძ­ლია მო­ვიქ­ცეთ და და­ვიბ­რუ­ნოთ უკვე გა­ცე­მუ­ლი თან­ხა?

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მე­სა­კუთ­რის ქმე­დე­ბა შე­ი­ცავს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს, დამ­გი­რა­ვე­ბელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს უნდა მი­მარ­თოს, ხოლო თუ და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი არ იკ­ვე­თე­ბა, დამ­გი­რა­ვე­ბელს შე­უძ­ლია, მე­სა­კუთ­რის მი­მართ თან­ხის და­კის­რე­ბის და ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის მო­თხოვ­ნით სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თოს.

რა ხდე­ბა, რო­დე­საც და­გი­რა­ვე­ბის დრო გა­სუ­ლია და სახ­ლის და­ტო­ვე­ბა­ზე უარს აცხა­დე­ბენ? რისი გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია ამ დროს სახ­ლის მე­სა­კუთ­რეს?

ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვა­დის გას­ვლი­სა და მე­სა­კუთ­რის მიერ სეს­ხის დაბ­რუ­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დამ­გი­რა­ვე­ბე­ლი და მისი ოჯხის წევ­რე­ბი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით არ ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნას. ასეთ დროს ერ­თა­დერ­თბერ­კეტს მე­სა­კუთ­რის ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­და­ნამ პი­რე­ბის გა­მო­სახ­ლე­ბი­სა და მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის მო­თხოვ­ნით სა­სა­მარ­თლოს­თვის­მი­მარ­თვა წარ­მო­ად­გენს.

თუ და­გი­რა­ვე­ბის დრო გა­ვი­და, თუმ­ცა სახ­ლის მე­სა­კუთ­რე თან­ხას უკან ვერ აბ­რუ­ნებს, ამ დროს რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ?

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სეს­ხის დაბ­რუ­ნე­ბის ვადა მო­ვი­და, თუმ­ცა მსეს­ხე­ბე­ლი ნა­კისრ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ვერ ან არ ას­რუ­ლებს,დამ­გი­რა­ვე­ბე­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის დაც­ვით,აღ­მას­რუ­ლებ­ლის ან სპე­ცი­ა­ლის­ტის მეშ­ვე­ო­ბით, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ტა­ნოს. ბი­ნა­შე­საძ­ლოა გა­და­ვი­დეს იპო­თე­კა­რის­სა­კუთ­რე­ბა­ში,თუ ამის თა­ო­ბა­ზე არ­სე­ბობს დათ­ქმა მხა­რე­თა შო­რის გა­ფორ­მე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში და მხა­რე­ე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა­ვენ სა­ჯა­რო რე­ესტრს. მხა­რე­თა ერ­თობ­ლი­ვი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე,ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვადა გაგ­რძელ­დეს მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი დრო­ით.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი
0

ბატონო დავით, უძრავი ნივთები გირავდება?!?!?!

მირიან გელაშვილი
0

უძრავი ნივთი არ გირავდება ))

რამდენიმე იპოთეკაც შესაძლებელია.

სტალინი წამოაყენა 1 ფეხზე 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რა ტიპის თაღლითობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ადამიანი, როდესაც ბინას გირაობს?

რა ტიპის თაღლითობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ადამიანი, როდესაც ბინას გირაობს?

ბინის მესაკუთრის ან დამგირავებლის მხრიდან სასამართლოში არაერთი სარჩელია შეტანილი და შემთხვევის განხილვის პროცესები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ ტიპის გარიგებაში დაზარალებულ პირად შესაძლოა, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე ასევე დამგირავებელი მოგვევლინოს. უმეტეს შემთხვევაში თაღლითობის მსხვერპლი შესაძლოა დამგირავებელი აღმოჩნდეს.

საინტერესოა, რა პროცედურები უნდა გავიაროთ ხელშეკრულების დადებამდე და რა ბერკეტები აქვს ორივე მხარეს იმისათვის, რომ უძრავი ქონება ან გაცემული თანხა სადავო არ გაუხდეს და დაგირავების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს? - ამის შესახებ იურიდიული კომპანია OK&CG-ის დირექტორსა და ადვოკატ დავით მუმლაძეს ვესაუბრეთ:

რა პროცედურები უნდა გავიაროთ, ვიდრე ბინას ვიგირავებთ, რომ თაღლითობის მსხვერპლი არ აღმოვჩნდეთ?

ბინის დაგირავების დროს გარიგების ნამდვილობისათვის აუცილებელია,მხარეებს შორისსესხის იპოთეკის და ბინათსარგებლობის ხელშეკრულებაგაფორმდეს, რომელიც უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით და რეგისტრაციის მიზნით წარედგინოს საჯარო რეესტრს.

მხოლოდ ამ ფორმით დადებული გარიგება წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს და იმისათვის, რომ დამგირავებელი არ აღმოჩნდეს თაღლითობის მსხვერპლი, ამ პროცედურების დაცვასთან ერთად, გარიგების დადებამდე აუცილებელია უძრავი ნივთის სამართლებრივი მდგომარეობის შემოწმება და იმის გარკვევა გარიგების საგანზერეგისტრირებულია თუ არა ყადაღა ანისეთი შეზღუდვა, რომელმაც შესაძლოა საჯარო რეესტრშიგარიგების რეგისტრაციაგამორიცხოს.

აუცილებელია, ასევე შემოწმდესაღნიშნული ბინა სარგებლობის უფლებითგადაცემული ხომ არ აქვს სხვა პირს და უძრავი ნივთი დატვირთულია თუ არა რაიმე ვალდებულებით, მათ შორის იპოთეკის უფლებით. მართალია,კანონმდებლობა ერთ ქონებაზე რამდენიმე იპოთეკის უფლების რეგისტრაციასარ კრძალავს, თუმცა იმისათვის, რომ სათანადოდ იყოს დაცული დამგირავებლის უფლებები და სხვა კრედიტორებთან შედარებით მას მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირატესი უფლება ჰქონდეს, მნიშვნელოვანია, დამგირავებლის მოთხოვნა პირველი რიგის იპოთეკის უფლებით იყოს უზრუნველყოფილი.

მნიშვნელოვანია დადებული გარიგებაშეიცავდესდათქმას ყველა იმ არსებით პირობაზე, რაზეც მხარეები ფაქტობრივად შეთანხმდნენ, ვინაიდან ზეპირი შეთანხმება არცერთი მხარისათვის არ წარმოშობს დაცვის მექანიზმებს.

რა ტიპის თაღლითობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ადამიანი, როდესაც ბინას გირაობს?

გარიგების დადებამდემნიშვნელოვანია დამგირავებელმა უშუალოდ გადაამოწმოს უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობა საჯარო რეესტრში, ვინაიდან პრაქტიკაში გვქონია შემთხვევები, როდესაც გარიგებაში მონაწილე პირს ბინის დაგირავების მსურველისათვისწარუდგენია არასრულყოფილი ინფორმაციის ამსახველი საჯარო რეესტრის ამონაწერი და უძრავი ნივთი, რომელიც მესაკუთრის განმარტებით უნდა უოფილიყო ნივთობრივად უნაკლო აღმოჩენილა არაერთი ვალდებულებით დატვირთული.

ყოველგვარი რისკის გამორიცხვის მიზნით აუცილებელია რეგისტრაციის მიზნით გარიგების წარდგენა საჯარო რეესტრში განახორციელოს უშუალოდ დამგირავებელმა, ვინაიდან სხვა შემთხვევაში არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ დაპირების მიუხედავად მესაკუთრემარ მოახდინოს გარიგების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და ვალდებულების შესრულების თავიდან აცილების მიზნით მესამე პირზე გაასხვისოს ან სხვა პირის სასარგებლოდ უფლებრივად დატვირთოს გირავნობის საგანი. ასეთ ვითარებაში დამგირავებლის მოთხოვნა დარჩება უზრუნველყოფის გარეშე.

ხშირია შემთხვევები, როდესაც მოტყუების შედეგად,უძრავი ნივთის მესაკუთრეებიბინის დაგირავების მსურველებს ხსენებული გარიგების ნაცვლად,სთავაზობენ მხოლოდ სესხის ხელშეკრულების დადებას ბინით უზრუნველყოფის გარეშე. პირებსკი, რომლებიც თანხმდებიან ამ პირობას,არ გააჩნიათ, არც ბინის სარგებლობის უფლება და არც თანხის უკან დაბრუნების რეალური ბერკეტი. იმისათვის, რომ ამგვარ თაღლითურ სქემაში არ აღმოვჩნდეთ, მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი გადავამოწმოთ და იურისტებთან გავიაროთ კუნსულტაცია.

ბევრ ჩვენგანს სმენია შემთხვევები, როდესაც ერთ ბინას რამდენიმე ადამიანზე აგირავებენ-ხოლმე. ამგვარი შემთხვევისგან როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი?

ამგვარი შემთხვევისგან თავის დასაზღვევად უპირველეს ყოვლისსა უნდა შევამოწმოთ ბინის სამართლებრივი მდგომარეობა საჯარო რეესტრში დაცულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამასთან შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერების შედეგად დავადგინოთ სადავო უძრავი ქონების მფლობას ხომ არ ახორციელებენ ისეთი პირები, რომელთაც შესაძლოა პრეტენზია ქონდეთ უძრავ ქონებასთან მიმართებაში და დამგირავებელს ხელი შეუშალონ ბინით სარგებლობაში. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ბინაზე სარგებლობის უფლება გადაცემული აქვს სხვა პირს, ბინის დაგირავების მსურველი პირიმესაკუთრესთან რაიმე ფორმის გარიგებაში არ უნდა შევიდეს. ამ პირობების დაცვის შედეგად თავს დავიზღვევთ მოტყუებისგან.

თუ მაინც მოტყუებული აღმოვჩნდით, როგორ შეგვიძლია მოვიქცეთ და დავიბრუნოთ უკვე გაცემული თანხა?

იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრის ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, დამგირავებელმა სამართალდამცავ ორგანოებს უნდა მიმართოს, ხოლო თუ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, დამგირავებელს შეუძლია, მესაკუთრის მიმართ თანხის დაკისრების და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.

რა ხდება, როდესაც დაგირავების დრო გასულია და სახლის დატოვებაზე უარს აცხადებენ? რისი გაკეთება შეუძლია ამ დროს სახლის მესაკუთრეს?

ხშირია შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლისა და მესაკუთრის მიერ სესხის დაბრუნების მიუხედავად, დამგირავებელი და მისი ოჯხის წევრები ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ საცხოვრებელ ბინას. ასეთ დროს ერთადერთბერკეტს მესაკუთრის ინტერესების დასაცავად საცხოვრებელი ბინიდანამ პირების გამოსახლებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსთვისმიმართვა წარმოადგენს.

თუ დაგირავების დრო გავიდა, თუმცა სახლის მესაკუთრე თანხას უკან ვერ აბრუნებს, ამ დროს როგორ უნდა მოვიქცეთ?

იმ შემთხვევაში, თუ სესხის დაბრუნების ვადა მოვიდა, თუმცა მსესხებელი ნაკისრ ვალდებულებას ვერ ან არ ასრულებს,დამგირავებელი უფლებამოსილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით,აღმასრულებლის ან სპეციალისტის მეშვეობით, უძრავი ქონება აუქციონზე გაიტანოს. ბინაშესაძლოა გადავიდეს იპოთეკარისსაკუთრებაში,თუ ამის თაობაზე არსებობს დათქმა მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში და მხარეები აღნიშნულის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ საჯარო რეესტრს. მხარეთა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე,ასევე შესაძლებელია ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდეს მათთვის სასურველი დროით.

Buongiorno იტალიიდან: ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ყველის – „მოცარელას“ ისტორია (+ შემწვარი ყველის სენდვიჩის რეცეპტი)

მათთვის, ვისაც რეიტინგულ უნივერსიტეტში ჩაბარება სურს

პირველად საქართველოში ფერმერებს დაზიანებული მოსავლის საწყისი ინვესტიციის უკან დაბრუნების შანსი ეძლევათ