სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მძღოლობიდან თურქული სერიალების ვარსკვლავობამდე - ვინ არის რეალურ ცხოვრებაში "სერქან ბოლათი": მსახიობის ყოველდღიურობა და სასიყვარულო სკანდალები
მძღოლობიდან თურქული სერიალების ვარსკვლავობამდე - ვინ არის რეალურ ცხოვრებაში "სერქან ბოლათი": მსახიობის ყოველდღიურობა და სასიყვარულო სკანდალები

ბოლო დროს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ქარ­თულ სივ­რცე­ში კი­დევ ერ­თმა თურ­ქმა მსა­ხი­ობ­მა მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა. ამ­ჯე­რად ქარ­თვე­ლე­ბის ახა­ლი კუ­მი­რი, ქე­რემ ბურ­სი­ნია, რო­მე­ლიც თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის ახა­ლი ფა­ვო­რი­ტია.

ქე­რე­მი 1987 წლის 4 ივ­ნისს და­ი­ბა­და და ამ დრომ­დე არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში უცხოვ­რია, მათ შო­რის, შოტ­ლან­დი­ა­ში, ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, მა­ლა­ი­ზი­ა­ში, აშშ-ში, ბოლო წლე­ბია კი თა­ვის მშობ­ლი­ურ ქვე­ყა­ნა­ში, თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს. 1999 წელს, რო­დე­საც 12 წლის იყო, ქე­რე­მი ოჯახ­თან ერ­თად აშშ-ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. და­ამ­თავ­რა ემერ­სო­ნის კო­ლე­ჯის მარ­კე­ტინ­გი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ფა­კულ­ტე­ტი და სამ­სა­ხი­ო­ბო გაკ­ვე­თი­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დროს და­ი­წყო.

სა­ნამ მსა­ხი­ო­ბი გახ­დე­ბო­და, ქე­რემ ბურ­სი­ნი მძღო­ლად მუ­შა­ობ­და და ამას არას­დროს მა­ლავს.

თურ­ქულ კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში გა­მო­ჩე­ნამ­დე ქე­რემ­მა ძა­ლე­ბი ჰო­ლი­ვუდ­ში მო­სინ­ჯა. მას ამე­რი­კულ ფილ­მებ­ში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, 2010 წელს Sharktopus-ში გა­მოჩ­ნდა და სხვა შე­თა­ვა­ზე­ბე­ბიც ჰქონ­და, თუმ­ცა თურ­ქეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ­ჩია.

თავ­და­პირ­ვე­ლად პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა სე­რი­ალ­მა Güneşi Beklerken, სა­დაც ქე­რემ სა­ი­ე­რის მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა. მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა Şeref Meseles-ში, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რუ­ლი იტა­ლი­უ­რი სე­რი­ა­ლის - "ღირ­სე­ბის სა­ხე­ლით“, რი­მე­ი­ქია.

2016 წელს ბურ­სი­ნი ცნო­ბი­ლი ბრენ­დის Mavi-ს რეკ­ლა­მის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მი­იწ­ვი­ეს, სა­დაც Mavi-ს სახე, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი სე­რე­ნაი სა­რი­ქა­ია გა­იც­ნო და მალე მათ შო­რის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბაც და­ი­წყო.

ქე­რე­მი და სე­რე­ნაი თურ­ქე­თის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ვარ­სკვლა­ვურ წყვი­ლად მი­იჩ­ნე­ო­და. ისი­ნი ერ­თად და­დი­ოდ­ნენ სხვა­დას­ხვა და­ჯილ­დო­ე­ბებ­ზე, ტე­ლე­ე­თე­რებ­ში, თუმ­ცა ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არც სკან­და­ლე­ბი აკ­ლდათ და არა­ერ­თი ჭორი ვრცელ­დე­ბო­და პა­რა­ლე­ლურ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, რო­მე­ლიც უმე­ტე­სად სე­რე­ნა­ის­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ქე­რემ ბურ­სი­ნი და სე­რე­ნაი სა­რი­ქა­ია

ქე­რე­მი და სე­რე­ნაი 2019 წელს ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. და­შო­რე­ბის მი­ზე­ზებ­ზე თურ­ქულ პრე­სა­ში არა­ერ­თი ვერ­სია და­ი­წე­რა, მათ შო­რის, წერ­დნენ იმა­საც, რომ ქე­რემს ქორ­წი­ნე­ბა და შვი­ლი სურ­და, რა­ზეც სე­რე­ნაი არ და­თან­ხმდა, და­ი­წე­რა ისიც, რომ სა­რი­ქა­ი­ას სხვა შე­უყ­ვარ­და. მსა­ხი­ო­ბებს არ­ცერ­თი ინ­ფორ­მა­ცია არ და­უ­დას­ტუ­რე­ბი­ათ და მათი და­შო­რე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი უც­ნო­ბია.

ქე­რემ ბურ­სი­ნი თურქ მა­მა­კაც მსა­ხი­ო­ბებს შო­რის იმით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ ყო­ველ­თვის ხმა­მაღ­ლა გა­მოთ­ქვამს თა­ვის მო­საზ­რე­ბას ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ამ თვალ­საზ­რი­სით ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად აქ­ტი­უ­რია. ის იცავს ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბებს და ცდი­ლობს თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. ბურ­სინს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ჰუ­მა­ნურ და კე­თილ­შო­ბილ ადა­მი­ა­ნად ახა­სი­ა­თე­ბენ.

ამ­ჟა­მად ის მო­ნა­წი­ლე­ობს სე­რი­ალ­ში Sen Çal Kapımı (“და­ა­კა­კუ­ნე ჩემს კარ­ზე“), სა­დაც პარტნი­ო­რო­ბას მსა­ხი­ობ ჰან­დე ერ­ჩელს უწევს. სე­რი­ა­ლი ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში ჯერ არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლე­ბის ქარ­თველ მომ­ხმა­რებ­ლებ­ში.. ქე­რე­მი სერ­ქან ბო­ლა­თის როლს ას­რუ­ლებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­რი­ა­ლის ეკ­რან­ზე გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე გულ­შე­მატ­კივ­რებს გა­უჩ­ნდათ ეჭვი, რომ ჰან­დე­სა და ქე­რემს შო­რის პარტნი­ო­რულ და მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უფრო მეტი იყო, თუმ­ცა თა­ვად მსა­ხი­ო­ბე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ შო­რის მხო­ლოდ მე­გობ­რო­ბაა და ინ­ფორ­მა­ცია რო­მან­ზე ფა­ნე­ბის ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფია.

სე­რე­ნაი სა­რი­ქა­ის­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ ბურ­სი­ნი მე­დი­ამ არა­ერთ ცნო­ბილ თურქ მსა­ხი­ობ­თან "და­ა­წყვი­ლა", თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია არც ერთხელ არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა და ბოლო ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მსა­ხი­ო­ბის გული ამ ეტაპ­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლია.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელზა
0

ქერემი ერთერთი გამორჩეულუა

ვაჟა
6

თურქებო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მძღოლობიდან თურქული სერიალების ვარსკვლავობამდე - ვინ არის რეალურ ცხოვრებაში "სერქან ბოლათი": მსახიობის ყოველდღიურობა და სასიყვარულო სკანდალები

მძღოლობიდან თურქული სერიალების ვარსკვლავობამდე - ვინ არის რეალურ ცხოვრებაში "სერქან ბოლათი": მსახიობის ყოველდღიურობა და სასიყვარულო სკანდალები

ბოლო დროს სოციალური ქსელების ქართულ სივრცეში კიდევ ერთმა თურქმა მსახიობმა მოიპოვა პოპულარობა. ამჯერად ქართველების ახალი კუმირი, ქერემ ბურსინია, რომელიც თინეიჯერების ახალი ფავორიტია.

ქერემი 1987 წლის 4 ივნისს დაიბადა და ამ დრომდე არაერთ ქვეყანაში უცხოვრია, მათ შორის, შოტლანდიაში, ინდონეზიაში, მალაიზიაში, აშშ-ში, ბოლო წლებია კი თავის მშობლიურ ქვეყანაში, თურქეთში ცხოვრობს. 1999 წელს, როდესაც 12 წლის იყო, ქერემი ოჯახთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. დაამთავრა ემერსონის კოლეჯის მარკეტინგისა და კომუნიკაციების ფაკულტეტი და სამსახიობო გაკვეთილებზე სიარული უნივერსიტეტში სწავლის დროს დაიწყო.

სანამ მსახიობი გახდებოდა, ქერემ ბურსინი მძღოლად მუშაობდა და ამას არასდროს მალავს.

თურქულ კინოინდუსტრიაში გამოჩენამდე ქერემმა ძალები ჰოლივუდში მოსინჯა. მას ამერიკულ ფილმებში აქვს მონაწილეობა მიღებული. მაგალითად, 2010 წელს Sharktopus-ში გამოჩნდა და სხვა შეთავაზებებიც ჰქონდა, თუმცა თურქეთში დაბრუნება არჩია.

თავდაპირველად პოპულარობა მოუტანა სერიალმა Güneşi Beklerken, სადაც ქერემ საიერის მთავარი როლი შეასრულა. მთავარი როლი შეასრულა Şeref Meseles-ში, რომელიც პოპულარული იტალიური სერიალის - "ღირსების სახელით“, რიმეიქია.

2016 წელს ბურსინი ცნობილი ბრენდის Mavi-ს რეკლამის გადასაღებ მოედანზე მიიწვიეს, სადაც Mavi-ს სახე, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თურქი მსახიობი სერენაი სარიქაია გაიცნო და მალე მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობაც დაიწყო.

ქერემი და სერენაი თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ვარსკვლავურ წყვილად მიიჩნეოდა. ისინი ერთად დადიოდნენ სხვადასხვა დაჯილდოებებზე, ტელეეთერებში, თუმცა ურთიერთობის განმავლობაში არც სკანდალები აკლდათ და არაერთი ჭორი ვრცელდებოდა პარალელურ სასიყვარულო ურთიერთობებზე, რომელიც უმეტესად სერენაისთან იყო დაკავშირებული.

ქერემ ბურსინი და სერენაი სარიქაია

ქერემი და სერენაი 2019 წელს ერთმანეთს დაშორდნენ. დაშორების მიზეზებზე თურქულ პრესაში არაერთი ვერსია დაიწერა, მათ შორის, წერდნენ იმასაც, რომ ქერემს ქორწინება და შვილი სურდა, რაზეც სერენაი არ დათანხმდა, დაიწერა ისიც, რომ სარიქაიას სხვა შეუყვარდა. მსახიობებს არცერთი ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ და მათი დაშორების რეალური მიზეზი უცნობია.

ქერემ ბურსინი თურქ მამაკაც მსახიობებს შორის იმით გამოირჩევა, რომ ყოველთვის ხმამაღლა გამოთქვამს თავის მოსაზრებას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ამ თვალსაზრისით ყოველთვის გამორჩეულად აქტიურია. ის იცავს ქალების უფლებებს და ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბურსინს ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ და კეთილშობილ ადამიანად ახასიათებენ.

ამჟამად ის მონაწილეობს სერიალში Sen Çal Kapımı (“დააკაკუნე ჩემს კარზე“), სადაც პარტნიორობას მსახიობ ჰანდე ერჩელს უწევს. სერიალი ქართულ სატელევიზიო ეთერში ჯერ არ გამოჩენილა, თუმცა მიუხედავად ამისა, უდიდესი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელების ქართველ მომხმარებლებში.. ქერემი სერქან ბოლათის როლს ასრულებს.

აღნიშნული სერიალის ეკრანზე გამოსვლისთანავე გულშემატკივრებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ჰანდესა და ქერემს შორის პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობაზე უფრო მეტი იყო, თუმცა თავად მსახიობები ამბობენ, რომ მათ შორის მხოლოდ მეგობრობაა და ინფორმაცია რომანზე ფანების ფანტაზიის ნაყოფია.

სერენაი სარიქაისთან დაშორების შემდეგ ბურსინი მედიამ არაერთ ცნობილ თურქ მსახიობთან "დააწყვილა", თუმცა ინფორმაცია არც ერთხელ არ დადასტურებულა და ბოლო ცნობების მიხედვით, მსახიობის გული ამ ეტაპზე თავისუფალია.